Please see the interview with Esma Gumberidze – Co-founder of the “Platform for New Opportunities” organization of women with disabilities
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
When my grandmother asks, where am I finally working, I have difficulty explaining: I don’t leave the house the same times every day, do not go to 1 office. Instead travel few times a year, but always with the invitation of different organizations. The longest job I ever had lasted for a year. Other contracts take from few days to few months. I hardly ever do the same thing: conduct trainings on disability rights, contribute to research, write articles, provide feedback on already created manuals/materials whether or not they are disability rights compliant, sit on selection committees for international exchange programs and grant opportunities. Doing all of the above-mentioned jobs both as paid jobs and voluntarily, I could probably be called a freelancer. Usually, people start their careers in stable, office jobs and only later, after gaining the recognition and experience switch to freelancing, but my social status as a disabled woman turns many things upside down. I was unable to find a stable job due to widespread disability-based discrimination and stigma, as well as the absence of legislative measures guaranteeing persons with disabilities employment. I might switch to more traditional jobs later in life. However my current job status gives me a lot of freedom: I can work any time of the day or night I want; Can publically express my opinion on all kinds of issues, as I am not bound by the organizational structures; Can go abroad upon invitation or if selected based on application without a need to ask the boss for a vacation. As a hobby, I post a lot on Facebook. Sharing my experiences of moving around Tbilisi independently, as a blind person, but also on women’s rights and other social issues. Again, people normally start writing later in life, upon gaining experience, while I had to start from my teenage years. Upon graduating from the specialized school for the blind, where we talked about classes, exams, holidays, and other things our nondisabled peers talked about, everyone started talking to me mainly about my blindness. Textbooks, the exam formats, and other processes were not accessible to me, so I had to self-advocate to create the write environment and raise awareness. Plus people were surprised I could do things, that are considered usual for sighted youths: including going on exchange programs, traveling abroad, studying at a university, (I have a BA degree in law from Tbilisi State University( using a computer. Therefore I had to start writing and explaining all of these to inform the public that there are, for instance, screen-reading software, that blind people can be taught how to get around independently, using a white cane. I chair the disabled women’s organization the Platform for New Opportunities and am a member of the Ombudsman’s consultative council on the Monitoring of Implementation, Protection, and Promotion of the UN Convention on the Rights of Persons with Disabilities. However, I am involved beyond the disability issues as well, for instance through my membership at the Global Youth-Led Board with the UN Office on Drugs and Crime/UNODC. Through this, I am trying to voice that corruption issues are common within disability community as well. I believe, we, as disabled people, should not be pushed to focus our professional and activist efforts only on strictly disability-related issues. We can work on whatever interests us. At the same time, things such as accessibility to the public transport is important not only for disabled persons. It also is important for the elderly, the parents of children in strollers, the tourists with the rolling suitcases, the city visitors, who can recognize, where they get off the bus by the names of the announced bus stops.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed impossible at first, but you could overcome?
Upon entering the university after the specialized school I discovered that I was becoming sort of a “walking awareness raising campaign”. Everybody was talking to me about disability. Plus, most mainstream events, such as debates and modelings of different international organizations, were not blind friendly. Even the ice-breakers and energizers were too often visual oriented. People did not have the skills to communicate with a blind person. For instance, many would not say their name, when greeting me assuming I’d recognize them by voice; Would not warn me, when they would leave and I’d find myself speaking into an empty space. I used to meet all these challenges with positive attitude really wanting to fit in, to integrate. But I used to feel very drained after these events for no visible reason. Eventually I realized what it was and intensified my awareness raising efforts through writing and giving out interviews and so on. Meanwhile I always wanted to be involved in broader social movement, not just disability related one. This culminated in me being selected to become Georgia’s Youth Representative to the UN. This gave me an opportunity to speak on behalf of all, not only disabled, Georgian youth in 2019-21; As a member of the Global Network of Former UN Youth Delegates, I have organized few on-line events for the youth around the world inviting the UN staff and the Permanent Representatives/UN ambassadors of many states to share their experiences and insights into diplomacy and career in an international organization. This made me feel that I am finally creating value for a broader community. Being a Youth Led board member at UNODC gives me an opportunity to work on disability not exclusively, but rather among other youth related activities.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
That it does not require a sacrifice. Women have artificially been programmed to think that if they want to be professionally successful, they should not have children, give up on their friends and families and, even more broadly, “happiness” (that marriage is seen as the only source of female happiness, is another problem), while men are told the exact opposite: that their career advancements will boost and improve their personal and family lives. If we want this unequal approach to change, we shall not wait and become a change we want to see. Do not program yourself for the unavoidability of a sacrifice, that you will surely gain the career at the expense of something else, that you will lose something important, be forced to give it up, because our subconscious really leads us to the outcomes we expect for ourselves.
