Please see the Interview with Marekhi Guruli – General Director at Prime Insurance.
First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced, and what stage you are at now.
My career started in 2000 when I was a fourth-year student. My first step in my career was a government job in the insurance field. As a business, insurance was formed during this period, and it was established at this time. I participated in a large and diverse work – the creation of the regulatory base of the insurance field, in which I was involved, began. It was not just work, it was a process of interesting discussions, discussions, and meetings with interesting people. I was 19 years old, and at that age, finding myself in such an environment, grappling with such work was on the one hand exhausting, and on the other hand exciting and proud.
Fortunately, I met people here who had a great influence on me. They took care of my development and professional growth. That’s why I always believe that getting with the right people is a great justification. They spent time, and energy, shared their knowledge and experience, and held me accountable. It was the latter that influenced all my subsequent steps. From this point of view, I think that the responsibilities assigned to me at that time were not proportional to my knowledge and experience, which turned out to be the motivation for me to learn more. Then I decided to continue my studies at ACCA. It was one of the right decisions in my career. It was ACCA that gave me not only knowledge but also a different perspective, and a completely different ability to analyze.
With this experience, I continued to work in the private sector (in different insurance companies), which has a different challenge, a completely different rhythm, and the effect of making decisions instantly.
Today I am the general director of the insurance company “Prime”. This is a regulated, particularly sensitive area, its development and success depend on the level of customer trust, which I have to work hard to earn together with my team.
A few years ago, I decided to start an auditing company with friends, the prerequisite of which was ACCA. In parallel with the insurance field, I lead an auditing company.
Beyond the information conveyed in these few sentences, there is a lot of hard work that always pays off. I love and enjoy doing my job. I am happy not only with the result but also with achieving it Every small step is taken.
As a female leader, what has been the most significant barrier in your career?
Barriers and obstacles What kind of hair should I have, I can’t say that it is related to the fact that I am a woman.
The barrier at the initial stage was my age. Because of this, I always had a feeling of discomfort. Perhaps this feeling follows me even today because I listen to and support the opinions and ideas of young people especially carefully.
Obstacles are present in the daily work process, but I can’t think of anything that would prevent me from achieving my goal. Or it was, but it didn’t leave such a big mark that I don’t even remember it. I think these challenges make both the work process and the goal more interesting. At different stages, the way to overcome obstacles was different. At a relatively early age, there was a special desire to achieve a goal, to struggle with difficulties, and to give up. Now, more experience helps me overcome obstacles.
What are the benefits of having women in leadership?
In my opinion, managerial skills are not divided by this sign – whether it is a woman or a man. However, if I look at my team, there are all women in leadership positions. Perhaps somewhere, deep in my heart, I believe and support their success and managerial qualities more. To be honest, I believe that both genders can bring success to a company, and/or vice versa, but if I have to pay, the biggest and most important work I have personally done is with women. For some reason, I think they put more heart and soul into their work, they are more result-oriented, and they can see in many directions at the same time, I especially love and help them with their emotion.
What is your main motivation to keep moving forward?
My family, my children are my biggest source of motivation. When I am very, very tired, their presence fills me with strength, energy, and desire to do more and new things.
I am motivated by my team, every step forward that I see has resulted in results. But at the same time, no matter how strange it is, failure is no less a motivator for me.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
It is the most interesting period, at this time you don’t know exactly what you want, what is your interest and where is your place. In this search, it often happens that they change their chosen profession for the first time. The reason for this is not its instability, on the contrary, in my opinion, it is an expression of their restless nature, interest, and search for new things. My advice is to look for an interesting job, have a goal, and spare no effort and effort to achieve this goal. A goal is interesting until you reach it, so always look for something new to keep you motivated.
For me, it is very interesting to work with young professionals, I am happy with their initiatives. When I think of myself, people who had a great influence on me come to mind. Their behavior is now an example for me to listen to young people, to give them more motivation, to give them responsibility, to feel themselves a part of a great cause.
I advise young people to work hard and dream, definitely dream and believe that nothing is unattainable, and most importantly, say what they have to say out loud!
