Please see the interview with Elene Bibileishvili- Co-Founder & CEO at Hapttic | Co-Founder & CEO at Ad Summit
First of all, please share your success story with us. What stages and difficulties does this path involve and what stage are you at now in your professional life?
By profession, I am a digital marketer, with my main specialization focusing on marketing technologies and managing data-driven processes. Currently, I am the co-founder and CEO of Hapttic, a software company based in the U.S. market, as well as the co-founder and CEO of Ad Summit, the #1 digital marketing platform in Georgia. For several years, I have been actively involved in educational activities, teaching digital marketing at the Business and Technology University, Caucasus University, and the Academy of Digital Industries. I also have my own signature course, “Digital Marketing Techniques and Analysis” – the first educational program in Georgia’s history focused on technical marketing and digital data processing. Additionally, I am an internationally licensed trainer in the field of digital marketing.
I would say that this journey has been quite intense and filled with challenges. In general, I believe that the process of letting go of the simple and taking on something new and more complex is always full of obstacles. Numerous difficulties arise, but they can only be overcome with a true love for what you do. Finding that love for your work has been my greatest achievement because it is the foundation behind every success. The formula for success is unique for everyone; in my case, it is tied to discovering a profession I am passionate about. I firmly believe that love for what you do can make the impossible achievable.
As we know you are the co-founder and CEO of the # 1 Georgian Digital Marketing Platform “Ad Summit”. How was the idea of creating this platform born and what was the original purpose?
The idea for creating “Ad Summit” came to us, the co-founders, during our attendance at an event where we realized that Georgia lacked a platform specifically dedicated to digital marketing. Drawing from our backgrounds and experience, we decided to create the #1 Georgian digital marketing platform in the country’s history. For two years now, we have been uniting individuals interested in digital marketing and related fields, creating a unique community in the process.
As part of Ad Summit Tbilisi 2023 and 2024, we hosted major events with 450 attendees and organized the first-ever Georgian digital marketing contest in the country’s history. Teams participated in the competition during the event, and the winning team was awarded the “Ad Summit” prize.
This had never been done in Georgia before and our primary goal remains to welcome our guests each year with innovations and advancements in this field. The main purpose behind creating “Ad Summit” was to establish a space for sharing knowledge, inspiration, ideas, and discoveries.
Can you share a key decision in your career that you believe played the biggest role in your success?
It’s hard to single out one specific decision because, in my case, there have been several pivotal moments throughout my career. First and foremost, I believe it all began with my studies and life in France, where I experienced significant growth both professionally and personally. The time I spent there marked the start of important changes in my life.
Upon returning to Georgia, my decision to focus on the technological field stands out as another key moment. It was during that time that I realized how fascinating marketing technologies could be as a specialization. Today, I lead “Hapttic”, a company built around marketing technologies, which has become a central part of my career.
Lastly, I would highlight my decision to step into the field of education. I started teaching lectures and conducting training sessions when I was just 20 years old. This experience played a major role in shaping my career path. I believe these three events were the most significant turning points that have defined my success.
How do you envision the future of marketing evolving with the rapid advancements in technology and what kind of novelties can we expect in this field?
Today, in the era of digital revolution and rapidly advancing technological development, it is especially important to highlight the role of technology in marketing and focus on its integration. Standard marketing processes are no longer sufficient for business success. As we increasingly rely on digital media and technologies, it’s noteworthy that, on average, 1.7 megabytes of data are generated per person every second on Earth.
Keeping up with the vast amount of information generated daily in the digital space presents a significant challenge for businesses. They need quick access to this data, the ability to process it effectively, and the capacity to take actionable steps based on the trends identified. Marketing technologies address precisely these challenges, making it clear that the future of marketing lies in its connection with technology.
This vision was the driving force behind the creation of “Hapttic”. As a platform powered by AI and machine learning, Hapttic offers tools for identifying online communications, conducting sentiment analysis, and detecting trends. It exemplifies how marketing technologies are paving the way for the future.
Hapttic underscores the importance of effective and targeted use of these technologies to ensure the accurate management of marketing processes. It demonstrates that the future of marketing indeed lies in leveraging technology to its fullest potential.
Finally, we’d like conclude with the traditional question: What advice would you give to aspiring professionals and young people who are just starting their careers?