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
As an argument against women, they often say that we do not tolerate each other, do not have solidarity with one another. This often happens, because we tend to compete only with other women, as we think, the positions and careers are scarious for women. So my advice would be: try not to compete with other representatives of underprivileged group. When entering a professional world, try to add yourself to already existing pool of women working in the field, not replace one. As a general advice for the young professionals I would say do not do the jobs that could be done without you, as competition takes a lot energy that could be spent in creating the added value instead. This also applies to voluntary work: do not do something free of charge, if others are paid for this. The exception might be if you represent a group, which is not expected to be capable of performing a given job (for instance as a woman, a person with disability or a youth( and you want to demonstrate that these groups are capable of doing them.
გთხოვთ იხილო ინტერვიუ ესმა გუმბერიძესთან- ორგანიზაცია ქალებისთვის “Platform for New Opportunities” თანადამფუძნებელი
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ბებია რომ მეკითხება, ბოლოსდაბოლოს, სად მუშაობო, ძალიან მიჭირს ხოლმე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ყოველდღე კონკრეტული დროით სახლიდან არ გავდივარ, სამაგიეროდ წელიწადში რამდენიმეჯერ მიწევს გასვლა ქვეყნიდან. ოღონდ სულ სხვადასხვა ორგანიზაციების ღონისძიებებზე. ყველაზე დიდი ხანი, რაც 1 სამსახურში ვყოფილვარ, 1 წელია. თუმცა ისიც დროებითი ხელშეკრულებით. დანარჩენი სამუშაოებიც ასე, რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდით მაქვს. ვატარებ ტრენინგებს შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტში, ვთანაავტორობ კვლევის ანგარიშებს, ვამოწმებ უკვე შექმნილ სახელმძღვანელოებსა და მასალებს ზოგადად ადამიანის უფლებებისა და უფრო კონკრეტულად შშმ პირთა უფლებების გათვალისწინების მიმართულებით, ვწერ სტატიებს, ვარ სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესარჩევი კომისიის წევრი (განვიხილავ და ვაფასებ მონაწილეობის მსურველთა განაცხადებს), როგორც ანაზღაურებით, ასევე მოხალისეობრივად. ვარ შშმ ქალთა ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი. ვარ სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი. თუმცა შშმ პირების უფლებების გარდა სხვა მიმართულებებითაც ვაქტივისტობ. ასე მაგალითად ვარ გაეროს ნარკომანიასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოფისის/UN Office on Drugs and Crime ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იქაც ვცდილობ შშმ პირებისთვის კორუფციასთან ბრძოლის საკითხების მნიშვნელობის წამოწევას. ვფიქრობ, რომ ყველა ჯგუფის უფლებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და თუ კონკრეტული ადამიანები (ქალები, ახალგაზრდები, შშმ პირები) ირიყებიან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან, ეს მთელ ქვეყანაზე აისახება. ასევე ვფიქრობ, რომ არაა აუცილებელი, შშმ პირი მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობდეს. თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა ჭირდება როგორც შშმ პირებს, ასევე ასაკოვან ადამიანებს, ჩემოდნებიან ტურისტებს, ქალაქში ახლადჩამოსულებს, რომლებმაც გაჩერების სახელწოდებით უნდა ამოიცნონ, სად ჩადიან, ბავშვიან მშობლებს და მისთ. 2019-21 წლებში