Please see the interview with Keti Khukhunashvili – Corporate governance officer at Schroder Investment Management
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a Corporate governance officer, (Public and Private markets) at “Schroder Investment Management” (Europe). What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
Thank you for your interest. My journey in governance has been both surprising and rewarding. Initially, my success lay in discovering the right career path in governance—a niche profession that few plan for during their university years. Governance offers a unique blend of multidisciplinary work, providing extraordinary opportunities to collaborate with top professionals across various organizational functions. It demands a high degree of emotional intelligence, strong communication skills, humility, and a deep understanding of group dynamics in high-pressure environments.
I started my career in governance in the investor relations and debt capital raising department at TBC Bank. This role took an exciting turn when the bank decided to list on the London Stock Exchange. I was heavily involved in the IPO process, playing an important role and working directly with the CFO. My responsibilities expanded as I had an opportunity to work more closely with the founders and the CEO, supporting the Board of Directors and establishing the Governance function. This included developing governance frameworks for core entities, advising subsidiaries, and reporting board activity to Georgian and UK regulators. Additionally, I led the statutory reporting for governance matters and contributed significantly to the group’s annual report.
During my tenure at TBC, I also qualified as a chartered secretary through the Corporate Governance Institute of the UK and Ireland. Continuous professional development has been vital to my effectiveness and motivation.
After over a decade at TBC Bank, I relocated to Luxembourg, aligning my professional experience with my legal career aspirations by earning an LLM degree in banking and finance from City, University of London Law School. It was during my studies that I encountered professionals with deep expertise in the funds industry, and I learned about Luxembourg’s significant role in global asset management.
At Schroders in Luxembourg, I have the privilege of working with a diverse group of professionals both within the organization and externally. I recently joined the ILA Committee for Governance Professionals, at the local Directors’ Institute, and serve as an appointed secretary for a joint fund of funds with the Ministry of Finance of Luxembourg for sustainable investments.
A recent highlight of my career has been integrating AI into the daily work of company secretaries. Schroders, being a forward-thinking company, supports investing in its people and innovation. By providing access to Large Language Model tools in a secure environment, my team and I have been able to experiment with cutting-edge technology. The integration of AI has led to significant time and efficiency gains, particularly in minutes writing, and has drawn substantial professional interest within the industry. I had the opportunity to present our AI use case at the Governance Institute’s flagship conference, where it was well received.
Overall, my career journey has been shaped by continuous learning, adaptability, and seizing opportunities to innovate within the governance profession.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
I believe workplace culture can make or break a career. Cultural mismatches often lead to miscommunication and misaligned expectations. Overcoming these challenges involved finding environments that allowed me to grow, given my stage in life and career maturity.
Building relationships has also been crucial. Establishing common ground with colleagues, even those with differing work styles, has been challenging but fulfilling. These efforts have been essential to my professional success.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
Philosophically speaking, I’ve learned that life and work are rarely black and white; everyone is human with similar aspirations. Understanding where to compromise and anticipating others’ actions can help women—and men—adjust their responses effectively.
Practically, building trust and reputation through consistency and reliability is essential. However, stressing over uncontrollable factors is counterproductive. I focus on what I can influence to achieve goals.
Additionally, while hyper-specialization drives efficiency in our global economy, it’s important to maintain hobbies that bring joy. This balance keeps me sane and happy.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
I hope the next generation of female leaders prioritizes their well-being alongside their careers. Work-life balance starts in one’s mind—if the environment isn’t supportive, it might be time to seek a better fit.
Humility is crucial, even when building self-confidence and trusting instincts. Confidence should be based on competence, an area where women excel.
In short, keep learning and developing, focus on what you can control and improve, and move forward strategically.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ქეთი ხუხუნაშვილთან – “შროდერ ინვესტმენტ მენეჯმენტის” (ევროპა) საჯარო და კერძო ბაზრების კორპორაციული მართვის მდივანი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ “შროდერ ინვესტმენტ მენეჯმენტის” (ევროპა) საჯარო და კერძო ბაზრების კორპორაციული მართვის მდივანი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. ჩემი პროფესიული გზა კორპორაციულ მმართველობაში იყო უჩვეულო, მაგრამ საერთო ჯამში – წარმატებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სწორი კარიერული მიმართულების აღმოჩენა — კორპორაციული მართვა არის ნიშა პროფესია და იშვიათად ხდება, რომ ვინმემ შეარჩიოს ეს პროფესია უნივერსიტეტის წლებში. თუმცა, ეს სფერო მაძლევს საშუალებას ვიმუშაო სხვადასხვა მიმართულებაში საუკეთესო პროფესიონალებთან. ის მოითხოვს ემოციური ინტელექტის მაღალ დონეს, ძლიერ კომუნიკაციულ უნარებს, თავმდაბლობის და ჯგუფური დინამიკის საფუძვლიან აღქმას მაღალი სტრესის გარემოში.
