Please see the interview with Natia Skhvitaridze -the Managing Partner at FAS GROUP

Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a Managing Partner at FAS GROUP. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?

FAS Group has been operating in the market since 2021, although its establishment has a very interesting and long history. It all started in 2013 when I completed a master’s program in international finance in Great Britain and had the opportunity to see local financial and auditing companies. It was a very impressive experience and I knew right away that I wanted to start my own organization. However, this required experience along with knowledge, and I began to accumulate this experience. I worked as a chief accountant and then as a financial manager, both in Georgian and foreign companies.

In 2018, I registered FAS Group, and at that time I received a very interesting offer from a large international company, which I had to accept, because of this, the operation of FAS Group was postponed until 2021, until I decided to leave my current position and start my own business.

At the initial stage, we were two employees and now we have more than twenty people in our team.

As for the difficulties, I would like to emphasize two of them – the shortage of qualified staff, which appeared as we grew, and to solve it we had to establish the School of Accountants (FAS School). Where we teach interested persons with our resources, undergo internships and successful graduates stay with us to work.

The second difficulty was and remains raising the awareness of entrepreneurs regarding the need for accounting. Unfortunately, most entrepreneurs do not have information about how they can grow their company much faster and achieve better results through proper accounting. We are also actively working on this issue, conducting seminars and workshops, cooperating with various organizations in this direction, and conducting events with them, which bring very good results.

The most important thing I would like to mention – FAS Group is the first and only Georgian company that exported accounting and financial services and opened a branch in Berlin, Germany.

Before opening the branch, we had a prerequisite – we were implementing one-time projects in different countries (Netherlands, Greece, Turkey, etc.) because I saw the demand, I decided to open a branch.

What was your mission at the start of your company?

My main goal was to bring the education and experience gained in Europe and the work model to Georgia. Market research showed that there was a serious shortage of quality accounting and financial services, and I could see that with a good team, I could make it happen. In order to establish FAS Group, I had to leave a very high position in an international organization, there was a pandemic, and all this was associated with very high risks. From today’s point of view, I really made the right decision.

What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?

It is very easy to list points but very difficult to implement, especially for women, because we have to overcome more difficulties and challenges.

What is very important is to be brave. If we want to do something, we must try. We should be ready and not afraid of difficulties. It is very important to choose the right partners and people. I am very proud of the FAS Group team and believe that nothing would have been possible without them. I always say any leading organization would dream of employees like this. The support of my spouse was also crucially important for me, without whom it would have been very difficult for me to reach the result we have today.

Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?

First of all, I would advise them to get a good education. They should know very well what they are going to do. In today’s competitive environment, the biggest leverage is knowledge, no matter the profession. It is impossible to talk about success without quality. Quality, I deeply believe, comes from good knowledge and then from experience.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნათია სხვიტარიძესთამნ- FAS GROUP – ის მმართველი პარტნიორი

დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის.  პირველ რიგში მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ,  როგორც ვიცით თქვენ ხართ FAS GROUP – ის მმართველი პარტნიორი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

FAS Group ბაზარზე ოპერირებს 2021 წლიდან, თუმცა მის დაარსებას ძალიანს საინტერესო და დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც დიდ ბრიტანეთში გავიარე სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ფინანსების მიმართულებით და მქონდა საშუალება მენახა ადგილობრივი ფინანსური და აუდიტორული მომსახურების გამწევი კომპაიები.  ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი გამოცილება და მაშინვე ვიცოდი რომ მინდოდა საკუთარი ორგანიზაციის დაარსება. თუმცა ამას ცოდნასთან ერთად სჭირდებოდა გამოცდილება და დავიწყე ამ გამოცდილების დაგროვება. ვიმუშავე მთავარი ბუღალტრის და შემდგომ უკვე ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებში.
2018 წელს დავარეგისტრირე FAS Group და ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ამ დროს მივიღე  მსხვილი საერთაშორისო კომპანიისგან ძალიან საინტერესო საინტერესო შემოთავაზება, რასაც აუცილებლად უნდა დავთანხმებოდი და ამის გამო FAS Group-ის ფუნქციონირებამ გადაიწია 2021 წლამდე, სანამ არ მივიღე არსებული პოზიციის დატოვების და საკუთარი საქმის დაწყების გადაწყვეტილება.

