Please see the interview with Ana Rekhviashvili – Partner at BLB.
First and foremost, we would like to ask you to tell us about your work, what stages have you passed, what challenges have you faced and at what phase are you in your professional life at the moment?
It is currently the 10th year since my work has been related to the legal practice at the Law Firm – BLB. BLB is one of the first law firms to burst onto the scene (to appear on the market) after the restoration of the Georgian independence and right in the process of our country’s economic transformation – namely, in 1995. The clientele of BLB is diverse and includes the biggest private corporations and global financial institutions, as well as entrepreneurs of medium-size and small businesses.
I started working in BLB at the time when I was in my final year at my bachelor studies in Tbilisi State University. During my 10 years at BLB, I have taken all career steps at the firm, starting from Paralegal to Partner that has been an invaluable experience and has played a vital role in my professional development. I have been lucky as I have had the opportunity to learn the work ethic, work culture and professional skills from the lawyers that have more than 30 years’ work experience in our field, have participated in the country’s first biggest investment/privatization projects and contributed to the formation of Georgia’s most significant legislative acts. That is why I frequently joke that I have got my education from “BLB Academy”.
As for the challenges, generally, Georgian legal market is conservative. It is usually dominated by the law firms that have been trying to establish their positions for more than 20 years, most of which are characterized with the management dominated by the elder men. Only a few law firms have taken a step to promote a “new generation” lawyer to the Partner position and promoting young women is even a rarer occasion. It’s not only a trend established by the professionals in our field but also a result of the market development with the society’s stereotypical views. I am very delighted that this approach is changing and BLB is one of the pioneers in this regard as well – as I have been given an opportunity to continue legal practice at the firm from the Partner’s position.
The promotion was preceded by the acknowledgement by the international publication on law firm ratings – Legal 500, you have been named in the category of a “Rising Star” on a few occasions. How instrumental was it for achieving a promotion?
Assessments made in the Rankings of Legal 500, as well as other international rankings are incredibly important, as the rankings are being made based on the feedback from the respective clients and the colleagues, as well. The ultimate beneficiaries’ satisfaction by one’s work, as well as positive reviews coming from the colleagues’ side play a vital role in career development, for which I am extremely grateful.
What has been the single most daunting challenge during your career path, which at first seemed like an obstacle impossible to overcome, but eventually still managed to do so?
I believe that there doesn’t exist an obstacle that cannot be overcome, even more so on the career path in our field. One can always find the place where progress is achievable through good faith work.
With regard to the challenges, battling through them is a regular way of living for the lawyers. Each new client or a task that needs to be completed impeccably – is a challenge on its own. These are the challenges that make our work interesting.
What is your main motivation for further progress?
Having an opportunity to contribute to the projects that are important to our clients and to our country’s economic development, is a motivating force for me. Back when I was taking first steps in my profession, I had a privilege to take part in the projects that were related to the forthcoming of new investments, new brands and further expansion of international companies in Georgia. I vividly remember my excitement when I identified the opening of new hotels and universities as my personal success. Since then, regardless of the project’s scope and importance, even a tiny progress or a victory on each case that I work on, serves as a motivation for future fast-paced progress.
Tell us briefly about your future plans, is there any initiative or a project which you envisage to make in the future?
My future plans are mainly related to BLB. Through the years, BLB positioned itself, as e.g. “boutique law firm” and provided services to medium-size and large businesses and foreign investors selectively. In response to the tendencies of Georgian legal market development, our firm has completed a transformation and currently positions itself as a company offering full spectrum of legal services. We have changed our visual identity and we aspire to render our services as accessible to a wider audience as possible. Simultaneously, we maintain the quality and standards thanks to which BLB has established itself on the Georgian legal market characterized by high degree of competitiveness.
We are developing new services, such as criminal law direction. In this regard we offer a unique product to the clients interested in legal services. In the modern world criminal offences have become gradually more complex, frequently they are of combined nature and require the involvement of not only criminal law specialist but also a professional qualified in business/corporate law. BLB provides its clients services of such combination that complies with the international standards.