კორპორაციულ მმართველობაში ჩემი კარიერა დავიწყე თიბისი ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის და სასესხო კაპიტალის მოზიდვის განყოფილებაში. ეს როლი საინტერესო მიმართულებით წავიდა, როდესაც ბანკმა გადაწყვიტა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. მე აქტიურად ვმონაწილეობდი IPO პროცესში, ვასრულებდი მნიშნელოვან როლს და პირდაპირ CFO-სთან ვმუშაობდი. ჩემი პასუხისმგებლობები გაიზარდა, როცა უფრო ახლოს მომიწია მუშაობა დამფუძნებლებთან და CEO-სთან, მხარდაჭერას ვუწევდი დირექტორთა საბჭოს და ვანვითარებდი კორპორაციული მმართველობის მიმართულებას. ეს მოიცავდა კორპორაციული მმართველობის რეგულაციების მიხედვით შესაბამისობის ჩარჩოების განვითარებას, შვილობილი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევას ამ მიმართულებით, და საბჭოს აქტივობების საკითხებზე ანგარიშგებას საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს რეგულატორებთან. გარდა ამისა, ვხელმძღვანელობდი კორპორაციული მმართველობის საკითხების შესახებ ანგარიშგების პროცესს და მნიშნელოვნად ვმონაწილეობდი ჯგუფის წლიურ ანგარიშში.
TBC-ში მუშაობის დროს, მივიღე Corporate Governance Institute of the UK and Ireland-ის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაცია (Chartered Company Secreatry). უწყვეტი პროფესიული განვითარება აუცილებელი იყო ჩემი ეფექტურობისა და მოტივაციისთვის.
თიბისი ბანკში 10 წელს მეტი გავატარე, რის შემდეგაც გადავედი ლუქსემბურგში, ჩემი პროფესიული გამოცდილება იურიდიულ კარიერულ მისწრაფებებთან უკეთ რომ მოსული შესაბამისობაში. ასევე დავასრულე მაგისტრატურა City, University of London Law School-ის საბანკო და საფინანსო სამართალში და მივიღე LLM ხარისხი. სწავლის პერიოდში შევხვდი ფონდის ინდუსტრიაში გამოცდილ პროფესიონალებს და ვიგებდი ლუქსემბურგის მნიშვნელოვან როლს გლობალური აქტივების მართვის ინდუსტრიაში. ამიტომ გადავწყვიტე Schroders-ში გადასვლა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამ ინდუსტრიაში.
Schroders-ში მაქვს პრივილეგია ვიმუშაო მრავალფეროვან პროფესიონალთა ჯგუფთან როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე გარეთ. ახლახანს შევუერთდი ILA კორპორაციული მმართველობის პროფესიონალების კომიტეტს, რაც არის დირექტორთა ინსტიტუტი ლუქსემბურგში. გარდა დიდი, ფლაგმანი Schroders ფონდების მომსახურებისა, ასევე დანიშნული ვარ კორპორაციულ მდივნად fund of funds ტიპის კომპანიაში, რომელიც შეიქმნა ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მდგრადი ინვესტიციების გასავითარებლად.
