Please See the interview with Ekaterine Khidasheli – Head Of Marketing & PR Communications Division At ARDI Insurance
First of all, please tell us about your success story and current activities, what stages have you gone through so far, and what challenges have you encountered along the way?
Nowadays, in such a complex and chaotic period, it is not easy to find yourself and carve out a personal niche, especially in the buisness industry. Before I connected my work with marketing, I had a radically different profession in the field of Western European languages specializing in French and Spanish, then there was the Alliance Français (International House High School), Antoine de Saint Exupery French college, simultaneous translation…However, I soon realized that working in the field of foreign languages was not enough, I wanted something new, dynamic, interesting and for me, that was pursuing a career in administration and marketing management. Immediately after completing my studies, I joined the insurance company Ardi, a newly established firm at the time. Watching it grow and develop in front of my eyes provided me with great experience.
In my case, the basis of any success has always been purposefulness, willpower, organization, and, most importantly, doing the work that is truly mine and that I love.
In your opinion, what is the main factor in maintaining motivation for career advancement?
Motivation, in general, is the driving force of human resources. If the employee is motivated, they are more involved in the work process, which is essential for the success of the company. A motivated employee does not have the desire to work in another job and is stable, as happened in my case, for which the working environment and attitudes are the most important factors. Inner motivation is also of great importance – purposefulness and love for one’s own work. Important factors for maintaining motivation for career advancement include: any success, overcoming challenges, bringing the work to completion with quality,
justifying the hopes for the team and the people who stand by it, and the collective joy obtained from this gives the greatest boost, power and motivation, making a person even more productive.
As we know, you joined the team of the insurance company ARDI at the stage of founding this company, how would you describe the development of the company all this time and what does it mean for you to be a member of this team?
Insurance company ARDI is a successful Georgian brand, whose history began in 2010 and today is one of the leading companies in the insurance market. Over the years, ARDI has become an increasingly powerful financial institution, a stronghold of society, focused on innovation, new approaches, and service quality improvement. With these goals in mind, ARDI is one of the most steadily growing companies, with a diverse insurance portfolio that boasts an unprecedentedly high customer loyalty, trust, and satisfaction index. It serves individuals, large corporations, as well as international organizations working in Georgia and the diplomatic corps.
I am proud to be one of the first employees at ARDI. Being a part of this team is a responsibility I take seriously. Loyalty and love for the company, whose first steps I remember, have led it to occupy a leading position in the insurance market. It is advancing at an incredible pace, and the driving force behind all of this is the large ARDI family, built on the company’s originality, unique values, and a deep respect for both customers and employees.
Could you share more about your core activities and the initiatives you undertake to promote and strengthen the brand’s presence?
In parallel with its insurance activities, ARDI is actively involved in social, environmental, and charitable initiatives, as well as in educational, cultural, sports, and tourism-supporting projects, which highlights the company’s high level of social responsibility—this is my main area of focus. In addition, I manage relationships with international business associations, the media, CSR campaigns, promotions, and exclusive benefits for our insurers, all while focusing on their needs, loyalty, and satisfaction. I also oversee the planning of marketing strategies, communications, and activities that promote brand positioning, growth, and visibility.
Finally, we’d like to ask a traditional question: What advice would you give to aspiring professionals and young people who are just beginning their careers?
I would advise aspiring professionals to first and foremost set a clear goal. While it’s difficult to predict a guaranteed successful outcome, it is important to move forward on the path to that goal with the right strategy, willpower, and determination. They should not be afraid of the
inevitable difficulties and challenges, as these will help them grow, strengthen their skills, and gain valuable experience.
Progress is the result of our own actions; in other words, we become in life who we create ourselves to be. Set an intention, and with your determination, hard work, effort, effective communication, and constant focus on deepening and developing your knowledge, you will see that nothing is unattainable!
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ეკატერინე ხიდაშელთან – სადაზღვევო კომპანია არდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიისა და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ დღემდე და რა სახის სირთულეებს გადააწყდით ამ დროის განმავლობაში?
დღეს, ასეთ რთულ და ქაოსურ პერიოდში, არ არის მარტივი იპოვო შენი თავი და დაიმკვიდრო პერსონალური ნიშა, მითუმეტეს ბიზნეს ინდუსტრიაში. სანამ მარკეტინგს დავუკავშირებდი ჩემს საქმიანობას, რადიკალურად განსხვავებული პროფესია მქონდა, დასავლეთ ევროპული ენების ( ფრანგული და ესპანური ენები ) განხრით, შემდეგ იყო Alliance Français (International House High School), ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ფრანგული კოლეჯი, სინქრონული თარგმანი…თუმცა მალევე მივხვდი, რომ უცხო ენების სპეციალობით მუშაობა არ იყო საკმარისი, მინდოდა რაღაც ახალი, ცოცხალი, საინტერესო და ასეთი ჩემთვის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მენეჯმენტის პროფესიის დაუფლება იყო, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე სადაზღვევო კომპანია არდიში, რომელიც იმ პერიოდში სულ ახალი დაარსებული იყო, ჩემს თვალწინ გაიზარდა და განვითარდა, ამან დიდი გამოცდილება მომცა.