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ მარეხი გურულთან- Prime Insurance- ის გენერალური დირექტორი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ჩემი კარიერა დაიწყო 2000 წელს, როცა ვიყავი მეოთხე კურსის სტუდენტი. ჩემი პირველი ნაბიჯი კარიერაში იყო სახელმწიფო სამსახური დაზღვევის სფეროში. დაზღვევა, როგორც ბიზნესი, ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, ამ დროს იდგამდა ფეხს. მონაწილე ვიყავი დიდი და მრავალფერობანი სამუშაოსი – დაიწყო სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი ბაზის შექმნა, სადაც ვიყავი ჩართული. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო, ეს იყო საინტერესი განხილვების, მსჯელობების, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრების პროცესი. მე ვიყავი 19 წლის და ამ ასაკში ჩემთვის ასეთ გარემოში აღმოჩენა, ასეთ სამუშაოსთან შეჭიდება ერთის მხრივ იყო შრომატევადი, ხოლო მეორეს მხრივ საინტერესო და საამაყოც.
საბედნიეროდ, აქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. მათ იზრუნეს ჩემს განვითარებაზე, პროფესიულ ზრდაზე. ამიტომ ყოველთვის მჯერა, სწორ ადამიანებთან მოხვედრა, ძალიან დიდი გამართლებაა. ისინი ხარჯავდნენ დროს, ენერგიას, მიზიარებდნენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, მაკისრებდნენ პასუხსიმგებლობას. სწორედ ამ უკანასკნელმა მოახდინა გავლენა შემდგომ ჩემს ყველა ნაბიჯზე. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მაშინ დაკისრებული პასუხისმგებლობა ჩემი ცოდნის და გამოცდილების პროპორციული არ იყო, სწორედ ეს აღმოჩნდა მოტივატორი, რომ მესწავლა მეტი. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება სწავლა გამეგრძელებინა ACCA -ში. ეს იყო ჩემი კარიერის განმავლობაში ერთერთი სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ACCA-მ მომცა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სხვა ხედვა, ანალიზის სულ სხვა უნარი.
ამ გამოცდილებით გავაგრძელე მუშაობა კერძო სექტორში (სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში), რომელსაც სხვა გამოწვევა აქვს, სულ სხვა რიტმი, გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების ეფექტი.
დღეს ვარ სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ გენერალური დირექტორი. ეს არის რეგულირებადი, განსაკუთრებით სენსიტიური სფერო, მისი გავითარება და წარმატება დამოკიდებულია მომხმარებელთა ნდობის ხარისხზე, რის მოსაპოვებლადაც დიდი შრომა მიწევს ჩემს გუნდათ ერთად.
რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად დამეარსებინა აუდიტორული კომპანია, რომლის წინაპირობა ACCA იყო. სადაზღვევო სფეროს პარალელურად, ვუძღვები აუდიტორულ კომპანიას.
ამ რამდენიმე წინადადებით გადმოცემული ინფორმაციის მიღმა, ძალიან დიდი შრომაა, რომელსაც ყოველთვის მოყვებოდა შედეგი. მიყვარს და მიხარია ჩემი საქმის კეთება. მახარებს არა მხოლოდ შედეგი, არამედ მის მისაღწევად
გადადგმული ყველ პატარა ნაბიჯი.
როგორც ქალი ლიდერი, რა იყო ყველაზე დიდი ბარიერი თქვენს კარიერაში?
ბარიერები და დაბრკოლებები რა თმა უნდა იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვარ ქალი.
ბარიერი საწყის ეტაპზე იყო ჩემი ასაკი. ამის გამო თავად მქონდა ყოველთვის უხერხულობის განცდა. ალბათ ეს განცდა დღესაც მომყვება, რადგან ახალგაზრდების აზრს, იდეებს განსაკუთრებით ყურადღებით ვუსმენ და მხარს ვუჭერ.
