Please see the Interview with Nino Sujashvili – Terabank – Head of Marketing and PR

First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?

My career in marketing and communications has evolved steadily over the years. Working across various agencies and on diverse client projects gave me a deep understanding of the synergy between branding and marketing.

Today, I lead the development of marketing and PR strategy at Terabank, where my goal extends beyond brand awareness — I focus on building meaningful emotional connections with our customers. I aim to ensure that our communication remains modern, consistent, and rooted in real value — across both digital and traditional media.

Throughout my professional journey, I’ve worked with brands such as Wendy’s, Dunkin’, McDonald’s, Borjomi, Europebet, Elit Electronics, GPI Holding, and more. Early in my career, even the smallest campaign wins were incredibly motivating. They gave me the courage and drive to take on larger challenges — whether to shape a brand’s perception, strengthen its identity, or respond creatively to unexpected situations — such as the unanticipated product shortage during Dunkin’s launch in Georgia. We responded with a simple, timely video that flipped the issue so effectively and positively that many thought it had been part of a planned campaign all along.

Of course, there were challenges — especially in agency settings where client and team perspectives didn’t always align. These moments required me to bridge different viewpoints, guide my team, and ensure we always delivered the best possible outcome. These experiences helped shape me as both a strategist and a manager. Today, I’m at a stage where the experience and knowledge I’ve gained help me achieve more structured, goal-oriented, and meaningful results — both within my team and across the organization.

What do you believe is the key to fostering strong collaboration between different departments, like marketing, design, and digital media?

In my experience, the key to strong cross-departmental collaboration can be summed up in two elements: a shared purpose and a co-created vision.

A brand succeeds when marketing, design, and digital teams work together to solve problems and speak a common language around outcomes. I formed this perspective during my time at creative agencies, where close synchronization between diverse teams often defined a campaign’s success — and later refined it in a corporate setting, where collaboration becomes a long-term, structured effort.

To sustain effective collaboration, a few principles are essential:

  • Mutual professional respect — everyone’s role is valued, and boundaries between functions are acknowledged;
  • Open communication — beyond formal meetings, day-to-day human interaction builds trust and agility;
  • Equal creative ownership — ideas are developed collaboratively, not just handed off as tasks.

Most importantly, I believe marketing should not function solely as an executor of communication, but as a coordinator of approaches — aligning media strategy, customer experience, and brand language. That’s what builds a culture of true collaboration, not just a sequence of deliverables.

Tell us more about your work at Terabank. What strategies do you use to ensure the brand resonates with both current customers and potential new clients?

At Terabank I lead the Marketing and Public Relations department and ensure that the brand remains modern, clear, and customer-focused.

One of our key initiatives was updating the brand platform to reflect current market expectations and align with the bank’s evolving values and voice. This renewed platform now serves as the foundation for all communication channels — whether digital, ATL, BTL, or internal.

Strategically, we aim to be consistent and human-centered. Beyond raising brand awareness, our goal is to build a deeper emotional connection with our audience — positioning Terabank as a reliable, supportive, and transparent brand. To achieve this, we rely on data-driven tools such as segmentation and personalized communication, alongside an honest and approachable tone across our visual and verbal messaging.

We also place strong emphasis on team dynamics. Through effective task delegation and a motivating work environment, we foster both operational efficiency and creative thinking. As a leader, I’m committed to giving team members the space to express ideas and take initiative — a culture that directly enhances the brand’s overall impact.

How has your experience launching new digital products shaped your professional growth, and where do you see digital marketing heading in the future?

Working on digital products has been one of the most valuable experiences in my professional journey.

I’ve been actively involved in the digital space since 2013, back when social media was just beginning to gain traction in the Georgian business landscape — at the time, from the agency side. Today, I apply that experience to developing digital channels at Terabank.

Participating in projects like the redesign of our website, internet banking, and mobile banking platforms has given me a deeper, management-level perspective on product development — not only from a technical standpoint, but also through the lens of user experience. An especially exciting challenge has been the launch of saasargeblo.ge, a platform created to support and promote Georgian SaaS products. I’m actively involved in both its strategic and communication direction, and it’s clear there’s growing demand for modern digital tools.

Digital marketing today is fast-paced, ever-evolving, and highly diverse. Looking ahead, it will become even more integrated with technology, data analytics, and a deep understanding of consumer behavior. Tools like AI, automation, and next-gen platforms are enabling us to be faster, more precise, and highly personalized. In my view, marketing that doesn’t embrace digital innovation will soon struggle to stay relevant.

Finally, to wrap things up, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking the first steps in their career?

The most valuable advice I can offer is this — think of your skills as a developing, individual marketing product.

Creativity is not just an inborn talent; it’s a skill that anyone can cultivate — just like consistency and a strong work ethic, which ultimately build trust and drive professional growth.

Marketing is a highly competitive field, especially with the rapid evolution of technology and the rise of artificial intelligence. That’s why your most sustainable advantage lies in your unique way of thinking, your ability to generate strategically sound ideas, and the way you deliver value to others.

