MariGold

“მარი-გოლდი” – ეს არის სალონი, სადაც თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა. ჩვენი გამოცდილება და დიზაინერების დახვეწილი გემოვნება უჩვეულოდ ნაზ და ელეგანტურ სადედოფლო სამოსს გთავაზობთ. შეგვიკვეთეთ კაბა ქორწილამდე 10 დღით ადრე. კაბის ფერისა და სტილის შერჩევაზე თქვენთან ერთად უზადო გემოვნების დიზაინერები იზრუნებენ. შეიძინეთ გაშლილი ან დაშვებული, ელეგანტური სტილის კაბები, დახვეწილი და უნაკლო აქსესუარები მხოლოდ “მარი-გოლდის” სალონში! თქვენი სურვილებისა და ჩვენი რჩევების ნაზავით უნაკლო შედეგს გპირდებით. კაბის დამზადებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ დედოფლის სხეულის მოხაზულობას, სახის, მკერდისა და ბეჭების მოყვანილობას, ვზრუნავთ, რომ დედოფლის სამოსი, გარეგნობა, ვარცხნილობა და მაკიაჟი ერთ მთლიანობად აღიქმებოდეს, რითაც ვაღწევთ ჩვენს მიზანს - ჩვენი თითოეული დედოფალი ინდივიდუალურად უნაკლო და მიმზიდველია! აიხდინეთ ბავშვობის უძვირფასესი ოცნება “მარიგოლდთან” ერთად! ჩვენთვის ეს ხელოვნებაა და არა ბიზნესი!