Please see the Interview with Nudrat Piracha – Samdani & Qureshi (Law Firm) Partner, Arbitrator & Mediator
First of all, please share your success story with us. What stages have you experienced, what challenges have you encountered, and what stage are you currently at?
I hail from Pakistan, a country where the barriers for women are as high as they come and the opportunities for voices like mine are limited.
I entered the legal profession not as an inheritor of legacy, but as a challenger of norms in a space that repeatedly told me that I didn’t belong. I was told that the courtroom was no place for a woman, and arbitration even less so. Yet, I was drawn to arbitration because it offered me an opportunity to carve my own space. In Pakistan, with 170,000 lawyers, only a small fraction are women, and within this sea of male dominance, I often found myself as the only woman in the room.
For ten years, I wasn’t allowed to sign my name on legal documents because clients refused to accept a woman’s signature, and my voice was often dismissed as “too shrill” or “too feminine.” But in those moments, I learned invaluable lessons. When the world tries to diminish you, rise above it. I channeled my energy into learning more than anyone else in the room, using knowledge as my weapon and resilience as my shield.
Through perseverance and unyielding commitment, I have achieved milestones that once seemed unattainable. I became the first Pakistani woman to be honored as a Fellow of the Chartered Institute of Arbitrators, the first Fulbright Scholar from Pakistan to pursue a Doctor of Juridical Science (SJD), and the first woman and only the fourth Pakistani to hold this prestigious degree. I was appointed as an arbitrator on an international tribunal, making history as the youngest arbitrator ever appointed to an ICSID annulment committee, and I was recognized as the Best ADR Lawyer by Pakistan’s Ministry of Justice in 2021.
The turning point in my journey came when I left Pakistan in 2015, under threats to my safety, to pursue the Fulbright scholarship in the United States. I became the first Pakistani scholar in residence at ICSID, standing alongside professionals who valued me not for my appearance, but for what I brought to the table. As a Weinstein JAMS International Fellow and doctoral candidate at George Washington University, I received the recognition I had long sought, but my mission remained rooted in Pakistan. After completing my SJD, I returned home as an ambassador of inclusion, determined to serve as a role model for those who, like me, have been marginalized.
Since my return, I have authored books, served on Prime Minister’s committees, contributed to the legal landscape through initiatives like the International Centre for Appropriate Dispute Resolution and Prevention (ICADRP), and mentored young women in a field that often tries to silence them. My ambition is to create a Pakistan where women don’t have to choose between marriage and a career, where girls can get education, and where all individuals can prosper freely.
What do you believe are the most important skills for someone to develop in order to succeed in international dispute resolution?
Consistent Learning:
In an ever-evolving field like international dispute resolution, it’s crucial to stay updated with the latest trends, precedents, and emerging issues. The ability to continuously learn allows one to remain relevant and effective in handling complex cases.
Languages:
Having fluency in multiple languages not only helps in better understanding diverse perspectives but also enables effective communication with international clients and stakeholders, enhancing one’s capacity to resolve disputes across borders.
Diversity of Experiences:
Exposure to various sectors, legal systems, and cultures broadens one’s ability to navigate complex disputes. A diverse set of experiences enhances creative problem-solving and allows one to think outside the box in finding resolution paths.
Persistence:
The path to success in international dispute resolution can be long and filled with obstacles. Persistence, coupled with resilience, helps one continue pushing forward despite setbacks.
Given your experience in energy, oil, and gas disputes, how do you think the growing focus on renewable energy and environmental compliance is reshaping the legal challenges in this sector?
The growing emphasis on renewable energy and environmental compliance is significantly reshaping the legal landscape in the energy, oil, and gas sectors. The transition to green energy is introducing new regulatory frameworks and compliance requirements, creating both opportunities and challenges. From a legal perspective, this shift has increased the complexity of disputes, particularly regarding contractual obligations, environmental regulations, and the allocation of risks between state actors and private investors.
In the past, disputes largely centered around traditional energy extraction processes, but now, issues like carbon emissions, greenwashing, sustainability requirements, and renewable energy sourcing are becoming more prominent. Energy transition laws, including regulations governing emissions trading systems, carbon capture technology, and divestment in fossil fuels, are leading to new legal challenges, both in terms of compliance and investment protection.
This paradigm shift requires legal professionals to adapt to new environmental standards, global trade rules, and energy policies, while balancing the rights of investors with the public interest. ADR methods, particularly mediation and conciliation, are gaining prominence in resolving these disputes, offering a flexible and efficient way to settle conflicts outside the courtroom.
