Please see the Interview with Ani Gvatua – Adjara Group – Commercial Director
First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?
My success story began when I realized I wasn’t happy studying international relations and sociology and started searching for something more creative. That search led me to advertising courses at GIPA, which became the real starting point of my career. There, I also met people who later played a significant role in my journey.
I began my career at a branding agency and later moved to a creative agency. Both places were filled with inspiring people and gave me the opportunity to work on major projects and campaigns for leading Georgian brands. At a very young age, I learned how to communicate with executives and CEOs as well as creative teams, and how to deliver projects from start to finish.
The challenges were plenty: I was very young, the industry itself was still new in Georgia, and we often had to explain both our role and the value of our ideas. Working with such diverse businesses was also demanding; one day it was a beer brand, the next a bank, telecommunications, or a passion project with no budget but full of creativity. But tackling these challenges alongside brave and talented people helped me grow, and I was fortunate to learn something from every collaboration.
After that, I decided to move to the client side, into marketing, which gave me a new perspective, seeing things from the business side and understanding how companies think about branding and communications in a broader context. Working on multichannel campaigns inside the company and partnering with agencies, freelancers, and internal stakeholders was a whole new level of experience. Navigating the flow with an internal team of almost 200 people taught me how to manage complexity on a much larger scale and balance creativity with structure. And I loved that!
Soon, I was offered the opportunity to join Adjara Group, Georgia’s leading hospitality and lifestyle company, as Head of Marketing, and a couple of years later, I took on the position of Commercial Director. This is a huge responsibility because the company itself is incredibly diverse and creative, truly one of the country’s flagships. It’s a huge honor to lead such amazing brands, and once again, I am lucky to have the best professionals in the country, who constantly inspire me with their creativity and professionalism.
For me, working at Adjara Group is exciting because, despite the company’s scale, the work never feels routine, something that often happens in large organizations where processes repeat year after year. Here, we’re constantly working on new projects, and no two years ever feel the same.
What also makes the experience special is that we handle every stage of building a brand identity in-house, from the very first idea to the final product. This makes the job much more rewarding, because when you’re involved in every step of the process, your connection to the brand becomes deeper and more meaningful.
What skills have you found most essential when adapting to different roles during career changes?
For me, the most important qualities on the path to success are curiosity and openness. At the start of my career, I wasn’t always prepared for that. When you are young, you can sometimes be stubborn or feel the need to act as if you already know it all. Over time, I learned that true curiosity and openness mean training yourself to really listen to your team, your organization, your clients, and your customers. Listening helps you gather insights, understand mindsets, and create projects that truly connect with people.
Throughout my career, listening has been the skill that has helped me adapt to every role. At each step, I followed the same approach: listen carefully, and then deliver solutions shaped by my own experience and perspective.
Tell us more about your work at Adjara Group. What strategies do you use to foster an effective team culture within the company?
Adjara Group is a very diverse company, built around bold and authentic brands. Managing a team that can handle all this beautiful chaos is both challenging and exciting. I feel very lucky to work with some of the best professionals, who truly love what they do.
Keeping such a large organization synchronized and ensuring teams work in a healthy environment requires constant communication at every level. You need to talk to your colleagues in every direction. It takes a lot of energy, I won’t lie, but it’s worth it. In the end, this approach keeps you relevant, approachable, and connected, and it ultimately leads to the company’s collective success.
How has the opportunity to share your knowledge with students changed your perspective on the field of branding and marketing?
Teaching students for almost five years was one of the most humbling periods of my career. Staying connected with them meant constantly updating myself, sometimes weekly, and often hearing reactions that challenged ideas I had trusted for years. Their perspectives matter deeply because they are the next customers, colleagues, and leaders of brands. As a teacher, the role is to help them shape those ideas and find their own path.
I also learned how quickly knowledge ages. Books, case studies, and materials can become irrelevant within months. To stay current, it’s important to follow not only your industry but also culture, politics, and society. Above all, listening to young people is essential; their views and insights are often the most valuable lessons.
Finally, to wrap things up, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking the first steps in their career?
My advice is to be humble and open. At the beginning of your career, everything that comes your way is an opportunity, so don’t hold back or say “no” too often. It’s not about being a workaholic, but about being present, engaged, and willing to try. That mindset helps you progress much faster.
