HR professionals set the rules – Education, employment and sustainable development
Employment, attraction and retention of talents and professionals – These are challenges organizations of all size, type of field of activity are facing nowadays.
The reasons hindering organizational sustainable development are mainly low quality of educational organizations as well as poor or now strategy of professional growth and career planning for employees in order to support human capital development and its strategic utilization.
The reality created by the COVID-19 pandemic has highlighted the need to review and improve the education system and approaches. New requirements for higher and vocational education have emerged, reflected in the need to create focused, practice-oriented programs that focus on the use of modern technologies and decision-oriented management methods.
Also interesting and noteworthy is the new perception of the need for education, which is well reflected in the various functions of organizations. The lower the hierarchy, the narrower the focus becomes on practical, vocational education, while in top management general and broad education (also often only practical) professionals are considered.
„One of the main goals of HR committee at ICC Georgia, is strengthening the function of strategic HR management. Human capital development and its effective management is one of strategic directions under HR department. Therefore, HR committee maintains the close cooperation with other commissions in order to create the synergy and support organizations in their further sustainable development.“ – Salome Argvliani, Chair of HR Commission.
This kind of collaboration has been established between the HR Committee and the Education Committee, with an aim to connect educational institutions, training and vocational centers and HR professionals. The main role of the HR Committee is to identify and analyze the needs for professional as well as vocational education in organizations, for the satisfaction of which the Education Committee, in turn, will mobilize vocational education and training centers, raise awareness about their services and programs.
Within the framework of the mentioned cooperation, activities are planned in several directions:
- Identification and analyzes of needs in organizations toward career and professional development
- Creating platform for raising the awareness on divers training programs.
- Organizing workshops to support the quality improvement of educational institutions.
HR პროფესიონალები ადგენენ წესებს – განათლება, დასაქმება და მდგრადი განვითარება
დასაქმება, ტალანტებისა და პროფესიონალების მოზიდვა და შენარჩუნება – ამ გამოწვევების წინაშე დღეს ყველა ორგანიზაცია დგას მიუხედავად ზომის, ფორმისა თუ სფეროსი.
ორგანიზაციის მდგრადი განვითარების ხელისშემშლელი გარემოებები ძირითადად არასაკმარის და არაკვალიფიციურ ადამიანურ რესურს უკავშირდება. აღნიშნული, ერთი მხრივ ხარისხიანი პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მეორე მხრივ ორგანიზაციებში ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიის ნაკლებობით არის გამოწვეული.
COVID – 19 პანდემიით შექმნილმა ახალმა რეალობამ აშკარა გახადა განათლების სისტემისა და მიდგომების გადახედვისა და გაუმჯობესების აუცილებლობა. უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდა, რაც გამოიხატება ფოკუსირებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნის საჭიროებით, სადაც აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული მართვის მეთოდების გამოყენებაზე გაკეთდება.
ასევე საინტერესო და ყურადსაღებია განათლების საჭიროების მიმართ ახალი აღქმა, რაც კარგად ვლინდება ორგანიზაციების სხვადასხვა ფუნქციებში. რაც უფრო ქვემოთ ჩადის იერარქია მით უფრო ვიწრო პრაქტიკულ, პროფესიულ განათლებაზე ხდება ორიენტირი, მაშინ როცა ტოპ მენეჯმენტში ზოგადი და ფართო განათლების (ასევე ხშირად მხოლოდ პრაქტიკული ) პროფესიონალები მოიაზრებიან.
„ICC საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის კომიტეტის ერთ ერთ მთავარ მიზანს, ორგანიზაციებში სტრატეგიული HR მართვის ფუნქციის გაძლიერება წარმოადგენს. თანამშრომელთა განვითარება და მათი ადამიანური კაპიტალის ეფექტური გამოყენება სწორედ სტრატეგიული მართვის ნაწილია. შესაბამისად, HR კომიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სხვა კომიტეტებთან სინერგიის გამოყენებით ორგანიზაციების მხარდაჭერისა და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.“ – აღნიშნა HR კომიტეტის ხელმძღვანელმა სალომე არღვლიანმა.
სწორედ, ასეთი თანამშრომლობა იწყება HR კომიტეტსა და განათლების კომიტეტს შორის, რომლის მიზანს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და HR პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. HR კომიტეტის მთავარ როლს, ორგანიზაციებში პროფესიული განათლების კუთხით საჭიროებების დადგენა და ანალიზი წარმოადგენს, რომელთა დაკმაყოფილებისათვის განათლების კომიტეტი თავის მხრივ პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრების მობილიზებას, მათი მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე იზრუნებს
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია რამოდენიმე მიმართულებით საქმიანობა:
- HR პროფესიონალების გამოკითხვა საჭიროებების დადგენისა და ანალიზი მიზნით
- ტრენინგ ცენტრებისა და სასწავლებლების მოწვევა მათი პროგრამების გაცნობის მიზნით
- სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის ამაღლების მხარდაჭერის მიზნით.
Leave A Comment