Please see the interview with Natia Makardze- Executive General Manager at “Ramada by Wyndham Tbilisi Old City”
1. Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are an Executive General Manager at “Ramada by Wyndham Tbilisi Old City”. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
During my tenure as the Executive General Manager of Ramada by Wyndham Tbilisi Old City Hotel, my journey has been marked by various stages and challenges. Assuming the role of General Manager entailed significant responsibilities and handling complex duties, which proved to be one of the main challenges I encountered. Stepping into such a crucial leadership role at a young age required me to swiftly earn the trust and respect of my team members. However, through loyalty, honesty, a willingness to listen and learn, I gradually gained their trust. Thanks to their support and selfless dedication, I was able to surmount obstacles and make significant strides in my career.
My career trajectory is defined by continual learning, making strategic decisions, and striving for success.
2. What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
Despite my achievements, one of the biggest obstacles in my career path was a lack of self-belief, and doubting my abilities. I worked hard to overcome this problem. I was looking for different ways that would allow me to expand my knowledge and skills. This path involves a continuous process of continuous learning and professional development. But first, I considered it important to break my comfort zone and boldly make very important decisions. It was the firm and correct decisions that helped me overcome my doubts about my abilities. Recognizing my strengths and abilities has, over time, given me a sense of self-confidence that has allowed me to fully demonstrate my leadership qualities and the ability to effectively manage a fairly large team.
3. What do you think helped you the most to make a career as a woman.
In today’s world, I believe women hold crucial roles across diverse fields, attributed to our determination, drive for advancement, and ambition to thrive in an increasingly competitive landscape. Similarly, in my experience, prioritizing personal and professional growth, embracing continuous learning, and cultivating self-confidence laid the cornerstone for advancing my career.
4. Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders.
I advise young individuals embarking on their career journeys to have faith in their abilities, especially when encountering daunting challenges. Embrace obstacles as chances for personal and professional development and remain committed to lifelong learning.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნათია მაკარაძესთან- “Ramada by Wyndham Tbilisi Old City”- ის აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი.
1. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ “Ramada by Wyndham Tbilisi Old City”- ის აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.
სასტუმრო “Ramada by Wyndham Tbilisi Old City”-ის აღმასრულებელი გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ჩემი გზა გამოირჩევა სხვადასხვა ეტაპებითა და გამოწვევებით. გენერალური მენეჯერის პოზიცია გულისხმობდა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებასა და საკმაოდ რთული მოვალეობების შესრულებას, რაც უდავოდ იყო ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დავდექი. ახალგაზრდა ასაკში ასეთი მნიშვნელოვანი ლიდერული პოზიციის დაკავება ნიშნავდა, რომ მჭირდებოდა სწრაფად მომეპოვებინა ჩემი გუნდის წევრების ნდობა და პატივისცემა. თუმცა ერთგულების, პატიოსნების, მოსმენისა და სწავლის სურვილით თანდათან მოვიპოვე მათი ნდობა და მათივე მხარდაჭერისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით შევძელი დაბრკოლებების გადალახვა და მნიშვნელოვანი წინსვლა კარიერაში.
ჩემი კარიერული გზა გამოირჩევა მუდმივი სწავლით, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებითა და წარმატებისკენ სწრაფვით.
2. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა.
მიუხედავად ჩემი მიღწევებისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს კარიერულ გზაზე იყო საკუთარ თავის რწმენის ნაკლებობა, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება.
ამ პრობლემის დასაძლევად ბევრი ვიმუშავე. ვეძებდი სხვადასხვა გზას, რაც მომცემდა შესაძლებლობას გამეფართოებინა ცოდნა და უნარები. ეს გზა, ძირითადად, უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარების მუდმივ პროცესს გულისხმობს.
მაგრამ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანად ჩავთვალე დამერღვია საკუთარი კომფორტის ზონა და თამამად მიმეღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სწორედ, მტკიცე და სწორი გადაწყვეტილებები დამეხმარა დამეძლია ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ჩემი ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების აღიარებამ, დროთა განმავლობაში, შემძინა თავდაჯერებულობის გრძნობა, რამაც მომცა ლიდერული თვისებების სრულყოფილად გამოვლენის საშუალება და საკმაოდ დიდი გუნდის ეფექტურად მართვის უნარი.
3. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა დაგეხმაროთ, რომ შეგექმნათ კარიერა, როგორც ქალს
ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში ქალები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხვადასხვა სფეროში და ეს განპირობებულია ჩვენი მიზანსწრაფულობით, განვითარების სურვილით და მზარდ კონკურენტულ გარემოში საკუთარი ადგილის დაკავების სურვილით. ამდენად, ჩემს შემთხვევაშიც, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობამ, მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილმა და ბოლოს, საკუთარი თავის რწმენამ შექმნა კარიერული წინსვლის მთავარი ფუნდამენტი.
4. და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს ვურჩევ, რომ სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, მაშინაც კი, როცა რთული გამოწვევების წინაშე დგანან. მიიღონ დაბრკოლებები, როგორც პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და არასოდეს შეწყვიტონ სწავლა.
Leave A Comment