We plan to further engage in academic direction and share with law students and up-and-coming lawyers some valuable knowledge and experience that we have accumulated in our law firm through the years.
And lastly, we would like to ask you a traditional question – what would you advise to the up-and-coming professionals and youngsters that have just taken their first career steps?
My advice for them would be to search for a working environment where they would learn the most and where they find themselves “loaded” with professional challenges. They need to realize that the most valuable thing in our profession is a good faith approach to work, which requires a lot of time and effort.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ანა რეხვიაშვილი, რომელიც არის BLB-ს პარტნიორი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
მეათე წელია რაც ჩემი საქმიანობა უკავშირდება იურიდიულ პრაქტიკას იურიდიულ ფირმა BLB-ში. BLB ერთერთი პირველი იურიდიული ფირმაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ჩვენი ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე ტრანსფორმაციის პროცესში გაჩნდა ბაზარზე, 1995 წელს. BLB-ის კლიენტთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც უმსხვილეს კერძო კორპორაციებს და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე საშუალო და მცირე ზომის ბიზნესს და კერძო პირებს.
BLB-ში მუშაობა დავიწყე მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურს ვამთავრებდი. ათი წლის მანძილზე ფირმაში ყველა კარიერული საფეხური გავიარე იურისტის თანაშემწის პოზიციიდან პარტნიორამდე, რაც მრავლისმომცემი გამოცდილება იყო და დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ ზრდაში. გამიმართლა, რომ შესაძლებლობა მქონდა სამუშაო ეთიკა და კულტურა, პროფესიული უნარ-ჩვევები მესწავლა იმ იურისტებისგან, ვისაც ჩვენ სფეროში საქმიანობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და რომელთაც, თავის მხრივ შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნისთვის პირველ უმსხვილეს საინვესტიციო/საპრივატიზაციო პროექტებში, ასევე წვლილი შეეტანათ უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების ფორმირებაში. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ განათლება BLB-ის აკადემიაში მაქვს მიღებული.
სირთულეებს რაც შეეხება, ზოგადად, ქართული იურიდიული ბაზარი კონსერვატიულია. დომინირებენ ფირმები, რომლებიც 20 წელზე მეტია თავს იმკვიდრებენ ამ ბაზარზე, მათი უმრავლესობის მენეჯმენტი კი უფროსი თაობის მამაკაცი იურისტებისგანაა დაკომპლექტებული. მხოლოდ რამდენიმე ფირმაში მოხდა „ახალი თაობის“ იურისტების პარტნიორად დაწინაურება და იშვიათ შემთხვევაში ახალგაზრდა ქალების. ეს არამხოლოდ ჩვენი პროფესიული წრის მიერ ნაკარნახები ტრენდი, არამედ ჩვენი საზოგადოების შეხედულებებზე ბაზრის განვითარების პასუხია. მიხარია, რომ ეს მიდგომა იცვლება და BLB ერთ-ერთი პიონერია ამ მიმართულებითაც – 30 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა პარტნიორის სტატუსით გამეგრძელებინა პრაქტიკა ფირმაში.
დაწინაურებას წინ უძღვოდა იურიდიული ფირმების რეიტინგების შესახებ საერთაშორისო გამოცემის Legal 500-ის აღიარება, რამდენჯერმე დაგასახელეს კატეგორიაში Rising Star. რამდენად ითამაშა ამან როლი შენ დაწინაურებაში?
Legal 500-ის და სხვა მსგავს საერთაშორისო რეიტინგებში შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეიტინგი დგება, როგორც ბიზნესის/კლიენტების ასევე კოლეგების უკუკავშირის გათვალისწინებით. კარიერულ წინსვლაში დიდ როლს თამაშობს შენი შრომის საბოლოო ბენეფიციარების კმაყოფილება და ასევე კოლეგების პოზიტიური შეფასებები, რისთვისაც მადლობელი ვარ.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
მიმაჩნია, რომ გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, მითუმეტეს კარიერულ გზაზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პროფესიაში. ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც კეთილსინდისიერი შრომით წინსვლის მიღწევა შესაძლებელია.
