Please see the Interview with Gvantsa Kikava-Acting Head of Trade Finance Department at PASHA Bank Georgia

 First of all, please share your success story with us, what stages and difficulties does this path involve and what stage are  you at now in your professional life?

Greetings, I am glad for the opportunity to join the ranks of women whose success stories have inspired many others. At this point, I believe my career growth is far from over. A few months ago, I took on a new role, which is both exciting and a significant challenge for me, offering opportunities for growth both professionally and personally. I believe such key moments are what ultimately shape the trajectory of a person’s career.

After graduating with my Bachelor’s degree, I proactively pursued internships that expanded my interests and experiences. Eventually, I found myself at a newly opened bank, where I joined a dynamic and professional team. Recognizing the potential for growth, I decided to stay. I have now been with JSC “Pasha Bank Georgia” for 9 years, and my career development is closely tied to this institution.

Currently, I lead the Trade Finance Department at Pasha Bank. Over the past six years, together with my dedicated team, we have built this department virtually from the ground up, and I am very proud to be a part of this journey.

From this perspective, one of the most challenging times I remember is when I was pursuing my master’s degree while working and raising a young child. Finding a balance between these three roles was emotionally difficult, and I recall feeling like 24 hours was never enough to accomplish everything. However, it was during this period that my career took a significant leap. The bank held an internal competition, “Young Talents,” in which I participated and won. As a result, I was given a unique opportunity to continue my career and learn my current profession from one of the best mentors in the field of trade finance.

Today, I am responsible for building a new team within the department and strengthening the regional presence of trade finance as part of the bank’s new strategy. There are significant changes and challenges ahead, and my success story is still being written.

Tell us more about your experience at Pasha Bank. How do you evaluate the bank’s evolution as well as your personal growth within the organization?

JSC Pasha Bank Georgia is part of Pasha Holding, a strong and financially stable group based in Azerbaijan with a regional presence. Pasha Bank entered the Georgian market in 2013, initially focusing on corporate banking, and has steadily grown since then.

In the early years, I worked in the Corporate Management and Credit Risk Departments, which allowed me to gain a clear understanding of the connections between different structures and banking processes. This experience made technical and administrative challenges less difficult; in fact, it gave me an advantage when I later moved to the Trade Finance Department. However, the new challenge was to acquire specialized knowledge and experience, learn how to interact with clients, establish effective communication, and adapt to cultural differences. Since the bank has a regional presence, many of our clients and partner banks are based in Azerbaijan and Turkey.

It is important to note that trade finance is a highly specialized field, governed by international regulations and rules that are constantly evolving. It is uncommon for someone outside this area to fully understand its intricacies. As a result, clients often require not just services, but also consultation and advice. This highlights the importance of continuous professional development. In this regard, I can proudly say that the organization has supported me throughout my journey. During the pandemic, I completed a qualification course, and today I have achieved certification in bank financing.

Over the years, there have been numerous successes, as well as setbacks. The bank expanded into the SME and retail sectors, but due to various factors, we are still primarily focused on the corporate sector. The restrictions imposed during the pandemic also created challenges in international trade, impacting several of our key clients and new initiatives. Nevertheless, these challenges presented an opportunity for our team to refocus and develop new strategies. Despite the obstacles, this year has been successfully completed. Among the achievements, I would highlight the credit rating we received from S&P Global Ratings, with a stable outlook—an accomplishment that has a direct and positive impact on our relationships with both existing and potential partners.

What strategies have you found most effective in presenting trade finance products and services to new clients?

The bank operates in a service-oriented sector, so I believe that competitive advantage and client-friendly offerings are key to success.

In the realm of trade finance, it is essential to thoroughly understand the client’s needs and accurately assess the benefits and risks of trade finance products. Additionally, agility, flexibility, and transparent processes play a crucial role in building trust and confidence in our services.

What is your primary motivation to continue progressing in your career journey?

My main motivation today is to overcome challenges and achieve success. The dynamic and ever-evolving nature of this field leaves no room for complacency, and I thrive in that environment. I take great satisfaction in doing my job well and delivering results.

An additional source of motivation is the responsibility I feel for my team. I am driven by the desire to meet their expectations and to live up to the trust they have placed in me

Finally, let’s wrap up with the traditional question. What advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking their first steps in their careers?

