Please see the interview with Keti Zhvania – PR & Digital Marketing Manager at EFES Georgia
First, please tell us about your success story, what stages have you gone through, what difficulties were there and what stage are you at now?
First of all, thank you very much for the interview. I think I still have a lot to do. To briefly tell about my career, I started working in my profession at the age of 19, and since then I have worked on many interesting jobs. I have 16 years of work experience and during this period I have worked in both private companies and non-governmental and public sectors. My work experience includes the following areas: public relations (PR), digital communications, corporate social responsibility (CSR), project management, editorial work, copywriting, etc.
I think that it is almost impossible to achieve success without overcoming difficulties. Of course, there are exceptions, but to a greater or lesser extent, we all have to overcome various difficulties or challenges. I have also had some challenges that have taught me a lot and helped me grow. Also, I think I’ve been very lucky in that I’ve worked with a lot of professionals and good people. I learned a lot from them. Also, I will always remember the people who saw potential in me and gave me a chance or helped me develop.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome it anyway?
Public relations (PR) is a relatively new field in Georgia. Mostly wrong information about this profession created challenges. I often had to explain the function of a public relations specialist. I used to see a lot of surprise when I told that the main job of a public relations specialist is planning, calculating risks, writing, etc. It is not enough for this profession to just talk or communicate with various stakeholders. Often a PR specialist was involved in a press spokesperson or a brand ambassador. These misconceptions led to the fact that non-professionals were often employed in this field (because it was perceived as if this field was easy or did not require specific knowledge). I am glad that nowadays there is more information in this regard. As for coping, I had several ways of dealing with this challenge. Basically, I tried to explain/show to as many people as possible what the functions and duties of a public relations specialist actually are. Also, I would add that both digital communications and corporate social responsibility are quite new fields in Georgia, and I am trying to bring more information to different groups in these areas. However, these areas are also developing very quickly and we already have quite a few professionals, which makes me very happy.
What is your main motivation to keep moving forward?
First of all, I would like to say that I love my profession, which involves interacting with people and, therefore, very interesting stories and cases. I think that’s exactly what motivates me, that I love what I do, and also, because things are changing so fast both in the digital world and in the fields of public relations and corporate responsibility, I can’t afford to be bored. Also, I would like to emphasize that corporate social responsibility gives us the chance to do many important things for both society and the environment. When I see real results (even if one person is helped by what we do), I get more and more motivated, and I think that I am not an exception in this regard, and everyone is like that.
Tell us about your current activities in Efes Georgia, what position and direction you work in, and in a few words, tell us about your future plans.
I have been working in “Efes Georgia” for 4 years. I am a public relations and digital communications manager. Also, I work in the direction of corporate social responsibility. I would especially like to mention the corporate responsibility projects of “Efes Georgia” in various directions (community support, environmental protection, etc.). I am proud to be a part of these important things and we will definitely continue to work in this direction in the future.
As we know, you are the head of ICC Georgia’s CSR Committee. What activities and projects do you carry out within the framework of this committee and do you plan to implement any initiatives in the near future?
The goal of the ICC Georgia CSR Committee is to support sustainable and important CSR projects in Georgia. We try to help CSR committee member companies to introduce and/or strengthen their corporate responsibility direction. In the near future, we plan to implement projects together with various committees of ICC Georgia. Also, the CSR Committee will be involved in new initiatives and platforms that contribute to the development of corporate responsibility in the country.
Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
I think everyone has their own individual path, but what I can say is don’t be afraid to not know something and don’t hold back from asking questions because of it. In my opinion, professionals stand out precisely because they constantly ask questions and develop.
I wish budding professionals success and interesting work.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ქეთი ჟვანიასთან, რომელიც არის Efes Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეები ახლდა თან და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, რომ ჯერ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მოკლედ რომ მოვყვე ჩემი კარიერის შესახებ, 19 წლისამ დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით და იმის მერე ბევრ ჩემთვის საინტერესო საქმეზე მიმუშავია. მაქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ამ პერიოდის განმავლობაში მიმუშავია როგორც კერძო კომპანიებში, ისე არასამთავრობო და საჯარო სექტორებში. ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ციფრული კომუნიკაციები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), პროექტების მართვა, სარედაქციო საქმე, ქოფირაითინგი და ა.შ.
ვფიქრობ, რომ სირთულეების გადალახვის გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, თუმცა, მეტ-ნაკლებად ყველას გვიწევს სხვადასხვა სირთულისა თუ გამოწვევის გადალახვა. მეც მქონია რამდენიმე ისეთი გამოწვევა, რომელთა გადალახვამაც ბევრი რამ მასწავლა და დამეხმარა განვითარებაში. ასევე, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა იმ კუთხით, რომ უამრავ პროფესიონალთან და კარგ ადამიანთან ერთად მიმუშავია. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ასევე, ყოველთვის მემახსოვრება ის ადამიანები, ვინც პოტენციალი დაინახა ჩემში და მომცა შანსი ან დამეხმარა განვითარებაში.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით მასთან გამკლავება?
