Please see the Interview with Jino Dollini – CEO of Terminal
First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced, and what stage you are at now.
My professional experience began in 2002, in the deep forest of Minnesota state, US, where I gained three months of experience as a scout camp leader. At the age of 19, I found myself in a completely different world, with a different culture, language, and rules. After that, I lived in the US for almost 12 years, which played one of the biggest roles in my success.
Of course, there were many difficulties in those years: the language barrier, self-assertion, overcoming competition, and keeping up with the crazy pace that characterizes New York.
My experience in sports helped me overcome all this. I am a former tennis player and, six-time Georgian champion, and the tireless work I have put into this sport over the 8 years has come back to me with the discovery of different skills and the ability to endurance.
Since my return to Georgia, I have been actively involved in the hospitality and customer service industry. Adapting to the local environment was initially challenging, but I believe I have successfully integrated the best practices from both countries into the operations of Terminal, the company I currently lead. I am proud to say that Terminal is the pioneer of co-working spaces in Georgia. We have successfully established ourselves as the largest network in the region.
What are the benefits of having women in leadership?
Including women in leadership positions promotes gender equality and sends a strong message that women can succeed and thrive in any field or industry. Women’s high emotional intelligence is valuable for building strong relationships, resolving conflicts, and creating a positive work environment. Having women in leadership means encouraging and inspiring other women to achieve their own goals.
However, it is important to note that individual skills, personality traits, and experiences vary from person to person, regardless of gender. Both men and women can bring value to a company if they are professionals, but when it comes to gender inequality, employers who prefer men are making a big mistake. I completely agree with the wonderful woman, Ruth Bader Ginsburg who once said: “Women belong in all places where decisions are being made”
Based on the experience of the Terminal, I can say that 90% of the management are women, and our company is one of the fastest growing and one of the most successful businesses in Georgia.
What’s the biggest factor that has helped you to be successful?
One of the most important factors is discipline. I believe that any business without discipline cannot be successful. Also, one of the main factors that I can clearly distinguish is the ability to quickly adapt to any environment, honesty, perseverance, and a strong desire to overcome obstacles. Personally, since I have been leading the customer service industry for more than 10 years, it is important to have a client-oriented approach, to see from their side, to find the middle ground, and to maintain a balance between the interests of the company and the customer. But I still believe that the most important and initial factor of success is desire, a strong desire, which drives to the surface all the other necessary skills to bring the goal to completion.
What mistakes have you made along the way and what did you learn from them?
I made a lot of mistakes and like everyone else, I learned from them, some of them I am still learning and some of them went so far that I could not correct them anymore. But the main thing for me is not to be afraid of mistakes, which in many cases play an inhibitory role in development. Whenever I make a mistake, I use it as a tool for better analysis, and learning, and even as an example for others.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
My advice to aspiring professionals and young people taking their first career steps would be to explore their interests, engage in different activities, never stop learning, embrace failure and take risks, use failures as a learning opportunity, and most importantly believe in dreams and have a strong desire and you all will see that nothing is impossible.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ჯინო დოლინისთან, რომელიც არის Terminal- ის CEO.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ჩემი პროფესიული გამოცდილება იწყება 2002 წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტას შტატის ღრმა ტყეში, სადაც სამთვიანი გამოცდილება მივიღე, როგორც სკაუტური ბანაკის ლიდერმა. 19 წლის ასაკში აღმოვჩნდი სრულიად სხვა სამყაროში, განსხვავებული კულტურით, ენითა და წესებით. ამის შემდეგ თითქმის 12 წელი ვიცხოვრე აშშ-ში, რამაც ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.
რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე: ენობრივი ბარიერი, თავის დამკვიდრება, კონკურენციის დაძლევა და ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი გიჟური ტემპისთვის ფეხის აყოლა.
