Please see the interview with Maka De Lameillieure-Kharatishvili – Professor, Researcher, and Head of strategic projects at Vives University of Applied Sciences and KU Leuven
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a Professor, Researcher, and Head of strategic projects at Vives University of Applied Sciences and KU Leuven (Belgium). What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
Thank you for mentioning my career as a success story. Oddly enough, I have never done any career planning. However, I have always done what I found interesting, tried to explore new paths, pushed the limits of what’s possible, continually learned, and surrounded myself with people who were better than me and with whom I could push the boundaries of the possible.
And when you do all this, you quickly make progress. I am an engineer, and after my studies in Germany, I have worked in various organizations. In academia, in commercial companies, and for semi-governmental organizations. The reason to change jobs is for me the drive to discover and to do something new. Whenever I feel that I am at the limits of what is possible in an organization and no longer learning, it is time for a change. Then I look for an organization where I can grow and contribute to the growth of the organization. Thanks to this way of working, I have always had leadership roles. General manager of a research center, director of research and valorization at a business school, etc. Although these roles were not necessarily needed for me, they did help to initiate major transformations.
Currently, I am mainly working to get various partners from different organizations to collaborate around complex digital challenges. I may not have leading roles in all these organizations, but with my experience and a kind of moral authority, I am able to form large coalitions. However, I also continue to conduct research on digital transformation and am a professor in this field.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
In my long career, there were many challenges. When you blaze new trails, there are no clear answers, and so I often had to overcome unexpected barriers.
One such instance was when I worked at Philips. I was building a new group focused on human factors in Belgium and had to collaborate with various departments and business units of this multinational company. For a company that operated very much in silos, this was anything but straightforward. I had to prove and substantiate every step and necessity of such a holistic approach, both in terms of scientific outcomes and financially. With a lot of patience and a strong dossier, I managed to also establish new groups on human factors in the United States and Singapore.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
Stay true to yourself. A copy is usually worse than the original. I have often been told that I have an authentic leadership style. I don’t see myself as a manager, but as a coach, supporting the people I work with. This is not an easy path, but it is the path with the greatest chance of success and the greatest impact.
To illustrate the necessity of innovation in all our endeavors, I frequently draw on an example from nature—the behavior of bees.
Bees are remarkably organized and efficient. They are driven to collect as much pollen and nectar as quickly as possible, typically using the waggle dance to communicate the locations of these resources. However, about 20% of the bee population deviates from this methodical approach, opting for a more random exploration rather than strictly adhering to their prescribed roles. While this might seem less efficient, in dynamic and unpredictable environments, sticking rigidly to the rules can trap a hive in a less than optimal state, potentially leading to starvation by curtailing new explorations. Random searches are vital for discovering new and possibly more lucrative pollen sources. Hence, sometimes, it’s beneficial to be a bit like a random bee.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
An important insight I want to share is that you must always remain true to your principles, no matter the role you are in. For me, these are universal principles that I received from my parents. I have worked and studied in various countries and found that principles like honesty, respect for everyone, and having fun in your work are principles that work everywhere, both in academia and in business.
And build a network. A strong network within your field of activity, but also beyond. I am a board member of various organizations that have little to do with my work on digital transformation. For example, I am a board member at a Social Enterprise, a regional television company, or an organization that supports drug addicts. This allows me to contribute back to society. And through networking, through these new insights, I can make new connections. This is how innovations arise. And this is exactly what I have been doing all my life.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ მაკა ხარატიშვილთან- Vives University of Applied Sciences – ის და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორი, მკვლევარი და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ Vives University of Applied Sciences – ის და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორი, მკვლევარი და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
გმადლობთ, რომ ჩემი კარიერა მოიხსენიეთ, როგორც წარმატების ისტორია. საქმე იმაშია რომ მე კარიერა არასოდეს დამიგეგმავს. მე უბრალოდ ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. ვცდილობდი ახალი გზების გაკვალვას, მუდმივად ვსწავლობდი და გარშემორტყმული ვიყავი იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემზე უკეთესები იყვნენ და ვისთან ერთადაც შემეძლო მიზნების მიღწევა.
როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, პროგრესსაც სწრაფად აღწევ.
მე ვარ ინჟინერი და გერმანიაში სწავლის შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში. უმაღლეს სასწავლებლებში, კომერციულ კომპანიებში და სამთავრობო ორგანიზაციებში. სამუშაოს შეცვლის მიზეზი ჩემთვის არის სწრაფვა აღმოვაჩინო და გავაკეთო რაღაც ახალი. ყოველთვის, როცა ვგრძნობ, რომ ორგანიზაციაში შესაძლებლობის ზღვარზე ვარ და ახალს ვერაფერს ვერ ვსწავლობ, ვიცი, რომ ცვლილებების დროა. აუცილებელია იპოვო ადგილი, სადაც შეგიძლია გაიზარდო და წვლილი შეიტანო ორგანიზაციის ზრდაში. ამ მიდგომის წყალობით, ყოველთვის მეჭირა ლიდერის პოზიციები. მე ვიყავი კვლევითი ცენტრის გენერალური მენეჯერი, ბიზნესსკოლის კვლევისა და ვალორიზაციის დირექტორი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები სულაც არ იყო აუცილებელი ჩემთვის, ისინი ხშირად დამეხმარნენ საფუძვლიან ტრანსფორმაციების დაწყებაში.
