Please see the interview with Mariam Tevzadze – Founder and CEO at BioliGems.
First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?
Perhaps my success is due to the fact that I never considered myself successful.
I am very self-critical and inquisitive and I always strive to understand new things, to learn, to develop. If we talk about the current direction of business – representing a jewelry factory in Singapore, which is at the initial stage of development, I had to deal with a lot of difficulties here, which is related to the fact that this is a completely new field for me, with different specifics. In half a year, I literally had to master the profession of a gemologist in order to be fully involved in the production process and to provide customers with the best product at the most competitive price.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
One of the most difficult periods, probably for everyone, was during the pandemic, it especially affected the tourism business. But despite all the difficulties, basically, in the absence of flights, we still managed to implement the hot air balloon project, diversify hotels in accordance with quarantine rules, and at the same time, I founded a project management company.
What is your main motivation to keep moving forward?
My motivation is my son.
As we know you are an Executive Board Member and head of Tourism Commission at ICC Georgia. Tell us more about your current activities there.
We do a lot to promote and develop business in Georgia. We promote investment attraction, participate in the formation and regulation of the legal framework.
As we know, you are a Founder and CEO at BioliGems. Tell us a few words about your company and your future plans?
Bioligems is a representative of the Singapore jewelry factory in Georgia. We work by pre-order only, we don’t have a store, but we have a small showroom on Chavchavadze Avenue, where you can see some of our products. This format of work, as well as direct contact with the wholesale factory, allows us to maintain the most competitive prices, since we do not have additional costs.
The order can be placed in our showroom or online. We work only with natural stones of the highest quality, certified by GIA, we use only diamonds with the highest characteristics for our products, and we explain the nuances to the customer in detail, because, in addition to the parameters familiar to everyone – color, transparency, weight, cut, diamonds also have many other, additional characteristics that affects their brilliance and price – fluorescence, symmetry, polishing, type of inclusion, etc. These parameters are not mentioned in the GIA certificate.
The factory acquires stones in large quantities at auctions all over the world. It is possible to find any stone, including rare stones. You can choose a model from our catalog or create your own design. First we select the gemstone, then we prepare a 3D model for approval, after that we start production. The production time, from the moment the order is placed until it is received, includes 15-25 days, depending on the complexity of the product. Our regular customers are already ordering online because they are already convinced that we understand what they want and that we do our job perfectly.
In recent years, the global market has seen a colossal growth in online jewelry: in 2020, the value of the sector was estimated at approximately 21 billion dollars. It is expected that this figure will reach 39 billion USD by 2025. Just last year, 45% of all transactions were made using mobile devices, proving that the convenience of buying gemstones online plays an important role today.
This statistic is a powerful indicator of the success of online jewelry sales, with consumers increasingly turning to the convenience of online customization over the traditional in-store experience.
In 2020, jewelry repair sales accounted for approximately 15% of online sales, and this figure is constantly increasing. These statistics confirm the growing popularity of non-standard design jewelry, as more and more people prefer personalized jewelry.
Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
Never give up, I’ve always been motivated by failure, it’s just an excuse to focus, gather strength and move up the ladder.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ მარიამ თეზაძესთან, რომელიც არის BioliGems-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ალბათ, ჩემს წარმატებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ არასდროს ვთვლიდი თავს წარმატებულად.
ძალიან თვითკრიტიკული და ცნობისმოყვარე ვარ და ყოველთვის ვისწრაფი ახლის გაგებისკენ, სწავლისკენ, განვითარებისკენ. თუ ბიზნესის ამჟამინდელ მიმართულებაზე – სინგაპურის საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაზე ვისაუბრებთ, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზეა, აქ საკმაოდ ბევრ სირთულესთან მომიწია გამკლავება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს სრულიად ახალი დარგია ჩემთვის, განსხვავებული სპეციფიკით. ნახევარ წელიწადში, ფაქტიურად, მომიწია გემოლოგის პროფესიის დაუფლება, რათა სრულიად ჩავრთულიყავი საწარმოო პროცესში და მომხმარებელთათვის მიმეწოდებინა საუკეთესო პროდუქტი ყველაზე კონკურენტუნარიან ფასად.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, ალბათ ისევე, როგორც ყველასათვის, პანდემიის დროს იყო, ეს განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესზე აისახა. მაგრამ, მიუხედავად ყველა სირთულისა, ელემენტარულად, ავიარეისების არარსებობის პირობებში, ჩვენ მაინც შევძელით საჰაერო ბურთის პროექტის განხორციელება, სასტუმროების დივერსიფიცირება კარანტინის წესების შესაბამისად, პარალელურად, მე დავაარსე კომპანია პროექტების მართვის მიმართულებით.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
ჩემი მთავარი მოტივაცია – ჩემი შვილია.
