Please see the interview with Lika Kvirchishvili – HR Lead at Pepsi – Iberia Refreshment.

First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

I will start talking about the success story by quoting Dale Carnegie: “Success is doing what you love!” I consider myself really lucky in this regard, because today I am doing the work that gives me pleasure.

My career at the initial stage developed in a completely different direction. I started working in a public organization – the National Agency of the Public Registry of the Ministry of Justice of Georgia, in the legal department. Primary education is also related to this profession (I have a master’s degree in private law). My work experience in this direction was developing quite successfully, however, after some time, I received an offer to take the position of the head of the HR department. This period was probably the most turning point in my career, because I made one of the most difficult decisions. It was a great challenge and at the same time a great opportunity for career and personal growth. I believe that this is where my career adventure and path to success began, because in the end, all the processes I had to go through during this period laid the foundation for a radical change in my career path, and today I have been actively working in the HR field for 9 years.

Being an HR manager means being responsible for an organization’s human capital, which in turn is the cornerstone of any organization’s overall success. The HR manager plays a crucial role in shaping the company’s organizational culture, increasing employee engagement and productivity, for which it is necessary for a person employed in this position to be distinguished by leadership skills, as well as to be able to deeply analyze people’s behavior and psychological aspects. I think it is important to understand the importance of this profession and to be in the stage of constant search and development.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

Since 2022, I have continued my work as the head of the HR department of JSC Iberia Refreshments (the official bottler of Pepsi in Georgia).

After a long career in the public sector, moving to the private sector and getting used to a different work culture was a big challenge for me. The team that met me in a new environment did not allow me to consider this stage as an obstacle. Their attitude and professionalism proved to be a quick way to integrate for me. The company’s approaches were also an important discovery, including the fact that the company cares as much as possible and promotes the professional growth of its employees, which can be said to be a great luxury. I am currently studying for a PhD in Business Administration (Management).

What is your main motivation to keep moving forward?

My hard work and perseverance are the two important factors that do not allow me to stop. I am a result-oriented person, so all achievements that accompany my career become the beginning of each new goal, and thus the path to progress develops according to the chain principle. Setting a specific goal for me means the process of searching for the best solution to achieve this goal, which is always accompanied by new and important aspects of personal, professional and career development. For me, as an HR leader, it is important to constantly be a catalyst for all innovations in this field in the organization and implement all those values in practice that contribute to building a healthy organizational culture.

As we know you are HR Lead at Pepsi-Iberia Refreshment. Tell us more about your company and your current activities there.

JSC “Iberia Refreshments” is a member of the international investment company Revery Group. Revery is a multi-profile investment fund, owns an exclusive license for PepsiCo bottling in the FMCG direction in certain countries of the Caucasus and Central Asia, and is a distributor of Nestle and PepsiCo snacks.

Iberia Refreshments is the exclusive bottler and snack distributor of PepsiCo in Georgia, and also produces its own brand energy drink Maxx power and lemonade Iberia.

As I mentioned above, my cooperation with this company started in 2022, which is a great honor. The company is staffed by highly qualified professionals and has a strong management team, which I believe is the main driving force behind the company’s success. It is under effective leadership that the correct strategic goals are set and the purposeful motivation of employees is formed to achieve these goals, which ultimately determines the company’s successful positioning.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

I plan to implement my future plans in two directions:

The first is a series of initiatives related to Pepsi-Iberia Refreshment. We have quite ambitious plans, which involve the implementation of important projects and events in the HR direction, which I am sure I will successfully handle together with my team. In this regard, noteworthy projects are the implementation of DEI (Diversity, Equity and Inclusion) principles in the company’s strategic goals, the introduction of agile approaches in the company’s management model, as well as the digitization and automation of HR processes.

Second, I am actively engaged in academic activities. Currently, I am working on a doctoral thesis related to the impact of technological development on the professional skills and personal characteristics of human capital. It is important for me to share the accumulated practical experience with people interested in this field.

Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I want aspiring professionals and young people who are just starting their careers

I recommend the following:

Set goals: It is important to have a clear sense of what you want to achieve in your career and plan the processes that will help you achieve your goal;

Spend more time thinking about what you are passionate about, what work you are good at, and use this information wisely to achieve specific goals;

Be open to learning: No matter what field you are in, always try to learn more. Seek new ideas, mentors, and/or role models for your development.

