Please see the interview with- Ia Modebadze – Head of the Marketing and Sales department at CMC
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a Head of Marketing and Sales at CMC. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
I’m a head of Marketing and Sales at CMC for more than 2 years now, during this period, I would name an international expansion of our company as the biggest challenge. I would say that it’s the most difficult yet most challenging and existing part of my journey at CMC. The company is leader on Georgian market and off course we work hard to maintain this status, but entering new market is whole new story for us and for me as a professional. CMC currently operates on several markets besides Georgian, we manage construction projects in Serbia, Armenia and are looking forward to expending in UAE and Uzbekistan. Researching markets of these new countries, getting to know about their culture and work ethics, and transforming our company’s knowledge and experience to local projects is the most interesting and challenging part.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
One of the biggest challenges was to transfer from B2C market to B2B market in which CMC operates. During my career, I have always worked for international brands where the majority of the end users of the product were individual consumers. With CMC, catering to different market sectors and managing large-scale, complex construction projects, the situation is quite different. However, as much as it is different, it is also very interesting. The B2B market at this scale requires a different approach and a different type of communication, which I find very enjoyable.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
In this case I would not separate women and men. I think to be successful in the career one must believe in the product or service she or he works with. You must be the first supporter and advocate of the company you work in. If its not so, that you are not in the right place. People always say that you must find what you like doing, but the often forget about the fact that sometimes, and quite often, one needs time to find what he or she likes to do, and this might take time. Not everyone knows his destination in life, at least not from the beginning. So, on the journey to finding your true purpose, you must choose the company you believe in to be successful in your career.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
For next generation I would give an advice, which took me some time to learn myself, not to try to change your personality just because the world around is harsh and cruel. Try to find your place, it might take several attempts, but along the way do not change, try to turn your weaknesses into your strength. If you are lazy, find a shorter way to do your job; if you are too soft and kind try to make people collaborate with your warm words; If you are too stressed out because of a short deadlines, do your best to plan everything in advance- every weakness can be translated into strength, so find yours and turn them into your superpower.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ია მოდებაძესთან- სიემსის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ სიემსის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
უკვე 2 წელზე მეტია სიემსის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვმუშაობ და ამ პერიოდის მანძილზე ყველაზე დიდ გამოწვევად კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას დავასახელებდი. ვფიქრობ ეს საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო პროცესია. ჩვენი კომპანია ლიდერია საქართველოს ბაზარზე და ცხადია ენერგიას არ ვიშურებთ ამ სტატუსის შესანარჩუნებლად, თუმცა ახალი ქვეყნების ბაზარზე გასვლა სრულიად განსხვავებული გამოწვევაა, როგორც კომპანიისთვის, ისევე პირადად ჩემთვის. მოცემულ მომენტში სიემსი ოპერირებს რამდენიმე ბაზარზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ ვმართავთ სამშენებლო პროექტებს სერბეთსა და სომხეთში, ვგეგმავთ გაფართოებას გაერთიანებული საემიროებისა და უზბეკეთში. ამ ახალი ქვეყნების საბაზრო შესაძლებლობების შესწავლა, მათი კულტურისა და ადამიანების შესახებ ახალი ინფორმაციების მიღება, კომპანიის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი პროექტებისთვის არის ძალიან საინტერესო პროცესი.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო B2C სფეროდან B2B სფეროში გადმოსვლა. ჩემი სამუშაო გამოცდილების მანძილზე მე ყოველთვის ვმუშაობდი საერთაშორისო ბრენდებთან, სადაც პროდუქტის საბოლოო მომხმარებელთა უმეტესობა ფიზიკური პირი იყო. სიემსიში, კომპანიაში, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მსხვილ და კომპლექსურ სამშენებლო პროექტებს მართავს, საკმაოდ განსხვავებული გარემოა. ამ მასშტაბების B2B სფერო განსხვავებულ მიდგომებსა და კომუნიკაციას მოითხოვს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ამ შემთხვევაში მე არ გავაკეთებდი განსხვავებას ქალებს და კაცებს შორის. ჩემი აზრით წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია შენ თავად გჯეროდეს იმ პროდუქტის ან მომსახურების, რომელსაც შენი კომპანია სთავაზობს. შენ უნდა იყო შენი კომპანიის პირველი მხარდამჭერი და ადვოკატი. თუ ასე არ არის, მაშინ შენ არასწორ ადგილას ხარ. ადამიანები ყოველთვის გვირჩევენ იპოვე რაც მოგწონს და ის აკეთე, თუმცა ავიწყდებათ, რომ საკმაოდ ხშირად ადამიანებმა თავად არ იციან რა არის მათი მოწოდება და საყვარელი საქმე, მის პოვნას კი დრო სჭირდება. ყველამ თავიდანვე არ იცის თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში და სანამ ძიებაში არიან, ვურჩევდი შეარჩიონ კომპანია, რომლისაც თავად სჯერათ.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ახალ თაობას მივცემდი რჩევას, რომლის გააზრებისთვის თავადაც დრო დამჭირდა, რომ არ შეცვალონ საკუთარი პიროვნება მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო ძალიან ბოროტი და დაუნდობელია. ვურჩევდი, რომ იპოვონ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ ამ რთულ გზაზე შეინარჩუნონ საკუთარი პიროვნული თვისებები. ეცადონ გადააქციონ სისუსტე თავის ძლიერ მხარედ. თუ ზარმაცი ხარ, იპოვე მოკლე გზა საქმის გასაკეთებლად; თუკი ზედმეტად რბილი და დამთმობი ხარ, ეცადე მოაგვარო საქმეები შენი კეთილი სიტყვით; თუკი ვერ მუშაობ ზედმეტად სტრესულ გარემოში, დაგეგმე საქმეები წინასწარ რათა სტრესი აიცილო თავიდან – ყველა სისუსტე შეიძლება გადააქციო შენს სუპერ ძალად.
Leave A Comment