Please see the Interview with Marina Elisashvili – Visku LLC – Founder and Director; Spusecco LLC – Co-Founder and Director

First of all, please share with us the story of your success so far , including the stages you’ve been through and the difficulties overcome, and tell us where you are right now in your professional life?

First of all, thank you very much – I wholly appreciate your support for women in business as initiatives like this are truly important and highly impactful.

To answer your first question, like most people, the path to success for me has not been easy. It has required relentless hard work, dedication, and a constant desire to learn from every challenge.

Around 15 years ago, while studying for my bachelor’s degree at university, I quickly realized that theoretical knowledge alone would not be enough for me to achieve real-life success. Accordingly, still in the third year of my studies, I took on unpaid internships in the legal departments of various companies. Having to balance working during the day and studying in the evening was demanding, but proved to be thoroughly worthwhile. 

Before moving on, I must take this opportunity to thank my parents, who worked tirelessly and supported me in every possible way to ensure that I attained a proper education.

A turning point in my life and career came when I entered the aviation industry. Within a few years of assuming an internship at United Airports of Georgia, I was appointed Head of the Contracts Department. This represents the most stable period of my career to date as I held that position for five-and-a-half years.

Thereafter, I made a deliberate choice to work across different industries, which involved frequently changing jobs. By doing so, I was striving to gain as much diverse experience as possible. Throughout this journey, being involved in business excited me. I eventually advanced into managerial positions and set myself a clear goal – to have my own business.

Importantly, that does not mean neglecting the legal profession and my legal education; it’s quite the opposite actually. My legal nous helps me enormously in my business operations, to such an extent that I often cannot imagine how others manage their business without legal knowledge.

Today, I manage two companies – Visku LLC and Spusecco LLC – and though my schedule can be demanding, I believe that, with enough determination, nothing is impossible.

Naturally, I have come up against many obstacles along the way – from gender stereotypes to ageism. But learning how to overcome these has enabled me to grow, both professionally and personally. In fact, I firmly believe that every difficulty faced is an opportunity for growth.

For me, learning and personal growth are continuous processes that never truly end. With that in mind, I plan to continue developing my existing businesses, launch new initiatives, and share my experience with those who are interested.

How has your experience in the legal field influenced your approach to business management?

First and foremost, my legal education and experience has equipped me with critical and analytical thinking skills, which greatly help me when making decisions – especially when it comes to risk assessment and strategic planning.

As a lawyer, attention to detail, ensuring the accuracy of documentation, and conducting negotiations effectively are all daily endeavors. And this experience has had a direct impact on my business management style – even today, I place great importance on meticulous contract drafting, legal evaluation of complex issues, and building relationships on a solid legal foundation. 

Having sound legal knowledge enables me to make legally sound decisions quickly and independently, and it empowers me to strike a balance between business demands and compliance risks. It also enables me to ensure that business growth is accomplished in compliance with legal requirements. All of this contributes to greater speed, flexibility, and efficiency in business, and thus choosing to pursue a legal education remains one of the best decisions I have ever made.

Given that you’re currently leading two companies, what strategies do you use to balance your responsibilities and achieve your goals?

In such a demanding environment, it is vital to distribute responsibilities smartly and to develop effective strategies.

I would not be able to do so without the strong and professional teams I have in each company – I am so deeply grateful to them. My main guiding principle is that each employee should have their own clearly defined role and responsibilities, thereby keeping processes simple and reducing the need for micromanagement.

To achieve their strategic goals, I make sure that both companies have short-term and long-term action plans, which we closely monitor and periodically update. In addition, at the beginning of every week, we create a list of priorities, helping to optimize how the time of management and staff is allocated.

Furthermore, I strive to benefit as much as possible from modern technological tools to improve time management and enhance process automation. This significantly reduces the workload and allows me to focus more on strategic and larger-scale issues.

What are your future plans and what motivates you?

I have many plans, and I will share them in more detail at the right time.

