Please see the interview with Irma Daushvili –Founder and General Director of „DIO“
First of all, please tell us about your success story, as we know you are a Founder and General Director of „DIO“. What stages did you go through, What difficulties did you face, and what stage are you at now?
My sister and brother have been with me throughout my journey and we funded this business together. We produce sunlight protective products for household and building interior and exteriors, such as windows and doors made of metalloelastases and facade-stained glasses.
Everything started back in the 90s, when revolutionary steps were taken in our country and the national movement was established. In 1992 Georgia achieved its independence and unfortunately was followed by a civil war, which caused a huge economic crisis in the country.
I graduated from Ivane Javakhishvili Tbilisi State University, with a degree in mechanics and mathematics and I saw myself pursuing a career in mathematical sciences. Although, back in the day due to the ongoing war working in a scientific field was almost impossible. Everyone was starting to fight for their own rights and discovering new abilities within themselves.
Shortly the sector of private properties and private jobs was established. Since the age of 19 I have worked in many different places. Together with being a university student I was tutoring kids in mathematics and therefore had an experience of having a private job of my own. Although, during that time the majority of the families did not have the financial state to afford to hire a private tutor for their children. Following this I started a job at the ministry of health, in the analytical center. And lastly, I worked in a bank where I was paid 150 coupons per month.
In April of 1994 I decided to quit my job in the bank and start a private enterprise with my friends. Since we all had solid baking skills, we started a bakery business. Following this small business, we started working in several different ones such as in sales businesses.
To start a serious business of your own during that period was a very hard thing to accomplish and was very challenging. We lacked experience and sufficient knowledge of owning and creating a private business sector, and our luck and success was fully dependent on our intuition and work ethic, therefore we could not broaden our enterprise at the time.
Everything took a turn when one of our friends who also was a partner of mine in the enterprise which we started, moved to live in Poland with her family. She was the one who sent me a catalog and exemplary pieces of window blinds. This catalog sparked my interest in the field of window blind productions and I started to look for customers who would be interested in purchasing this product. Since this product was never introduced in the country before it was very hard to find customers but in the span of two years, we gained a good number of customers and in 1996 me and my siblings opened our company “DIO”.
This year our company is celebrating its 28 years of establishment. We produce up to 80 different types of products used in households. We have 3 factories equipped with modern technologies for our product-making and have offices in Tbilisi, Kutaisi, Telavi and Batumi. We also have the representatives of our company in other different regions in Georgia. There are 200 employees hired in our company and our main motive is to produce the best quality product and service for our customers.
What was your mission at the start of your company?
Starting a private business was our shot at saving ourselves from poverty which was ongoing in the country during the 90s. After funding “DIO” with practically zero capital, we started to see that our product had gained the attention and popularity from the public. As to import already prepared window blinds was very problematic. We accepted this challenge and decided to create a very first Georgian production of window blinds and to become successful in our field. We introduced new products to the country which were not popular. There were vertical and horizontal window blinds. And till this day, it is very pleasant for us to see that window blinds are always associated with “DIO”. Following this, we started production of other products which had worldwide popularity.
What’s the biggest factor that has helped you be successful?
The most important and main factor is to be ready for success – it is crucial to believe in the cause and idea that you’re working on yourself, and have people by your side that are ready to put in as much effort as you in order to attain that goal. I am exhilarated by the fact that those people happened to be my siblings who’ve been with me from the beginning of this journey and together we’re working closely to further amplify DIO. You can’t achieve success alone if you don’t have likeminded and motivated individuals around you, but fortunately, DIO has strong, qualified and professional group members and most importantly, satisfied customers.
What is one thing that all women should know about a successful career?
Women lack confidence and courage – when they develop an idea, they surely need to try to execute it and assemble a team that will help bring the target objective to life. Success isn’t achieved independently; it’s created by teamwork. With a team, everything is possible. It is essential to also focus on self-growth and education. Today’s reality portrays a fast moving, dynamic world where everything changes rapidly and the key is to not fall behind this change. Family support is also pivotal, as women are very dependent and attached to family. Work-life balance is one of key challenges; personally, for me, it would be very hard for me to achieve what I did without the support from my family and my husband. It is because of that support that today I’m in charge of three businesses – treatment and wellness resort “Nunisi’ co-founder, and it’s only been two years since my husband and I opened an entirely unique medical Phyto-balneotherapy center. Women need support, motivation and acclamation.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
From my standpoint, first of all women should want and prioritize their own success. They should have a clear vision of that success. I would advise them to be more courageous, to not be scared to make mistakes, to not give up, because success doesn’t come easily in business, it’s created through immense hard work, and through educating and constantly reinventing yourself; I’d encourage them to be different, because the road to success is difficult, but it’s interesting and full of adventures.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ირმა დაუშვილთან- კომპანია „დიო“ – ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ კომპანია „დიო“ – ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.
