Please see the Interview with Khato Cheishvili – Alpha Insurance, Director of corporate business
First of all, please share your success story with us, what stages and difficulties does this path involve and what stage ar you at now in your professional life?
With 12 years of experience in sales, this journey has been more than just a career—it’s been a life experience. I started out as a sales agent in a startup, and along the way, I’ve faced many challenges. However, one thing I’ve realized is that sales isn’t just about the product; it’s about building relationships and earning trust. Over time, this process has become more and more rewarding.
For beginners, I believe it’s important to remember that rejection during negotiations shouldn’t lead to demotivation. It’s only natural that not every negotiation will result in a successful outcome, but each meeting is a new opportunity to connect with someone new and exchange valuable information. Mistakes are part of the process, but the key is to learn from each one.
As for my current stage in my career, I’m in an exciting place, working with a fantastic team. Every day, I have the opportunity to share my experience with them while also learning from them. Regarding my success, I always strive to understand the needs of both my clients and my team members, as I believe trust and mutual understanding are the foundation of any successful business relationship.
Lastly, I believe in the importance of never stopping learning and developing, and whenever possible, inspiring others to achieve their own success.
In your opinion, what factors contribute most to successfully closing a deal, and how do you apply them in the sales field?
For me, trust is the most important element, and I believe that successful negotiations are impossible without it. A client needs to feel heard from the very beginning, and their interests must be genuinely considered. Personally, I always strive to establish open and sincere communication with the client during our first meeting. Preparation is also key before entering negotiations. It’s crucial to understand where the meeting is headed, to identify the client’s existing needs, and to be aware of market trends.
Each negotiation is unique, and it’s important for the sales representative to be able to gauge the type of approach that will resonate with the client. There may even be times when we, as a team, decide not to move forward with the cooperation at that particular stage. However, these moments often lay the foundation for future, long-term, and successful partnerships.
Tell us more about your work at Alpha Insurance. How do you envision your professional growth within the company, and what do you consider your key value as a team?
For me, Alpha Insurance is like one big family, working together with a shared purpose to adapt to each customer’s needs while always upholding the principles of fairness. As a member of this family, I see my future development within the company as a long-term journey. Specifically, I plan to work actively with my team to grow the portfolio, ensuring that these relationships remain based on mutual trust and are built to last.
At this point, most of my clients are loyal, and we provide them with the highest level of service. I’m confident that this trend will continue, and in the future, Alpha Insurance will grow and evolve, just like its parent company, Aversi, becoming one of the leading players in the insurance market—more reliable and stable than ever.
As a team, our core values are credibility, fairness, and open, straightforward communication—both within the company and with our clients. I believe these principles are key to making our business even more successful and ensuring our employees remain happy.
What is the source of your motivation to keep going during challenging situations?
The source of my motivation comes from the stages of my personal development—the challenges I’ve faced, where I started, and where I am today. At times, it can be difficult to overcome these challenges, but it is within them that I find the strength I need to keep moving forward. Every step I take is a new opportunity. I believe that self-confidence and gratitude are essential qualities for anyone looking to continue progressing. Each challenge comes with its own stages and deadlines for success, and it’s crucial not to lose faith in our abilities, no matter where we are in life.
Finally, we’d like to ask a traditional question: What advice would you give to aspiring professionals and young people who are just starting their careers?
Be honest with yourself, ask questions regularly, and work on improving your weaknesses based on the answers you find. Never fear obstacles, because there’s no problem or challenge that can’t be overcome with faith, hard work, and determination. If you face failures along your journey, remember that they are part of the process. Each failure and mistake teaches you something valuable. Don’t get too caught up thinking about where you’ll be in 10 years—focus on the present and the near future. Keep striving to develop yourself, because every small step you take today builds the opportunities and growth of tomorrow.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ხათო ჭეიშვილთან- სადაზღვევო კომპანია „ალფა“, კორპორატიული ბიზნესის დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
ჩემი 12 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში არა მხოლოდ კარიერა, არამედ ცხოვრებისეული მოგზაურობა იყო. დავიწყე დამწყებ გაყიდვების აგენტად მუშაობა, საკმაოდ დიდი სირთულეები გამოვიარე აქამდე, თუმცა ერთი რამ გავიაზრე, რომ გაყიდვები არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ურთიერთობების აგებასა და ნდობის მოპოვების ხელოვნებას გულისხმობს. რაც უფრო დრო გადის, ეს პროცესი უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს. დამწყებებისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დროს მიღებულმა უარმა არ გამოიწვიოს დემოტივაცია, რადგან ლოგიკურია მოლაპარაკება ყოველთვის წარმატებული შედეგით ვერ დასრულდება, თუმცა თითოეული შეხვედრა არის ახალი შესაძლებლობა, ახალი ადამიანის გაცნობისთვის და ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის. შეცდომების დაშვება სამუშაო პროცესის ნაწილია, თუმცა აუცილებელია თითოეული მათგანიდან რაიმე ახალი ვისწავლოთ.
რაც შეეხება ამჟამინდელ პროფესიულ ეტაპს, საკმაოდ საინტერესო ეტაპზე ვარ, საუკეთესო გუნდთან ერთად ვმუშაობ და ყოველდღიურად მაქვს შესაძლებლობა როგორც მე გავუზიარო მათ ჩემი გამოცდილება, ასევე ძალიან ბევრი რამ ვისწავლო მათგან. რაც შეეხება ჩემი წარმატების ისტორიას, ვფიქრობ ის არის რომ ყოველთვის ვცდილობ გავიგო კლიენტისა თუ გუნდის წევრების საჭიროებები, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ნდობა და ურთიერთგაგება არის ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის საფუძველი.