ჩემს შემთხვევაში, ნებისმიერი წარმატების საფუძველი ყოველთვის იყო მიზანდასახულობა, ნებისყოფა, ორგანიზებულობა და რაც მთავარია, იმ საქმის კეთება, რომელიც ძალიან ჩემია და მიყვარს.
თქვენი აზრით, რა არის კარიერული წინსვლისთვის მოტივაციის შესანარჩუნებლად მთავარი ფაქტორი?
ზოგადად მოტივაცია ადამიანური რესურსების მამოძრავებელი ძალაა. თუ თანამშრომელი მოტივირებულია, უფრო მეტად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რაც აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის. მოტივირებულ თანამშრომელს არ გაუჩნდება სხვა სამსახურში მუშაობის სურვილი და სტაბილურია, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, რისთვისაც პირველ რიგში მნიშვნელოვანი ფაქტორი სამუშაო გარემო და დამოკიდებულებებია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან მოტივაციას
მიზანსწრფულობას და საკუთარი საქმის სიყვარულს. კარიერული წინსვლისთვის მოტივაციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ნებისმიერი წარმატება, გამოწვევების გადალახვა, საქმის ბოლომდე ხარისხიანად მიყვანა, გუნდისთვის და გვერდში მდგომი ადამიანებისთვის იმედების გამართლება და ამით მიღებული საერთო სიხარული უდიდეს მუხტს, ძალისხმევას და მოტივაციას იძლევა, რაც კიდევ უფრო მეტად პროდუქტიულს ხდის ადამიანს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სადაზღვევო კომპანია არდის გუნდს ამ კომპანიის დაარსების ეტაპზე შეუერთდით, როგორ აღწერდით კომპანიის
განვითარებას მთელი ამ დროის განმავლობაში და რას ნიშნავს თქვენთვის ამ გუნდის წევრობა?
სადაზღვევო კომპანია არდი წარმატებული ქართული ბრენდია, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება და დღეს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე. წლებთან ერთად არდი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საზოგადოების სულ უფრო და უფრო მძლავრი დასაყრდენი ხდებოდა, რომელიც ინოვაციებზე, ახალ მიდგომებსა და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე იყო ორიენტირებული. ამ მიზნების გათვალისწინებით, არდი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი კომპანია, მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა. იგი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს და მსხვილ კორპორაციებს, ასევე საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს.
ამაყი ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი არდელი ვარ. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის საპასუხისმგებლოა. ეს არის ერთგულება და სიყვარული იმ კომპანიის მიმართ, რომლის პირველი ნაბიჯები მახსოვს და დღეს წამყვანი ადგილი უჭირავს სადაზღვევო ბაზარზე, საოცარი ტემპით უფრო და უფრო წინ მიიწევს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა არდელების დიდი ოჯახია, რასაც საფუძვლად უდევს კომპანიის თვითმყოფადობა, უნიკალური ღირებულებები და ღირსეული დამოკიდებულებები როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ.
მოგვიყევით მეტი თქვენი ძირითადი საქმიანობის შესახებ, რა სახის ინიციატივებს ახორციელებთ ბრენდის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის.
სადაზღვევო საქმიანობის პარალელურად, არდი აქტიურად არის ჩართული როგორც სოციალურ, ეკოლოგიურ და საქველმოქმედო, ასევე საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მხარდამჭერ პროექტებში, რაც კომპანიის განსაკუთრებით მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს – ჩემს ძირითად საქმიანობის სფეროსაც სწორედ ეს წარმოადგენს. გარდა ამისა, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციებთან, მედიასთან ურთიერთობა, CSR კამპანიები, აქციები, ექსკლუზიური ბენეფიტები ჩვენი დაზღვეულებისთვის, რაც მათ საჭიროებებზე, ლოიალობასა და კმაყოფილებაზე არის ფოკუსირებული. ასევე მარკეტინგული სტრატეგიების, კომუნიკაციების და აქტივობების დაგეგმვა, რაც ბრენდის პოზიციონირებას, ზრდას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე იმყოფებიან?
დამწყებ პროფესიონალებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ზუსტად დაისახონ მიზანი. რთულია არჩევანის გარანტირებული, წარმატებული შედეგის პროგნოზირება, თუმცა საჭიროა მიზნისკენ მიმავალ გზაზე სწორი სტრატეგიით, ნებისყოფით და მონდომებით სვლა. არ უნდა შეუშინდნენ სირთულეებს და გამოწვევებს, რაც გარდაუვალია და რაც მათ გაზრდას, გაძლიერებას და გამოცდილების მიღებას შეუწყობს ხელს.
წინსვლა განპირობებულია საკუთარი ნაბიჯებით, ანუ ჩვენ ვხდებით ცხოვრებაში ის, ვისაც თავადვე ვქმნით. მოინდომეთ და თქვენი მიზანსწრაფულობით, შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, სწორი კომუნიკაციებით, ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე მუდმივი ორიენტირებულობით ნახავთ, რომ მიუღწეველი არაფერია!
Leave A Comment