კომპანია ,,დიო“ დაარსდა 1996 წელს და იგი საოჯახო კომპანიაა, სადაც ჩემთან ერთად თანადამფუძნებლები არიან ჩემი ძმა-თამაზ დაუშვილი და და-თამარ დაუშვილი. ჩვენ ვაწარმოებთ მზისგან დამცავ სისტემებს ინტერიერისა და ესტერიერისათვის, მეტალოპლასმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას და საფასადე ვიტრაჟებს.
ყველაფერი კი 90 წლებიდან იწყება, როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა და ცნობილი სამოქალაქო ძვრები ჩვენს ქვეყანაში . 1992 წელს გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიკიდებლობას, სამწუხაროდ, მოჰყვა სამოქალაქო ომი და ძალიან დიდი ეკონომირი კრიზისი. მე დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტი და სამომავლოდ საკუთარ კარიერას მათემატიკის მეცნიერებაში ვხედავდი. კერძოდ, სტატისტიკის და ალბათობის პროფესიის მიმართულებით. თუმცა ომის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო სამეცნიერო სფეროში მუშაობა. ყველა იწყებს ბრძოლას გადარჩენისათვის და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობის აღმოჩენას.
ძირითადად ჩნდება ახალი ფორმაცია კერძო საკუთრება და კერძო საქმიანობა. მე 19 წლის ასაკიდან, სტუდენტობის პერიოდშიც, ვამზადებდი ბავშვებს მათემატიკაში და თავიდანვე მქონდა კერძო საქმიანობის გამოცდილება, თუმცა იმ მძიმე პერიოდში ოჯახებს ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა კერძო მასწავლებელთან მომზადების. პარალელურად, მუშაობა დავიწყე ჯანდაცვის სამინიტროს გამოთვლით ცენტრში. შემდეგ ვმუშაობდი შემნახველ ბანკში, სადაც ჩემი ხელფასი შეადგენდა მხოლოდ 150 კუპონს.
1994 წლის აპრილის თვეში გადავწყვიტე ბანკიდან წამოსვლა და მეგობრებთან ერთად კერძო საქმიანობის დაწყება. კარგად გამომდიოდა ნამცხვრების ცხობა და ჩემი პირველი მცდელობაც ეს იყო. შემდგომ, სხვადასხვა მცირე საქმიანობებს ვიწყებდით, ხან საბითუმო ვაჭრობა, ხან მედიკამენტების რეალიზაცია. ბიზნესის აწყობა იმ პერიოდში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არ გვქონდა სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მხოლოდ ინტუიციასა და შრომაზე იყო დამოკიდებული წარმატება, ამიტომ ბიზნესის გაზრდას ვერ ვახერხებდით. ჩვენი მეგობარი, რომელიც მაშინ ჩემი პარტნიორიც იყო, ოჯახთან ერთად პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად და გამომიგზავნა ჟალუზების კატალოგი და ნიმუშები. ძალიან დამაინტერესა ამ ახალმა პროდუქტმა და დავიწყე დამკვეთების მოძიება. თავიდან საკმაოდ რთული იყო პროდუქტის გაყიდვა თუმცა, ნელ-ნელა მოვიძიეთ პირველი დამკვეთები და 1996 წელს უკვე ჩემ და ძმასთან ერთად დავაარსეთ ,,დიო“.