ამ სირთულეების დაძლევაში ჩემი სპორტული გამოცდილება დამეხმარა. ვარ ყოფილი ჩოგბურთელი, საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი და 8 წლის განმავლობაში ამ სპორტში ჩადებული დაუღალავი შრომა სხვადასხვა უნარებისა და გამძლეობის სახით დამიბრუნდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული სტუმართმოყვარეობისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში. ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაცია თავდაპირველად რთული აღმოჩნდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წარმატებით გავაერთიანე ორივე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა ტერმინალის ოპერაციებში, კომპანიაში, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ტერმინალი არის პიონერი კომპანია საქართველოში ქოუვორქინგ სივრცეების მიმართულებით. ჩვენ წარმატებით დავიმკვიდრეთ თავი, როგორც ყველაზე დიდი ქსელი რეგიონში.
რა ბენეფიტები მოაქვთ კომპანიისთვის ქალებს ხელმძღვანელ პოზიციებზე?
ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების ჩართულობა ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და აგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ქალებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა და განვითარება ნებისმიერ სფეროსა და ინდუსტრიაში. ქალთა მაღალი ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანია ძლიერი ურთიერთობების დასამყარებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პოზიტიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ქალების ხელმძღვანელ პოზიციებზე აძლევენ მოტივაციასა და ინსპირაციას სხვა ქალებს, რათა მიაღწიონ საკუთარ მიზნებს.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ინდივიდუალური უნარები, პიროვნული თვისებები და გამოცდილება განსხვავდება ადამიანებში სქესის მიუხედავად. როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შეუძლიათ კომპანიისთვის წარმატების მოტანა, თუ ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ როდესაც საქმე ეხება გენდერულ უთანასწორობას, დამსაქმებლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, უშვებენ დიდ შეცდომას. სრულიად ვეთანხმები მშვენიერ ქალბატონს, რუთ ბადერ გინსბურგს, რომელმაც თქვა: “ქალი ეკუთვნის ყველა იმ ადგილს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება”.
ტერმინალის გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მენეჯმენტის 90% ქალია, ჩვენი კომპანია კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული ბიზნესია საქართველოში.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დისციპლინაა. მე მჯერა, რომ ნებისმიერი ბიზნესი დისციპლინის გარეშე ვერ იქნება წარმატებული. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც ნათლად გამოვყოფ, არის ნებისმიერ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი, პატიოსნება, შეუპოვრობა და დაბრკოლებების გადალახვის ძლიერი სურვილი. პირადად ჩემთვის, ვინაიდან 10 წელზე მეტია ვხელმძღვანელობ მომხმარებელთა მომსახურების ინდუსტრიას, მნიშვნელოვანია კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა, დავინახო საკითხი მათი თვალით და ვიპოვო ინტერესებს შორის ბალანსი კომპანიისა და მომხმარებლისთვის. და საბოლოოდ, მე მაინც მჯერა, რომ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი და საწყისი ფაქტორი არის სურვილი, მყარი და ძლიერი სურვილი, რომელსაც ყველა დანარჩენი საჭირო უნარები ზედაპირზე ამოყავს მიზნის სისრულეში მოსაყვანად.
რა შეცდომები დაგიშვიათ თქვენს კარიერულ გზაზე და რა გაკვეთილი მიიღეთ ამით?
ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და როგორც ყველამ, მეც ვისწავლე მათგან. ზოგს ახლაც ვსწავლობ და ზოგი ისეთი შეცდომაა, რომლებიც ვეღარ გამოვასწორე. ჩემთვის მთავარია, არ შემეშინდეს შეცდომის, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამთრგუნველ როლს ასრულებს განვითარებაში. როდესაც შეცდომას ვუშვებ, ვიყენებ მას, როგორც უკეთესი ანალიზისა და სწავლის ინსტრუმენტს.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ჩემი რჩევა დამწყები პროფესიონალებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში, იქნება, რომ გამოიკვლიონ ინტერესები, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა, მიიღონ და გამოიყენონ წარუმატებლობა, როგორც სწავლის შესაძლებლობა და რაც მთავარია, ირწმუნონ ოცნებების და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია.
Leave A Comment