Please see the interview with Mariana Morgoshia – Executive Director of the “Georgian Manufacturers’ Association”; Deputy Director of “Business Association of Georgia”.
First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?
I would like to thank you for expressing the interest and inviting me to the interview.
I don’t call my story “Success story” as there are more difficulties and challenges to overcome to achieve that point. Self-development, setting new goals and moving forward, despite the “ups and downs”, is a constant process that is never enough.
I am a graduate of the George Washington University School of Business (Project Management), as well as the Caucasus School of Business, London School of Management – DFID, and I have a Bachelor’s Degree in foreign languages and translation from the Georgian Technical University.
I have 23 years of working experience in the multidisciplinary, public and private sectors and first steps of my career has been taken in the late 90’s.
I started in Healthcare sector, then continued in Tbilisi water Company, Banking sector, Construction, IT and there comes the time of my public service:
First, I became the Acting director, later the director of Agricultural projects’ Management Agency, where I had an opportunity to initiate several programs aimed at private sector development, standards implementation and export promotion.
Afterwards, I became the director of Enterprise Georgia where along with government supportive programs, we merged Invest in Georgia and created the separate direction for export promotion. Helping SMEs to grow as well as helping new businesses to arise was the main function of the Agency.
As a director of the Service Agency of Ministry of Internal Affairs of Georgia I had an excellent opportunity to revise the processes and concentrate on digitalization of public services.
Public sector is dynamic and attractive in terms of its scale and even minor but important changes (easening the processes) or new projects implementation can have enormous impact.
At present, I am the Executive Director of the “Georgian Manufacturers’ Association” as well as Deputy Director of “Business Association of Georgia”.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
It is hard to outline one obstacle. Challenges are inseparable part of the personal and career life and every time you think you overcome the biggest one, there comes the other, the bigger and louder.
What is your main motivation to keep moving forward?
The world is so dynamic, the technologies and tendencies change so fast that in case you want to be updated you don’t even have a choice. Having the possibility to conduct the programs and projects that can change the environment and people’s everyday life for the better gives me the inspiration to overcome the most difficult challenges and obstacles along the way.
As we know you are Deputy CEO at Business Association of Georgia. Tell us more about your company and your current activities there.
Business Association of Georgia is one of the biggest Association operating in Georgia which was established in 2009 by 9 founding members and at the moment there are up to 110 umbrella companies uniting more than 800 large, small and medium size businesses. Association has three main directions: Advocating our members’ common and individual, legitimate business interests; Improving the business environment in Georgia and Networking. BAG has 11 thematic committees which unites almost every sector that is represented locally. I am responsible for Tourism, Healthcare, Agriculture and manufacturing directions and actively involved in the ongoing processes.
Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?
BAG as well as Georgian Manufacturers’ association participate and conduct different projects themselves and in partnership with partner organizations aimed at improvement of the business environment in Georgia. We work on topics related to environmental protection, gender equality, professional education, different legislative changes that improve the business environment, via different platforms.
The Business Association conducts quarterly survey “BAG Index” which outlines the current situation and member companies’ perception of business environment. The survey includes employment barometer and investment plans for the next months as well as hindering factors in doing business. According to the results of the research, BAG conducts different events and activities based on the needs of the sector. This is a dynamic and constant process that, along with the member companies’ needs, defines the future plans of the organization. There are different projects in the pipeline that are being approved at the moment.
Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
Working hard always gives a result even if you don’t succeed for the first time. Listen to yourself and try to find the field in which you feel happy and keep moving towards fulfilling your dreams. Making mistakes is not a reason for disappointment, you gain experience and learn a lot.
And most importantly, on the way to your success, always try to support people around you!
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ მარიანა მორგოშიასთან, რომელიც არის „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
მადლობა მინდა გითხრათ, დაინტერესებისა და ინტერვიუსთვის.
ჩემს ისტორიას არ ვეძახი “წარმატების ისტორიას”, რადგან ამ მიზნის მისაღწევად უფრო მეტი სირთულე და გამოწვევაა გადასალახი. თვითგანვითარება, ახალი მიზნების დასახვა და წინსვლა, მიუხედავად „აღმართებისა და ვარდნებისა“, მუდმივი პროცესია, რომელიც არასდროს არის საკმარისი.
დამთავრებული მაქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (პროექტის მენეჯმენტი), ასევე კავკასიის ბიზნესის სკოლა, ლონდონის მენეჯმენტის სკოლა – DFID და მაქვს ბაკალავრის ხარისხი უცხო ენებსა და თარგმანში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
მაქვს 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება მულტიდისციპლინურ, საჯარო და კერძო სექტორში და ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები 90-იანი წლების ბოლოს გადავდგი.