საწყის ეტაპზე ვიყავით ორი თანამშრომელი და ახლა ოცზე მეტ ადამიანს ვაერთიანებთ ჩვენს გუნდში.
რაც შეეხება სირთულეებს ორს მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელმაც ჩვენ ზრდასთან ერთად იჩინა თავი და მისი მოგვარებისთვის მოგვიწია ბუღალტერთა სკოლის (FAS School) დაარსება. სადაც ჩვენივე რესურსებით ვასწავლით დაინტერესებულ პირებს, გადიან სტაჟრებას და წარმატებული კურსდამთავრებულები ჩვენთანვე რჩებიან სამუშაოდ.
ხოლო მეორე სირთულე იყო და ჯერ კიდევ რჩება მეწარმეების ცნობიერების ამაღლება ბუღალტრული აღრიცხვის საჭიროებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მეწარმეთა უმრავლესობას  არ აქვს ინფორმაცია სწორი ბუღალტრული აღრიცხვის საშუალებით თუ როგორ შეუძლიათ კომპანიის ბევრად უფრო სწრაფად განვითარება და უკეთესი შედეგების დადება. ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობთ, ვატარებთ სემინარებსა და ვორქშოპებს, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მათთან ერთადაც ვატარებთ ღონისძიებებს, რასაც ძალიან კარგი შედეგები მოაქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა აღვნიშნო – FAS Group არის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც ბუღალტრული და ფინანსური სერვისები გაიტანა ექსპორტზე და ფილიალი გახსნა გერმანიაში, ბერლინში.
ფილიალის გახსნამდე ჩვენ გვქონდა წინაპირობა – ერთჯერად პროექტებს ვანხორციელებდით სხვადასხვა ქვეყნებში (ნიდერლანდებში, საბერძნეთში, თურქეთში და ა.შ) რადგან დავინახე მოთხოვნა, გადავწყვიტე ფილიალის გახსნა. 

რა იყო თქვენი მისია, როდესაც იქმნებოდა თქვენი კომპანია?

ჩემი მთავარი მიზანი იყო, ევროპაში მიღებული განათლება და გამოცდილება, იქაური სამუშაო მოდელი გადმომეტანა საქართველოში. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხარისხიანი ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების სერიოზული დეფიციტი იყო და მე ვხედავდი რომ კარგ გუნდთან ერთად ამის გაკეთება შემეძლო. FAS Group-ის დაარსებისთვის მომიწია  საერთაშორისო ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალი პოზიციის დატოვება, იყო პანდემია და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული. დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?

პუნქტებად ჩამოთვლა ძალიან ადვილია, მაგრამ განსახორციელებლად არის ძალიან რთული, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ჩვენ უფრო მეტი სირთულის და გამოწვევის გადალახვა გვიწევს.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა იყვნენ გაბედულები. თუ რაიმეს გაკეთება სურთ, აუცილებლად უნდა სცადონ. მზად იყვნენ და არ შეუშინდნენ სირთულეებს.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორებისა და ადამიანების შერჩევა, გუნდის სწორად ფორმირება. პირადად მე ძალიან ვამაყობ FAS Group-ის გუნდით და მიმაჩნია, მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ყოველთვის ვამბობ, ნებისმიერი წამყვანი ორგანიზაცია იოცნებებდა მსგავს თანამშრომლებზე. ჩემთვის ასევე გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მეუღლის მხარდაჭერა, რომლის გარეშეც ძალიან გამიჭირდებოდა იმ შედეგზე გასვლა რაც დღეს გვაქვს.

 

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

პირველ რიგში ვურჩევდი, მიიღონ კარგი განათლება. ძალიან კარგად უნდა იცოდნენ ის საქმე რის გაკეთებასაც აპირებენ. დღვანდელ კონკურენტულ გარემოში ყველაზე დიდი ბერკეტი საქმის კარგად ცოდნაა, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას. ხარისხის გარეშე შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი. ხარისხი კი, ღრმად მწამს, კარგი ცოდნიდან და შემდგომ უკვე გამოცდილებიდან მოდის.