კომპანია დიო წელს 28 წლის ხდება. ( 13 მარტს) დღემდე წამყვანი პოზიცია გვიჭირავს საქართველოს ბაზარზე. ვაწარმოებთ 80-მდე სხვადასხვა სახის პროდუქციას, გვაქვს 3 თანამედროვე საწარმო – 2 თბილისში და 1 ქუთაისში. ფილიალები ბათუმში, ქუთაისსა და თელავში და წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. დასაქმებული გვყავს 200 მდე თანამშრომელი და დღემდე ორიენტირებულები ვართ საუკეთესო ხარისხიანი პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ ჩვენს მომხამრებელს.
რა იყო თქვენი მიზანი/მისია როდესაც ქმნიდით კომპანიას.
ბიზნესის დაწყება იყო ერთმნიშვნელოვნად მცდელობა გადაგვერჩინა თავი შიმშილისაგან და გაჭირვებისაგან, რაც 90-იან წლებში იყო. როცა უკვე დიო დავაარსეთ, პრაქტიკულად ნულოვანი კაპიტალით, ვნახეთ, რომ დღითიდღე ჩვენს პროდუქციას მოწონება ქონდა და უფრო და უფრო პოპუარული ხდებოდა. რადგანაც მაშინ მზა პროდუქციის სშემოტანა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება შეგვექმნა პირველი ქართული წარმოება და გავმხდარიყავით წარმატებულები ჩვენს სფეროში. იმ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ ნაკლებად ცნობილი პროდუქტები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღემდე ჟალუზები ასოცირდება კომპანია დიოსთან.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მზაობა წარმატებისთვის. აუცილებელია თავად გჯეროდეს იმ იდეის რასაც წამოიწყებ, შემდგომ კი გვერდით გყავდეს ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან შენსავით იბრძოლონ მიზნისთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები სწორედ ჩემი და-ძმა იყვნენ. საწყისიდან ერთად მოვდივართ და დღემდე დიო-ს განვითარებაზე ვზრუნავთ. წარმატებას მარტო ვერ მიაღწევს მას შენთან ერთად ქმნიან მოტივირებული ადამიანები. საბედნიეროდ დიო-ს ჰყავს ძლიერი კვალიფიციური პროფესიონალი გუნდის წევრები და რაც მთავარია კმაყოფილი მომხმარებელი.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ. ქალებს აკლია თავდაჯერებულობა და გამბედაობა, როცა გაქვს იდეა უნდა
პირველრიგში, თუ აქვთ იდეა, აუცილებად უნდა სცადონ მისი განხორცილება და გვერდით დაიყენონ ის ადამიანები ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან. წარმატება მარტო არ მოდის, მას ქმინს გუნდი. გუნდთან ერთად კი ყველაფერი შესაძლებელია. აუცილებელია მუდმივი ზრუნვა საკუთარ განვითარებაზე და სწავლაზე. დღეს ძალიან დინამიური ცხოვრებაა, ძალიან სწრაფად იცვლება გარემო და მნიშვნელოვანია არ ჩამორჩე მას. ოჯახის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია, რადგან ქალი რეალურად ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს. ბალანსი ოჯახსა და საქმიანობას შორის ერთერთი გამოწვევაა. პირადად, მე, ჩემი ოჯახის, მეუღლუს მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდებოდა მიზნების განცხორციელება. ამ მხარდაჭერის შედეგია,რომ დღეს 3 ბიზნესის ვხელმძღვანელობს. სამკურნალო გამაჯანსაღებელ კურორტ ,,ნუნისის“ თანადამფუძვნებელიც ვარ და სულ 2 წელია , რაც მეუღლესთან ერთად გავხსენით სრულიად უნიკალერი სამკურნალო ცენტრი ,, ჰერბიონა- დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი“ .
ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა, მოტივაცია და აღიარება.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.
ვფიქრობ, ყველა ქალს პირველ რიგში თავად უნდა სურდეს წარმატება და თავის წარმოსახვაში წარმოდგენილი ჰქონდეს როგორია ეს წარმატება. ვურჩევდი იყოს უფრო გამბედავი, შეცდომების არ შეეშინდეს, არ დანებდეს , რადგან წარმატება უცებ არ მოდის ბიზნესში, მას დიდი შრომით თავად ქმნი განათლებაზე და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით. იყოს განსხვავებული. წარმატება არის უდიდესი პასუხისმგებლობა.
ბოლოს კი ვეტყოდი წარმატებისკენ სავალი გზა რთულია, მაგრამ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე.
Leave A Comment