Please see the interview with Pikria Kekelia – Head of Trade and Structured Finance Department at the Bank of Georgia

First of all, please tell us about your success story, as we know you are the Head of the Trade and Structured Finance Department at the Bank of Georgia. What stages did you go through, what difficulties did you face, and what stage you are at now?

Thank you for the interview. I have gone through a long and exciting path in my career development at the Bank of Georgia, and I am still going through it, where I interact with many interesting people, and gain knowledge and experience. I joined the Bank of Georgia from Private Bank Georgia (PrivatBank Group) in 2010 as a Trade Operations Manager, then I was promoted to the position of Head of Unit, and today I am already leading this direction, which turned out to be a great challenge for me. I started to see many things from a different perspective and I always try to make fair decisions, during which I am strongly supported by my team together, we have created many successful and innovative projects, and won many successes, recognitions, and awards in Georgia and as well as abroad.

I have been in the field of trade finance for almost 14 years now and in my opinion, it is one of the most constantly evolving and non-stop fields, it is never a daily routine. Therefore, you are always in shape and continue to grow professionally. It also plays a crucial role in the development of Georgia’s economy. We offer the following Trade Finance products to our customers: Bank Guarantees, Documentary Letters of Credit, Standby Letters of Credit, Documentary Collections, as well as Factoring – for working capital financing.

My team is actively involved in relations with customers and international partners daily. We assist businesses conduct trade operations with minimal risk. The main value we create for our customers is to reduce such risks, provide ultimate support in structuring the transaction, and offer a form of payment acceptable to them.

I think it’s true luck to do a job you love, which allows you to continually develop, not to mention communicate with global banks and international financial institutions.

What’s the biggest factor that has helped you be successful?

First of all, probably my family and friends who keep motivating me. As well as hard work, being result-oriented, the ability to quickly adapt to new circumstances, and patience. I believe that the key to any success in life is commitment and determination. The support, promotion, and sharing of experiences of the people you meet during your life also play no less role.

What are the benefits of having women in leadership?

Generally, I support equal rights and opportunities for both women and men. It is encouraging that today women hold several leading positions, and I consider that in this respect the balance in our organization is maintained. Also, according to studies, as far as I know, the characteristics of women’s behavior in the decision-making process produce much more positive results. Multitasking is also worth mentioning, which is one of the strengths of women. Moreover, productivity and quality of work.

What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?

It would be difficult for me to single out a specific one because I consider success depends on several aspects – first, to love what you do, permanent development, self-discipline, responsibility, timely response, and decision-making. It is also essential to have a powerful team. I think I am very lucky in this regard. If you are ready to constantly develop, love, and take responsibility for your work, success is inevitable.

Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I believe that determination and commitment are significant. Therefore, I can only advise the younger generation, who are now taking their first career steps, to find what they want to do, not to fear challenges, and to accept any obstacle as another challenge. Be open to possibilities. Try to get utmost pleasure from what they do or will do and be constantly focused on development.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ფიქრია კეკელიასთან- საქართველოს ბანკის ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ,  როგორც ვიცით თქვენ ხართ საქართველოს ბანკის ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.

მოგესალმებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის. საქართველოს ბანკში ჩემი კარიერული განვითარების გრძელი და საინტერესო გზა გავიარე და გავდივარ, სადაც ბევრ საინტერესო ადამიანთან მაქვს შეხება, ვაგროვებ ცოდნას და გამოცდილებას. საქართველოს ბანკს შემოვუერთდი პრივატ ბანკი საქართველოდან (PrivatBank ჯგუფი) 2010 წელს სავაჭრო ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე, შემდგომ უკვე დავწინაურდი სამსახურის უფროსის პოზიციაზე და დღეს უკვე ვხელმძღვანელობ ამ მიმართულებას. ეს ჩემთვის  დიდი გამოწვევა იყო. ბევრი საკითხების სხვა კუთხიდან დანახვა დავიწყე და ყოველთვის ვცდილობ, რომ მივიღო სამართლიანი გადაწყვეტილებები, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი ძლიერი გუნდი, რომელთა ჩართულობით არაერთი წარმატებული და ინოვაციური პროექტი შევქმენით, არაერთი წარმატება, აღიარება თუ ჯილდო მოვიპოვეთ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

