Please see the Interview with Lika Dzneladze – JSC “Liberty Bank (Georgia)” – Head of Trade Finance Division

First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?

My journey has always been full of challenges. I entered the banking sector at a very young age, immediately after university, and from the very first day I found myself surrounded by highly skilled, experienced professionals. Although I was somewhat familiar with banking, stepping into the bank made me realize how much I still had to learn from the ground up. I feel fortunate because I began my career with a young, ambitious, success-driven team. Looking back, I know that if I hadn’t continuously invested in my own development, I wouldn’t have been able to keep up with the competition and might have had to leave the industry. But that did not happen. I have remained in banking for many years, and I am grateful that I continue to evolve on this path.

Among my recent achievements, I would like to highlight that in 2025 I completed the FCI Career Path – Level 2 program and was proud to receive the Silver Diploma, accredited by the London Institute of Banking & Finance. FCI’s recognition of my efforts through a nomination for “Best Student of the Year 2025” has greatly strengthened my credibility and showcased my competence, dedication, and professionalism. I am currently enrolled in another trade finance course, and I plan to continue developing my expertise in this field.

My career began in the national currency business lending department. From there, I moved to the international operations team, gained experience in the international settlements department, then the corporate department, and today I lead international trade operations at Liberty Bank—a Georgian bank known for its strong culture and traditions. I spent many years working in an international branded bank, but joining Liberty Bank turned out to be a completely different and enriching experience. My manager, Shota Dekanosidze, helped me see the business from a new perspective, highlighting approaches rooted in Georgian reality. With his guidance, I was able to combine my international experience with new local insights, and very quickly, Liberty Bank and I became an excellent match.

Today, I am doing work that I truly love. I interact daily with partner banks, clients, and colleagues from various industries. While helping them find the right solutions, I continue to grow personally and professionally.

With your experience in various international banks and institutions, how have you seen the trade finance landscape evolve over the years? 

I have been in the trade finance industry since 1999 when documentary business was handled together with the international clearing transactions and therefore was far away from what we have right now. Later trade finance division become an independent body to cover the overall trade related transactions within the Bank, included but not limited to

supply chain, letters of credits, bank guarantees, documentary collections and a bit later, factoring.

Today, trade finance and banking operations in Georgia are well developed, thanks to the collective efforts of all banks in the sector. The industry has grown steadily, stage by stage. Together with our international partners, we now efficiently manage cross-border trade operations, introduce new products, enhance existing ones, and continually strive to offer both local and international solutions tailored to clients’ needs.

While progress can sometimes slow or plateau, overall development is always evident. Banks today are very different from what they were decades ago—client trust has increased, and in response, banks are working to become more flexible and modern by adopting open banking, fintech innovations, artificial intelligence, and other advanced solutions.

Tell us more about your work at “Liberty Bank”. What strategies do you use to deliver high-quality service to clients with diverse expectations in the trade finance sector?

Liberty Bank is the third largest bank in Georgia, with the widest branch network in the country, and it plays an essential role in the local financial market.

The bank maintains an extensive correspondent network and offers customers efficient payment options across various currencies and payment types, while consistently working to optimize pricing.

Liberty has trade finance lines provided by multiple international banks, enabling us to offer clients competitive pricing. Our highly experienced team continually monitors market competitors and provides clients with individually tailored solutions for every transaction. One of our strongest advantages is our proactive approach—we immediately reach out to clients, review transaction details together, communicate directly with the beneficiaries and the servicing banks, and only then finalize the transaction. Our guiding principle is that “time is money,” and we manage our clients’ time and financial interests with utmost responsibility.

Liberty Bank is also committed to developing its employees’ expertise. We regularly participate in international conferences, stay informed about global trends, and help clients structure their transactions correctly and effectively.

As we know, in 2021 you were nominated as a DOCDEX Expert for the International Chamber of Commerce and took part in resolving an international dispute. What significance did this opportunity hold for you, and how has it influenced your professional career from today’s perspective?

The year 2021 was truly one of the most memorable milestones in my career. Anyone working in international trade dreams of being involved with the ICC, and that year I was fortunate enough to achieve exactly that. By becoming a DOCDEX expert at the International Chamber of Commerce, I was able to cross professional boundaries and stand alongside the leading figures of the industry—those who draft the rules, resolve disputes, and educate banks and institutions on conducting documentary operations, international settlements, goods delivery terms, contract negotiation, and proper structuring of international agreements to minimize trade-related risks.