ჩემი კარიერის ბოლო მონაკვეთში გამორჩეული მოვლენა იყო AI-ის ინტეგრაცია კორპორაციული მდივნების ყოველდღიურ საქმიანობაში. Schroders, როგორც ამ მხრივ მოწინავე კომპანიას, განსაკუთრებული ფოკუსი აქვს ადამიანურ რესურსებში ინვესტიციებზე და ინოვაციებზე. Large Language Model-ის უსაფრთხო გარემოში ხელმისაწვდომობით, ჩემი გუნდი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს ამ cutting edge ტექნოლოგიებით. AI-ის ინტეგრაციამ მოგვცა საშალება მიგვეღწია მნიშვნელოვანი ეფექტურობის ზრდისთვის, განსაკუთრებით ოქმების წერისას, რამაც გამოიწვია დიდი პროფესიონალური ინტერესი ინდუსტრიაში. მქონდა შესაძლებლობა წარმედგინა ჩვენი AI-ის გამოყენების case study Corporate Governance Institute of the UK and Ireland-ის მთავარ წლიურ კონფერენციაზე, სადაც ის ძალიან კარგად მიიღო აუდიტორიამ.
საერთო ჯამში, ჩემი კარიერიული წარმატება დიდწილად განპირობებული არის უწყვეტი სწავლით, ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირებით და ინოვაციების გამიზნულად ინტეგრაციით ჩემ ყოველდღიურ სამუშაოში თუ გრძელვადიან პროფესიულ გეგმებში.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
მჯერა, რომ სამუშაო ადგილის კულტურამ შეიძლება შექმნას ან დაანგრიოს კარიერა. კულტურული შეუთავსებლობა ხშირად იწვევს არასწორ კომუნიკაციას და მოლოდინების ასიმეტრიას. ჩემთვის, ამ გამოწვევების გადალახვა მოითხოვდა ისეთი გარემოების პოვნას, რომელიც საშუალებას მომცემდა განვითარებულიყავი ჩემი ცხოვრებისეული და კარიერული ეტაპის გათვალისწინებით.
პროფესიული ურთიერთობების განვითარება ასევე უმნიშვნელოვანესი იყო. საერთო ენის გამონახვა კოლეგებთან, თუნდაც მათთან, ვისაც განსხვავებული სამუშაო სტილი აქვს, იყო გამოწვევა, მაგრამ ეს საერთო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიური ეფექტურობისთვის და ჩემს პროფესიონალურ წარმატებაში.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ვისწავლე, რომ სიტუაციები ცხოვრებაში და სამსახურში იშვიათად არის შავ-თეთრი; ყველანი ადამიანები ვართ, მსგავსი მისწრაფებებით. იმის ამოცნობა, თუ სად უნდა დავუთმოთ და სხვისი ქმედებების წინასწარ როგორ შეიძლება განვსაზღვროთ შესაბამისად დაგვეხმარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, ჩვენივე ქმედებების ეფექტურ მართვაში.
ნდობისა და რეპუტაციის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ თანმიმდევრულობითა და საიმედოობით. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ იმაზე დარდი, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა არაეფექტურია. მე ვფოკუსირდები იმაზე, რაზეც სინამდვილეში შემიძლია გავლენის მოხდენა მიზნების მისაღწევად.
გარდა ამისა, როგორც ყველამ ვიცით, გლობალურ ეკონომიკაში მუშა ხელის ჰიპერსპეციალიზაცია აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და ეფექტურობისთვის; თუმცა, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია გავიჩინოთ და შევინარჩუნოთ ისეთი გატაცებები, რომლებიც სიხარულს გვანიჭებს. ეს ბალანსი მეხმარება, რომ ვიყო უფრო მშვიდი და ბედნიერი.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
იმედი მაქვს, მომავალი თაობის ლიდერები საკუთარ კეთილდღეობას ისეთივე მნიშვნელობას მიანიჭებენ, როგორც კარიერას. სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი იწყება ჩვენს გონებაში — თუკი სამუშაო გარემო და კულტურა ხელს არ გვიწყობს ამაში, შესაძლოა დრო იყოს უკეთესი შესაძლებლობების ძებნის.
თავმდაბლობა მნიშვნელოვანია, თუნდაც საკუთარი თავის რწმენის და ინტუიციის ნდობის დროს. რწმენა საკუთარ თავში ეფუძნებას კომპეტენციისკენ მუდმივ სწრაფვას, რაც ქალებისთვის განსაკუთრებული ძლიერი მხარეა.
დამწყებ პროფესიონალებს ვურჩევდი არ შეწყივონ სწავლა და განვითარება, ფოკუსირდნენ იმაზე, რისი კონტროლიც შეუძლიათ და სტრატეგიულად დაგეგმონ თითოეული შემდეგი ნაბიჯი.
Leave A Comment