როგორც ვიცით თქვენ ხართ ICC Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი. გვითხარით მეტი ICC Georgia-ში თქვენი მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
ჩვენ ბევრს ვაკეთებთ საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ინვესტიციების მოზიდვას, ვმონაწილეობთ საკანონმდებლო ბაზის ფორმირებასა და რეგულირებაში.
როგორც ვიცით, თქვენ ხართ BioliGems-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენი კომპანიისა და სამომავლო გეგმების შესახებ?
Bioligems – სინგაპურის საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გზით, არ გვაქვს მაღაზია, მაგრამ გვაქვს პატარა შოუ-რუმი ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შესაძლებელია ზოგიერთი ჩვენი ნაკეთობების ნახვა. მუშაობის ასეთი ფორმატი, ასევე პირდაპირი კონტაქტი საბითუმო ქარხანასთან საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასები, ვინაიდან არ გვაქვს დამატებითი ხარჯები.
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ჩვენს შოუ-რუმში ან ონლაინ. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, GIA სერთიფიკატის მქონე ნატურალური ქვებით, პროდუქციისათვის ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი მახასიათებლების მქონე ბრილიანტებს და დეტალურად ვუხსნით მომხმარებელს ნიუანსებს, ვინაიდან, გარდა ყველასათვის ნაცნობი პარამეტრებისა – ფერი, გამჭვირვალობა, წონა, ჭრა, ბრილიანტებს ასევე გააჩნიათ მრავალი სხვა, დამატებითი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მათ ბრწყინვალებაზე და ფასზე – ფლუოროსცენცია, სიმეტრია, გაპრიალება, ჩართვის ტიპი და ა.შ. ეს პარამატრები GIA სერთიფიკატში ნახსენები არაა.
ქარხანა ქვებს დიდი რაოდენობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუქციონებზე იძენს. შესაძლებელია ნებისმიერი ქვის მოძებნა, მათ შორის, იშვიათი სახეობის ქვებისაც. მოდელის შერჩევა შესაძლებელია ჩვენი კატალოგიდან ან საკუთარი დიზაინით შექმნა. თავდაპირველად ჩვენ ვარჩევთ ძვირფას ქვას, შემდეგ, ვამზადებთ 3D მოდელს დასამტკიცებლად, ამის შემდგომ, ვიწყებთ წარმოებას. დამზადების დრო, შეკვეთის გაფორმების მომენტიდან მის მიღებამდე, მოიცავს 15-25 დღეს, ნაკეთობის სირთულის მიხედვით. ჩვენი რეგულარული მომხმარებლები უკვე ახორციელებენ შეკვეთებს ონლაინ, რადგან ისინი უკვე დარწმუნდნენ, რომ ჩვენ გვესმის რა სურთ მათ და იდეალურად ვასრულებთ ჩვენს საქმეს.
ბოლო წლებში, გლობალურ ბაზარზე შეიმჩნევა ონლაინ საიუველირო ნაკეთობების კოლოსალური ზრდა: 2020 წელს სექტორის ღირებულება შეფასდა დაახლოებით 21 მილიარდ დოლარად. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წლისათვის 39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. მხოლოდ გასულ წელს, ყველა ტრანზაქციის 45% განხორციელდა მობილური მოწყობილობების გამოყენებით, რაც ადასტურებს, რომ ძვირფასი ქვების ონალინ ყიდვის მოხერხებულობა ინტერნეტში, დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ეს სტატისტიკა არის საიუველირო ონლაინ გაყიდვების წარმატების მძლავრი ინდიკატორი, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ონლაინ პერსონალიზაციის მოხერხებულობას, ნაცვლად მაღაზიის ტრადიციული გამოცდილებისა.
2020 წელს სამკაულების შეკეთით გაყიდვებმა შეადგინა ონლაინ გაყიდვების დაახლოებით 15 % და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. ეს სტატისტიკა ადასტურებს არასტანდარტული დიზაინის საიუველირო ნაკეთობების მზარდ პოპულარობას, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას პერსონალიზებულ სამკაულებს.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
არასდროს არ დანებდეთ, მე ყოველთვის მაძლევდა მოტივაციას წარუმატებლობა, ეს მხოლოდ საბაბია კონცენტრირებისათვის, ძალების მოკრებისთვის და საფეხურით მაღლა ასვლისთვის.
Leave A Comment