ამჟამად, მე ძირითადად, ვმუშაობ იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ რთული ციფრული გამოწვევების ირგვლივ. მართალია ყველა ამ ორგანიზაციაში არ მაქვს ხელმძღვანელის როლი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და ერთგვარი მორალური ავტორიტეტით ვახერხებ დიდი კოალიციების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მე ვაგრძელებ კვლევებს ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ და ვარ ამ დარგის პროფესორი.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ჩემს ხანგრძლივ კარიერაში ბევრი გამოწვევა იყო. როცა ახალ გზებს ეძებ , მკაფიო პასუხები არ არსებობს და ამიტომ ხშირად მიწევდა მოულოდნელად ბარიერების გადალახვა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო კომპანია ფილიპსში მუშაობის დროს. მე ვაყალიბებდი ახალ ჯგუფს ბელგიაში, რომელიც ორიენტირებული იყო ტექნოლოგიის დანერგვისას ადამიანურ ფაქტორების კვლევაზე. ამიტომ მე მომიწია ამ კონცერნის სხვადასხვა დეპარტამენტებთან და ბიზნეს ერთეულებთან თანამშრომლობა. მე უნდა დამემტკიცებინა და დამესაბუთებინა რატომ იყო ასეთი ერთიანი მიდგომა აუცილებელი, და ეს როგორც სამეცნიერო შედეგების, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ამას დრო და მოთმინება დასჭირდა, მაგრამ შედეგს მივაღწიე და გარდა ამისა მივაღწიე ახალი ჯგუფების შექმნას ამ თემათიკაზე შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
დარჩით საკუთარი თავის ერთგული. ასლი, როგორც წესი, ორიგინალზე უარესია. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არა კლასიკური ლიდერობის სტილი მაქვს. საკუთარ თავს მენეჯერად კი არ ვხედავ, არამედ მენტორად, რომელიც მხარს უჭერს იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. ეს არ არის იოლი გზა, მაგრამ ეს არის გზა წარმატებისკენ ყველაზე დიდი შანსებით და უდიდესი გავლენით.
ჩვენს ყველა მცდელობაში ინოვაციის აუცილებლობის საილუსტრაციოდ, მე ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგალითს ბუნებიდან, ფუტკრების ცხოვრებიდან.
ფუტკრები საოცრად ორგანიზებული და ეფექტურები არიან. მათი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტი მტვერი და ნექტარი შეაგროვონ. ისინი როგორც წესი, სპეციალურ ცეკვას ასრულებენ რომ ამ რესურსების ადგილმდებარეობა შეატყობინონ ფუტკრის ოჯახის სხვა წევრებს. თუმცა, ფუტკრების პოპულაციის დაახლოებით 20% არ მიყვება ამ მეთოდურ მიდგომას და ირჩევს უფრო შემთხვევით კვლევას, ნაცვლად იმისა რომ მკაცრად დაიცვას მისთვის მიჩნეული როლი და წესები. პირველი შეხედვით ეს გადახრა შეიძლება არაეფექტური ჩანდეს, მაგრამ არასტაბილურ და არაპროგნოზირებად გარემოში, წესების მკაცრად დაცვამ და ნექტარის სხვა, ახალი ადგილმდებარეობის არ ცოდნამ შეიძლება ფუტკრის ოჯახი არა ოპტიმალურ მდგომარეობაში ჩააგდოს და შესაძლოა განადგურებამდე მიიყვანოს. ამიტომ ეს ე.წ. შემთხვევითი ძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მტვრის ახალი და, შესაძლოა, უფრო მომგებიანი წყაროების აღმოსაჩენად. მაშასადამე, ზოგჯერ სასარგებლოა იყოთ ცოტათი შემთხვევითი ფუტკარი
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომლის გაზიარებაც მინდა, არის ის, რომ თქვენ ყოველთვის უნდა დარჩეთ თქვენი პრინციპების ერთგული, არ აქვს მნიშვნელობა რა როლი გაქვთ. ჩემთვის ეს არის უნივერსალური პრინციპები, რომლებიც ჩემი მშობლებმა მასწავლეს. მე ვიმუშავე და ვსწავლობდი სხვადასხვა ქვეყანაში და დავრწმუნდი, რომ პრინციპები, როგორიცაა პატიოსნება, ყველას პატივისცემა და სიამოვნების მიღება თქვენი საქმიანობიდან, არის პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ყველგან და ყველა სფეროში და ორგანიზავიაში.
შექმენით ძლიერი პროფესიონალური კავშირების ქსელი როგორც თქვენს საქმიანობის სფეროში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მე მაგალითად ვარ სხვადასხვა ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მათ შორის ორგანიზაციების რომლებსაც თითქმის არა აქვთ არაფერი საერთო ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ჩემს მოღვაწეობასთან. მაგალითად, მე ვარ სოციალური საწარმოს, რეგიონული ტელეკომპანიის და ნარკოდამოკიდებულების სარეაბილიტაციო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ეს ჩართულობა საშუალებას მაძლევს ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებრივ პროცესებში და განვითარებაში. ჩემი პროფესიონალური კავშირების ქსელის, ახალი ინფორმაციის მეშვეობით, მე ახალი იდეების მოძიების, კომბინირების და ახალი კავშურების დამყარების შესაძლებლობა მაქვს . სწორედ ასე ჩნდება ინოვაციები და ეს არის ზუსტად ის, რასაც ვაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრება.
Leave A Comment