Please see the Interview with Unana Gogokhia – Partner at “BGI Legal”.
First of all, please tell us about your current activities at BGI Legal. what position and direction you work in, and in a few words, tell us about your future plans.
I am a partner at BGI Legal specializing in capital markets and financial mandates as well as corporate and commercial law. In my role as a partner, I am uniquely positioned to work with the firm’s diverse clients and on complex cross-border transactions, which have helped me grow professionally over the years.
BGI is Georgia’s leading law firm, top-ranked in all international legal directories which cover this region. Our team has been a legal market leader for the last 25 years, playing a pivotal role in major projects which have helped shape the business environment and the standard of legal excellence in this country. We align our corporate and team culture with our core values, which are reflected in our logo and can be summarized in three words: expertise, experience, efficiency. We have stayed ahead in our profession due to the highest professional, ethical, and business standards.
BGI has an extraordinary value to me and working here has a great advantage: we have the best team, intellectually stimulating environment and an incredible client base. As one of the firm’s two female partners, I envisage my career with this firm on a long-term basis, contributing to its further success and growth.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome it anyway?
I truly believe that no task is insurmountable if you prioritize workstreams efficiently and take a proactive and solution-oriented approach. Combining law with incisive knowledge of industry and multi-tasking together with the ability to think outside the box helps overcome any challenge. I am also very fortunate as I have an excellent team of other BGI partners and associates to rely on.
When I have a complex task or goal set before me, my mind never stops brooding over it until I resolve it to my satisfaction. I am just wired that way. They say perseverance and strong will are my personal traits and indeed I have trained myself to be driven by the quest for perfection in all endeavors and undertakings. The greatest artist Salvador Dali, who has always inspired me by his meticulous approach towards art and things that matter in life, said: “Have no fear of perfection – you will never reach it”. And it’s true, however, exploring boundaries of perfection opens new possibilities and unlocks our potential allowing us to perform at our best, affecting quality of our lives in so many directions, whether professional or not.
What is your main motivation to keep moving forward?
The success of our team is the best motivation. Growing professionally together and being instrumental in delivering top quality services and solutions to our clients is the most rewarding experience and achievement that keeps me and the rest of our team motivated. We are also motivated by the healthy ambition to excel and stand out in a competitive legal environment.
You won a Band 1 ranking in Chambers Global and Chambers Europe this year “climbing to the top tier this year as a result of exceptional market support”, according to this prestigious directory. Please, tell us more about this success?
My success story starts with BGI and builds upon its solid base and support of our strong team. BGI Legal and our partners continue to earn exceptional top rankings in Chambers and other legal directories, and we are very grateful to our clients and peers alike for their generous feedback and recognition.
Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
Knowing where one wants to be in the future at the early stages of one’s career is not an easy task. Therefore, the only practical and honest advice one can give to a younger generation on the eve of their long journey is to keep one’s mind open to opportunities as only their unique personality, abilities and genuine interest can steer one in the right direction in his or her career choices. It is therefore of utmost importance to listen to one’s inner voice, to attach great importance to strong discipline and remain dedicated to constant improvement. Enthusiasm, initiative, responsiveness, responsibility, courage and above all, the curious mind as well as skills of a good team player represent the key to success in a legal profession.
ინტერვიუ უნანა გოგოხიასთან
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ უნანა გოგოხიასთან, რომელიც არის “BGI Legal”-ის პარტნიორი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ BGI Legal- ში. რა პოზიციაზე და რა მიმართულებით მუშაობთ და რამდენიმე სიტყვით, გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
მე ვარ BGI Legal-ის პარტნიორი და ჩემი სპეციალიზაციაა ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ფინანსური მანდატები და ასევე, კორპორატიული და კომერციული სამართალი. როგორც პარტნიორს მაქვს უნიკალური შესაძლებლობა ვიმუშავო ფირმის განსახვავებულ კლიენტებთან და რთულ საერთაშორისო გარიგებებზე, რაც დამეხმარა პროფესიულ ზრდაში.
BGI არის საქართველოს წამყვანი იურიდიული ფირმა და მას აქვს მინიჭებული უმაღლესი რანგირება ყველა საერთაშორისო იურიდიულ დირექტორიაში. ჩვენს გუნდს, რომელიც არის იურიდიული ბაზრის ლიდერი 25 წელია, შესრულებული აქვს გადამწყვეტი როლი უმნიშვნელოვანეს პროექტებში, რითაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო იურიდიულ პროფესიაში – უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენი კორპორატიული და გუნდური კულტურა შეესაბამება ჩვენს მთავარ ღირებულებებს, რაც ასახულია ფირმის ლოგოში და სამი სიტყვით გამოიხატება: ცოდნა, გამოცდილება, ეფექტურობა. პროფესიაში წამყვანი პოზიციების მოპოვება უმაღლესი პროფესიული, ეთიკური და ბიზნეს სტანდარტების დაცვით შევძელით.