As we know, you received the Best ADR Lawyer Award in 2021. Which strategies do you use to ensure continued growth and maintain your leadership moving forward?
To ensure continued growth and leadership in the field of ADR, I rely on the following strategies:
Consistent Learning:
I remain committed to enhancing my skills and knowledge. Whether through attending international conferences, engaging in advanced legal training, or staying updated on global developments, continuous learning ensures that I stay at the forefront of the industry.
Openness to Criticism:
I embrace feedback and view it as an essential tool for growth. I actively seek constructive criticism to improve my approach and adapt to evolving challenges in the ADR landscape.
Curiosity:
I strive to explore new, uncharted areas of dispute resolution, embracing innovative methods and technologies that can enhance the effectiveness of ADR.
Resilience:
I focus on turning challenges into opportunities. Negative energy can be transformed into motivation, helping me tackle the most difficult problems and continue pushing the boundaries of what can be achieved in the ADR field.
Finally, to wrap up with the traditional question, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking their first steps in their careers?
Work Hard:
There are no shortcuts to success. Dedication and a relentless work ethic are key to overcoming obstacles and achieving your goals.
Be Resilient:
The road to success is often paved with failures and challenges. Resilience is the ability to bounce back stronger after setbacks.
Never Give Up:
There will be times when you feel defeated, but remember that perseverance often leads to breakthroughs. Keep moving forward despite the difficulties.
Don’t Let Anyone Decide for You What You Are or Are Not Capable Of:
The journey to success is deeply personal. Trust in your abilities, break free from societal expectations, and chart your own path. Others may try to limit you based on stereotypes or biases, but only you know your true potential.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნუდრათ პირაჩა – იურიდიული კომპანია „Samdani & Qureshi“-ს პარტნიორი, არბიტრი და მედიატორი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე ხართ ახლა?
მე პაკისტანიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც ქალებისთვის დაბრკოლებები უდიდესია, ხოლო შესაძლებლობები ისეთი ხმისთვის, როგორიც ჩემია, შეზღუდული.
იურიდიულ პროფესიაში შევაბიჯე არა როგორც მემკვიდრემ, არამედ ნორმების მოწინააღმდეგემ იმ სფეროში, რომელსაც მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ არ მივეკუთვნებოდი. მითხრეს, რომ სასამართლო დარბაზი არ იყო ქალის ადგილი, მითუმეტეს არბიტრაჟის სფერო. მიუხედავად ამისა, არბიტრაჟი მიზიდავდა, რადგან მთავაზობდა შესაძლებლობას, გამომეყო ჩემი სივრცე. პაკისტანში მომუშავე 170,000 იურისტიდან მხოლოდ მცირე ნაწილია ქალი, შესაბამისად, მამაკაცთა დომინირების ამ ზღვაში ხშირად აღმომიჩენია საკუთრი თავი ერთადერთ ქალად ოთახში.
10 წლის განმავლობაში არ მქონდა უფლება ჩემი სახელით მომეწერა ხელი იურიდიულ დოკუმენტებზე, ვინაიდან კლიენტები უარს ამბობდნენ ქალის ხელმოწერის მიღებაზე და ჩემი ხმა ხშირად უარყოფილი იყო როგორც „ზედმეტად ხმაურიანი“ ან „ზედმეტად ფემინური“. თუმცა, ამ მომენტებმა ფასდაუდებელი გაკვეთილები მასწავლა. როდესაც სამყარო ცდილობს თქვენს დაკნინებას, გახდით მასზე მაღალი. ჩემი ენერგია ჩავდე სწავლაში უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ გარშემო და ჩემი ცოდნა – იარაღად, გამძლეობა კი ფარად გამოვიყენე.
შეუპოვრობისა და საქმისადმი უწყვეტი ერთგულების მეშვეობით მივაღწიე ისეთ მიზნებს, რომლებიც ერთ დროს მიუწვდომელი ჩანდა. გავხდი პირველი პაკისტანელი ქალი, რომელსაც მიენიჭა არბიტრების ქარტირებული ინსტიტუტის წევრობის სტატუსი, პირველი ფულბრაიტის სტიპენდიანტი პაკისტანიდან, რომელმაც იურიდიული მეცნიერების დოქტორის (SJD) ხარისხი მიიღო და პირველი ქალი და მეოთხე პაკისტანელი, რომელმაც ეს პრესტიჟული დიპლომი მოიპოვა. დავინიშნე არბიტრად საერთაშორისო ტრიბუნალზე და გავხდი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არბიტრი, რომელიც დაინიშნა ICSID-ის ანულირების კომიტეტში. ასევე 2021 წელს გავხდი პაკისტანის იუსტიციის სამინისტროს მიერ აღიარებული საუკეთესო იურისტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.