At this stage, what I can say is that my focus is entirely on expanding future business operations, growing, and implementing digital transformation solutions.

In terms of motivation, the positive impact my companies have on other businesses, people, and the business environment in general is a significant source.

Finally, what advice would you give to aspiring professionals and young people who are just starting out in their careers?

I have two important points here.

First, never regret investing resources (whether they be financial, time, or any other type) in your education or improving your qualifications. You are your own greatest asset.

And, second, never give up. Know that there will always be challenges at every stage, and that success comes only after overcoming them.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ მარინა ელისაშვილთან – შპს ვისკუ – დამფუძნებელი და დირექტორი; შპს სპუსეკო – თანადამფუძნებელი და დირექტორი

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში? 

პირველ რიგში, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. განსაკუთრებულად ვაფასებ თქვენს ძალისხმევას ბიზნესში ქალების მხარდაჭერის მიმართულებით – ასეთი ინიციატივები ნამდვილად მნიშვნელოვანი და დიდი გავლენის მქონეა.

რაც შეეხება კითხვას, როგორც უმეტესობისთვის, ჩემთვისაც წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა. ის მოითხოვდა უკიდეგანო შრომას, თავდადებას და მუდმივ სურვილს, მესწავლა თითოეული გამოწვევიდან. 

უნივერსიტეტში სწავლისას, 15 წლის წინ, მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში წარმატებისთვის საკმარისი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მესამე კურსიდანვე დავიწყე ანაზღაურების გარეშე სტაჟირება სხვადასხვა კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტში. დღის განმავლობაში მუშაობა და საღამოს სწავლა ნამდვილად რთული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გამოცდილება ამად ღირდა. აქვე აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ და ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რათა მე სათანადო განათლება მიმეღო.

გარდამტეხი ეტაპი ჩემს კარიერაში იყო ავიაციის სფეროში მუშაობის დაწყება. სტაჟირება დავიწყე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში და რამდენიმე წელიწადში ხელშეკრულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დავინიშნე. ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე სტაბილური პერიოდი – აღნიშნულ პოზიციაზე ხუთ წელიწადნახევარი ვიმუშავე.

შემდეგ მიზანმიმართულად გადავწყვიტე სხვადასხვა სფეროში მუშაობა, რაც გულისხმობდა სამსახურის ხშირ ცვლას. ვცდილობდი, რაც შეიძლება მრავალმხრივი გამოცდილება დამეგროვებინა. ამ პროცესში მივხვდი, რომ ბიზნეს სექტორი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. გადავედი მენეჯერულ პოზიციებზე და მკაფიო მიზანი დავისახე – მქონოდა საკუთარი საქმე.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი იურიდიული პროფესია არ მიყვარს – პირიქით. ის იმდენად მეხმარება ბიზნეს საქმიანობაში, რომ ხშირად ვერ წარმომიდგენია, როგორ უმკლავდებიან სხვები სირთულეებს იურიდიული ცოდნის გარეშე.

დღეს ვხელმძღვანელობ ორ კომპანიას – შპს „ვისკუს“ და შპს „სპუსეკოს“. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მჯერა, რომ როცა ადამიანი მიზანდასახულია, შეუძლებელი არაფერია.

გზად, ბუნებრივია, მრავალი სირთულე შემხვდა, დაწყებული გენდერული სტერეოტიპებისა, ასაკით დამთავრებული, თუმცა სწორედ ამ გამოწვევებმა მასწავლეს, როგორ უნდა გადავლახო დაბრკოლებები, როგორ გავიზარდო პროფესიულად და პიროვნულად. მტკიცედ მჯერა, რომ ყოველი სირთულე განვითარების შესაძლებლობაა.

მომავალში ვგეგმავ არსებული ბიზნესების განვითარებას, ახალი ინიციატივების წამოწყებას და ჩემი გამოცდილების გაზიარებას მათთვის, ვისაც ეს დააინტერესებს. სწავლისა და ზრდის პროცესი ჩემთვის არასოდეს სრულდება.