დავიწყე ჯანდაცვის სექტორში, შემდეგ გავაგრძელე თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში, საბანკო სექტორი, მშენებლობა, IT და შემდეგ მოდის ჩემი საჯარო სამსახურის დრო:
თავდაპირველად გავხდი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, სადაც მქონდა შესაძლებლობა წამომეწყო რამდენიმე პროგრამა, რომელიც მიმართული იყო კერძო სექტორის განვითარებაზე, სტანდარტების დანერგვასა და ექსპორტის ხელშეწყობაზე.
ამის შემდეგ გავხდი Enterprise Georgia-ს დირექტორი, სადაც მთავრობის მხარდამჭერ პროგრამებთან ერთად გავაერთიანეთ Invest in Georgia და შევქმენით ცალკე მიმართულება ექსპორტის ხელშეწყობისთვის. სააგენტოს მთავარი ფუნქცია იყო, როგორც უკვე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე ახალი ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორს, მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა გადამეხედა პროცესებისთვის და კონცენტრირება მომეხდინა საჯარო სერვისების დიგიტალიზაციაზე.
საჯარო სექტორი თავისი მასშტაბებით დინამიური და მიმზიდველია და თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა (პროცესების შემსუბუქება) ან ახალი პროექტების განხორციელებამ შეიძლება უზარმაზარი გავლენა იქონიოს მთლიან სურათზე.
ამჟამად ვარ „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ერთი დაბრკოლების გამოკვეთა რთულია. გამოწვევები პირადი და კარიერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის, როცა ფიქრობთ, რომ გადალახეთ ყველაზე დიდი გამოწვევა, მოდის მეორე, უფრო დიდი და რთული.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
სამყარო იმდენად დინამიურია, ტექნოლოგიები და ტენდენციები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ თუ გსურთ ამის ნაწილი იყოთ, სხვა გზა არც არის, უნდა განაგრძოთ. იმის შესაძლებლობა, რომ ჩავატარო პროგრამები და პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ გარემო და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, მაძლევს შთაგონებას, გადავლახო ყველაზე რთული გამოწვევები და დაბრკოლებები კარიერულ გზაზე.
როგორც ვიცით ხართ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. გვითხარით მეტი კომპანიისა და თქვენი მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი ასოციაცია, რომელიც დაარსდა 2009 წელს 9 დამფუძნებელი წევრის მიერ და ამ დროისთვის არსებობს მისი ქოლგის ქვეშ მყოფი 110-მდე კომპანია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს 800-ზე მეტ მსხვილ, მცირე და საშუალო ბიზნესს. ასოციაციას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: ჩვენი წევრების საერთო და ინდივიდუალური, ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესების დაცვა; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება საქართველოში და ქსელში მუშაობა. BAG-ს აქვს 11 თემატური კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივად წარმოდგენილ თითქმის ყველა სექტორს. პირადად მე, პასუხისმგებელი ვარ ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების მიმართულებებზე და აქტიურად ვარ ჩართული მიმდინარე პროცესებში.
გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასაც გეგმავთ?
BAG, ისევე როგორც საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია მონაწილეობს და ატარებს სხვადასხვა პროექტებს თავად და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც ეხება გარემოს დაცვას, გენდერულ თანასწორობას, პროფესიულ განათლებას, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც აუმჯობესებს ბიზნეს გარემოს, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.
ბიზნეს ასოციაცია ატარებს კვარტალურ კვლევას „BAG Index“, რომელიც ასახავს არსებულ მდგომარეობას და წევრი კომპანიების აღქმას ბიზნეს გარემოზე. კვლევა მოიცავს დასაქმების ბარომეტრს და საინვესტიციო გეგმებს მომდევნო თვეებში, ასევე ბიზნესის კეთების შემაფერხებელ ფაქტორებს. კვლევის შედეგების მიხედვით, BAG ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს და აქტივობებს სექტორის საჭიროებიდან გამომდინარე. ეს არის დინამიური და მუდმივი პროცესი, რომელიც წევრი კომპანიების საჭიროებებთან ერთად განსაზღვრავს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს. არსებობს პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ამ წუთებში მტკიცდება.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
შრომისმოყვარეობა ყოველთვის იძლევა შედეგს მაშინაც კი, თუ პირველად ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწევთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და შეეცადეთ იპოვოთ სფერო, რომელშიც თავს ბედნიერად გრძნობთ და განაგრძეთ სვლა თქვენი ოცნებების ასრულებისკენ. შეცდომების დაშვება არ უნდა იყოს თქვენთვის იმედგაცრუების მიზეზი, შეცდომების დაშვებით გამოცდილებას იძენ და ბევრს სწავლობ.
და რაც მთავარია, თქვენი წარმატების გზაზე ყოველთვის ეცადეთ მხარი დაუჭიროთ გარშემომყოფებს!
Leave A Comment