Say yes to projects, meetings, conversations, and even small talk. Every interaction teaches you something about your field, what matters, what doesn’t, when to take the next step, and who to turn to for advice. The more you engage, the more you become part of the professional community, and that makes navigating your career path much easier later on.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ანი გვათუასთან – აჭარა ჯგუფი – კომერციული დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
ჩემი ისტორია იწყება უნივერსიტეტში იმის გაცნობიერებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და სოციოლოგია არ მაინტერესებს და ვიწყებ უფრო შემოქმედებითი საქმის ძიებას. საბედნიეროდ, მალევე ჯიპაში სარეკლამო კურსები აღმოვაჩინე, რაც ჩემი კარიერის ნამდვილი დასაწყისი აღმოჩნდა. იქ გავიცანი ადამიანები, რომლებმაც შემდგომ ჩემს პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
პირველად ბრენდინგის სააგენტოში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი კრეატიულ სააგენტოში გადავედი. გარდა იმისა, რომ ეს ადგილები საინტერესო ადამიანებით იყო დაკომპლექტებული, მომეცა შესაძლებლობა, წამყვან ქართულ ბრენდებთან მსხვილ პროექტებსა და კამპანიებზე მემუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ვისწავლე კომპანიის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება, კრეატიულ გუნდებთან ერთად პროცესების მართვა და პროექტების ინიცირების ეტაპიდან ბოლო ფაზამდე მიყვანა.
რა თქმა უნდა, სირთულეებიც ბევრი იყო: ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ინდუსტრიაც ახალი იყო საქართველოში და ხშირად გვიწევდა როგორც საკუთარი როლის, ისე იდეების ღირებულების ახსნა. განსხვავებულ კომპანიებთან მუშაობაც საკმაოდ რთული იყო — ერთი დღე ლუდის ბრენდზე მუშაობდი, მეორე დღეს ბანკზე, ტელეკომუნიკაციებზე ან ისეთ პროექტზე, რომელსაც არ ჰქონდა ბიუჯეტი, მაგრამ ჰქონდა საინტერესო იდეები. თუმცა, ვთვლი, რომ ზუსტად ამ გამოწვევებმა და ნიჭიერი ადამიანების გვერდით მუშაობის შესაძლებლობამ შეუწყო ხელი ჩემს განვითარებას, და თითოეული თანამშრომლობიდან რაღაც მნიშვნელოვანის სწავლა შევძელი.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, კლიენტის მხარეს, მარკეტინგში გადავსულიყავი, რამაც სრულიად ახალი პერსპექტივა მომცა — დავინახე ყველაფერი ბიზნესის მხრიდან და უკეთ გავიგე, როგორ უდგებიან კომპანიები ბრენდინგსა და კომუნიკაციებს ფართო კონტექსტში. მრავალარხიანი კამპანიების მართვა, სააგენტოებთან, ფრილანსერებთან და შიდა სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობა სრულიად ახალი გამოცდილება იყო. თითქმის 200-კაციან შიდა გუნდთან ერთად მუშაობამ მასწავლა, როგორ მემართა სირთულეები ბევრად უფრო დიდ მასშტაბზე და როგორ დამებალანსებინა შემოქმედებითობა და სტრუქტურული გამართულობა. მივხვდი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა.
მალევე შესაძლებლობა მომეცა, შემოვერთებოდი აჭარა ჯგუფს მარკეტინგის ხელმძღვანელად, რამდენიმე წელში კი კომერციული დირექტორის პოზიცია დავიკავე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან კომპანია მრავალფეროვანია და უამრავ ასპექტში ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყანაში. ჩემთვის სასიხარულოა, ასეთ უნიკალურ ბრენდებს ვხელმძღვანელობდე და ისევ გამიმართლა, რომ საუკეთესო პროფესიონალები მყავს გვერდით.
აჭარა ჯგუფში მუშაობა ჩემთვის იმითაცაა საინტერესო, რომ მიუხედავად კომპანიის სიდიდისა, საქმე არასდროს ხდება რუტინული, რაც ხშირია, განსაკუთრებით დიდ სტრუქტურებში, სადაც პროცესები ხშირად ყოველწლიურად მეორდება. აქ კი პრაქტიკულად ყოველთვის სიახლეზე ვმუშაობთ და არცერთი წელი არ ჰგავს ერთმანეთს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა ჯგუფში ბრენდის იდენტობის შექმნის ყველა ეტაპს კომპანიის შიგნითვე გავდივართ — იდეით დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ეს კი სამუშაო გამოცდილებას უფრო სრულფასოვანს ხდის, რადგან როცა ბრენდის შექმნის ყოველ ნაბიჯში უშუალოდ მონაწილეობ, მასთან ურთიერთობა უფრო გააზრებული ხდება.
რომელი უნარები იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კარიერული ცვლილებების ფონზე სხვადასხვა როლებთან ადაპტაციისას?
