Please see the interview with Mariam Katsiashvili – Sales Director of Margot Hotels
First of all, please tell us about your success story. What stages have you gone through, what difficulties have you encountered and what stage are you at now?
My professional journey in the hospitality sector spans over 15 years and includes significant achievements, challenges, and advancements. My initial role was in accounting, but I quickly became engrossed in the industry and gradually moved into a sales role. It was here that I discovered my true calling—driving revenue growth and creating exceptional & unparalleled guest experiences.
My 4 years in the hotel finance sector allowed me to hone my analytical and organizational skills, which later became important when I moved into sales. This experience gave me a unique perspective on aligning financial goals with operational strategies.
One of the most important challenges I faced was navigating the competitive market landscape, especially during economically unstable times. Through my ability to adapt, analyze market trends, and apply creative solutions, I turned challenges into opportunities. For example, during my time at Akhasheni Wine Resort, I worked with the marketing team to implement unique advertising strategies that increased demand and the resort’s reputation in the international market, which was a rare experience for a resort of this type.
Currently, as the Sales Director at Margot Hotels, I oversee the sales strategies of the hotel in Tbilisi to ensure they meet and exceed ambitious goals. In addition to revenue growth, I am focused on improving the guest experience, mentoring my team, and contributing to the hotel’s long-term vision.
I see every achievement as a stepping stone to future success. My passion for this industry, coupled with my drive for innovation and teamwork, helps me continue to deliver outstanding results. I believe that the hospitality sector is constantly evolving and I am happy to be a part of its dynamic growth, creating experiences that guests appreciate and want to return to.
As we know, you have diverse experience in the hospitality industry. What do you consider to be the most important skill for managing successful communication with customers?
I consider my most important skill and strength for successful customer communication management to be “empathy. Without empathy in the hospitality industry, it is impossible to understand the customer’s perspective, needs, emotional state, and expectations, which is the foundation for building trust and deepening meaningful long-term relationships.
In addition, strong adaptability and problem-solving skills complement empathy. Each customer is unique, and a flexible approach while maintaining professionalism ensures effective communication, even in difficult situations.
Finally, clear and confident communication—whether verbal or written—is essential to conveying information accurately and ensuring that customers/partners feel valued and heard
Please tell us more about your work at „Margot Hotels”. What does being part of this team mean to you, and what has been your key priority in this role?
Working at Margot Hotels is a rewarding experience as I am part of a dynamic team committed to creating exceptional hospitality experiences. For me, being part of this team means having a culture of collaboration, innovation and a shared goal to provide memorable experiences for our guests.
As Sales Director, my top priority is to develop and execute strategic sales initiatives that clearly contribute to revenue growth and strengthen our brand reputation.
For me, being part of Margot Hotels is more than a job; it means contributing to a vision where every guest or partner feels valued and every team member is driven to perform to the best of their ability.
What strategies do you use to maintain your motivation and ensure continuous progress in your work?
Maintaining motivation and continuous progress in my work begins with a deep sense of purpose and alignment with the larger goals of my organization. I find motivation in setting both short-term and long-term goals, celebrating small successes in my professional work while focusing on the broader perspective.
One of my main strategies is continuous learning. I regularly seek opportunities to deepen my knowledge, whether it be through industry research, attending seminars/conferences, or interacting with colleagues and partners. I stay up-to-date with market trends and practices, which helps me not only stay motivated, but also bring new perspectives and innovative ideas to my work.
Finally, collaboration and a healthy work environment are huge motivators for me. I get energized and inspired by working with a motivated and supportive team. Through open communication, shared celebration of success, and mutual support, we create a positive and productive environment that helps everyone, including myself, move forward.
Finally, we’d like to ask a traditional question: What advice would you give to aspiring professionals and young people who are just beginning their careers?
First of all, I would advise you to understand that building a career starts with small steps and their role in any activity is important and valuable.
Be purposeful & curious; learn from everyone around you, be it colleagues, mentors or the mistakes you made.
Kindness and respect have a great impact on both your personal and professional life. I have been lucky enough to work with extraordinary teams throughout my career, and the connections we have made are just as important as the goals we have achieved together.
Don’t be afraid of obstacles, but definitely keep moving forward – success is based on perseverance and the belief that each attempt will lead us to where we want to be.