Study the industry — not just locally, but globally. And don’t be afraid of new challenges. Often, the greatest growth happens in moments when you feel the least prepared.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნინო სუჯაშვილთან – ტერაბანკი – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში

ჩემი კარიერული გზა მარკეტინგსა და კომუნიკაციებში წლების განმავლობაში ევოლუციურად ვითარდებოდასხვადასხვა სააგენტოსა და ერთმანეთისგან განსხვავებული კლიენტების პროექტებზე მუშაობამ მომცა სიღრმისეული ხედვა მარკეტინგისა და ბრენდინგის სინერგიაზე. დღეს ტერაბანკში ვხელმძღვანელობ მარკეტინგული და PR სტრატეგიის განვითარებას და მიზნად ვისახავ არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობის ზრდას, არამედ ემოციური კავშირის გაღრმავებას ჩვენს მომხმარებელთან. ვმუშაობ იმაზე, რომ ჩვენი კომუნიკაცია იყოს თანამედროვე, თანმიმდევრული და ღირებულებაზე დაფუძნებულიროგორც ციფრულ, ისე ტრადიციულ მედიაში.

პროფესიული ზრდის პროცესში ვმუშაობდი ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Wendy’s, Dunkin’, McDonald’s, Borjomi, Europebet, Elit Electronics, GPI Holding და სხვა. კარიერის საწყის პერიოდში წარმატებული კამპანიები ძალიან დიდი მოტივაციაა, თუნდაც ძალიან პატარა გამარჯვებებს მოიცავდეს, გმატებს გამბედაობას და სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტი და მასშტაბური კამპანიით შეცვალო ან გააძლიერო ბრენდის აღქმა, ან თუნდაც გამოასწორო დაუგეგმავი შემთხვევამაგალითად როგორიც იყო დანკინში დონატების დეფიციტი, რაც მარტივი ვიდეოთი იმდენად პოზიტიურად შემოვაბრუნეთ, რომ ბევრს წინასწარ დაგეგმილი კამპანია ეგონა

კარიერულ გზაზე რთულ ეტაპებად მახსენდება შემთხვევები სააგენტოებში, როდესაც კლიენტებთან საკომუნიკაციო კამპანიებსა თუ ბრენდინგის ნაწილში განსხვავებული ხედვები გვქონდა, რაც მოითხოვდა როგორც კლიენტისთვის სხვა პერსპექტივების დანახებას, ასევე ჩემი გუნდის მოტივაციაზე ზრუნვას, რათა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საუკეთესო შედეგამდე მივსულიყავით. ასეთმა გამოწვევებმა გამზარდეს როგორც სტრატეგი და მენეჯერი. დღეს ვიმყოფები იმ ეტაპზე, როდესაც მიღებული გამოცდილება და ცოდნა მეხმარება უფრო სისტემური, მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში როგორც ჩემს გუნდში, ისეორგანიზაციაში.

თქვენი აზრით, რა არის სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი და ციფრული მედია, მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის უმთავრესი საფუძველი

მჭიდრო თანამშრომლობის გასაღები, ჩემი გამოცდილებით, ორი წინადადებით შეიძლება ჩამოვაყალიბოგაცნობიერებული საერთო მიზანი და ერთად მოფიქრებული ხედვა.

ბრენდის წარმატება მაშინ იქმნება, როცა მარკეტინგი, დიზაინი და ციფრული მედია ერთად ეძებენ პრობლემის გადაწყვეტას და ერთ ენაზე საუბრობენ შედეგებზე. ეს მიდგომა ჩემთვის ჩამოყალიბდა ჯერ სააგენტოებში მუშაობისას, სადაც მრავალფეროვანი გუნდების სინქრონიზაცია ხშირად გადამწყვეტი იყო კამპანიის წარმატებისთვის, და შემდეგკორპორატიულ სივრცეში, სადაც თანამშრომლობა სისტემური და გრძელვადიანი პროცესია.

დეპარტამენტებს შორის ჰარმონიული კავშირის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია:

  • პროფესიული პატივისცემაყველა მხარე გრძნობს, რომ მისი როლი ფასდება და მის კომპეტენციაში სხვა პროფილის ადამიანი უხეშად არ ერევა.
  • ღია კომუნიკაცია და არაოფიციალური არხების არსებობაარა მხოლოდ გეგმიური შეხვედრები, არამედ ყოველდღიური, ადამიანური ურთიერთობა.
  • დიზაინისა და ციფრული ჯგუფების გადაწყვეტილებების თანადაფასება მარკეტინგულ დონეზეიდეების თანაბარუფლებიანი წარმოშობა, და არა მხოლოდ ამოცანების დელეგირება.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ მარკეტინგის ფუნქცია არ იყოს მხოლოდ კომუნიკაციის განმახორციელებელი, არამედ მიდგომების კოორდინატორიმედიასტრატეგიის, მომხმარებლის გამოცდილებისა და ვიზუალური ენის ერთიანობის კუთხით. სწორედ ეს ქმნის ნამდვილი თანამშრომლობის კულტურას და არა უბრალოდ პროცესების თანმიმდევრობას.

გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ ტერაბანკში. რა სტრატეგიებს იყენებთ იმისთვის, რომ თქვენი ბრენდი იყოს მიმზიდველი როგორც არსებული, ისე პოტენციური ახალი კლიენტებისთვის?