რა გავლენა იქონია იურიდიულ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ თქვენს დამოკიდებულებაზე ბიზნესის მართვის მიმართ? 

პირველ რიგში, იურიდიულმა ცოდნამ შემძინა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი, რაც მეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რისკების შეფასებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას.

იურისტად მუშაობისას ყოველდღიურად მიწევდა დეტალებზე ორიენტირება, დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა და მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ეს გამოცდილება პირდაპირ აისახა ჩემს ბიზნესის მართვის სტილზე – დღესაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხელშეკრულებების სწორად გაფორმებას, კომპლექსური საკითხების სამართლებრივ შეფასებას და ურთიერთობების სამართლებრივად გამართულ საფუძველზე აგებას. 

იურიდიული ცოდნა მეხმარება სწრაფად და დამოუკიდებლად მივიღო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებები. ის მაძლევს ძალას, დავიცვა ბალანსი ბიზნესის მოთხოვნებსა და საკანონმდებლო რისკებს შორის. ამასთან, იურიდიული ცოდნა მაძლევს შესაძლებლობას, განვავითარო ბიზნესი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის პარალელურად. ეს ფაქტორები ბიზნესში სისწრაფეს, მოქნილობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. იურიდიული განათლების მიღების გადაწყვეტილება, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს გადაწყვეტილებებს შორის.

როგორც ვიცით ამჟამად ხელმძღვანელობთ ორ კომპანიას. რა სტრატეგიებს იყენებთ პასუხისმგებლობების განაწილების და დასახული მიზნების მისაღწევად? 

ასეთ დატვირთულ რეჟიმში პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება და ეფექტური სტრატეგიების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ყველაფერს თითოეულ კომპანიაში ჩემი ძლიერი და პროფესიონალი გუნდის გარეშე ვერ გავუმკლავდებოდი, შესაბამისად, დიდი მადლობა მათ. ჩემი მთავარი პრინციპია, თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული როლი და პასუხისმგებლობა, რაც ამარტივებს პროცესებს და ამცირებს მიკრომენეჯმენტის საჭიროებას.

სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ვიყენებ შემდეგი სახის მიდგომას – თითოეულ კომპანიაში არსებობს მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, რომელსაც პერიოდულად ვაახლებთ და ყურადღებით ვადევნებ თვალს. ასევე, ყოველი კვირის დასაწყისში ვადგენთ პრიორიტეტების სიას, რაც გვეხმარება დროის ოპტიმალურად განაწილებაში.

გარდა ამისა, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტები დროის მართვისა და პროცესების ავტომატიზაციისთვის. აღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს რუტინულ დატვირთვას და შესაძლებლობას მაძლევს მეტი დრო დავუთმო სტრატეგიულ და უფრო გლობალურ საკითხებზე ფოკუსირებას.

გვიამბეთ მეტი თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. რა არის თქვენი მოტივაციის მთავარი წყარო ამ პროცესში? 

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით როდესაც დრო მოვა.

ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩემი ყურადღება მთლიანად სამომავლო ბიზნეს ოპერაციების გაფართოებაზე, ზრდაზე და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებების დანერგვისკენაა მიმართული. 

ის პოზიტიური გავლენა, რომელიც ჩემს კომპანიებს აქვთ სხვა კომპანიებზე, ადამიანებზე, ბიზნეს გარემოზე, ჩემი მოტივაციის უდიდესი წყაროა.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას? 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: არასოდეს დაგენანოთ რესურსი (იქნება ეს ფინანსები, დრო თუ ნებისმიერი სხვა რამ) განათლების მისაღებად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თქვენ ხართ თქვენივე თავის უდიდესი აქტივი.

მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესი: არასოდეს დანებდეთ და დაყაროთ ფარ-ხმალი. ყოველთვის, ყველა ეტაპზე იქნება სირთულეები და მხოლოდ მათი გადალახვის შემდეგ მოდის წარმატება.