Take risks: Don’t be afraid of news that may involve risks. This may include undertaking a complex project, changing professions, starting your own business, etc. Remember, taking reasonable risks will always help you grow both personally and professionally;

Be persistent: Career success often involves facing setbacks and challenges. It is important to learn from your own failures and keep a positive attitude, stay focused on your goals and keep moving forward.

And the bottom line: the key to career success is being proactive, continuing to learn and grow throughout your career. With hard work, determination and a willingness to take risks, aspiring professionals and young people can achieve their goals and build successful careers.

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ  ლიკა კვირჭიშვილთან, რომელიც არის Pepsi-Iberia Refreshments–ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

წარმატების ისტორიაზე საუბარს დავიწყებ დეილ კარნეგის ციტირებით: „წარმატებაა იმის მიღწევა აკეთო ის, რაც გიყვარს!“ მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ნამდვილად გამიმართლა, ვინაიდან დღეს ვაკეთებ იმ საქმეს, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

ჩემი კარიერა საწყის ეტაპზე განვითარდა საერთოდ სხვა მიმართულებით. საქმიანობა დავიწყე საჯარო ორგანიზაციაში  – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იურიდიული განხრით. პირველადი განათლებაც ამ პროფესიას უკავშირდება (ვფლობ მაგისტრის ხარისხს კერძო სამართლის მიმართულებით). ჩემი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება დამეკავებინა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. ეს პერიოდი ალბათ ყველაზე გარდამტეხი იყო ჩემს კარიერაში, რადგან მივიღე ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება. ეს იყო დიდი გამოწვევა და ამავდროულად კარიერული და პიროვნული ზრდის ფართო შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერული თავგადასავალი და გზა წარმატებისკენ, რადგან საბოლოოდ, ყველა იმ პროცესმა, რომლის გავლაც მომიწია ამ პერიოდში საფუძველი დაუდო ჩემი კარიერული გეზის რადიკალურ ცვლილებას და დღეს აქტიურად ვმოღვაწეობ HR სფეროში, რომელიც უკვე 9 წელს ითვლის.

იყო HR მენეჯერი ნიშნავს, იყო პასუხისმგებელი ორგანიზაციის ადამიანურ კაპიტალზე, რომელიც თავის მხრივ, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის საერთო წარმატების მიღწევის ქვაკუთხედია. HR მენეჯერი თამაშობს გადამწყვეტ როლს კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში, თანამშრომლების ჩართულობასა და პროდუქტიულობის გაძლიერებაში, რისთვისაც აუცილებელია ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი გამოირჩეოდეს როგორც ლიდერული უნარებით, ასევე შეეძლოს ადამიანების ქცევისა და ფსიქოლოგიური ასპექტების ღრმა ანალიზი. ვფიქრობ, საყურადღებოა ამ პროფესიის მნიშვნელობის გააზრება და მუდმივი ძიების და განვითარების ეტაპზე ყოფნა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

2022 წლიდან საქმიანობა გავაგრძელე სს იბერია რეფრეშმენტსის (პეპსის ოფიციალური ბოთლერი საქართველოში) HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საჯარო სექტორში ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის შემდგომ კერძო სექტორში გადანაცვლება და განსხვავებულ სამუშაო კულტურასთან შეგუება ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ამ ეტაპის დაბრკოლებად მიჩნევის საშუალება არ მომცა იმ გუნდმა, რომელიც ახალ გარემოში დამხვდა. მათი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი ინტეგრირების სწრაფი გზა აღმოჩნდა ჩემთვის. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო კომპანიის მიდგომებიც, მათ შორის, ის ფაქტი, რომ კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს და ხელს უწყობს მასთან დასაქმებული პირების პროფესიულ ზრდას, რაც შეიძლება ითქვას დიდი ფუფუნებაა. ამჟამად ვსწავლობ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ბიზნესის ადმინიტრირების (მენეჯმენტის) განხრით.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

ჩემი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა არის ის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ მაძლევს გაჩერების საშუალებას. შედეგზე ორიენტირებული ადამიანი ვარ, ამიტომ ყველა მიღწევა, რაც თან ახლავს ჩემს კარიერას ყოველი ახალი მიზნის საწყისი ხდება და ასე ჯაჭვური პრინციპით ვითარდება გზა წინსვლისკენ. თავად კონკრეტული მიზნის დასახვა კი ჩემთვის ნიშნავს ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გადაწყვეტილების ძიების პროცესს, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ასპექტები. ჩემთვის, როგორც HR ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვიყო ამ სფეროში არსებული ყველა სიახლის კატალიზატორი ორგანიზაციაში და ყველა იმ ფასეულობის პრაქტიკაში განმახორციელებელი, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის შენებას.