დაბოლოს ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არასოდეს შევწყვიტოთ სწავლა და განვითარება და თუ შესაძლებლობა გვაქვს ამის შთაგონება სხვებსაც მივცეთ, რომ მიაღწიონ საკუთარ წარმატებას.
თქვენი აზრით, რა ფაქტორები ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში და როგორ იყენებთ მათ გაყიდვების სფეროში?
ნდობა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამის გარეშე წარმატებით მოლაპარაკების დასრულება შეუძლებელია. კლიენტმა უნდა იგრძნოს, რომ საწყის ეტაპზე მას უსმენენ და შემდეგ მის ინტერესებს ითვალისწინებენ. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, რომ პირველივე შეხვედრაზე კლიენტთან ღია და გულწრფელი კომუნიკაცია დავამყარო. ასევე მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშნელოვანია მოვემზადოთ იმ კონკრეტულისთვის, სადაც მივდივართ. დავაიდენტიფიციროთ არსებული საჭიროებები და ბაზრის ტენდენციები.
ასევე მნიშვნელოვანია ყველა მოლაპარაკება იყოს განსხვავებული, რადგან შეხვედრაზე მისვლის დროს გაყიდვების წარმომადგენელმა უნდა იგრძნოს თუ რა ტიპის მოლაპარაკება იქნება კლიენტისთვის გასაგები. მეტიც, ზოგჯერ შესაძლოა თავად უთხრა უარი იმ ეტაპზე მათთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამ ყველაფერმა სამომავლოდ გრძელვადიანი და მჭიდრო თანამშრომლობა დააინიციროს.
მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ალფაში“. როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული განვითარების პროცესს ამ კომპანიაში და რა არის თქვენი, როგორც გუნდის, მთავარი ღირებულება?
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ერთიანი ძალებით ცდილობს ყველა მომხმარებელს მოერგოს ინდივიდუალურად და სამართლიანობის პრინციპები არასოდეს დაარღვიოს. მე, როგორც ამ ოჯახის ერთ–ერთი წევრი, ჩემს სამომავლო განვითარებას ამ კომპანიაში საკმაოდ გრძელვადიანად ვგეგმავ. კერძოდ, ჩემს გუნდთან ერთად აქტიური მუშაობით პორტფოლიოს ზრდას, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები იყოს ორმხრივად ნდობაზე დაფუძნებული და გრძელვადიანი.
ამ ეტაპზე ჩემი კლიენტების უმეტესი ნაწილი არიან ლოიალურები და შესაბამისი სერვისის მიწოდებასაც ვახდენთ. სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება ეს ტენდენცია და სადაზღვევო კომპანია „ალფა“ გაიზრდება, განვითარდება და მისი უდიდესი დედა კომპანიის „ავერსის“ მსგავსად გახდება სადაზღვევო ბაზარზე ერთ–ერთი ლიდერი და კიდევ უფრო მეტად სანდო და სტაბილური კომპანია.
ჩვენი, როგორც გუნდის, მთავარი ღირებულებაა, სანდოობა, სამართლიანობა და მარტივი და ღია კომუნიკაცია, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მომხმარებლებთან. ვფიქრობ, ამ ყველაფერს შეუძლია ბიზნესი კიდევ უფრო მეტად წარმატებული, თანამშრომლები კი ბედნიერი გახადოს.
რა არის თქვენი მოტივაციის წყარო გამოწვევების არსებობისას წინსვლის გასაგრძელებლად?
ჩემი მოტივაციის წყარო არის ჩემი პირადი განვითარების ეტაპები, თუ რა სირთულეები მქონდა ცხოვრებაში, საიდანაც დავიწყე და ახლა სად ვარ. ზოგჯერ ძნელია ამ სირთულეებთან გამკლავება, თუმცა სწორედ მათში ვპოულობ ძალას, რომელსაც წინსვლისთვის უფრო მეტად ვიყენებ. ყოველი გადადგმული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობაა. ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენა და მადლიერების შეგრძნება ის აუცილებელი თვისებებია, რომელიც წინსვლის გასაგრძელებლად თითოეულ ადამიანს სჭირდება. ყველა გამოწვევას თავისი ეტაპები და წარმატების მიღწევის ვადები აქვს და მნიშვნელოვანია ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ დავკარგოთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
იყვნენ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ, ხშირად დაუსვან კითხვები და პასუხების შესაბამისად იმუშაონ საკუთარი სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე. არასოდეს შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან არ არსებობს პრობლემა, დაბრკოლება, რომელსაც ვერ მოაგვარებ თუ გაქვს ამის რწმენა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. თუ ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ წარუმატებლობა, გახსოვდეთ, რომ ეს პროცესის ნაწილია. თითოეული ჩავარდნა და შეცდომა გასწავლით რაღაც ახალს. ზედმეტად არ იფიქროთ სად იქნებით 10 წლის შემდეგ, იცხოვრეთ აწმყოთი და ძალიან ახლო მომავალით და შეეცადეთ არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის განვითარების მცდელობა. ყოველი პატარა ნაბიჯი, რომელსაც დღეს გადადგამ ქმნის შენს უკეთეს ხვალინდელ შესაძლებლობებს და განვითარებას.
Leave A Comment