ტერაბანკში ვხელმძღვანელობ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და, ამავდროულად, ვუზრუნველყოფ იმას, რომ ბრენდი იყოს თანამედროვე, ადვილად გასაგები და მომხმარებელზე ორიენტირებული.

ერთი მთავარი ამოცანა იყო ბრენდ პლატფორმის განახლებარათა ბრენდის ღირებულებები და ხმა პასუხობდეს თანამედროვე მოლოდინებსა და ბაზრის ტენდენციებს. განახლებული პლატფორმა ახლა უკვე წარმოადგენს იმ საყრდენს, რაზეც ყველა საკომუნიკაციო არხი შენდებაიქნება ეს ციფრული, ATL, შიდა თუ BTL.

სტრატეგიულად ვცდილობთ ვიყოთ თანმიმდევრული და ადამიანზე მორგებული. მიზანი არა მხოლოდ ცნობადობის გაზრდაა, არამედ ემოციური კავშირის ჩამოყალიბება მომხმარებელთანრომ ბრენდი გახდეს მისთვის საიმედო, ადამიანური და ცხადი. ამისთვის ვიყენებთ როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს (მაგალითად, სეგმენტაცია და მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაცია), ისე უშუალო და გულწრფელ ტონს ჩვენს ვიზუალურ და ვერბალურ კომუნიკაციაში.

ასევე, დიდი ყურადღება ექცევა გუნდურ პროცესებსდავალებების ეფექტური დელეგირებით და მოტივირებული გარემოს შექმნით ვაღწევთ ოპერატიულ და კრეატიულ მუშაობას. როგორც გუნდის ხელმძღვანელი, მუდმივად ვზრუნავ იმაზე, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ სივრცე ინიციატივისა და იდეების გამოხატვისთვის, რაც საბოლოოდ ბრენდზე პოზიტიურად აისახება.

რა გავლენა იქონია ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებამ თქვენს პროფესიულ ზრდაზე და როგორ ხედავთ ციფრული მარკეტინგის სამომავლო განვითარებას?

ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა გამორჩეულად ღირებული გამოცდილებაა ჩემს პროფესიულ გზაზე. ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როცა სოციალური მედია მხოლოდ იწყებდა ფეხის მოკიდებას ქართულ ბინზეს ინდუსტრიაში, ვიყავი ამ პროცესში აქტიურად ჩართულიმაშინ სააგენტოს მხრიდან. დღეს კი ამ ცოდნას ვიყენებ ტერაბანკში ციფრული არხების განვითარებისთვის.

ჩემი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა ვებსაიტის, ინტერნეტბანკისა და მობაილ ბანკის განახლება, დამეხმარა მენეჯერულ დონეზე დავინახო პროდუქტის განვითარება როგორც ტექნიკური, ისე მომხმარებლის გამოცდილების კუთხით. ამას დაემატა სასიამოვნო გამოწვევაახალი ინიციატივა saasargeblo.ge, რომელიც ქართული SaaS პროდუქტების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ემსახურება. აქ ჩართული ვარ როგორც კომუნიკაციურ, ისე სტრატეგიულ ნაწილში და ვხედავ, როგორი მოთხოვნა არსებობს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებზე.

ციფრული მარკეტინგი დღეს არის დინამიკური, მუდმივად ცვალებადი და მრავალფეროვანი. მომავალში ის კიდევ უფრო ინტეგრირდება ტექნოლოგიებთან, მონაცემთა ანალიტიკასთან და მომხმარებლის ქცევის ღრმა გააზრებასთან. ახალი თულები — AI, ავტომატიზაცია, განახლებული პლატფორმებიგვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ უფრო სწრაფი, ზუსტი და პერსონალიზებული. ვფიქრობ, მარკეტინგი, რომელიც არ ეყრდნობა ციფრულ ტექნოლოგიებს, მალე ვერ გაუძლებს კონკურენციას.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?

ყველაზე დიდი რჩევა, რაც შემიძლია გავცე, არისიფიქრეთ საკუთარ უნარებზე, როგორც განვითარებად და ინდივიდუალურ მარკეტინგულ პროდუქტზე.

კრეატიულობა არ არის მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭიეს არის უნარი, რომელიც ყველამ შეიძლება განავითაროს. ისევე როგორც თანმიმდევრულობა და შრომისმოყვარეობა, რომლებიც საბოლოოდ სანდოობისა და პროფესიული ზრდის საფუძველია.

მარკეტინგში კონკურენცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური შესაძლებლობების სწრაფი განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის ფონზე. ამიტომ ყველაზე მდგრადი უპირატესობა არის შენი უნიკალური აზროვნება, სტრატეგიულად სწორი იდეების გენერირების უნარი და ის, თუ როგორ უზიარებ ღირებულებას სხვებს.

შეისწავლეთ ინდუსტრიაარა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად. არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევებისხშირად ყველაზე დიდი ზრდა სწორედ იმ მომენტებში ხდება, როცა თავს ყველაზე მოუმზადებლად გრძნობთ.