Please See The Interview with Nino Mesablishvil- Business Development Director at CMC LLC
First of all, please tell us about your current activities, as we know you are a Business Development Director at CMC LLC. What stages did you go through, what difficulties did you face, and what stage you are at now?
First of all, I would like to mention that I have started in the construction industry with zero experience and background and I have to admit that it was not an easy first 2 years I went through. Going to a meeting and negotiating with some field experts, especially with the wrong perception was the hardest task. Most of them think you are not convenient in what you do, as you are a Female in the men’s industry. Breaking the rules and proving to the audience that you understand more than they think was the first challenge as a newbie starting in the construction sector. At some point, when you express your knowledge and show your passion to society it is easy afterwards to gain their trust and they start talking to you regarding the business.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed impossible at first, but you could overcome?
I like breaking the stereotypes, and all the industries I worked for were male-driven businesses – Automotive, Factories, Hospitality and now Construction.
Becoming the leader in a male-dominated company, management and industry is not easy, but it is super exciting and very motivating when you start moving forward and gaining trust amongst owners, clients and team members through your skills, talents and approach.
Working on my career development once I even had to leave my hometown and move to Batumi for 5,5 years. I remember having the hardest weekends travelling back and forth as often as I could to see my family and friends. I won’t imagine any obstacle harder than this and despite all the challenges I had on my way to where I am now, I still think that we have to sacrifice sometimes to get to the big mission and main goal we have in our life.
What is your main motivation to keep moving forward?
First of all, believe in yourself and prove to all that all the stereotypes we have are only our illusions and we can prove vice versa! Putting higher targets and goals and moving for an extra mile is always refundable!
My motto to be clearer would be: Fall seven times and stand up eight! We all have ups and downs in life or career, but as the weather after rain comes the sun and vice versa so keep saying to yourself that this will also pass, and you will not give up even if you don’t see the sun in a near weather forecast. It will come! You just have to work for it and have patience.
What’s one thing every woman should know about being successful in her career?
I know it’s hard, and nobody says it is easy! But always remember that whoever does not risk does not drink the champing too!
The hardest part is the BALANCE! And most critical is the work-life balance everybody is talking about. Being a good Leader, a good wife, a mother and a good friend is not easy! But who said that life would be easy?
Everything is manageable if you organize it all well! So never moan, and never say that something is impossible, because all is possible if you have a desire and motivation!
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
First of all, find the job you LOVE! Waking up and rushing to your job is the happiest part of your career life! Loving what you do, and loving the company and the team you work with is the key to success as well as personal satisfaction and happiness!
Don’t be afraid, if you make a mistake, and remember that sometimes you have to step backwards to move two steps forward in future. Move out of your comfort zone! Don’t be afraid to make risky decisions, ask as many questions as you need and start something from zero!
Don’t go for ordinary go for Extraordinary! Don’t limit yourself but set a higher target as you can do much more than you think you can! Human Being is Limitless!
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ნინო მესაბლშვილთან- სიემსის ბიზნესის განვითარების დირექტორი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. როგორც ვიცით თქვენ ხართ სიემსის ბიზნესის განვითარების დირექტორი . რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მე სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობა დავიწყე ნულოვანი გამოცდილებით და განათლებით და უნდა ვაღიარო, რომ ეს ნამდვილად არ იყო ამ სფეროში მარტივი პირველი 2 წელი. შეხვედრაზე წასვლა და მოლაპარაკება დარგის ზოგიერთ ექსპერტთან, განსაკუთრებით მათთან ვისაც ქონდათ არასწორი აღქმა, ყველაზე რთული ამოცანა იყო. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ თქვენ არ ხართ კომპეტენტური იმაში, რასაც აკეთებთ, ან რაზეც საუბრობთ, რადგან ხარ ქალი მამაკაცების წამყვან ინდუსტრიაში. სტერეოტიპების დანგრევა და აუდიტორიისთვის იმის დამტკიცება, რომ რეალურად გესმით იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ფიქრობენ, ეს იყო პირველი გამოწვევა, როგორც დამწყები სამშენებლო სექტორში. რაღაც მომენტში, როცა შენს ცოდნას გამოხატავ და საზოგადოებას შენს ქარიზმას ანახებ ადვილი ხდება მათი ნდობის მოპოვება და მხოლოდ ამის მერე იწყებენ შენთან საუბარს ბიზნესზე.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
მე მომწონს სტერეოტიპების დანგრევა და რეალურად ყველა ინდუსტრია, სადაც ვმუშაობდი, იყო მამაკაცურ დომინანტური ბიზნესი – საავტომობილო, საწარმო, სტუმართმასპინძლობა და ახლა მშენებლობა.
