Please see the interview with Khatia Nikolaishvili- Business Development Manager at FAS GROUP
Thank you for your time. Please tell us about your success story, we know you are a Business Development Manager at FAS GROUP. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
My professional experience is diverse, which is also due to my character. I have always been interested in experiments and trying myself in different fields. I believe that a person should always be in search of inner potential. Life gives us so many opportunities every day. It’s just that we often ignore it or are afraid to take risks. We follow the standards set by society, which prevent us to turn challenges into interesting projects.
At the time, my career began with the management of international projects – these were EU and USAID projects, which I also used in practice – at the initiative of the Council of Europe, I participated in developing an international training program curriculum in Budapest, Hungary. I also gained a lot of experience while working in the banking sector in terms of development in a corporate environment and raising academic knowledge in this field. During this period, together with the team, I won the SIDA (Swedish International Development Agency) 1-year international diploma program “Risk Management in Banks” within the framework of the Change Management project, organized by KPMG Sweden.
My first startup experience was launching online credit company together with the team. Thanks to this company, I learned how to manage a team and, most importantly, acquired the skills that would help me to correctly see and guide the potential of each team member. The company has done so well in a short period that I started to believe in my role in terms of business development.
During this period, I completed my master’s degree at Marconi University in Italy, majoring in International Business and Global Marketing. This is the period when I started observing myself from different perspective, allowing me to travel and make international connections. I took the export management course, which was announced for the first time by Enterprise Georgia, and I decided to get more information in the export direction.
It was during this period that our British friend visited us, who liked our family’s tomato sauce and joked that it would sell well as a drink in pubs in England.
This is how the idea of Spicella was born, and I also related my export management course paper to this topic, with the British market research attached. I decided to create this product in reality and test myself if I could manage to export it to different coutries. Spicella was an experiment for me in the process of export.
In the shortest time, I exported my product to Great Britain (market testing), the USA and Estonia with the support of the Georgian Chamber of Industry.
Soon, I proposed a new project to the Chamber of Commerce, on which I received their support, with my partners, we created a pop-up temporary store in France, mainly, in Paris, where we presented handmade accessories of Georgian and foreign artisans. It was an innovative project in the implementation of which the Chamber of Commerce participated for the first time.
After going through this path, I wanted to share my experience with beginner exporters and make this process easier for others. Within the framework of the Chamber of Commerce initiative – the “Creation of a Free Website” competition, our team got the opportunity to create an export manager platform to facilitate buying export related services. We are currently in the development phase and waiting for final results.
FAS Group is a Georgian financial, accounting, and auditing company, which has established in the Georgian market in a short time and has already opened its representative office in Berlin, Germany. This is a new project and challenge for me to use my experience to promote high-quality and essential service not only in Georgia, but also in Europe, and contribute to the business development of a company that has the potential for international advancement.
What mistakes have you made along the way and what did you learn from them?
The enthusiasm that initially followed me was a little euphoric. I wanted to see the results as soon as possible. Gradually, experience showed me that all this required a lot of effort, patience, and time. If you don’t give up and continue on your way, you probably won’t be able to stop later either. This is exactly what happened to me – I invested so much time and energy in this business that I was “poisoned” by the idea of exporting. I was involved in all phases because I wanted to gain experience in all aspects of export. I have become aware of the challenges that export-oriented companies faced and also gained great experience in crisis management. Perhaps the biggest challenge in doing anything is how you manage the processes caused by unforeseen circumstances and at the same time manage yourself in that circumstance. It is after overcoming a barrier when you realize that you have grown up and such an obstacle will no longer create the same problem to you in the future.
What is your main motivation to keep moving forward?
“Business is not a final destination, it is a journey” – on the one hand, we live in unpredictable environment, with huge possibilities of improvisation around. A new challenge is always a source of inspiration, and the inspiration is the beginning of a new activity. The main thing is not to stop searching and to be constantly involved in all the activities that this dynamic process brings. Being a part of a dynamic process, opens up endless perspectives. In addition, this process allows me to develop in different business environments, participate in interesting events, and meet successful people. Also to travel a lot and just live an interesting life. I couldn’t have done anything without the support of my family. Family members give me the biggest incentive to keep doing good things and to always see “the light at the end of the tunnel”.
I am especially pleased and motivated when I see that I positively boost the people around me, share my energy, experience and optimism and see the result when they also discover themselves and inner potential to do things to the benefit of the society.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
Many diverse and innovative products/services are created in Georgia, which require a lot of mental and financial resources. Besides, investing in innovative projects is often associated with certain risks, therefore, very often good ideas fade away along with entrepreneurial motivation. However, if you are truly an entrepreneur, you should probably not hold back, believe in your idea, and believe in yourself first. “No” is not a final verdict, on the contrary, it is an incentive for you to do something that no one has done before.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ხატია ნიკოლაიშვილთან – FAS GROUP – ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ FAS GROUP – ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ჩემი პროფესიული გამოცდილება მრავალმხრივია, რაც ჩემი ხასიათიდან გამომდინარეც არის. ყოველთვის მაინტერესებდა ექსპერიმენტები და საკუთარი ძალების მოსინჯვა სხვადასხვა სფეროში. ვთვლი, რომ ადამიანი ყოველთვის საკუთარი პოტენციალის ძიებაში უნდა იყოს. ყოველდღიურად ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა ცხოვრების მიერ. უბრალოდ, ხშირად ვაიგნორებთ ან გვეშინია გარისკვის. საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მივყვებით, რაც ხელს გვიშვლის გამოწვევები საინტერესო პროექტებად ვაქციოთ.