ვიყავი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და, რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდას ვხვდებოდი და ყველას პრობლემებზე ვსაუბრობდი, არამხოლოდ შშმ ახალგაზრდებზე. თანამედროვე ენით ჩემს დღევანდელ საქმიანობას ალბათ free lance-ერობა ქვია. წესით, ადამიანები კარიერას ჯერ სტაბილურ სამსახურებში, ოფისებში გათენება-დაღამებით იწყებენ, ფრი ლანსერობაზე კი გამოცდილებისა და სახელის დაგროვების შემდეგ გადადიან, თუმცა, რაკი სტაბილური სამსახური ვერ ვიპოვე შშმ პირების მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გამო, პროფესიული საქმიანობა პირდაპირ დამოუკიდებელი ექსპერტობით დავიწყე. ვინ იცის, იქნებ, მომავალში, პირიქით, სტაბილურ სამსახურშიც აღმოვჩნდე. თუმცა ამ ეტაპზე მომწონს, თავისუფლება რომ მაქვს როგორც სამუშაო განრიგის შედგენის მხრივ. შემიძლია, ვაკეთო საქმე დღისით თუ ღამით, ასევე არაფერი მაბრკოლებს საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე აზრის დაფიქსირებაში, შემიძლია, ნებისმიერ დროს გავემგზავრო საზღვარგარეთ ღონისძიებაზე დასასწრებად, სადაც შემარჩევენ აპლიკაციით ან მიმიწვევენ და ამისთვის შვებულების აღება და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა არ მჭირდება. საერთოდ შშმ პირობა ქართულ რეალობაში ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ჰობიდ მაქვს ქცეული ფეისბუკზე სოციალურ საკითხებზე წერა. ავღწერ დამოკიდებლად თბილისში გადაადგილების, ასევე უცხოეთში მარტო მოგზაურობის გამოცდილებებს. წესით, ადამიანები ჯერ გამოცდილებებს იგროვებენ და შემდეგ, შედარებით დიდ ასაკში იწყებენ წერას, თუმცა ამ შემთხვევაშიც რომ მეწერა, რეალობამ თინეიჯერობაშივე, უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე კვირებში მომთხოვა. ჯერერთი რომ ბევრი რამ არ არის უსინათლოსთვის მისაწვდომი და რომ გახდეს, ამაზე უნდა ილაპარაკო, აღწერო პრობლემები. მერედა ადამიანებს ჩემგან უკვირდათ ისეთი მარტივი რაღაცები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ახალგაზრდისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ვარ), გაცვლით პროგრამებში რომ ვიღებ მონაწილეობას, ქალაქში ზოგჯერ ჩემითაც რომ დავდივარ, გამცილებლის გარეშე. ბევრს არ ჯერა, კომპიუტერს რომ დამოუკიდებლად, გამხმოვანებელი/ეკრანის წამკითხველი პროგრამის მეშვეობით რომ ვიყენებ. ამიტომ მომიწია ყოველივეს დეტალურად მოყოლა საზოგადოებისთვის ჩემი პოსტებითა თუ ინტერვიუებით.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
უსინათლოთა სკოლის დასრულების შემდეგ, სადაც ვლაპარაკობდით საგნებზე, ჩაბარებაზე, გართობასა და სხვა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენი მხედველი თანატოლები, უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა უსინათლოობასა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე მელაპარაკებოდა. აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა, მეკეთებინა, „მოსიარულე ცნობიერების ამაღლების კამპანიად“ აღვიქმებოდი. პლუს ღონისძიებები, რომლებიც კონკრეტულად შშმ პირებისთვის არ იყო განკუთვნილი, ხშირად არ იყო მთლად ჩემთვის მისაწვდომი. აი წვრილმანები არ იყო გათვალისწინებული. მაგალითად მონაწილეთა გაცნობის სავარჯიშოები, ე.