თითქმის უკვე 14 წელია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებაში ვარ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და არ ჩერდება. არასოდეს არის მოსაწყენი რუტინა. შესაბამისად, ყოველთვის ფორმაში ხარ და აგრძელებ პროფესიულ ზრდას. ასევე, მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ვაჭრობის ფინანსირების ისეთ პროდუქტებს ვთავაზოთ როგორიცაა: საბანკო გარანტიები, დოკუმენტური აკრედიტივები, სტენდბაი (სარეზერვო) აკრედიტივები, დოკუმენტური ინკასო, აგრეთვე ფაქტორინგი – საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის.

ჩემი გუნდი ყოველდღიურად აქტიურად არის ჩართული მომხმარებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ვეხმარებით ბიზნესს სავაჭრო ოპერაციები მინიმალური რისკით აწარმოონ. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით, ამ რისკების შემცირება, გარიგების სტრუქტურირებაში მაქსიმალური მხარდაჭერა და გადახდის მათთვის მისაღები ფორმის შეთავაზებაა.

ვფიქრობ, ნამდვილად გამართლებაა, როდესაც ჩართული ხარ შენ საყვარელ საქმეში, რომელიც მუდმივად გაძლევს  განვითარების საშუალებას. ასევე, როცა შეხება გაქვს მსოფლიოს გლობალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში.

პირველ რიგში ალბათ ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც მუდმივად მაძლევენ მოტივაციას. ასევე შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებულობა, სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი და მოთმინება. ვთვლი, რომ ნებისმიერი წარმატების დამსახურება ცხოვრებაში არის დიდი შრომის და მონდომების შედეგი. ასევე, არანაკლებ როლს ასრულებს იმ ადამიანების მხარდაჭერა, ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება, ვისთანაც გვიწევს შეხება ცხოვრების მანძილზე.

რა ბენეფიტები მოაქვს კომპანიისთვის ქალებს წამყვან პოზიციებზე?

ზოგადად ვემხრობი თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მისასალმებელია, რომ დღეს ქალებს არაერთი წამყვანი პოზიციები უჭირავთ და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ ორგანიზაციაში ბალანსი დაცულია. კვლევების მიხედვით, როგორც ვიცი, ქალების ქცევის თავისებურებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაცილებით პოზიტიურ შედეგს იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია, Multitasking-ი რომელიც ქალების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ასევე, პროდუქტიულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ.

კონკრეტული ერთის გამოყოფა გამიჭირდება რადგან ვფიქრობ, წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, იმ საქმის სიყვარული რომელსაც აკეთებ. მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე, თვით დისციპლინა, პასუხისმგებლობა, დროული რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ძლიერი გუნდის ყოლა. ვფიქრობ, მე ამ კუთხით ძალიან გამიმართლა. თუ მზად ხარ, რომ მუდმივად ვითარდებოდე, სიყვარულით და პასუხიმგებლობით მოეკიდო შენს საქმეს, წარმატება გარდაუვალია.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და თავდაუზოგავი შრომა. ამიტომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ეხლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს, შემიძლია მხოლოდ ის ვურჩიო, რომ იპოვონ ის რისი კეთებაც ნამდვილად სურთ, არ შეეშინდეთ გამოწვევების, ნებისმერი დაბრკოლება მიიღონ როგორც მორიგი გამოწვევა. იყვნენ გახსნილები შესაძლებლობების მიმართ. ეცადონ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ იმ საქმისგან, რასაც აკეთებენ ან გააკეთებენ და მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ განვითარებაზე.