გამოწვევებს რაც შეეხება, გამოწვევებთან ჭიდილი იურისტების რეგულარული ცხოვრების წესია. ყოველი ახალი კლიენტი და პროექტი დავალებაა, რომელიც უშეცდომოდ უნდა შეასრულო – ესაა გამოწვევა; ეს გამოწვევებია, რაც საინტერესოს ხდის ჩვენ საქმეს.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
შესაძლებლობა, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანო კლიენტების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში, ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი პროფესიაში, საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო პროექტებში, რომელიც ახალი ინვესტიციების, ბრენდების შემოსვლას, უცხოური თუ ადგილობრივი კომპანიების საქართველოში გაფართოებას უკავშირდებოდა. მახსოვს ჩემი აღტაცება, როდესაც ახალი უნივერსიტეტის ან სასტუმროს გახსნას საკუთარ წარმატებასთან ვაიგივებდი. მას შემდეგ, მიუხედავად პროექტის მასშტაბისა თუ მნიშვნელობისა, თითოეულ საქმეზე, რომელზეც ვმუშაობ, მცირე გამარჯვება ან პროგრესიც კი, ჩემთვის შემდგომი სწრაფი ნაბიჯებისთვის სტიმულია.
გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?
ჩემი სამომავლო გეგმები უმეტესად ისევ BLB-ის უკავშირდება. წლების განმავლობაში, BLB, უპირატესად, პოზიციონირებდა, როგორც „ბუტიკ იურიდიული ფირმა“ და შერჩევითად ემსახურებოდა ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესს, უცხოელ ინვესტორებს. საქართველოში იურიდიული ბაზრის განვითარების ტენდენციების საპასუხოდ, ჩვენმა ფირმამ ტრანსფორმაცია განიცადა და ამჟამად პოზიციონირებს, როგორც იურიდიული მომსახურების სრული სპექტრის სერვისების მიმწოდებელი კომპანია. შევიცვალეთ ვიზუალური იდენტობა და მივისწრაფვით ჩვენი მომსახურების მაქსიმალურად ფართო წრეებისთვის ხელმისაწვდომობისკენ; ამავე დროს ვინარჩუნებთ მომსახურების იმ ხარისხს და სტანდარტს, რითიც BLB-იმ დაიმკვიდრა თავისი ადგილი მაღალი კონკურენციით გამორჩეულ ქართულ იურიდიულ ბაზარზე.
ვავითარებთ ახალ სერვისებს, როგორიცაა სისხლის სამართლის მიმართულება. ამ მიმართულებით ჩვენ უნიკალურ პროდუქტს ვთავაზობთ იურიდიული მომსახურებით დაინტერესებულ პირებს. თანამედროვე სამყაროში სისხლის სამართლის დანაშაულები კომპლექსური გახდა, ხშირად ისინი კომბინირებულია და მოითხოვს არამხოლოდ სისხლის სამართლის მიმართულებით იურისტის ჩართულობას, არამედ ბიზნეს/კორპორატიულ სამართალში კვალიფიკაციას. BLB სწორედ ასეთი კომბინაციის საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.
ვგეგმავთ უფრო ხშირად გამოვჩნდეთ აკადემიური მიმართულებით და სამართლის სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს გავუზიაროთ ის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ფირმაში.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ეძებონ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ბევრს ისწავლიან და პროფესიული გამოწვევებით დატვირთული იქნებიან; გაითავისონ, რომ ჩვენს პროფესიაში ყველაზე ფასეული საქმის მიმართ კეთილსინდისიერი მიდგომაა, რაც ბევრ შრომას და დროს მოითხოვს.
Leave A Comment