როგორც ვიცით თქვენ ხართ Pepsi-Iberia Refreshment-ის HR gუნდის ხელმძღვანელი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

სს „იბერია რეფრეშმენტსი“ არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Revery ჯგუფის წევრი. Revery მრავალპროფილური საინვეტიციო ფონდია, FMCG მიმართულებით კავკასიისა და ცენტრალურ აზიის გარკვეულ ქვეყნებში ფლობს პეპსიკოს ბოთლინგის ექსლუზიურ ლიცენზიას, არის ნესტლესა და პეპსიკოს სნექების დისტრიბუტორი.

იბერია რეფრეშმენტსი არის პეპსიკოს ექსკლუზიური ბოთლერი და სნექების დისტრიბუტორი საქართველოში, ასევე აწარმოებს საკუთარი საფირმო ნიშნით ენერგეტიკულ სასმელს „Maxx power”-ს და ლიმონათს „იბერია“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი თანამშრომლობა ამ კომპანიასთან 2022 წლიდან დაიწყო, რაც დიდი პატივია. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, ასევე ჰყავს მენეჯმენტის ძლიერი გუნდი, რაც ვთვლი, რომ კომპანის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ეფექტური ხელმძღვანელობის ქვეშ ხორციელდება სწორი სტრატეგიული მიზნების დასახვა და თანამშრომლების მიზანმიმართული მოტივაციის ჩამოყალიბება ამ მიზნების მისაღწევად, რაც საბოლოოდ განაპირობებს კომპანიის წარმატებულ პოზიციონირებას.

გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?

ჩემი სამომავლო გეგმების განახორცილებას ვგეგმავ ორი მიმართულებით:

პირველი – ეს არის მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც უკავშირდება Pepsi-Iberia Refreshment-ს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რაც გულისხმობს HR მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რასაც დარწმუნებული ვარ წარმატებით გავართმევ თავს ჩემს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, აღსანიშნავი პროექტებია DEI (Diversity, Equity and Inclusion) პრინციპების გატარება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებში, ეჯაილ მიდგომების დანერგვა კომპანიის მართვის მოდელში, ასევე, HR პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია.

მეორე – აქტიურად ვარ დაკავებული აკადემიური საქმიანობით. ამჟამად, ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების განვითარების გავლენას ადამიანური კაპიტალის პროფესიულ უნარებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილება გავუზიარო ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლახან იწყებენ კარიერას, მინდა

ვურჩიო შემდეგი:

დაისახეთ მიზნები: მნიშვნელოვანია გქონდეთ მკაფიო განცდა იმისა, რისი მიღწევაც გსურთ კარიერაში და დაგეგმოთ ის პროცესები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში;

მეტი დრო დაუთმეთ ფიქრს იმაზე, თუ რითი ხართ გატაცებული, რომელი საქმე გამოგდით კარგად, და ეს ინფორმაცია გამოიყენეთ გონივრულად, კონკრეტული მიზნების მისაღწევად;

იყავით ღია სწავლისთვის: არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში ხართ, ყოველთვის ეცადეთ ისწავლოთ მეტი. ეძიეთ ახალი იდეები, მენტორები, ან/და მისაბაძი მოდელები, თქვენი განვითარებისთვის.

გარისკეთ: ნუ შეგეშინდებათ იმ სიახლეების, რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს რისკები. ეს შეიძლება მოიცავდეს რთული პროექტის განხორციელებას, პროფესიის ცვლილებას, საკუთარი ბიზნესის დაწყებას და ა.შ. გახსოვდეთ, გონივრულად გათვლილი რისკების მიღება ყოველთვის დაგეხმარებათ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდაში;

იყავით მტკიცე: კარიერული წარმატება ხშირად გულისხმობს წარუმატებლობისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩენას. მნიშვნელოვანია ისწავლოთ თქვენივე წარუმატებლობისგან და შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება, იყავით კონცენტრირებული თქვენს მიზნებზე და განაგრძეთ წინსვლა.

და მთავარი: კარიერაში წარმატების გასაღები არის იყო პროაქტიული, განაგრძო სწავლა და ზრდა მთელი შენი კარიერის მანძილზე. შრომისმოყვარეობით, მონდომებითა და რისკზე წასვლის სურვილით, დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და ააშენონ წარმატებული კარიერა.