Please see the interview with Sophia Kavzinadze- Co-founder and CEO at “Xenios Recruitment”
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a Co-founder and CEO at “Xenios Recruitment” company based in London, United Kingdom. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
My journey with Xenios Recruitment began with a clear vision to bridge the gap between talented professionals and thriving businesses. Initially, we faced the typical challenges of a startup: securing funding, building a reliable network, and establishing our brand in a competitive market. The early stages were marked by long hours and a steep learning curve, particularly in understanding the nuances of the recruitment industry. As we grew, another challenge was scaling our operations without compromising the quality of our services. Today, Xenios Recruitment is a well-recognized name in the industry, known for our commitment to excellence and our personalised approach to recruitment. We are in a growth phase, expanding our team and exploring new markets to continue our mission of connecting talent with opportunity.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
The biggest challenge I faced was breaking into a saturated market with established competitors. Initially, it seemed daunting to carve out a niche for Xenios Recruitment. Our strategy involved leveraging technology to create a more efficient recruitment process and focusing on niche markets that were underserved. By offering customised solutions and building strong relationships with both clients and candidates, we gradually established our reputation. This perseverance paid off, and today we are proud to be a trusted partner for many leading companies.
One of the biggest challenges I faced was managing the transition from a small startup to a growing enterprise. In the early days, our operations were relatively simple and our team was small, allowing for close-knit collaboration. However, as we started to expand, maintaining the same level of communication and ensuring everyone was aligned with our core values and goals became increasingly difficult. This scaling issue seemed overwhelming at first, as it required restructuring our management processes and investing in new technologies to facilitate better communication and workflow. Through persistence, careful planning, and by fostering a culture of transparency and open dialogue, we were able to navigate this transition successfully. Today, our team operates cohesively, and the lessons learned from that challenging period have made us stronger and more resilient.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
One crucial thing every woman should know is the importance of self-belief and resilience. The professional world can be challenging, and there will be moments when you may doubt your capabilities. However, believing in yourself, staying resilient in the face of setbacks, and continuously pushing forward can make all the difference. Confidence in your abilities will empower you to take risks, seize opportunities, and navigate challenges effectively.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what advice would you give to the next generation of female leaders?
To the next generation of female leaders, my advice is to embrace your unique strengths and perspectives. Don’t be afraid to challenge the status quo and advocate for your ideas. Seek out mentors and build a support network of like-minded individuals who can offer guidance and encouragement. Remember, leadership is not just about leading others; it’s also about continuous self-improvement and fostering a culture of collaboration and innovation. Your voice and vision are powerful—use them to drive positive change.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ სოფია კავზინაძესთან-კომპანია „Xenios Recruitment“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
გმადლობთ დროისთვის. უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. როგორც ცნობილია თქვენ ხართ კომპანია „Xenios Recruitment“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მდებარეობს ლონდონში. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს წააწყდით და რა ეტაპზე ხართ ახლა?
ჩემი ისტორია Xenios Recruitment-თან ერთად დაიწყო მკაფიო ხედვით ერთმანეთთან დამეკავშირებინა ნიჭიერი პროფესიონალები და წარმატებული ბიზნესები. თავდაპირველად, ჩვენ გავიარეთ სტარტაპისათვის დამახასიათებელი სტანდარტული სირთულეები, ისეთები როგორებიცაა დაფინანსების უზრუნველყოფა, საიმედო ქსელის შექმნა და ჩვენი ბრენდის დამკვიდრება კონკურენტულ ბაზარზე. ადრეული ეტაპები გამოირჩეოდა ხანგრძლივი საათებითა და ინტენსიური სწავლის პერიოდით, განსაკუთრებით დასაქმების ინდუსტრიის ნიუანსების გაგების კუთხით. ზრდის პარალელურად, კიდევ ერთი გამოწვევა რაც დაგვემატა იყო ჩვენი საქმიანობის მასშტაბირება ჩვენი სერვისის ხარისხის გაუარესების გარეშე. დღეს Xenios Recruitment არის აღიარებული სახელი სასტუმრო ბიზნესის დასაქმების სეგმენტში, რომელიც ცნობილია სრულყოფილებისადმი ერთგულებითა და პერსონალიზებული მიდგომით. ახლა ჩვენ ვართ ზრდის აქტიურ ეტაპზე, ვაფართოებთ გუნდს და ვიკვლევთ ახალ საბაზრო შესაძლებლობებს რათა წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი მისია.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი ჩანდა, მაგრამ თქვენ ის მაინც დაძლიეთ?