დაბრკოლებები ყოველდღიურ სამუშაო პროცესს თან სდევს, თუმცა ვერ ვიხსენებ რაიმე ისეთს, რასაც ხელი შეეშალოს მიზნის მიღწევაში, ვერ გადამელახოს. ან ყოფილა, მაგრამ იმდენად დიდი კვალი არ დაუტოვებია, რომ არც მახსენდება. მგონია, რომ ეს გამოწვევები უფრო საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესსაც და მიზანსაც. სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული იყო დაბრკოლებების გადალახვის გზა. შედარებით ადრეულ ასაკში, განსაკუთრებული ჟინი იყო მიზნის მიღწევის, სირთულეებთან შეჭიდების, არდანებების. ახლა, დაბრკოლებების გადალახვაში უფრო გამოცდილება მეხმარება.
რა ბენეფიტები მოაქვთ კომპანიისთვის ქალებს ხელმძღვანელ პოზიციებზე?
ჩემი აზრით, მენეჯერული უნარები არ იყოფა ამ ნიშნით – ქალია თუ კაცი. თუმცა, რომ გადავხედე ჩემს გუნდს, ლიდერ პოზიციებზე სულ ქალები არიან. ალბათ სადღაც, გულის სიღრმეში მათი წარმატების და მენეჯერული თვისებების უფრო მჯერა და მხარდამჭერი ვარ. სიმართლე გითხრათ, კი ვთვლი, რომ ერთნაირად შეუძლია ორივე სქესი წარმომადგენელს წარმატება მოუტანოს კომპანიას, ან/და პირიქით, მაგრამ რომ გადავავლე ვალი, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმე მე პირადად ქალებთან ერთად მაქვს გაკეთებული. რატომღაც მგონია ისინი მეტ გულს და სულს დებენს საქმეში, მეტად არიან შედეგზე ორიენტირებულნი, მრავალი მიმართულებით შეუძლიათ ხედვა ერთდროულად, განსაკუთრებით მიყვარს და მეხმარება მათი ემოცია.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები არიან ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო. ძალიან, ძალიან დაღლილი რომ ვარ, მათი არსებობა მავსებს ძალით, ენერგიით, სურვილით, ვაკეთო კიდევ მეტი და ახალი.
მოტივაციას მაძლევს ჩემი გუნდი, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ვხედავ რომ შედეგი მოყვა. მაგრამ ამავე დროს, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, წარუმატებლობაც არანაკლები მოტივატორია ჩემთვის.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ყველაზე საინტერესო პერიოდია, ამ დროს არ იცი ზუსტად რა გინდა, რა არის შენი ინტერესი და სად არის შენი ადგილი. ამ ძიებაში ხდება ხშირად, რომ პირველად არჩეულ პროფესიას იცვლიან. ამის მიზეზი არ არის მისი არასტაბილურობა, პირიქით, ჩემი აზრით ეს არის სწორედ მათი დაუდეგარი ხასიათის, ინტერესის, ახლის ძიების გამოხატულება. ჩემი რჩევაა, ეძებონ საინტერესო საქმე, ჰქონდეთ მიზანი, არ დაზოგონ თავი შრომით და მონდომებით, რათა მიაღწიონ ამ მიზანს. მიზანი, სანამ მიაღწევ, მანამდე არის საინტერესო, ამიტომ ყოველთვის ეძიონ ახალ-ახალი, რათა სულ ჰქონდეთ მოტივაცია.
პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებთან, დამწყებ პროფესიონალებთან მუშაობა, მახარებს მათი ინიციატივები. როცა საკუთარი თავი მახსენდება, პირველ რიგში პირველ ადგილზე გამოდიან ადამიანები, ვინც მაშინ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მათი საქციელი ეხლა ჩემთვის მაგალითია, რომ ყური დავუგდო ახალგაზრდებს, მივცე მეტი მოტივაცია, დავაკისრო პასუხისმგებლობა, იგრძნონ თავი დიდი საქმის მონაწილედ.
ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ ბევრი და იოცნებონ, აუცილებლად იოცნებონ და ირწმუნონ რომ არაფერია მიუღწეველი და რაც მთავარია თქვან, ხმამაღლა თქვან თავიანთი სათქმელი!
Leave A Comment