In 2023, I had the opportunity to work on a real case alongside three independent DOCDEX experts. This allowed me to play a meaningful role in dispute resolution, provide expert opinions, and make my own contribution to the smooth functioning of international trade on a global scale.

When asked how much this experience has influenced my career, I can confidently say that it elevated me to a level I once considered completely out of reach. Today, I am part of an international network of professionals—including many bankers and trade specialists—who share real cases with each other daily, exchange knowledge, and discuss how to better protect clients against various risks. I truly believe there is no better platform for applying my expertise, and being part of this community is both a privilege and a tremendous source of growth.

Finally, to wrap things up, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking the first steps in their career?

I believe that curiosity is essential in every aspect of life. When a person is genuinely interested, has a positive attitude, and enjoys work, they can achieve everything. A bank is not a place for individual performance—it is an environment where teamwork is crucial. Therefore, in addition to professional skills, strong personal qualities are equally important to communicate effectively and collaborate successfully. Only then does professional growth naturally follow.

My advice to young people is to value the workplace and the colleagues they started working with. Give more than you expect in return. Invest your time and effort, do your best, and you will be surprised at how quickly results come.

I believe in perfectionism at work—this has been my personal formula for success, and I encourage young professionals to embrace it as well. Keep working, keep improving yourself, maintain constant momentum. When young people adopt the habit of continuously deepening their knowledge, success becomes inevitable. They will not only build a career, but also find fulfillment, balance, and the ability to live a meaningful and a satisfying life.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ლიკა ძნელაძესთან – ლიბერთი ბანკი – ვაჭრობის დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში? 

ჩემი გზა მუდმივად გამოწვევებით იყო სავსე. სულ პატარა ვიყავი, როცა უნივერსიტეტიდან ბანკში შევდგი ფეხი და პირველივე დღიდან მოვხვდი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, გამოცდილ ხალხთან. საბანკო სფერო ჩემთვის მეტნაკლებად ნაცნობი იყო, თუმცა, როცა ბანკში მივედი, მივხვდი, რომ ბევრი რამის თავიდან სწავლა მომიწევდა. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან თავიდანვე ახალგაზრდა, წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად დავიწყე მუშაობა. ვიხედები უკან და ვფიქრობ, რომ მუდმივად განვითარებაზე რომ არ მეზრუნა, კონკურენციას ვერ გავუძლებდი და ბანკიდანაც წასვლა მომიწევდა. თუმცა ეს ამგვარად არ მოხდა, უკვე მრავალი წელია საბანკო სფეროში ვარ და საბედნიეროდ მუდმივად ვვითარდები. 

ბოლო მიღწევათაგან მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ 2025 წელს გავიარე ფაქტორინგის საერთაშორისო კურსი, მოვიპოვე მე-3 საპატიო ადგილი ნომინაციაში „2025 წლის საუკეთესო სტუდენტი“ და მივიღე ლონდონის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის მიერ აკრედიტებული ვერცხლის დიპლომი. ამჟამად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით გავდივარ კიდევ ერთ კურსს და ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში.

ჩემი სამუშაო გამოცდილება ეროვნული ვალუტით დაკრედიტების განყოფილებიდან დაიწყო, მოგვიანებით შევუერთდი საერთაშორისო ოპერაციების გუნდს, გამოვიარე საერთაშორისო ანგარიშსწორების განყოფილება, კორპორატიული დეპარტამენტი და დღეს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებს ვუძღვები ქართულ ბაზარზე მოღვაწე, დიდი კულტურის და ტრადიციების მქონე ლიბერთი ბანკში. ბევრი წელი საერთაშორისო ბრენდულ ბანკში ვმუშაობდი, თუმცა ლიბერთი ბანკის გუნდის ნაწილად გახდომა სულ სხვა გამოცდილება აღმოჩნდა. ჩემმა უფროსმა, შოთა დეკანოსიძემ, სხვა თვალით დამანახა ეს ბიზნესი, გამიზიარა ქართულ რეალობასთან ასოცირებული მიდგომები, გააკეთა სწორი აქცენტები, მე კი შევძელი შემომეტანა საერთაშორისო გამოცდილება, ახალი მიდგომები და შესაბამისად, მე და ლიბერთი მალევე დავმეგობრდით.