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) შედარებით ახალი სფეროა საქართველოში. ძირითადად ამ პროფესიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ქმნიდა ხოლმე გამოწვევებს. ხშირად მიწევდა ახსნა, რა ფუნქცია აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს. ძალიან ბევრ გაოცებას ვხედავდი ხოლმე, როცა ვყვებოდი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მთავარი საქმე არის დაგეგმვა, რისკების გათვლა, წერა და ა.შ. ამ პროფესიისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ საუბარი ან კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ხშირად ერეოდათ ხოლმე პიარის სპეციალისტი პრესსპიკერში ან ბრენდ ამბასადორში. ეს არასწორი წარმოდგენები იწვევდა იმას, რომ ამ სფეროში ხშირად არაპროფესიონალები საქმდებოდნენ (ეს იმიტომ, რომ აღიქმებოდა, თითქოს ეს სფერო მარტივია ან კონკრეტული ცოდნა არ სჭირდება). მიხარია, რომ დღესდღეობით უფრო მეტი ინფორმაცია არსებობს ამ კუთხით. რაც შეეხება გამკლავებას, ამ გამოწვევასთან გამკლავების რამდენიმე ხერხი მქონდა. ძირითადად ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ამეხსნა/მეჩვენებინა რეალურად რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს. ასევე, დავამატებდი, რომ ციფრული კომუნიკაციებიც და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაც საკმაოდ ახალი სფეროებია საქართველოში და ამ მიმართულებებითაც ვცდილობ მეტი ინფორმაცია მივიტანო სხვადასხვა ჯგუფთან. თუმცა, ძალიან სწრაფად ვითარდება ეს სფეროებიც და უკვე საკმაოდ ბევრი პროფესიონალი გვყავს, რაც ძალიან მახარებს.
რა არის თქვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა, იაროთ მუდამ წინ?
პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას და, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ამბებსა და საქმეებს მოიცავს. ვფიქრობ, ზუსტად ის მაძლევს მოტივაციას, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ და, ასევე, რადგან ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი როგორც ციფრულ სამყაროში, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროებში, არ მაქვს მოწყენის საშუალება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გვაძლევს შანსს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ როგორც საზოგადოებისთვის, ისე გარემოსთვის. როცა ვხედავ ხოლმე რეალურ შედეგებს (თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმაროს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ), უფრო და უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა და ვფიქრობ არ ვარ ამ მხრივ გამონაკლისი და ყველა ადამიანი ასეა.
მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ეფეს საქართველოში, რა პოზიციაზე და რა მიმართულებით მუშაობთ და რამდენიმე სიტყვით, გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
„ეფეს საქართველოში“ უკვე 4 წელია ვმუშაობ. ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი. ასევე, ვმუშაობ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ეფეს საქართველოს“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით (საზოგადოების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და ა.შ.). მეამაყება, რომ მეც ამ მნიშვნელოვანი საქმეების ნაწილი ვარ და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.
როგორც ვიცით, ხართ ICC Georgia-ს CSR კომიტეტის თავმჯდომარე. რა აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებთ ამ კომიტეტის ფარგლებში და გეგმავთ თუ არა რაიმე ინიციატივის განხორციელებას უახლოეს მომავალში?
ICC Georgia-ს CSR კომიტეტის მიზანია, მხარი დავუჭიროთ მდგრად და მნიშვნელოვან CSR პროექტებს საქართველოში. ვცდილობთ დავეხმაროთ CSR კომიტეტის წევრ კომპანიებს დანერგონ ან/და გააძლიერონ მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ICC Georgia-ს სხვადასხვა კომიტეტთან ერთად განვახორციელოთ პროექტები. ასევე, CSR კომიტეტი ჩაერთვება ახალ ინიციატივებში და პლატფორმებში, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებას.
ბოლოს, ტრადიციული კითხვით შემოვიფარგლებით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ვთვლი, რომ ყველას ინდივიდუალური გზა აქვს, თუმცა, რაც შემიძლია ვუთხრა არის ის, რომ არ შეეშინდეთ რამის არცოდნის და ამის გამო კითხვების დასმისგან არ შეიკავონ თავი. ჩემი აზრით, პროფესიონალები ზუსტად იმით გამოირჩევიან, რომ მუდმივად სვამენ კითხვებს და ვითარდებიან.
დამწყებ პროფესიონალებს ვუსურვებ წარმატებებს და საინტერესო საქმეებს.
Leave A Comment