ჩემს გზაზე გარდამტეხ მომენტად იქცა 2015 წელი, როდესაც უსაფრთხოების მიზნით დავტოვე პაკისტანი, რათა ფულბრაიტის სტიპენდიის მეშვეობით სწავლა გამეგრძელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ICSID-ში რეზიდენტი პირველი პაკისტანელი მეცნიერი გავხდი, ვმუშაობდი პროფესიონალების გვერდით, რომლებიც მაფასებდნენ არა ჩემი გარეგნობის, არამედ უნარების საფუძველზე. როგორც Weinstein JAMS-ის საერთაშორისო სტიპენდიანტმა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა მივიღე აღიარება, რომლისკენაც დიდი ხანი ვისწრაფოდი, თუმცა ჩემი მისია პაკისტანში დარჩა. SJD-ის დასრულების შემდეგ, ინკლუზიის ელჩის როლში სახლში დავბრუნდი, გადაწყვეტილი მქონდა მისაბაძი მაგალითი ვყოფილიყავი მათთვის, ვინც მარგინალიზებულია.
დაბრუნების შემდეგ დავწერე წიგნები, ვსაქმიანობდი პრემიერ-მინისტრის კომიტეტებში, წვლილი შევიტანე იურიდიულ სფეროში ისეთი ინიციატივების საშუალებით, როგორიცაა დავების გადაწყვეტისა და პრევენციის საერთაშორისო ცენტრი (ICADRP) და ვასწავლიდი ახალგაზრდა ქალებს იმ სფეროში, რომელიც ხშირად ცდილობს მათი ხმის ჩახშობას. ჩემი ამბიციაა შევქმნა პაკისტანი, სადაც ქალებს არ უწევთ არჩევანის გაკეთება ქორწინებასა და კარიერას შორის, სადაც გოგონებს აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა და სადაც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფალი განვითარება.
თქვენი აზრით, რომელი უნარების განვითარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დავების გადაწყვეტის სფეროში წარმატების მისაღწევად?
თანმიმდევრული სწავლა:
ისეთ მუდმივად განვითარებად სფეროში, როგორიცაა საერთაშორისო დავების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ უახლეს ტენდენციებს, პრეცედენტებსა და საკითხებს. მუდმივად სწავლის უნარი საშუალებას აძლევს ადამიანს შეინარჩუნოს ეფექტურობა კომპლექსური საქმეების მოგვარებაში.
ენები:
მრავალ ენაზე გამართულად კომუნიკაციის შესაძლებლობა არა მხოლოდ გვეხმარება მრავალფეროვანი პერსპექტივების უკეთ აღქმაში, არამედ უზრუნველყოფს საერთაშორისო კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტურ კომუნიკაციას, რაც ავითარებს ადამიანის შესაძლებლობას, გადაწყვიტოს დავები საზღვრებს გარეთ.
გამოცდილების მრავალფეროვნება:
სხვადასხვა სექტორების, სამართლებრივი სისტემებისა და კულტურების შემეცნება აუმჯობესებს რთულ დავებში ნავიგაციის უნარს. გამოცდილების მრავალფეროვანი ნაკრები პრობლემების შემოქმედებითი კუთხით გადაჭრას ამარტივებს და საშუალებას აძლევს ადამიანს იფიქროს ჩარჩოებს გარეთ გამოსავლის ძებნისას.
შეუპოვრობა:
საერთაშორისო დავების გადაწყვეტის სფეროში წარმატების გზა შეიძლება იყოს გრძელი და დაბრკოლებებით სავსე. შეუპოვრობა, გამძლეობასთან ერთად, ეხმარება ადამიანს გააგრძელოს წინსვლა წარუმატებლობის მიუხედავად.
ენერგეტიკის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის დავებთან დაკავშირებულ საკითხებში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, როგორ ცვლის ამ სექტორში არსებულ სამართლებრივ გამოწვევებს განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი რეგულაციებისადმი მზარდი ყურადღება?
განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობაზე მზარდი აქცენტი მნიშვნელოვნად ცვლის სამართლებრივ ლანდშაფტს ენერგეტიკის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებში. მწვანე ენერგიაზე ტრანზიციის პროცესს თან სდევს ახალი მარეგულირებელი ნორმებისა და შესაბამისობის მოთხოვნების დანერგვა, რაც ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ისე გამოწვევებს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ ცვლილებამ გაზარდა დავების სირთულე, განსაკუთრებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან, გარემოსდაცვით რეგულაციებთან და სახელმწიფო აქტორებსა და კერძო ინვესტორებს შორის რისკების განაწილებასთან დაკავშირებით.