I believe the most important thing when starting a career is being prepared to face challenges and developing discipline along the way. Of course, knowledge, ambition, determination, and motivation are essential, but being ready for difficulties and facing them with resilience is absolutely crucial.
We need to understand that if we have a goal, discipline is indispensable. Taking the first steps in any career requires acknowledging that the journey will not be easy – it will be filled with challenges and obstacles. However, what matters most is the love for what you do.
If you truly believe that what you’re doing is meaningful, valuable, and capable of delivering results – if you have faith that you can make a difference – then no obstacle should deter you. The key is to be prepared to overcome challenges because this path is always filled with tests. Desire, belief, and unwavering discipline are the pillars that help us achieve success.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ელენე ბიბილეიშვილთან -“Hapttic”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი | Ad Summit”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
ჩემი პირველადი პროფესიით ვარ ციფრული მარკეტერი, მთავარი სპეციალიზაცია კი მარკეტინგულ ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაყრდნობილი პროცესების მართვას უკავშირდება. ამ ეტაპზე ვარ აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული Software კომპანია “Hapttic”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის, “Ad Summit”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. რამდენიმე წელია აქტიურად ვარ საგანმანათლებლო საქმიანობითაც დაკავებული, ვკითხულობ ციფრული მარკეტინგის ლექციების ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. მაქვს ჩემი საავტორო კურსი “ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი” – პირველად საქართველოს ისტორიაში ტექნიკური მარკეტინგისა და ციფრული მონაცემების დამუშავების კუთხით შექმნილი სასწავლო პროგრამა. ამავდროულად ვარ საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ტრენერი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
ეს გზა ვიტყოდი რომ საკმაოდ დატვირთული და გამოწვევებით აღსავსე იყო. ზოგადად, ვფიქრობ, ყოველთვის გამოწვევებით სავსეა ის პროცესი, რომლის დროსაც ვთმობთ მარტივს და რაღაც ახალს, უფრო რთულს ვეჭიდებით. უამრავი სიძნელე იჩენს თავს, რასაც მხოლოდ და მხოლოდ საქმის სიყვარულით თუ ვაჯობებთ. აი, ამ საქმის სიყვარულის პოვნაა ჩემი მთავარი მიღწევა, რადგან ყოველი წარმატების უკან სწორედ ეს დგას. წარმატების ფორმულა ყველასთვის ინდივიდუალურია, ჩემს შემთხვევაში ეს საყვარელი პროფესიის პოვნას უკავშირდება. მჯერა, რომ საყვარელი საქმის სიყვარული წარმოუდგენელსაც შეგაძლებინებს.
როგორც ვიცით ხართ #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის “Ad Summit”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. როგორ დაიბადა აღნიშნული პლატფორმის შექმნის იდეა და რა იყო თავდაპირველი მიზანი?
“Ad Summit”-ის შექმნის იდეა უკავშირდება ჩვენი, თანადამფუძნებლების ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრებას, რომლის დროსაც გავიაზრეთ, რომ საქართველოში კონკრეტულად ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მსგავსი პლატფორმა არ არსებობდა. ჩვენი ბექგრაუნდიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა საქართველოს ისტორიაში #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმა. უკვე ორი წელია ვაერთიანებთ ციფრული მარკეტინგით და მასთან მომიჯნავე სფეროებით დაინტერესებულ ადამიანებს და ერთგვარ ქომუნითის ვქმნით. Ad Summit Tbilisi 2023-ისა და 2024-ის ფარგლებში 450 სტუმრით გავმართეთ დიდი ღონისძიებები და ბოლოს საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული კონკურსიც დავაორგანიზეთ, სადაც ღონისძიების ფარგლებში გუნდებმა მიიღეს მონაწილეებმა, გამარჯვებულ გუნდს კი “Ad Summit”-ის ჯილდოც გადავეცით.
ეს ყველაფერი აქამდე საქართველოში არ გაკეთებულა, ჩვენი მთავარი მიზანი კი სწორედ ეს არის – ყოველ წელს ამ სფეროში სიახლეებითა და ინოვაციებით დავხვდეთ სტუმრებს. “Ad Summit”-ის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო – შეგვექმნა ცოდნის, ინსპირაციის, შთაგონებისა და მიგნებების გაზიარების სივრცე.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, თქვენი აზრით, ყველაზე დიდი როლი შეასრულა თქვენს წარმატებაში?
ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გახსენება გამიჭირდება, რადგან ჩემს შემთხვევაში კარიერულ გზაზე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მახსენდება. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს საფრანგეთში სწავლასა და ცხოვრებას უკავშირდება, სადაც ძალიან გავიზარდე როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდა იქ გატარებული დრო. დაბრუნების შემდეგ კი ტექნოლოგიური მიმართულებით ჩემი კონცენტრაცია, ვფიქრობ ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან სწორედ ამ დროს მივხვდი მარკეტინგული ტექნოლოგიები რამდენად საინტერესო იქნებოდა ჩემს სპეციალიზაციად რომ ამერჩია, დღეს კი სწორედ მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნილ კომპანია “Hapttic”-ს ვმართავ. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. 20 წლის ვიყავი ლექციების წაკითხვა და ტრენინგების ჩატარება რომ დავიწყე, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ გზაზე. ვფიქრობ, ეს სამი ყველაზე მთავარი მოვლენაა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.~
როგორი წარმოგიდგენიათ მარკეტინგის მომავალი მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე და რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ამ სფეროში?
დღეს, ციფრული რევოლუციისა და სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგში ტექნოლოგიების როლის გამოკვეთა და ამაზე კონცენტრაცია. ვინადაინ, ბიზნესის წარმატებისთვის უკვე აღარ არის საკმარისი სტანდარტული მარკეტინგული პროცესების მართვა. იმდენად აქტიურად ვიყენებთ ციფრულ მედიას და ციფრულ ტექნოლოგიებს, რომ დედამიწაზე ყოველწამიერად საშუალოდ 1.7 მეგაბაიტი მონაცემი იქმნება თითოეული ადამიანის მიერ. ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად დაგენერირებული უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის კვალდაკვალ კი ბიზნესებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ამ ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა, სწორად დამუშავება და მათგან მიღებული ტრენდების საფუძველზე სწორი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. მარკეტინგული ტექნოლოგიები სწორედ ამის მოგვარებას უზრუნველყოფს, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს მარკეტინგის მომავალი სწორედ მის ტექნოლოგიებთან დაკავშირებაშია. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობილი მარკეტინგული პროცესების მართვის, ახალი კვლევისა და ანალიზის პროცესების მეთოდოლოგიებისთვის შევქმენით “Hapttic”-იც, რომელიც როგორც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური სწავლების სისტემაზე შექმნილი პლატფორმა ინტერნეტ სივრცეში განთავსებული კომუნიკაციების პოვნის, სენტიმენტის ანალიზისა და ტრენდების დამაიდენტიფიცირებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს.”Hapttic”-ი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ მარკეტინგის მომავალი მართლაც ტექნოლოგიებს უკავშირდება, მარკეტინგული პროცესების სწორად მართვისთვის კი ამ ტექნოლოგიების ეფექტური და მიზანმიმართული გამოყენებაა.
და ბოლოს, დავასრულებთ ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
ვფიქრობ, ყველაზე მთავარი კარიერის დაწყებისას სიძნელეებთან გამკლავების მზაობა და ამ დროს დისციპლინის გამომუშავებაა. რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ცოდნა, სურვილი, მონდომება და მოტივაცია, თუმცა მზაობა რომ სირთულეები იქნება და ამას ძლიერად უნდა დახვდე, უმნიშვნელოვანესია. უნდა გვესმოდეს, რომ თუკი სურვილი გვაქვს, აუცილებელია დისციპლინაც. პირველი ნაბიჯების გადადგმისას უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ეს გზა არ იქნება მარტივი, გამოწვევებითა და სირთულეებით იქნება სავსე, თუმცა მთავარი საქმის სიყვარულია. თუკი გჯერა და ღრმად გწამს, რომ ის, რასაც აკეთებ ღირებულია, საჭიროა, შედეგის მომცემია და გწამს, რომ რაღაცას აუცილებლად შეცვლი, მაშინ არცერთ სიძნელეს არ უნდა შეუშინდე. მთავარია, იყო მზად სიძნელეებთან გასამკლავებლად, რადგან ეს გზა ყოველთვის გამოწვევებით არის აღსავსე. სურვილი, რწმენა და მკაცრი დისციპლინა არის ის, რაც წარმატების მიღწევაში გვეხმარება.
Leave A Comment