I would advise young people not to shy away from challenges and to take full advantage of every learning opportunity. This mindset has been crucial in shaping my own career.

Seek out individuals who inspire you, find mentors who are willing to share their experiences, and be prepared to make mistakes. After all, mistakes are an essential part of personal growth and development.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ გვანცა ქიქავას – პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?

მოგესალმებით, მიხარია რომ მომეცა ეს შესაძლებლობა და ვუერთდები იმ ქალების სიას, ვისი წარმატების ისტორიაც ინსპირაციის მომცემია არაერთი ქალისთვის. ამ ეტაპზე ვთვლი რომ ჩემი კარიერული ზრდა არაა დასრულებული .რამდენიმე თვის წინ შევითავსე ახალი როლი, რომელიც ძალიან საინტერესო და დიდი გამოწვევაა ჩემთვის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარების კუთხით.  ვფიქრობ, ასეთი საკვანძო მომენტები წყვეტს ხოლმე როგორ წარიმართება ადამიანის კარიერა.

ბაკალავრის დამთვრების შემდეგ, აქტიურად გავდიოდი სტაჟირებებს, რამაც ჩემი ინტერესები და გამოცდილებები გააფართოვა. საბოლოოდ,  ახლად გახსნილ ბანკში აღმოვჩნდი, სადაც ძალიან  დინამიური და პროფესიონალური გუნდი დამხვდა. დავინახე განვითარების პერსპექტივა და დავრჩი. უკვე 9 წელია სს „პაშა ბანკი საქართველო“ -ში ვმუშაობ და ჩემი კარიერული ზრდაც ამ ადგილს უკავშირება.

ამჟამად ვხელმძღვანელობ პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების დეპარტამენტს, სადაც ბოლო 6 წელი ძველ გუნდთან ერთად პრაქტიკულად 0-დან შეიქმნა ეს მიმართულება და ძალიან მიხარია რომ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

ამ გადმოსახედიდან ერთ-ერთ რთულ პერიოდად ის დრო მახსენდება, როდესაც სამსახურის პარალელურად მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და თან მყავდა პატარა შვილი. ამ სამ როლს შორის ბალანსის პოვნა ემოციურად რთული იყო, მახსოვს ის განცდა, რომ 24 საათი არაფერში მყოფნიდა. თუმცა სწორედ ამ დროს მოხდა  ჩემი კარიერული ნახტომიც. ამ დროს ბანკში ტარდებოდა შიდა კონკურსი- Young Talents,  სადაც მივიღე მონაწილეობა და როგორც გამარჯვებულს, მომეცა უნიკალური შანსი, კარიერის გასაგრძელებლად  ამერჩია ჩემთვის საინტერესო მიმართულება და მესწავლა ჩემი დღევანდელი პროფესია სავაჭრო დაფინანსების სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მენტორისგან.

დღეს,  უკვე დეპარტამენტის ახალი გუნდის ფორმირებასა და ბანკის ახალი სტრატეგიის ფარგლებში სავაჭრო დაფინანსების მიმართულების რეგიონალური წარმომადგენლობის გაძლიერებაზე ვარ პასუხისმგებელი.  წინ დიდი ცვლილებები და გამოწვევებია და ჩემი  წარმატების ისტორიაც ჯერ კიდევ წერის პროცესშია.

მოგვიყევით მეტი თქვენი გამოცდილების შესახებ „პაშა ბანკში“. როგორ შეაფასებთ როგორც ბანკის განვითარების პროცესს, ისე თქვენს პიროვნულ ზრდას ამ ორგანიზაციაში?

სს პაშა ბანკი საქართველო არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ძლიერ და ფინანსურად სტაბილურ ჯგუფს აზერბაიჯანში, რეგიონული წარმომადგენლობით. ქართულ ბაზარზე პაშა ბანკი  2013 წელს შემოვიდა, კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით და ნელნელა გაიზარდა.