BGI-ს ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს. აქ მუშაობა არის დიდი უპირატესობა: გვყავს საუკეთესო გუნდი, ინტელექტუალურად მასტიმულირებელი გარემო და შესანიშნავი კლიენტთა ბაზა. მე, როგორც ფირმის ორი ქალი პარტნიორიდან ერთ-ერთი, ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი ხანგრძლივად დავუკავშირო ამ ფირმას და შევიტანო წვლილი მის შემდგომ განვითარებასა და წარმატებაში.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით მასთან გამკლავება?
მე მჯერა რომ არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გადალახავ თუ სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს საქმეში და დაიკავებ აქტიურ და გამოსავალზე ორიენტირებულ მიდგომას. სამართალმცოდნეობისა და ინდუსტრიის ანალიტიკური ცოდნის კომბინირებულად გამოყენება, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის უნარი და სტანდარტული ჩარჩოებიდან გასვლა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი გამოწვევის დაძლევას. მე ასევე ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს შესანიშნავი პარტნიორებისა და იურისტების გუნდი BGI-ში, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო.
როცა რთული ამოცანის ან მიზნის წინაშე ვდგავარ, ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს, სანამ არ ვიპოვი გამოსავალს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით. ასეთი ბუნება მაქვს. მეუბნებიან, რომ შეუპოვრობა და ნებისყოფა არის ჩემი სახასიათო თვისებები და მართლაც, საკუთარ თავში გამოვიმუშავე სრულყოფილებისადმი სწრაფვის უნარი ნებისმიერ საქმესა და წამოწყებაში. შესანიშნავმა მხატვარმა სალვადორ დალიმ, რომელიც მხიბლავს ხელოვნებისადმი და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისადმი უაღრესად დახვეწილი და ზედმიწევნითი მიდგომით, თქვა: ,,ნუ შეგეშინდება სრულყოფილების – შენ მას ვერასოდეს ვერ მიაღწევ“. და ეს ასეცაა, თუმცა ამგვარ მაქსიმალიზმს შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი ბევრი, მათ შორის, პროფესიული მიმართულებით, რადგან იგი კარს უხსნის ახალ შესაძლებლობებს, და ათავისუფლებს ჩვენს საუკეთესო პოტენციალს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
რა არის თქვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა, იაროთ მუდამ წინ?
ჩემთვის ჩვენი გუნდის წარმატება არის საუკეთესო მოტივაცია. ერთობლივი პროფესიული ზრდა და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება არის საუკეთესო გამოცდილება და მიღწევა, რაც გვაძლევს მე და დანარჩენ გუნდს მოტივაციას. ჩვენ მოტივაციას ასევე გვიქმნის ჯანსაღი ამბიცია გამოვირჩეოდეთ და ვიყოთ პირველები კონკურენტულ იურიდიულ გარემოში.
როგორც ვიცით, თქვენ წელს მოხვდით Chambers Global-ისა და Chambers Europe – ის პირველ ბენდში, და როგორც ეს პრესტიჟული დირექტორია წერს, უმაღლეს ბენდში გადახვედით ,,ბაზრის განსაკუთრებული მხარდაჭერის შედეგად“. გთხოვთ, მოგვიყევით უფრო მეტი ამ წარმატების შესახებ?
ჩემი წარმატების ისტორია BGI-სთან ერთად იწყება და ეყრდნობა მის სოლიდურობას და ძლიერი გუნდის მხარდაჭერას. BGI Legal-ს და ფირმის პარტნიორებს აქვთ Chambers-სა და სხვა იურიდიულ დირექტორიებში უმაღლესი რანგირებები და ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ ჩვენი კლიენტების და კოლეგების მათი მხარდაჭერისთვის და აღიარებისთვის.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
კარიერის ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა სურს სამომავლოდ ადამიანს, ადვილი არ არის. ამიტომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს თავიანთი გრძელი მოგზაურობის დასაწყისში მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო, რომ იყვნენ გახსნილები შესაძლებლობების მიმართ – მხოლოდ მათ უნიკალურ პიროვნებას, უნარებს და გულწრფელ ინტერესს შეუძლია მათი წარმართვა სწორი მიმართულებით კარიერის არჩევისას. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუიცია, შინაგანი ხმის მოსმენა, დისციპლინა და მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე უნარების გასაუმჯობესებლად. ენთუზიაზმი, ინიციატივა, დროული რეაგირება, პასუხისმგებლობა, გაბედულება და რაც მთავარია, ცნობისმოყვარე გონება და გუნდურად თამაშის უნარი, გადამწყვეტია იურიდიულ პროფესიაში წარმატების მისაღწევად.
Leave A Comment