Please see the Interview with Tamar Chkheidze – Paragraph Hotels -Cluster Director of Sales
First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?
My hospitality career stars from 2004, from the opening of the Courtyard by Marriott Hotel, I was hired as Receptionist, one of the key and important positions, if you call yourself the “Hotelier” you should at least have the experience of working in operation departments to understand the real heart of the hotel. Being a student and having night shifts at work was quite challenging, although having a clear goal for growth was the main motivator, then I had quite nice experience as cluster sales for leading Marriott hotels in the city from 2006 to 2010, after one-year experience on Managerial role for Georgian boutique hotel, I have decided to try myself in different industries on leading positions, where sense of responsibility was the main driver, having managerial skills were helpful, although the steps for opening project of completely different sphere –consumer electronics were challenging, we have opened first online shop for consumer electronics with active show room in Tbilisi in 2012.
After testing myself in different industries I have decided to be back in the hospitality industry for the opening of the first managed Hilton Hotel in Batumi, Georgia and since 2014, I am still in the Hospitality Business.
I have gained different strategic experience of tourism development overall being on a role of Director of Sales in local Destination Management Company in 2017 positioning Georgia on the map among CIS, Gulf Countries, Europe and Asia, and from 2019 till now I am in charge of positioning Marriott Properties on Georgian Market, each of the hotel has to be positioned and presented for different segments and markets, just now we have new local branded hotel joined our portfolio in Kakheti, which outstands our strength as a company by offering different options and regions for the partners in and outside of Georgia.
Could you describe your experience in developing tourism initiatives to strengthen regional economies and local hotels?
The first important initiative and achievement in 2015 in Batumi (Adjara Region), was successful negotiations with Jewish Airlines Arkia for charter flights in low season as the region was experiencing seasonal drops in hotel occupancy and tourism overall, as a result we improved off-season occupancy in the city, positioned Batumi on the map for other Jewish Airlines, by operating daily charters to Batumi Airport.
I specialize in tourism-driven economic development, focusing on strengthening regional economies through strategic destination positioning and collaborative partnership, by aligning local tourism boards and local DMC. My goal is to move beyond short-term promotional efforts and invest in targeted markets.
Tell us more about your work at Paragraph Hotel. How do you manage sales strategies across multiple locations simultaneously, and which achievement during the hotel openings stands out as your greatest professional success?
I manage sales strategy through a centralized vision localized execution, firstly, I define a unified commercial strategy aligned with regional tourism goals, including target segments, revenue mix, pricing positioning and of course partnership frameworks, this ensures all multiple locations operate under the same strategic direction.
As for my greatest professional success within the company is the opening and positioning of a first Luxury Collection Hotel in Georgia, the challenge was comparable to building a house from the ground up: we had to establish brand awareness, educate the market on luxury standards, develop international partnerships and create demand where it did not yet fully exist. This required a carefully designed positioning strategy –targeting high-value international segments, aligning pricing with brand prestige while remaining realistic to market maturity.
How have you cultivated long-term relationships with key clients to drive sustained business growth?
The main factor in maintaining long-term relationships is reliability and transparency, ensuring clients feel supported and confident in partnership. I focus on deeply understanding each client’s business goals, challenges and success metrics, sharing relevant insights, market updates, aligning with their evolving needs, positioning myself as a strategic partner who contributes to their long-term growth. This builds trust and demonstrates commitment beyond immediate revenue.
Finally, to wrap things up, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking their first steps in their career?