დღეს მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, მაქვს შეხება ჩემს კოლეგებთან, სხვადასხვა ბიზნესის მქონე კლიენტთან, თანამშრომელთან, და გარდა იმისა, რომ ვეხმარები მათ სწორი გზების არჩევაში, მეც პიროვნულად მუდმივად ვიზრდები.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით სხვადასხვა საერთაშორისო ბანკებსა და ინსტიტუტებში, როგორ აღიქვამთ ვაჭრობის დაფინანსების სფეროს განვითარებას წლების განმავლობაში? 

ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 1999 წლიდან ვარ, როცა ჯერ კიდევ დოკუმენტური ბიზნესის ოპერაციები ბანკში საერთაშორისო საკლირინგო ოპერაციებთან ერთად იწარმოებოდა, და მისი ფუნქციონალი შორს იყო იმ სტრუქტურისაგან, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. 

თანდათანობით ვაჭრობის დაფინანსების განყოფილება ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ერთეულად, რომელიც ამჟამად მოიცავს სავაჭრო ოპერაციების წარმოების სრულ ციკლს – დაწყებული კლიენტებთან შეხვედრიდან, დამთავრებული კონკრეტული აკრედიტივის, გარანტიის, ფაქტორინგის თუ სხვა ტრანზაქციის ჩატარებამდე. ამჟამინდელი საბანკო სისტემა და სავაჭრო ოპერაციები მნიშვნელოვნადაა განვითარებული, განვითარების ეტაპების გავლა კი ყველა ბანკის ჩართულობით გახდა შესაძლებელი. საბანკო სფერომ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრული განვითარებით დღეს ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად წარმატებით ვატარებთ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებს, ვნერგავთ ახალ პროდუქტებს, ვაუმჯობესებთ არსებულს და შესაბამისად, საბანკო სფეროს წარმომადგენლები მუდმივად ვცდილობთ, კლიენტებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროდუქტები. 

რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის ნელი სვლა, სტაგნაციაც, თუმცა პროგრესი მაინც ყოველთვის იგრძნობა. ბანკი არ არის უკვე ის ინსტიტუტი, რაც იყო წლების წინ, გაზრდილია კლიენტების მხრიდან ნდობა. თავის მხრივ, ბანკები მუდმივად ცდილობენ კიდევ უფრო მოქნილები გახდნენ და მხარი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს, სთავაზობენ რა კლიენტებს ღია ბანკინგს, ფინტეკს, ხელოვნური ინტელექტის და სხვა პროდუქტების ჩართულობას.

გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ ლიბერთი ბანკში. რა სტრატეგიებს იყენებთ ვაჭრობის დაფინანსების სექტორში მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად? 

ლიბერთი ბანკი საქართველოში სიდიდით მესამე ბანკია, რომელსაც ფილიალების ყველაზე დიდი ქსელი აქვს და შეუცვლელ როლს ასრულებს ქართულ ბაზარზე.

ბანკს აქვს დიდი საკორესპონდენტო ქსელი, ანგარიშსწორების ვალუტის და ტიპის მიხედვით ანგარიშსწორების ეფექტურ ფორმებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს და მაქსიმალურად ცდილობს ფასების ოპტიმიზაციას.

ბანკს აქვს ვაჭრობის ფინანსირების ხაზები სხვადასხვა უცხოური ბანკებიდან, შესაბამისად, შეგვიძლია კონკურენტული ფასების შეთავაზება ჩვენს კლიენტებზე. ლიბერთის ყავს ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელიც მუდმივად აანალიზებს ბაზარზე მოქმედ სხვა კონკურენტებს და ყველა გარიგებისადმი ინდივიდუალური მიდგომით სთავაზობს კლიენტებს სხვადასხვა გარიგებების წარმოებას. ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ გარიგების დაწყებისთანავე აქტიურად ვერთვებით პროცესში, გავდივართ ყველა დეტალს, როგორც კლიენტთან, ისე ბენეფიციართან, თავის მომსახურე ბანკთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვასრულებთ ამა თუ იმ ოპერაციას. ჩვენი მთავარი მიდგომაა რომ “დრო ფულია” შესაბამისად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით კლიენტის დროს და ფინანსებს.

ლიბერთი ბანკი ცდილობს, აამაღლოს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაცია, შესაბამისად, მუდმივად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში, ვეცნობით საერთაშორისო ტენდენციებს და კლიენტებს ვეხმარებით გარიგებების ეფექტურ და სწორ სტრუქტურირებაში.

როგორც ვიცით, 2021 წელს თქვენ ნომინირებული იყავით DOCDEX-ის დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიციაზე ICC-ს მიერ და მონაწილეობა მიიღეთ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაში. რა დატვირთვა ჰქონდა თქვენთვის ამ შესაძლებლობას და რა გავლენა იქონია თქვენს პროფესიულ განვითარებაზე დღევანდელი გადმოსახედიდან? 