საწყის პერიოდში ვმუშაობდი  კორპორატიული მართვის და საკრედიტო რისკების დეპარტამენტებში. რაც დამეხმარა სტრუქტურებს შორის კავშირების და საბანკო პროცესების მკაფიოდ დანახვაში. თავისთავად ამ გამოცდილების გამო, ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები სირთულეს არ წარმოადგენდა, პირიქით უპირატესობას მაძლევდა, როდესაც უკვე სავაჭრო დაფინანსების დეპარტამენტში გადავედი. თუმცა  ახალი გამოწვევა იყო ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, კლიენტებთან ურთიერთობის სწავლა, მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და კულტურულ სხვაობებზე მორგება. ვინაიდან  ბანკი რეგიონალურ დონეზეა  წარმოდგენილი, ჩვენი კლიენტების და პარტნიორი ბანკების  უმეტესობას აზერბაიჯანული და თურქული მხარე წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო დაფინანსება საკმაოდ სპეციფიკური სფეროა, თავისი საერთაშორისო რეგულაციებით და წესებით, რომელიც მუდმივად იცვლება და იხვეწება. იშვიათად რომ მასში ერკვეოდეს ისეთი ადამიანი ვინც ამ სფეროს წარმომადგენელი არაა. შესაბამისად ხდება ისეც, რომ კლიენტს მხოლოდ მომსახურება კი არა კონსულტაცია და რჩევაც ესაჭიროება, ამიტომ მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლება და  მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. ამ მხრივ კი ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ორგანიზაცია სულ მხარში მედგა, პანდემიის დროს გავიარე საკვალიფიკაციო კურსი და დღესაც  ბანკის დაფინანსებით გავდივარ სერტიფიცირებას.

ამ წლების განმავლობაში იყო არაერთი წარმატება და ვარდნაც. ბანკი გაფართოვდა SME და საცალო მიმართულებითაც.  თუმცა რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, დღეს ისევ კორპორატიულ სექტორზე ვფოკუსირდებით.  პანდემიის დროს არსებულმა შეზღუდვებმა სირთულეები შექმნა საერთაშორისო ვაჭრობაშიც. უარყოფითი გავლენა იქონია რამდენიმე ჩვენს მნიშვნელოვან კლიენტზეც და ბანკის ახალ ინიციატივებზეც.    მიუხედავად  ამისა, ამ გამოწვევებმა ჩვენს გუნდს მისცა შანსი ფოკუსირებულიყო ახალ სტრატეგიებზე და ბევრი  დაბრკოლების შემდეგ წლევანდელი წელი მაინც წარმატებით სრულდება. მიღწეული მიზნებიდან მე გამოვყოფდი  S&P Global Ratings-ისგან მიღებულ საკრედიტო რეიტინგს სტაბილური პერსპექტივით –  რასაც პირდაპირი გავლენა აქვს  ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

თქვენი გამოცდილებით რომელია ყველაზე ეფექტური სტრატეგიები ახალი კლიენტებისთვის სავაჭრო საფინანსო პროდუქტებისა და სერვისების წარსადგენად? –

ბანკიც მომსახურების სფეროა, ამიტომ ვიტყოდი რომ კონკურენტული უპირატესობა და კლიენტზე მორგებული შეთავაზებები ყოველთვის ამართლებს.

სავაჭრო დაფინანსების კუთხით კი დამატებით აუცილებელია კლიენტის საჭიროებების ნათლად გაგება,  ვაჭრობის საფინანსო პროდუქტების სარგებლისა და რისკების მკაფიო შეფასება. ასევე დავამატებდი სისწრაფეს, მოქნილობას და  გამჭვირვალე პროცესებს, რაც სერვისებისადმი ნდობას ამაღლებს.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია კარიერულ გზაზე წინსვლის გასაგრძელებლად?

ჩემი მთავარი მოტივაცია დღეს არსებული გამოწვევების გადალახვა და წარმატების მიღწევაა. ზოგადად, ამ სფეროსთვის დამახასაითებელი დინამიურობა და განვითარებადი ხასიათი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. მომწონს, როდესაც საქმეს  ბოლომდე და ხარისხიანად ვასრულებ.

დამატებითი მოტივაციის მომცემია, ჩემს გუნდზე აღებული პასუხისმგებლობა, და სურვილი რომ გავამართლო მათი და თანამოაზრეების იმედები.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

ახალგაზრდებს ვურჩევდი რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და გამოიყენონ სწავლის ყველა შესაძლებლობა. სწორედ ამან ჩამოაყალიბა ჩემი კარიერა.

ეძებეთ ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ. იპოვეთ მენტორები, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ და მზად იყავით შეცდომებისთვის. რადგან ისინი  პიროვნული განვითარების განუყოფელი ნაწილია.