წარსულში დავები ძირითადად ენერგიის მოპოვების ტრადიციულ პროცესებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ახლა, ისეთი საკითხები, როგორიცაა ნახშირბადის ემისიები, ყალბი ეკომეგობრულობა, მდგრადობის მოთხოვნები და განახლებადი ენერგიის მოძიება, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ენერგეტიკული გარდამავალი კანონები, მათ შორის ემისიების სავაჭრო სისტემების მარეგულირებელი რეგულაციები, ნახშირბადის მოპოვების ტექნოლოგია და წიაღისეული საწვავის გაყიდვა, იწვევს ახალ სამართლებრივ გამოწვევებს, როგორც შესაბამისობის, ასევე ინვესტიციების დაცვის თვალსაზრისით.
ეს პარადიგმის ცვლილება მოითხოვს პროფესიონალებისგან ადაპტირდნენ ახალ გარემოსდაცვით სტანდარტებთან, გლობალურ სავაჭრო წესებთან და ენერგეტიკულ პოლიტიკასთან, ინვესტორების უფლებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაბალანსებასთან ერთად. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდები, განსაკუთრებით მედიაცია და მორიგება, იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ დავების მოგვარებაში, რომელიც გთავაზობთ მოქნილ და ეფექტურ გზას სასამართლო დარბაზის გარეთ კონფლიქტების მოსაგვარებლად.
როგორც ვიცით, 2021 წელს დაჯილდოვდით დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში საუკეთესო იურისტის წოდებით. რა სტრატეგიებს იყენებთ მუდმივი წინსვლისა და ლიდერობის შესანარჩუნებლად?
იმისათვის, რომ შევინარჩუნო მუდმივი ზრდა და ლიდერობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში, ვეყრდნობი შემდეგ სტრატეგიებს:
ცოდნის განგრძობადი შეძენა:
ვრჩები ჩემი უნარებისა და ცოდნის განვითარებუს ერთგული. საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრებით, იურიდიულ ტრენინგებში მონაწილეობითა თუ აქტუალური გლობალური მოვლენების შემეცნებით, განგრძობადი სწავლა უზრუნველყოფს ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციის შენარჩუნებას.
კრიტიკისადმი მიმღებლობა:
უკუკავშირს ზრდისთვის აუცილებელ საშუალებად აღვიქვამ. ყოველთვის ვეძებ კონსტრუქციულ კრიტიკას, რათა გავაუმჯობესო ჩემი დამოკიდებულება და ვადაპტირდე განვითარებად გამოწვევებთან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.
ცნობისმოყვარეობა:
ვისწრაფვი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროს ახალი, უცნობი ასპექტების შესწავლისკენ, ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომელიც ავითარებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ეფექტურობას.
გამძლეობა:
ფოკუსირებული ვარ გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნაზე. ნეგატიური ენერგია მოტივაციად ტრანსფორმირდება, რაც მეხმარება ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებაში და საზღვრების გადალახვაში, რომელიც ცხადყოფს თუ რას შეიძლება მიაღწიო დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში.
და ბოლოს, დავასრულებთ ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით მომავალი თაობის პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
შრომისმოყვარეობა:
წარმატებისკენ მიმავალი გზა გრძელია. ერთგულება და ინტენსიური მუშაობა არის გასაღები დაბრკოლებების გადასალახად და მიზნების მისაღწევად.
შეინარჩუნეთ გამძლეობა:
წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად მარცხითა და გამოწვევებითაა სავსე. გამძლეობა არის უნარი კიდევ უფრო მეტად გაგაძლიეროს სირთულეებმა.
არასდროს დანებდეთ:
იქნება შემთხვევები, როდესაც თავს დამარცხებულად იგრძნობთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ სიმტკიცე ხშირად აღმოჩენებისკენ გვიძღვება. გააგრძელეთ წინსვლა წინააღმდეგობების მიუხედავად.
არასდროს მისცეთ სხვას უფლება გადაწყვიტოს რა შეგიძლიათ:
წარმატების გზა ინდივიდუალურია. ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების, გათავისუფლდით საზოგადოებრივი მოლოდინებისგან და გაიკვალეთ თქვენი გზა. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ შეგზღუდონ სტერეოტიპების ან წინასწარ შექმნილი აზრების საფუძველზე, თუმცა მხოლოდ თქვენ იცით საკუთარი ნამდვილი პოტენციალი.
Leave A Comment