წ „ენერჯაიზერები“, მხედველობას მოითხოვდა. სულ ვცდილობდი, არ შემემჩნია. პოზიტიური ვყოფილიყავი ყველაფრის მიუხედავად. საზოგადოებაში ინტეგრირების ხათრით დამთმობი. ამას ვერც ვიაზრებდი, თუმცა ძალიან მღლიდა. არადა შშმ პირთა საკითხების მიღმაც მინდოდა, მქონოდა კარიერა, ვყოფილიყავი სხვებისთვის სასარგებლო, შემექმნა რაღაც ღირებული. ის, რომ როგორც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, შემდეგ კი ყოფილ ახალგაზრდობის წარმომადგენელთა გლობალური ქსელის წევრი, ვაორგანიზებდი ახალგაზრდების შეხვედრებს გაეროს თანამშრომლებთან და გაეროსთან სხვადასხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან/ელჩებთან, ამ შეხვედრებზე კი ბევრმა ახალგაზრდამ გაიგო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კარიერაზე, ის, რომ გაეროს ნარკომანიისა და ორგანიზებული დამნაშავეობასთან ბრძოლის ოფისთან ვარ საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ჩემთვის სწორედ იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ შშმ პირთა უფლებებზე შემიძლია, სასხვათაშორისოდ, დანარჩენ საკითხებზე მუშაობის პროცესში, ვილაპარაკო. მაგრამ ვერც შშმ პირთა ინკლუზიაზე საუბარს ვწყვეტ. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობ, გარშემომყოფებს გავუზიარო, განსაკუთრებით უსინათლოსთან კომუნიკაციის წესები. თუნდაც მოკითხვისას მოსაუბრემ სახელი რომ უნდა მითხრას, რადგან ხმით შეიძლება, ვერ ვიცნო; გასვლას თუ აპირებს, უნდა გამაფრთხილოს, რათა ცარიელ სივრცეში არ გავაგრძელო ლაპარაკი.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
რომ ის არ მოითხოვს მსხვერპლს. ქალებს, მგონი, ხელოვნურად, ჩაგვაგონეს, რომ წარმატებული კარიერა თუ გვინდა, არ უნდა შევქმნათ ოჯახი, არ უნდა გვყავდეს შვილები, გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი პირადი. უფრო შორსაც მიდიან ხშირად და გვაგონებენ, რომ წარმატებული ქალი ბედნიერი არაა. („ბედნიერებაშიც“ მხოლოდ ოჯახის შექმნა რომ იგულისხმება, ესეც ამ ცნების ძალზე ვიწრო გაგებაა, რა თქმა უნდა). არადა კაცებს მსგავსი არჩევანის წინაშე არავინ აყენებს. და თუ კაცისთვის წარმატებული კარიერა ზემოჩამოთვლილს არ გამორიცხავს, არც ქალისთვის უნდა გამორიცხავდეს. ჩვენს წინასწარგანწყობებს, რომ აი რაღაც უნდა გავწიროთ, შევწიროთ, შედეგი მოყვება. ამიტომ ფანტაზიები ვაკონტროლოთ, ვარეგულიროთ. არ ვუწინასწარმეტყველოთ საკუთარ თავს ნეგატივი, თორემ მაგით მის რეალურ მოხდენას ვუწყობთ ხელს. საკუთარ თავს შეგუების მოტივაციას ვაძლევთ. არადა პირიქით, ჩვენ თვითონ უნდა ვიქცეთ იმ ცვლილებად, რომლის დამკვიდრებაც გვინდა საზოგადოებაში. არ უნდა, ველოდოთ, სანამ საზოგადოებრივი აღქმები შეიცვლება. საკუთარი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ და ჩვენ გარშემო შევიქმნათ ეს ცვლილება.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ქალის უფლებებზე როცა ვიწყებთ ლაპარაკს, კაცები ხშირად გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. ხშირად საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მართლაც ქალი ისევ ქალს ეკონკურენტება. ჰოდა ვეცადოთ, ჩვენზე მეტად პრივილიგირებულთ შევეჯიბროთ. თუნდაც შშმ ქალებმა სხვა შშმ ქალები კი არ ჩავანაცვლოთ სამსახურში. ჩვენს თანასწორს ან მეტად გარიყულს ნუ წავართმევთ ადგილს. პროფესიულ სამყაროში ჩვენი შემოსვლით ვეცადოთ, რომელიმე ქალს კი არ წავართვათ ადგილი, არამედ პირიქით, კიდევ 1 ვაკანსია, თანამდებობა ვაქციოთ ქალის მიერ დაკავებულად. ზოგადად ყველა ახალგაზრდას კი ვურჩევდი, არ აკეთოთ საქმე, რომელიც უთქვენოდაც გაკეთდება. იმუშავეთ იქ და იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე მეტად ხართ საჭირო თქვენი ინდივიდუალური თვისებების, ცოდნისა თუ გამოცდილების გამო, რადგან ნამეტანი კონკურენცია საქმისთვის საჭირო ენერგიას გვართმევს. ეს მოხალისეობასაც ეხება, სხვათა შორის. უფასოდ მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ, რაც სხვა შემთხვევაში არ კეთდება (გამონაკლისია, თუ ისეთი საქმეა, კონკრეტულ ჯგუფს, მაგ. ქალებს, შშმ პირებს, ახალგაზრდებს რომელსაც არ გვანდობენ, ჩვენ კი გვინდა, დავამტკიცოთ ამ ჯგუფის კონკურენტუნარიანობა).
Leave A Comment