Please see the interview with Sophio Gujabidze- Head of Communications at ISET and ISET Policy Institute.
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are the Head of Communications at ISET and ISET Policy Institute. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
In the pages of my childhood notebook, among other scribbles, I penned a sentence that I liked a lot: “Do what you love, love what you do.” Back then, I never imagined it would define my entire career.
I’m heading communications At ISET and ISET Policy Institute and it means daily interaction with ISET students. This incredible generation gives me immense motivation with their energy and fresh perspectives. Additionally, at the ISET Policy Institute, I have the privilege of working with the leading economists in the country.
Therefore, I consider myself a lucky person, as not everyone gets to enjoy their work daily. Fortunately, I do what I love.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
The most significant challenge in my career is the one we face today. Current political unrest that jeopardizes Georgia’s European integration and pressures civil society, sometimes appears even insurmountable. This political turmoil impacts not only my career but also the future of every citizen of this country. Nonetheless, I remain hopeful that Georgia will realign with its European aspirations, and we will overcome each obstacle on our path to European integration.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
Success is not just about climbing the corporate ladder or achieving a certain title or salary. For me true success lies in finding fulfillment and joy in what you do every day. If you wake up dreading going to work, it’s a sign that something needs to change. Don’t be afraid to seek new opportunities or make changes in your career path until you find something that brings you happiness and satisfaction daily.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
I’m a fan of the young generation—I truly believe in their abilities and potential. They inspire me with their fearlessness in self-expression, their love for trying new things, experimenting, exploring different paths, and their boundless curiosity. For anyone just starting their career, my advice is straightforward: trust in the instincts and skills you already have.
გთხოვთ იხილო ინტერვიუ სოფიო გუჯაბიძესთან- ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ბავშვბობაში დღიური მქონდა, სადაც ვიწერდი ფრაზებს და გამონათქვამებს, რომლებიც მომწონდა. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი იყო: “Do what you love, love what you do”. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს წინადადება ყველაზე კარგად შეაჯამებდა ჩემს მომავალ კარიერას.
ISET-ის და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციებს ვხელმძღვანელობ. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღე მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან. მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ამავდროულად ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობ ქვეყნის წამყვან ეკონომისტებთან. მათთან მუშაობა პრივილეგიაა, რასაც ძალიან ვაფასებ.
ხშირად ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ყველაზე დიდი გამოწვევის და დაბრკოლების წინაშე ახლა ვდგავარ. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ის საფრთხეები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინაშეა, ზოგჯერ გადაულახავიც მეჩვენება. ეს არა მხოლოდ ჩემს კარიერას თუ კონკრეტულ საქმეს ეხება, არამედ თითოეული ჩვენგანის მომავალს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ კურსს და გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რაც ევროინტეგრაციას ხელს უშლის.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ჩემთვის წარმატება არ არის მხოლოდ კორპორატიულ კიბეზე ასვლა ან გარკვეული ტიტულის თუ ხელფასის მოპოვება. ალბათ, წარმატება ისაა, იპოვო კმაყოფილება იმაში, რასაც ყოველდღე აკეთებ. თუ სამსახურში წასვლის შიშით იღვიძებთ, ესე იგი დროა რაღაც შეიცვალოს. ალბათ, არ უნდა შეგვეშინდეს ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების ძიების, სანამ არ ვიპოვით იმას, რაც ყოველდღიურად მოგვანიჭებს ბედნიერებას და კმაყოფილებას.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
მე ძალიან მომწონს ახალგაზრდა თაობა, მჯერა მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის. ISET-ის სტუდენტებს ყოველდღე რომ ვუყურებ, სხვანაირად წარმოუდგენელია. სწორედ ახალგაზრდა თაობა მაძლევს მაგალითს სიახლის გამოცდის, ექსპერიმენტების სიყვარულის, სხვადასხვა გზების შესწავლის და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის.
მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ჩემი რჩევა პირდაპირია: ენდეთ ინსტინქტებსა და უნარებს, რომლებიც უკვე გაქვთ.
Leave A Comment