Please see the interview with Natia jincharadze -Partner and Director at Global Idea.
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story. As we know you are a Partner and Director at Global Idea. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
In the 1990s, Georgian businesses faced a challenging environment characterized by corruption and nepotism. Only a small portion of taxes made it to the budget, leading to individual officials enriching themselves while the state received little. However, since 2004, Georgian businesses have experienced a new beginning.
The business transformed from a center of corruption into a pillar of the country’s prosperity. We wanted to acknowledge this positive change and recognize the hard work of businesses. In 2005, we held the first Golden Brands Award, and for the past 19 years, we have been identifying and honoring the best brands with the prestigious Golden Brand title.
Our success has stemmed from our unwavering commitment to being objective and transparent in our work. It’s this transparency that has been the primary factor in gaining the trust of businesses and citizens. In our first award ceremony in 2005, we recognized a total of 22 brands. Today, we honor 60 brands across various business fields. I believe this clearly demonstrates that we have not only maintained trust in the eyes of businesses, but have actually gained more trust. Despite the country facing its most challenging years, including the 2008 war and the recent pandemic, we have managed to consistently uphold our awards. This has been crucial in ensuring that companies don’t lose their drive to progress even during tough times.
What are your tips for growing a company?
It is essential for the company’s growth to have a clear purpose, proper time allocation, discipline, and planning. Having a set plan helps you maintain control. If at the end of the month or year, part of your plan has not been fully implemented, it’s important to reflect on where you may have made a mistake and try to correct it. It’s also important not to dwell on past successes, as what is considered successful today may be seen as a failure tomorrow in today’s fast-moving times. Additionally, constant innovation is necessary to stay ahead of competitors.
What’s one thing every woman should know about being successful in her career?
I really don’t like the approach of some women to their careers. I’ve often encountered the response of a fellow woman to a high-level job opening: “I won’t bother applying, I won’t get hired anyway”. Believe me, for a head of any company, the most important thing is to have a staff that brings more benefits without discriminating based on gender.
Another important factor is education. From the beginning, it’s important to choose a demanding and relevant profession, stay updated with the modern world, and not fall behind on current events. Pursuing a degree is not always the best choice, as popular areas and professions from years ago may be irrelevant today. It’s crucial to enjoy what you do and work hard.
Finally, let’s wrap up with the traditional question. What advice would you give to the next generation of female leaders?
The first step for beginners is to overcome the fear of failure. Many people worry about facing problems, competition, and making mistakes. However, it’s important to understand that only those who do nothing avoid making mistakes. I want to encourage them not to be afraid and to take steps toward making their dreams come true. It may take several attempts to succeed, and while the first venture may be successful, hard work is crucial, and will surely lead to success. Additionally, in today’s world, competition is tough, so innovation and creativity are very important. You may not need to invent something completely new, but it’s necessary to present your product or service in a way that is significantly different from others. This novelty is a recipe for success for beginners.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნათია ჯინჭარაძესთან – გლობალ აიდიას პარტნიორი და დირექტორი
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. როგორც ვიცით თქვენ ხართ გლობალ აიდიას პარტნიორი და დირექტორი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
მოგეხსენებათ 90 იანი წლების ქართულ ბიზნესს ძალიან რთულ გარემოში უწევდა ოპერირება. იყო კორუფცია და ნეპოტიზმი. ბიუჯეტში გადასახადების მხოლოდ მცირე ნაწილი მიდიოდა. შესაბამისად ერთეული ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ, ხოლო სახელმწიფო ვერაფერს იღებდა. 2004 წლიდან ქართულმა ბიზნესმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.
ბიზნესი კორუფციის შავი ხვრელიდან, გადაიქცა ქვეყნის კეთიდღეობის გარანტად. ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი, ბიზნესის ეს გარდასახვა დაგვეფასებინა, მათი ყოველდღიური რუტინული შრომა შეგვეჯამებინა და დაგვეჯილდოვებინა. 2005 წელს ჩატარდა ოქროს ბრენდების პირველი დაჯილდოება და იმ დღიდან მოყოლებული 19 წლის მანძილზე ვაგრძელებთ საუკეთესო ბრენდების გამოვლენასა და დაჯილდოებას ოქროს ბრენდის წოდებით.