თავის დროზე ჩემი კარიერული სვლა საერთაშორისო პროექტების მართვით დაიწყო – ეს იყო EU ევროკავშირისა და USAID-ის პროექტები, რაც პრაქტიკაშიც გამოვიყენე – ევრო საბჭოს ინიციატივით მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო ტრეინინგის პროგრამის შემუშავებაში უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში.
დიდი გამოცდილება მივიღე ასევე საბანკო სექტორში მუშაობისას კორპორატიულ გარემოში განვითარების კუთხით და ამ სფეროში აკადემიური ცოდნის ამაღლების მხრივ. სწორედ ამ პერიოდში, გუნდთან ერთად გავიმარჯვე SIDA (Swedish International Development Agency) -ს 1 წლიან საერთაშორისო სადიპლომო პროგრამაში „რისკების მართვა ბანკებში“ Change Management-ის პროექტის ფარგლებში ,KPMG Sweden-ის ორგანიზებით.
ჩემი პირველი სტარტაპ გამოცდილება – ეს იყო ონლაინ კრედიტების კომპანია, რომლის შექმნაშიც ჩემი წვლილი შევიტანე გუნდთან ერთად. ამ კომპანიის წყალობით ვისწავლე გუნდის მართვა და რაც მთავარია შევიძინე ის უნარები, რაც თითოეული გუნდის წევრის პოტენციალის სწორად დანახვასა და წარმართვაში დამეხმარებოდა. კომპანიამ იმდენად კარგი შედეგი დადო უმოკლეს ვადაში, რომ მე დავიჯერე ჩემი როლი ბიზნესის განვითარების კუთხით.
ამ პერიოდში დავამთავრე მაგისტრატურა იტალიის მარკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისა ბიზნესისა და მარკეტინგის განხრით. ეს არის პერიოდი როცა საკუთარი თავის ძიება დავიწყე, რაც ასევე მოგზაურობისა და საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობას მომცემდა. გავიარე ექსპორტის მენეჯმენტის კურსი, რომელიც პირველად დააანონსა აწარმოე საქართველომ და გადავწყვიტე ექსპორტის მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო.
სწორედ ამ პერიოდში გვსტუმრობდა ჩვენი ბრიტანელი მეგობარი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი ოჯახური პომიდვრის საწებელი და ხუმრობით აღნიშნა რომ კარგად გაიყიდებოდა ინგლისის ფაბებში სასმელის სახით.
ასე დაიბადა სპაისელას იდეა და ჩემი ექსპორტის მენეჯმენტის კურსის ნაშრომიც ამ თემას მივაბი, შევისწავლე ინგლისის ბაზარიც. გადავწყვიტე მართლა შემექმნა ეს პროდუქტი და პირველ რიგში საკუთარი თავი გამომეცადა, თუ რამდენად შევძლებდი ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანას. სპაისელა იყო ჩემთვის ექსპერიმენტი ექსპორტის გზაზე .
უმოკლეს დროში, შესაძლებლობა მომეცა ჩემი პროდუქტი გამეტანა ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში (ბაზრის გასატესტად), ამერიკასა და ესტონეთში საქართველოს სამრეწველო პალატის ხელშეწყობით.
მალევე, სავაჭრო პალატას შევთავაზე ახალი პროექტი, რომელზეც მათი მხარდაჭერა მივიღეთ მე და ჩემმა პარტნიორებმა – საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში პოპ-აპ დროებითი საგამოფენო სივრცის დაქირავების პროექტი, სადაც წარვადგინეთ ქართველი და უცხოელი არტიზანების ხელნაკეთი აქსესუარები მათი პოპულარიზაციის მიზნით. ეს იყო ინოვაციური პროექტი, რომლის განხორციელებაში პირველად სავაჭრო პალატამ მიიღო მონაწილეობა.
ამ გზის გავლის შემდეგ მომინდა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება დამწყები ექსპორტიორებისთვის და ეს პროცესი გამემარტივებინა სხვებისთვის. სავაჭრო პალატის ინიციატივის – „უფასო ვებგვერდის შექმნის“ კონკურსის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა მივიღეთ სერვისების პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა. ამ პლატფორმას უნდა გაემარტივებინა საექსპორტო სერვისების მიღება მეწარმეებისთვის პროდუქტის შექმნის იდეიდან მის ექსპორტირებამდე. ჯერ განვითარების ფაზაში ვართ, მაგრამ მჯერა, რომ თავის დროზე შედეგსაც ვნახავთ.