2021 წელი ჩემს კარიერაში მართლაც რომ ძალიან დასამახსოვრებელი და აღსანიშნავი თარიღი იყო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საერთაშორისო სავაჭრო ბიზნესშია, ოცნებობს ICC-ში მუშაობაზე, იმ წელს კი მე ძალიან გამიმართლა. გავხდი რა საერთაშორისო სავაჭრო პალატის DOCDEX ექსპერტი, შესაძლებლობა მომეცა გამერღვია ყველა ჩარჩო და აღმოვჩენილიყავი იმ ადამიანების გვერდით, ვინც დღეს ამ ბიზნესში მთავარი მოთამაშეა, ვინც წერს წესებს, ვინც ახდენს დავების განხილვას, ვინც აკვალიანებს ბანკებს და სხვა სტრუქტურებს, თუ როგორ წარმართონ საერთაშორისო დოკუმენტური ოპერაციები, საერთაშორისო ანგარიშსწორების წესები, საერთაშორისო მიწოდების პირობები, როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები და შეადგინონ საერთაშორისო კონტრაქტები და სხვა, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ საერთაშორისო ვაჭრობასთან ასოცირებული რისკები. 

2023 წელს მქონდა რეალური ქეისი, რომლის ანალიზიც შევძელი 3 დამოუკიდებელ DOCDEX ექსპერტთან ერთად. შესაბამისად, მე მომეცა შესაძლებლობა, შემესრულებინა მნიშვნელოვანი როლი დავების გადაწყვეტაში, საექსპერტო მოსაზრებების მიწოდებასა და გლობალურად, საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციების ეფექტურ ფუნქციონირებაში შემეტანა ჩემი პატარა წვლილი.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში ამ გამოწვევამ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამიყვანა იმ მწვერვალზე, რომელიც წლების წინ აბსოლუტურად მიუღწევლად მეჩვენებოდა. ამჟამად გაერთიანებული ვარ საერთაშორისო პროფესიონალთა ჯგუფში, სადაც ბევრი ბანკირი და ექსპერტია, რომელიც ყოველდღიურად უზიარებენ ერთმანეთს საერთაშორისო ქეისებს და სადაც ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს, თუ როგორ დავაზღვიოთ ჩვენი კლიენტები სხვადასხვა რისკებისგან. ვთვლი, რომ ამაზე უკეთესი ასპარეზი ჩემი ცოდნის გამოყენებისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას? 

ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა იყოს ცნობისმოყვარე ყველაფერში, ყველა საქმეში. თუ ადამიანი ინტერესიანია, არატოქსიკურია, და თან მოსწონს თავისი საქმე, ის ყველაფერს მიაღწევს. ბანკი არ არის ინდივიდუალური მუშაობის ასპარეზი, ბანკი ის სტრუქტურაა, სადაც გუნდურ მუშაობას უდიდესი როლი ენიჭება. შესაბამისად, გარდა პროფესიული ჩვევებისა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პიროვნული თვისებები, რომ შევძლოთ სწორი კომუნიკაცია, ერთად საქმის კეთება. მხოლოდ ამის შემდგომ არის უკვე შესაძლებელი ვილაპარაკოთ პროფესიულ ზრდაზე, რომელიც უკვე თავისთავად მოდის. 

მე ამას ვურჩევდი ახალგაზრდებს: დააფასეთ ის ადგილი და თანამშრომლები, სადაც თქვენ მიხვედით. გაეცით მეტი, ვიდრე ელოდებით, რომ მიიღებთ, დაიხარჯეთ მეტად, გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და თავად გაკვირვებული დარჩებით, რა უცებ მოვა შედეგი. 

შრომაში ვემხრობი პერფექციონიზმს, ესაა ჩემი წარმატების ფორმულა და იგივეს ვურჩევ ახალგაზრდებს. ასევე, მუდმივად საქმის კეთება, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა, დინამიკა და მხოლოდ დინამიკა. თუ ახალგაზრდები მიეჩვევიან ცოდნის განუწყვეტლივ გაღრმავებას, შედეგი აუცილებლად დადგება, ისინი იქნებიან არამარტო რეალიზებულები და დასაქმებულები, არამედ ბედნიერები, დაიცავენ ბალანსს და შეძლებენ სრულფასოვან ცხოვრებას.