ვფიქრობ, პროფესიულ ზრდაში ძალიან გეხმარება ცნობისმოყვარეობა და გახსნილობა. როცა ახალგაზრდა ხარ, ხშირად ჯიუტობ ან გგონია, რომ ყველაფერი უკვე იცი და ამის მტკიცებაში ხარ. დროთა განმავლობაში კი ხვდები, რომ საკუთარი თავი უნდა გაწვრთნა და გაითვალისწინო შენი გუნდის, ორგანიზაციის, კლიენტების, მომხმარებლების აზრი. მოსმენა გაძლევს საშუალებას, მიიღო ახალი ცოდნა, უკეთ გაიგო სხვისი ხედვა და შექმნა პროექტები, რომლებსაც რეალური კავშირი აქვს ადამიანებთან.
ვფიქრობ, სხვა ადამიანების მოსმენა ყველაზე მეტად დამეხმარა თითოეულ როლზე ადაპტაციაში. ყოველთვის ვცდილობდი ერთიანი მიდგომით მეხელმძღვანელა: მოუსმინე სხვებს ყურადღებით და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი გამოცდილებით და პერსპექტივით არის ფორმირებული.
გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ აჭარა ჯგუფში. რა სტრატეგიებს იყენებთ კომპანიაში ეფექტური გუნდური კულტურის გასავითარებლად?
აჭარა ჯგუფი ძალიან მრავალმხრივი კომპანიაა, რომელიც გამოკვეთილი და ავთენტური ბრენდების გარშემო ჩამოყალიბდა. იმ გუნდის მართვა, რომელიც ასეთ დინამიკას უმკლავდება, ერთდროულად გამოწვევაც არის და სასიამოვნო გამოცდილებაც. ვთვლი, რომ გამიმართლა და საუკეთესო პროფესიონალებთან მაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომლებსაც გულწრფელად უყვართ თავიანთი საქმე.
ჩვენნაირი ორგანიზაციის მასშტაბებზე სინქრონიზება და იმის კონტროლი, რომ თანამშრომლები ჯანსაღ, პროდუქტიულ გარემოში მუშაობდნენ, მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს ყველა დონეზე. საჭიროა ყველა მიმართულების კოლეგებთან უწყვეტ კონტაქტზე ყოფნა, რაც გულწრფელად ვიტყვი, რომ ბევრ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ნამდვილად ღირს. საბოლოოდ, ასეთი მიდგომა შენს რელევენატურობას და ხელმისაწვდომობას განაპირობებს და ხელს უწყობს კომპანიის საერთო წარმატებას.
როგორ შეცვალა სტუდენტებისთვის თქვენი ცოდნის გაზიარების შესაძლებლობამ თქვენი ხედვა ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროს მიმართ?
ლექტორობის თითქმის ხუთწლიანი პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი გამოცდილება იყო ჩემთვის. სტუდენტებთან ურთიერთობისას მუდმივად გიწევს საკუთარ თავზე მუშაობა და ხშირად ისმენ ისეთ აზრებს, რომლებიც შენს წლობით ფორმირებულ შეხედულებებს თავდაყირა აყენებს. მათი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არიან მომავალი კლიენტები, მომხმარებლები თუ ბრენდის ლიდერები. შენი, როგორც მასწავლებლის ფუნქციაა, დაეხმარო მათ იდეების ჩამოყალიბებაში და საკუთარი გზის პოვნაში ხელი შეუწყო.
ასევე დავინახე, რამდენად სწრაფი ტემპით იცვლება ცოდნის წყაროები. წიგნები, კონკრეტული ქეისები თუ მასალები შესაძლოა რამდენიმე თვეში არარელევანტური გახდეს. აქტუალურობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენი ინდუსტრიის, არამედ კულტურის, პოლიტიკის თუ საზოგადოებრივი სიახლეებისთვის მუდმივი თვალის დევნება. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანების მოსმენა, რადგან მათი შეხედულებები და ჩანაფიქრები ხშირად ყველაზე ფასეული გაკვეთილებია.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
ჩემი რჩევა იქნება, იყოთ თავმდაბალი და გახსნილი. კარიერის დასაწყისში ყველაფერი, რაც გზაზე შეგხვდებათ — შესაძლებლობაა, ამიტომ ხშირად არ თქვათ უარი. დათანხმდით პროექტებს, შეხვედრებს და უბრალო საუბრებსაც კი. თითოეული ურთიერთობა გასწავლის რაღაც ახალს შენი სფეროს შესახებ — რა არის მნიშვნელოვანი, როდის უნდა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და ვის მიმართო რჩევისთვის. რაც მეტად ჩართულები იქნებით, მით უფრო მალე გახდებით პროფესიული საზოგადოების ნაწილი, რაც შემდეგ უფრო ამარტივებს კარიერული გზის გაკვალვას.

Leave A Comment