ამ გამოცდილებამ ძალიან საინტერესო უნარები შემძინა – მივხვდი რომ შემიძლია ნებისმიერ საინტერესო პროდუქტსა, თუ მომსახურებას მოვუძებნო თავისი პოტენციალი და გავიტანო ფართო მასებზე. სახეობას არ აქვს მნიშვნელობა,მე მომწონს თვითოს ეს პროცესი – ექსპერიმენტი რამდენად ვაქცევ შესაძლებლობას რეალობად. მე მიყვარს ამ პროცესში ენერგიის ჩადება , დავიხარჯები და დაველოდები შედეგს. თუმცა , ცხადია რომ ეს პროცესი მხოლოდ ერთჯერადი ძალისხმევა იქნება შემდგომი განვითარებისა და კონტროლის გარეშე.
FAS Group -ი ქართული ფინანსური, საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიაა, რომელმაც უმოკლეს დროში დაიმკვიდრა სახელი ქართულ ბაზარზე და უკვე გახსნა ფილიალი ბერლინში. ეს ჩემთვის ახალი პროექტი და გამოწვევაა , რათა საკუთარი გამოცდილება გამოვიყენო ხარისხიანი და საჭირო სერვისის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ასევე ჩემი წვლილი შევიტანო ისეთი კომპანიის ბიზნესის განვითარებაში, რომელსაც საერთაშორისო წინსვლის პოტენციალი აქვს.
რა შეცდომები გაქვთ დაშვებული თქვენს კარიერულ გზაზე და რა ისწავლეთ მათგან?
ის ენთუზიაზმი, რაც თავდაპირველად მომყვებოდა, ცოტა ეიფორიანარევიც იყო. მინდოდა უმოკლეს დროში დამედო შედეგი.თანდათანობით, გამოცდილებამ მაჩვენა რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას, მოთმინებასა და დროს მოითხოვდა , რომელსაც პირველ რიგში ჩემი ნებისყოფა სჭირდებოდა. თუ ამ დროს უკან არ დაიხიე და მაინც განაგრძე გზა, ალბათ მერე ვეღარც შეჩერდები. სწორედ ეს დამემართა – იმდენი დრო და ენერგია ჩავდე ამ საქმეში რომ ფაქტიურად “მოვიწამლე” ექსპორტის იდეით. ყველა ფაზაში ვიყავი ჩართული, რადგან მინდოდა ექსპორტის ყველა რგოლში მიმეღო გამოცდილება. გავაცნობიერე თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები და ასევე მივიღე უდიდესი გამოცდილება კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხითაც. ალბათ ნებისმიერი საქმის კეთების პროცესში, ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, თუ როგორ მართავ გაუთვალისწინებელი გარემოებით გამოწვეულ პროცესებს და იმავდროულად საკუთარ თავსაც ამ გარემოებაში. სწორედ ამის გადალახვის მერე ხვდები რომ გაიზარდე და მსგავსი დაბრკოლება ვეღარ შეგიქმნის იგივე პრობლემას მომავალში.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
Business is not a final destination, its a journey – ერთის მხრივ, ეს არის არაპროგნოზირებადი გარემო, თუმცა ზღვა იმპორვიზაციის შესაძლებლობით. ახალი გამოწვევა ყოველთვის ახალი ინსპირაციის წყაროა, ხოლო ინსპირაცია – ახალი აქტივობის დასაწყისი. მთავარია არ შეწყვიტო ძიება და მუდმივად იყო ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც ამ დინამიურ პროცესს მოაქვს. დინამიკაში ყოფნა კი უსაზღვრო პერსპექტივებს გიხსნის.გარდა ამისა, ეს პროცესი მაძლევს შესაძლებლობას განვვითარდე სხვადასხვა ბიზნეს გარემოში, მონაწილეობა მივიღო საინტერესო ღონისძიებებში და გავიცნო წარმატებული ადამიანები. ასევე ბევრი ვიმოგზაურო და უბრალოდ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრო. ცხადია, ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. ოჯახის წევრები ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევენ რომ კარგი საქმეების კეთება განვაგრძო და „გვირაბის ბოლოში ყოველთვის სინათლე“ დავინახო.
განსაკუთრებით მსიამოვნებს და სტიმულს მაძლევს, როცა ვხედავ რომ პოზიტიურად ვბუსტავ ჩემს გარშემო ადამიანებს, ვუზიარებ ჩემს ენერგეტიკას, გამოცდილებასა და ოპტიმიზმს და ვხედავ ამის შედეგს, როცა ისინიც პოულობენ საკუთარს თავსა და პოტენციალს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
საქართველოში ბევრი მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტი/სერვისი იქმნება ,რაც დიდ გონებრივ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ინოვაციურ პროექტებში ინვესტირებაშიც ხშირად დიდ რისკებს ხედავენ. მსგავსი წინაღობების გამო შეიძლება დაიკარგოს ბევრი ინოვაციური პროექტის განხორციელების მოტივაცია და შესაბამისად, იდეაც. თუმცა, თუ მართლა ანტრეპრენერი ხარ, ალბათ უკან არ უნდა დაიხიო, გჯეროდეს საკუთარი იდეის და პირველ რიგში საკუთარი თავის. „არა“ არ არის საბოლოო განაჩენი, პირიქით, ეს არის სტიმული რომ შენ გააკეთო ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
Leave A Comment