Please see the interview with Ekaterine Egutia – Partner, and managing attorney at EK Law Office PLLC, New York
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are a partner, and managing attorney at EK Law Office PLLC, New York. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
I have more than 18 years of experience in practicing law as well as working as a civil servant in Georgia. Throughout my career I was always striving to learn more, get more experience, acquire more knowledge in Europe and the U.S. I had an objective to practice law in common law jurisdiction and namely in the State of New York, where I was licensed to practice. In Georgia, I found no professional satisfaction in practicing law, where justice does not necessarily prevail and courts do not exercise their independent judgment.
Despite my already successful career in Georgia, my ultimate objective was to develop professionally in New York. To achieve this goal, I needed to start a law firm. I founded a law office in New York, together with my friend and a business partner, Nina, a person who has outstanding entrepreneurial skills. Because starting a law firm requires not only your legal knowledge and professionalism, but also entrepreneurial and business management skills. It was my first time in June 2019, when I decided to be my own boss in a start-up firm, without guaranteed salary or a job security that I had before with the big employers. EK Law Office is now a small boutique law firm in New York City serving clients in the fields of immigration, family law, trusts and estate planning, business transactions.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
Legal profession is highly male dominated, especially in the area of litigation. It was quite a surprise for me, when I discovered that only up to 20% of women are lead counsels or work as litigators in New York. My first appearance in New York Supreme Court on a business dispute marked this realization, that I was the only woman in that particular courtroom. It was quite intimidating, but also a pleasant challenge. I had to perform well, work hard on the job, even improvise, and prove that I could do it. As a lawyer, I made it in New York, now I am confident I can make it anywhere.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
No matter what, even if your environment or others put you down, you can do it, you are smart, intelligent and brilliant, there is no obstacle you cannot overcome. Try to convert obstacles into opportunities and always believe in yourself that you can do it, and you can do it brilliantly.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
To the next generation: you have so many opportunities! You can do anything or become anyone you want! Good education is very important to start with. Acquire knowledge, be curious and passionate to learn, be self-confident, because remember: you are amazing. With hard work and dedication, you can achieve any goal.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ეკატერინე ეგუტიასთან- იურიდიული ფირმა იქეის (ნიუ იორკი) პარტნიორი, ადვოკატი.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ იურიდიული ფირმა იქეის (ნიუ იორკი) პარტნიორი, ადვოკატი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
საქართველოში იურიდიულ სფეროში და საჯარო სამსახურში მუშაობის 18 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს. ჩემი კარიერის განმავლობაში სულ მეტის სწავლა მინდოდა, მეტი გამოცდილების და ცოდნის შეძენა, ევროპასა და აშშ-ში. მიზანი მქონდა რომ პრეცედენტული სამართლის ქვეყანაში მემუშავა ადვოკატად, კერძოდ ნიუ იორკის შტატში, სადაც ლიცენზირებული ვარ. საქართველოში პროფესიულად უკმაყოფილო ვიყავი, რადგან მართლმსაჯულება მიკერძოებელია და სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა, ჩემი საბოლოო მიზანი იყო პროფესიული საქმიანობა გამეგრძელებინა ნიუ იორკში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო იურიდიული ფირმის დაფუძნება. ნიუ იორკში დავაფუძნე იურიდიული ფირმა ჩემ მეგობართან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად, ნინასთან ერთად, რომელსაც მეწარმის გამორჩეული უნარები აქვს. პირველად ჩემ ცხოვრებაში 2019 წლის ივნისში გადავწყვიტე ჩემი თავის უფროსი ვყოფილიყავი სტარტაპ კომპანიაში, გარანტირებული ხელფასის და სტაბილური სამსახურის გარეშე, რაც მანამდე მქონდა დიდ დამსაქმებლებთან. ამჟამად, ჩემი ფირმა იქეი ლო ოფისი არის ბუტიკური მცირე ზომის საადვოკატო ბიურო ნიუ იორკში, რომელიც კლიენტებს ემსახურება იმიგრაციის, საოჯახო სამართლის, სამემკვიდრეო სამართლის, ბიზნეს ტრანზაქციების სფეროებში.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
საერთოდ, იურიდიულ პროფესიაში მამაკაცები დომინირებენ, განსაკუთრებით სამართალწარმოების დარგში. ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ ნიუ იორკში ქალების მხოლოდ 20%_მდე არიან ჩართულნი სასამართლო პროცესებზე წამყვანი ადვოკატების როლში. პირველად როდესაც ბიზნეს დავაზე სასამართლო პროცესზე გამოვცახდდი ნიუ იორკის უმაღლეს სასამართლოში, იმ კონკრეტულ სხდომათა დარბაზში ერთი ქალი ვიყავი. საკმაოდ შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო გამოწვევა ჩემთვის. კარგად უნდა წარმომეჩინა თავი, საქმის მიმდინარეობისას ძალიან გულმოდგინედ უნდა მემუშავა, ერთგვარი იმპროვიზირებაც კი დამჭირდა, რათა დამემტკიცებინა, რომ ეს მე შემიძლია. როგორც ადვოკატმა, მე ეს შევძელი ნიუ იორკში. ეხლა ჩემ თავში დარწმუნებული ვარ. როგორც იტყვიან: რადგან ნიუ იორკში შევძელი, სხვა ნებისმიერ ადგილას შევძლებ.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიც არ უნდა დაგაბრკოლოს გარემომ, სხვებმა, შენ ამას მაინც შეძლებ, რადგან შენ ხარ ჭკვიანი, გონიერი და ბრწყინვალე. არ არსებობს დაბრკოლება, რასაც ვერ გადალახავ. ეცადე დაბრკოლებები შესაძლებლობებად აქციო, გჯეროდეს მუდამ შენი თავის, ყველაფერს შეძლებ ბრწყინვალედ.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
მომავალ თაობას: უამრავი შესაძლებლობები გაქვთ! შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც გინდათ და გამოხვიდეთ ის ვინც გინდათ! კარგი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძინე ცოდნა, იყავი ცნობისმოყვარე და სწავლას მოწყურებული, იყავი თავდაჯერებული, რადგან გახსოვდეს, შენ შესანიშნავი ხარ. თავდადებული შრომით, საქმისადმი ერთგულებით, შეგიძლია მიაღწიო ნებისმიერ მიზანს.
Leave A Comment