Finally, be honest with yourself! Find joy not in the work you do, but on the contrary – find a job that will make you happy every day.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ მარიამ კაციაშვილთან- მარგო ჰოტელსის გაყიდვების დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტპაზე ხართ ახლა?
ჩემი პროფესიული მოგზაურობა სტუმარ-მასპინძლობის სექტორში 15 წელზე მეტს ითვლის და მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოწვევებსა და წინსვლას მოიცავს. ჩემი თავდაპირველი როლი საბუღალტრო საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა მალევე გამიტაცა ამ ინდუსტრიამ და პატარ-პატარა წარმატებული ნაბიჯებით გადავინაცვლე გაყიდვების პოზიციაზე. სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი მოწოდება —შემოსავლების ზრდის მართვა და სტუმრებისთვის განსაკუთრებული & დაუვიწარი გამოცდილების შექმნა.
სასტუმროს ფინანსურ სექტორში 4 წლიანმა საქმიანობამ შესაძლებლობა მომცა, დამეხვეწა ჩემი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები, რამაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა გაყიდვების სფეროში გადასვლისას. აღნიშნულმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა უნიკალური პერსპექტივა – ფინანსური მიზნების საოპერაციო სტრატეგიებთან შესაბამისობის კუთხით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი, იყო კონკურენტული ბაზრის ლანდშაფტის ნავიგაცია, განსაკუთრებით ეკონომიკურად არასტაბილურ პერიოდში. ადაპტაციის უნარის მეშვეობით, ბაზარზე არსებული ტენდენციების ანალიზითა და კრეატიული გამოსავლების გამოყენებით გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციე. მაგალითისთვის, „Akhasheni Wine Resort“-ში საქმიანობის პერიოდში მარკეტინგის გუნდთან ერთად დავნერგეთ უნიკალური სარეკლამო სტრატეგიები, რამაც გაზარდა მოთხოვნა და კურორტის რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე, რაც ამ ტიპის კურორტისთვის იშვიათ გამოცდილებას წარმოადგენდა.
ამჟამად როგორც „Margot Hotels“-ის გაყიდვების დირექტორი, ვაკვირდები თბილისში არსებული სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიებს, რათა ისინი შეესაბამებოდნენ და აღემატებოდნენ ამბიციურ მიზნებს. შემოსავლების ზრდის გარდა, ფოკუსირებული ვარ სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ჩემი გუნდის მენტორობასა და სასტუმროს გრძელვადიან ხედვაში წვლილის შეტანაზე.
ყველა მიღწევას აღვიქვამ როგორც მომავალი წარმატების ერთ-ერთ საფეხურს. ჩემი გატაცება ამ ინდუსტრიით ინოვაციისა და გუნდურობის მიმართ სწრაფვის ფონზე მეხმარება გამორჩეული შედეგების მიღების გაგრძელებაში. მჯერა, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მუდმივად ვითარდება და მიხარია, რომ ვარ მისი დინამიური ზრდის ნაწილი, ვქმნი გამოცდილებას, რომელსაც სტუმრები დადებითად აფასებენ და უკან დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.
როგორც ვიცით, მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ მასპინძლობის სექტორში. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად?
მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის მართვისთვის ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან უნარად და დადებით მხარედ ვთვლი ემპათიას. სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ემპათიის გარეშე შეუძლებელია გავიგოთ მომხმარებლების თვალთახედვა, საჭიროებები, ემოციური მდგომარეობა და მოლოდინები, რისი ჭეშმარიტად გაგებაც ნდობის ჩამოყალიბებისა და მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავების საფუძველია.
გარდა ამისა, ძლიერი ადაპტაციისა და პრობლემის მარტივად გადაჭრის უნარი ავსებს ემპათიას. თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და პროფესიონალიზმის შენარჩუნებისას მოქნილი მიდგომა უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას, თუნდაც რთულ სიტუაციებში.
და ბოლოს, მკაფიო და თავდაჯერებული კომუნიკაცია—იქნება ეს სიტყვიერი თუ წერილობითი—აუცილებელია ინფორმაციის ზუსტად გადმოსაცემად და მომხმარებლების/პარტნიორების დაფასებისა და მოსმენის უზრუნველსაყოფად.
მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ „Margot Hotels”-ში. რას ნიშნავს თქვენთვის ამ გუნდის წევრობა და რა არის თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი ამ როლში?
„Margot Hotels“-ში საქმიანობა მრავლისმომცემი გამოცდილებაა, ვინაიდან ვარ იმ დინამიური გუნდის ნაწილი, რომელიც მოწოდებულია მასპინძლობის სფეროში გამორჩეული გამოცდილების შექმნისკენ. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის ნიშნავს თანამშრომლობის კულტურის, ინოვაციებისა და საერთო მიზნის ქონას სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით.
გაყიდვების დირექტორის როლში ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია სტრატეგიული გაყიდვების ინიციატივების შემუშავება და განხორციელება, რაც ცალსახაც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდასა და ჩვენი ბრენდის რეპუტაციის განმტკიცებას.
ჩემთვის, ვიყო „Margot Hotels”-ის ნაწილი უფრო მეტია, ვიდრე სამსახური; ეს გულისხმობს წვლილის შეტანას იმ ხედვაში, სადაც თითოეული სტუმარი თავს დაფასებულად გრძნობს და გუნდის თითოეულ წევრი მომართულია აჩვენოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
რა სტრატეგიებს იყენებთ პროფესიულ საქმიანობაში მაღალი მოტივაციის შესანარჩუნებლად და განვითარების გასაგრძელებლად?
მოტივაციისა და უწყვეტი პროგრესის შენარჩუნება ჩემს საქმიანობაში იწყება მიზნის სიღრმისეული შეგრძნებითა და მათი ორგანიზაციის უფრო დიდ მიზნებთან თანხვედრის უზრუნველყოფით. მე ვპოულობ მოტივაციას როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნების დასახვაში, პროფესიულ საქმიანობაში მცირე წარმატებების აღნიშვნასა და ამავდროულად ფართო პერსპექტივაზე ორიენტაციით.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია უწყვეტი სწავლაა. რეგულარულად ვეძებ შესაძლებლობებს ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად, იქნება ეს ინდუსტრიის კვლევის, სემინარებზე/კონფერენციეზე დასწრებისა თუ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის საშუალებით. ვეცნობი მარკეტზე არსებულ ტენდენციებსა და პრაქტიკებს, რაც მეხმარება არა მხოლოდ მოტივაციის შენარჩუნებაში, არამედ ჩემს საქმიანობაში ახალი პერსპექტივებისა და ინოვაციური იდეების შემოტანაში.
და ბოლოს, თანამშრომლობა და ჯანსაღი სამუშაო გარემო ჩემთვის უზარმაზარი მოტივატორია. მოტივირებულ და მხარდამჭერ გუნდთან ერთად მუშაობით ენერგიასა და ინსპირაციას ვიღებ. ღია კომუნიკაციით, წარმატების ერთობლივი აღნიშვნითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ გარემოს, რომელიც ყველას, მათ შორის მეც, გვეხმარება წინსვლაში.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე იმყოფებიან?
პირველ რიგში ვურჩევდი იმის გააზრებას, რომ კარიერის შენება მცირე ნაბიჯებით იწყება და მათი როლი ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანი და ღირებულია.
იყავით მიზანდასახული & ცნობისმოყვარეები; ისწავლეთ ყველასგან თქვენ გარშემო, იქნება ეს კოლეგები, მენტორები თუ მათ მიერ დაშვებული შეცდომები.
კეთილგანწყობასა და პატივისცემას დიდი დატვირთვა აქვს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მე გამიმართლა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არაჩვეულებრივ გუნდებთან მიმუშავია და ის კავშირები, რომელიც დავამყარეთ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის მიზნები, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.
არამცთუ შეგეშინდეთ დაბრკოლებების, არამედ აუცილებლად განაგრძეთ წინსვლა – წარმატება გამძლეობასა და იმ რწმენაზე იგება, რომ თითოეულ მცდელობას მივყავართ იქ, სადაც გვსურს ყოფნა.
და ბოლოს, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან ! იპოვეთ ხალისი არა იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ, არამედ პირიქით – იპოვეთ ისეთი საქმე, რომელიც ყოველ დღეს გაგიხალისებთ.
Leave A Comment