წარმატება მოიტანა ჩვენმა ურყევმა გადაწყვეტილებამ, ვიყოთ ობიექტურები და გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაში და სწორედ ეს გამჭვირვალობა არის პირველი ფაქტორი ბიზნესის და მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად. პირველ დაჯილდოების ცერემოიალში შორეულ 2005 წელს დავაჯილდოვეთ სულ 22 ბრენდი. დღეს კი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში 60 ბრენდს ვაჯილდოვებთ. ვფიქრობ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არათუ შევინარჩუნეთ ნდობა ბიზნესის თვალში, არამედ პირიქით უფრო მეტი ნდობა დავიმსახურეთ. ურთულესი წლები გამოიარა ქვეყნამ, 2008 წლის ომი თუ ბოლო დროინდელი პანდემია, მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ არცერთი წელი არ ჩაგვეგდო. რათა კომპანიებს რთულ დროსაც არ დაჰკარგვოდათ წინსვლის სურვილი.
კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის რა რჩევებს გაგვიზიარებთ?
კომპანიის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია მიზანდასახულობა, დროის სწორად განაწილება, დისციპლინა და დაგეგმარება. დასახული გეგმა გეხმარება თვითკონტროლში. თუ თვის ან წლის ბოლოს შენი გეგმის ნაწილი სრულად არ შესრულდა, ხვდები, რომ სადღაც შეცდომა დაუშვი და საჭიროა იმის გადააზრება, თუ სად დაუშვი ეს შეცდომა და შეეცადო გამოასწორო არასწორად გადადგმული ნაბიჯები. ამასთანავე არ გაჩერდე მიღწეულ წარმატებაზე, რადგან დღევანდელ სწრაფად მდინარე დროში, დღევანდელი წარმატება ხვალ შესაძლოა მარცხად შეფასდეს. პარალელურად მუდმივად უნდა მოხდეს სიახლეების დანერგვა, რათა კონკურენტი არ წამოგეწიოს.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ძალიან არ მომწონს ზოგიერთი ქალის მიდგომა თავისი კარიერის მიმართ, ხშირად შემხვედრია ჩვენი სქესის წარმომადგენლის რეაქცია ამა თუ იმ მაღალი რანგის ვაკანსიაზე, „აქ არ გავაგზავნი CV-ს , მაინც არავინ ამიყვანს ამ სამსახურში“. ეს ძალიან არასწორი პოზიციაა, მერწმუნეთ ნებისმიერ კომპანიის ხელმძღვანელისთვის, ის კადრია უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც მეტ სარგებელს მოუტანს მას და კომპანიის საზიანოდ არ დაიწყებს გენდერულ არჩევას და მეორე ფაქტორი რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. თავიდანვე უნდა შეირჩეს სწორი და მოთხოვნადი პროფესია, უნდა მიყვე თანამედროვე მსოფლიოს პულსის ცემას, არ ჩამორჩე ყოველდღიურ სიახლეებს. სწავლა დიპლომისთვის ყველაზე დიდი შეცდომაა. წლების წინ პოპულარული მიმართულებები და პროფესიები დღეს შეიძლება სრულიად უსარგებლო იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია მოგწონდეს საქმე რომელსაც აკეთებ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბევრი შრომა.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
მთავარი ნაბიჯი დამწყებისთვის არის წარუმატებლობის შიშის დაძლევა, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ შეხვდება პრობლემები, კონკურენცია და დაუშვებს შეცდომებს. თუმცა უნდა გავითავისოთ, რომ შეცდომას არ უშვებს მხოლოდ ის ვინც არაფერს აკეთებს. მსურს მოვუწოდო მათ ნუ შეეშინდებათ და გადადგან ნაბიჯები ოცნების ასახდენად, შეიძლება რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეს წარმატებისთვის, შეიძლება პირველივე წამოწყებაც წარმატებული გამოვიდეს, თუმცა გადამწყვეტია შრომისმოყვარეობა, რომელიც აუცილებლად წარმატებასთან მიგიყვანს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. დღევანდელ მსოფლიოში, ძალიან მძიმე კონკურენციაა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიახლესა და კრეატივს, შესაძლოა ახალი ველოსიპედი ვერ გამოიგონო, მაგრამ აუცილებელია შენი პროდუქტი თუ მომსახურება ისე შეიფუთოს, რომ რადიკალურად განსხვავდებოდეს სხვისგან. სიახლე ეს არის დამწყების წარმატების რეცეპტი.
Leave A Comment