My advice would be to focus on building skills, not just titles, be curious, seek feedback early and often. Growth comes from learning, not from always being right. Build trust, stay reliable and support others, success is rarely built alone. Finally, be patient but proactive. Career growth is a marathon not a sprint.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან – Paragraph Hotels, Bodbe Hotel – გაყიდვების დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
ჩემი კარიერა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში 2004 წელს დაიწყო, როდესაც ქორთიარდ მერიოტის გახსნისას დავიკავე მიმღები განყოფილების თანამშრომლის თანამდებობა, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვნესი პოზიცია გახლდათ. თუ საკუთარ თავს „ჰოტელიერს“ უწოდებ, მინიმუმ უნდა გქონდეს ოპერაციულ დეპარტამენტებში მუშაობის გამოცდილება, რომ ნამდვილად აღიქვა სასტუმროში მუშაობის სპეციფიკა.სტუდენტობის პერიოდში ღამის ცვლაში მუშაობა გამოწვევაა, თუმცა პროფესიული ზრდისთვის კონკრეტული მიზნის ქონა მთავარი მოტივატორი იყო. შემდეგ, 2006 წლიდან 2010 წლამდე, მქონდა კარგი გამოცდილება კლასტერული გაყიდვების წარმომადგენლის როლში ქალაქის წამყვან Marriott-ის სასტუმროებში. ქართულ ბუტიკური ტიპის სასტუმროში ერთწლიანი მენეჯერული გამოცდილების შემდეგ, გადავწყვიტე თავი გამომეცადა სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებზე, სადაც პასუხისმგებლობის გრძნობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. მენეჯერული უნარები ძალიან დამეხმარა, თუმცა სრულიად განსხვავებულ სფეროში — სამომხმარებლო ელექტრონიკაში — პროექტის გახსნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 2012 წელს თბილისში გავხსენით სამომხმარებლო ელექტრონიკის პირველი ონლაინ მაღაზია აქტიური შოურუმით.
მას შემდეგ რაც საკუთარი თავი სხვადასხვა ინდუსტრიებში გამოვცადე, გადავწყვიტე საქართველოში, ბათუმში პირველი Hilton-ის სასტუმროს გახნსის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის სექტორს დავბრუნდებოდი და 2014 წლიდან დღემდე სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ვმოღვაწეობ.
2017 წელს, ადგილობრივ Destination Management კომპანიაში გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას, შევიძინე ტურიზმის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიული გამოცდილება და ხელი შევუწყვე ამ სფეროში საქართველოს პოზიციონირებას რუკაზე დსთ-ის და გალფის ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და აზიაში. 2019 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ Marriott-ის ობიექტების პოზიციონირებას ქართულ ბაზარზე, თითოეული სასტუმრო განსხვავებული სეგმენტებისა და ბაზრებისთვის სწორად უნდა იყოს პოზიციონირებული და წარდგენილი. ამ ეტაპზე ჩვენს პორტფოლიოს შეუერთდა ახალი ადგილობრივი ბრენდირებული სასტუმრო კახეთში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს და პარტნიორებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანსა და რეგიონებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
შეგიძლიათ აღგვიწეროთ თქვენი გამოცდილება ტურისტული ინიციატივების განვითარებაში რეგიონალური ეკონომიკისა და ადგილობრივი სასტუმროების გაძლიერების მიმართულებით?
2015 წელს ბათუმში (აჭარის რეგიონში) პირველი მნიშვნელოვანი ინიციატივა და მიღწევა იყო წარმატებული მოლაპარაკებები ისრაელის ავიაკომპანია Arkia-სთან არასეზონური ჩარტერული ფრენების განხორციელებაზე, რადგან რეგიონი სეზონური დატვირთვის შემცირებას განიცდიდა როგორც სასტუმროების აქტივობის, ისე ტურიზმის კუთხით. შედეგად, გავაუმჯობესეთ ქალაქის არასეზონური დატვირთვა, ბათუმი დავამკვიდრეთ რუკაზე ისრაელის სხვა ავიაკომპანიებისთვის და განვახორციელეთ ყოველდღიური ჩარტერული რეისები ბათუმის აეროპორტში.
სპეციალიზებული ვარ ტურიზმზე დაფუძნებულ ეკონომიკურ განვითარებაში, რომლის მთავარი ფოკუსია რეგიონული ეკონომიკების გაძლიერება დანიშნულების ადგილის სტრატეგიული პოზიციონირებისა და თანამშრომლობითი პარტნიორობის გზით, ისევე როგორც ადგილობრივი ტურიზმის საბჭოებისა და ადგილობრივი DMC-ების გაერთიანებით. ჩემი მიზანია მოკლევადიანი სარეკლამო აქტივობების მიღმა უზრუნველვყო მიზნობრივ ბაზრებში ინვესტიციის განხორციელება.
გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ სასტუმრო პარაგრაფში. რა სახის სტრატეგიებს იყენებთ რამდენიმე ლოკაციაზე გაყიდვების მართვის მიზნით და რომელმა მიღწევამ განაპირობა თქვენთვის ყველაზე დიდი პროფესიული წარმატება სასტუმროების გახსნის პროცესში?
მე ვმართავ გაყიდვების სტრატეგიას ცენტრალიზებული ხედვის საფუძველზე, ლოკალიზებული განხორციელებით. პირველ რიგში, წარმოვადგენ ერთიან კომერციულ სტრატეგიას, რომელიც შესაბამისობაშია რეგიონული ტურიზმის მიზნებთან, მათ შორის სამიზნე სეგმენტებს, შემოსავლის სტრუქტურას, ფასების განსაზღვრას და, რა თქმა უნდა, პარტნიორობის ჩარჩოებს. ეს უზრუნველყოფს, რომ რამდენიმე ლოკაციებზე არსებულმა ობიექტებმა იმუშაონ ერთი და იმავე სტრატეგიული მიმართულებით.
რაც შეეხება ჩემს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებას კომპანიაში, ეს იყო საქართველოს პირველი Luxury Collection სასტუმროს გახსნა და პოზიციონირება. ამ გამოწვევას სახლის აშენებას შევადარებდი: აუცილებელი იყო ბრენდის ცნობადობის ხელშეწყობა, ბაზარზე ცნობიერების ამაღლება ლაქშერი სტანდარტების კუთხით, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება და მოთხოვნის შექმნა იქ, სადაც იგი სრულად ჯერ არ არსებობდა. ეს ყველაფერი მოითხოვდა სიზუსტით დაპროექტებულ პოზიციონირების სტრატეგიას, რომელიც მიმართული იქნებოდა მაღალი ღირებულების საერთშორისო სეგმენტებზე და ფასებს, ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ბრენდის პრესტიჟს შეუთავსებდა.
როგორ უზრუნველყოფთ ხანგრძლივ ურთიერთობებს მნიშვნელოვან კლიენტებთან მდგრადი ბიზნესზრდის ხელშესაწყობად?
გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მთავარი ფაქტორი არის სანდოობა და გამჭვირვალობა, რაც უზრუნველყოფს, რომ კლიენტებმა იგრძნონ მხარდაჭერა და თავს კომფორტულად გრძნობდნენ პარტნიორობაში. ფოკუსირებული ვარ თითოეული კლიენტის ბიზნეს-მიზნების, გამოწვევებისა და წარმატების მეტრიკების ანალიზზე, ვუზიარებ შესაბამის ინფორმაციას, ბაზრის სიახლეებს, ვერგები მათ ცვალებად საჭიროებებს და თავს წარმოვაჩენ სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ზრდას. ეს ქმნის ნდობას და კლიენტს არწმუნებს ერთგულებაში დაუყოვნებელი შემოსავლის მიღმა.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
ჩემი რჩევა იქნება, ყურადღება არა მხოლოდ თანამდებობებზე, არამედ უნარების განვითარებაზე გაამახვილოთ, იყავით ცნობისმოყვარე ადრეულ ეტაპზევე და ხშირად მოითხოვეთ უკუკავშირი.ზრდა მოდის არა შეუცდომლობიდან, არამედ სწავლიდან. მოიპოვეთ ნდობა, შეინარჩუნეთ საიმედოობა და მხარი დაუჭირეთ სხვებს, წარმატება იშვიათად მიიღწევა მარტო. და ბოლოს, იყავით მომთმენი, მაგრამ პროაქტიული. კარიერული ზრდა მარათონია და არა სწრაფი შეჯიბრი.

Leave A Comment