მამაკაცების დომინირებულ კომპანიაში, მენეჯმენტსა და ინდუსტრიაში ლიდერობა ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან ამაღელვებელია და მამოტივირებელი, როცა რეალურად იწყებ წინსვლას და მფლობელების, კლიენტების და გუნდის წევრების ნდობის მოპოვებას შენი უნარებით, ნიჭითა და მიდგომით.
კარიერულ განვითარების ეტაპზე მშობლიური ქალაქიდან წასვლაც მომიწია და ბათუმში გადასვლა სამუშაოდ 5,5 წლით. თითქმის ყოველ შაბათ-კვირებას მიწევდა მოგზაურობა წინ და უკან და კილომეტრების გავლა, რომ ჩემი ოჯახი და მეგობრები მენახა. მე არ წარმომიდგენია ამაზე რთული დაბრკოლება და მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც მქონდა ჩემი კარიერის გზაზე, მაინც ვფიქრობ, რომ ხანდახან უნდა გავწიროთ მსხვერპლი, რათა მივაღწიოთ იმ დიდ მისიას და მიზანს, რომელიც ცხოვრებაში პრიორიტეტად გვაქვს.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
უპირველეს ყოვლისა, უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის დამტკიცება, რომ ყველა სტერეოტიპი, რაც გვაქვს, მხოლოდ ჩვენი ილუზიაა და პირიქით უნდა ვეცადოთ საწინააღმდეგო დავუმტკიცოთ სხვებს! უმაღლესი მიზნების დასახვა და დამატებითი კილომეტრების გავლა ყოველთვის დაფასდება!
ჩემი დევიზი უფრო მკაფიო იქნება: შვიდჯერ დაეცი და მერვედ ადექი! ჩვენ ყველას გვაქვს აღმავლობა და დაღმასვლა ცხოვრებაში ან კარიერაში, მაგრამ როგორც ამინდი: წვიმის შემდეგ გამოდის მზე და პირიქით, ასე რომ განუწყვეტლივ უთხარით საკუთარ თავს, რომ ესეც გაივლის და არ დანებდებით მაშინაც კი, თუ მზე არ დაინახეთ უახლოესი ამინდის პროგნოზში, ის აუცილებლად გამოვა! ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა იმუშაოთ და არ დაკარგოთ მოთმინება.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ვიცი, რომ ცხოვრება რთულია და არავინ ამბობს, რომ ადვილია! მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს!
ყველაზე რთული ალბათ მაინც არის ბალანსი! ყველაზე მნიშვნელოვანი კი სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსია, რომელზეც ყველა საუბრობს. იყო კარგი ლიდერი, კარგი მეუღლე, დედა და კარგი მეგობარი ადვილი არ არის! მაგრამ ვინ თქვა, რომ ცხოვრება ადვილი იქნებოდა?!
ყველაფერი მართვადია, თუ ამას კარგად დაალაგებ! ასე რომ, არასოდეს იწუწუნო და არასოდეს თქვა, რომ რაღაც შეუძლებელია, რადგან ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს ამისი სურვილი და მოტივაცია!
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
უპირველეს ყოვლისა, იპოვე შენი საყვარელი საქმე და სამსახური! როცა დილით სამსახურში წასვლა გიხარია ეს თქვენი კარიერული ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ნაწილია! გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, გიყვარდეთ კომპანია და გუნდი, რომლებთანაც მუშაობთ, ეს არის წარმატების, პირადი კმაყოფილებისა და ბედნიერების გასაღები!
ნუ შეგეშინდებათ, თუ შეცდომა დაუშვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან უკან უნდა დაიხიოთ, რომ მომავალში ორი ნაბიჯი წინ გადადგათ. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან! არ შეგეშინდეთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, დასვით იმდენი შეკითხვა, რამდენიც გაგიჩნდებათ და იყავით თავდაჯერებული მაშინაც კი, როცა ახალ სფეროში ან პოზიციაზე იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას.
არ დათანხმდე ჩვეულებრივს არამედ მოითხოვე ექსტრაორდინალური! ნუ შეიზღუდავთ საკუთარ თავს, არამედ დაისახეთ უფრო მაღალი მიზნები, რადგან თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ! ადამიანის ნიჭი უსაზღვროა!
Leave A Comment