ყველაზე დიდი გამოწვევა რომელსაც წავაწყდი, იყო გაჯერებულ ბაზარზე შესვლა უკვე დამკვიდრებული კონკურენტების გარემოცვაში. დასაწყისისთვის, Xenios Recruitment-ისთვის რთული ჩანდა ნიშის დაკავება. ჩვენი სტრატეგია გულისხმობდა ტექნოლოგიის გამოყენებას უფრო ეფექტური რეკრუტირების პროცესის შესაქმნელად და ფოკუსირებას ნიშა სეგმენტზე, რომელსაც არასაკმარისად მიეწოდებოდა სერვისი. ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულმა შეთავაზებებმა და მჭიდრო ურთიერთობების დამყარებამ როგორც კლიენტებთან, ასევე კანდიდატებთან, განაპირობა ჩვენი რეპუტაციის ეტაპობრივი განმტკიცება. ამ შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ მრავალი წამყვანი კომპანიის სანდო პარტნიორი. ამ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მე წავაწყდი, იყო მცირე სტარტაპიდან მზარდ საწარმოზე გადასვლის მართვა. საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდი პატარა და საქმიანობა შედარებით მარტივი იყო, რაც მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, როგორც კი დავიწყეთ გაფართოება, კომუნიკაციის ერთნაირი დონის შენარჩუნება და ჩვენს ძირითად ღირებულებებთან და მიზნეთან ყველას შესაბამისობაში მოყვანა სულ უფრო და უფრო რთული აღმოჩნდა. მასშტაბირების ეს პრობლემა თავიდან გადაულახავი ჩანდა, რადგან მოითხოვდა ჩვენი მართვის პროცესების რესტრუქტურიზაციას და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას უკეთესი კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების უზრუნველსაყოფად, თუმცა მდგრადობით, სწორი დაგეგმვით, გამჭვირვალობისა და ღია დიალოგის კულტურის წახალისებით ჩვენ შევძელით ამ გადასვლის წარმატებით განხორციელება. დღეს ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და ამ რთული პერიოდიდან მიღებულმა გამოცდილებამ უფრო ძლიერი და მოქნილი გაგვხადა.
რა არის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს რათა კარიერაში წარმატებული იყოს?
ერთი გადამწვეტი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, არის საკუთარი თავის რწმენისა და სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობა. პროფესიული სამყარო შეიძლება იყოს რთული და იქნება მომენტები, როდესაც ეჭვი შეგეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში. თუმცა, საკუთარი თავის რწმენას, წარუმატებლობის წინაშე დაუნებებლობას და მუდმივ წინსვლას შეუძლია ყველაფერი შემოატრიალოს. ეს მოგცემთ უფლებას გარისკოთ, გამოიყენოთ შესაძლებლობები და ეფექტურად გაუმკლავდეთ გამოწვევებს.
და ბოლოს, დავასრულოთ ტრადიციული კითხვით, რა რჩევას მისცემდით მომავალ ქალი ლიდერების თაობას?
მომავალი თაობის ქალი ლიდერებისთვის, ჩემი რჩევაა გაითავისონ თავიანთი უნიკალური, ძლიერი მხარეები და პერსპექტივები. ნუ შეგეშინდებათ არსებული სტატუს-კვოს დარღვევა და თქვენი იდეების დაცვა. ეძიეთ მენტორები და შექმენით თანამოაზრეებისაგან შემდგარი მხარდამჭერი წრე, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო მომენტში გზის გაკვალვა და წახალისება. დაიმახსოვრეთ, ლიდერობა არ არის მხოლოდ სხვების მართვა; ის ასევე ეხება უწყვეტ თვითგანვითარებას და თანამშრომლობისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობას. თქვენი ხმა და ხედვა წარმოადგენენ ძალას – გამოიყენეთ ის პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად.
Leave A Comment