Please see the interview with Salome Argvliani – Founder & Managing Director at EVA
First of all, please tell us about your success story, what stages have you gone through, what difficulties have you faced and what stage are you at now?
My “success story” I think is a bit premature, and sounds like an accomplished ambitious mission. That I think, I do not own yet. For me, the process, the road toward the goal is rather more important and interesting, where I have the opportunity to constantly develop myself, learn from my mistakes and best practices, share and receive the knowledge and experiences. When the task is accomplished and the goal is reached, I evaluate the results and plan the improvement.
For now, I am writing my success story together with EVA.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome it?
I think all challenges are insurmountable and difficult until you overcome them. Every new challenge is a proof of your constant development, that you do not give up.
Very often, the most difficult part is at the beginning of your career, when you are lacking the experience, knowledge and self-confidence. However, over time, all such problems and challenges, on the contrary, become a source of new ideas and visions.
What is your main motivation to keep moving forward?
Development of myself and others is my main motivation. Knowledge that I gain and share during each project. People I meet and network with. And most importantly, the result of my work, which affects the success and sustainable development of both the business and each individual associated with it.
Tell us about your current activities. Introduce us to the EVA. What specific problem is your business solving?
EVA is HR consulting company. Supporting organizations and HR professionals to identify the development opportunities and realize them. EVA believes that everyone and everything has great potential for improvement.
Every minute, thousands and more HR decisions are made worldwide that have a huge impact on business success.
One of the main pillars of HR management is the evaluation of the current and implemented activities in the organization. The results of this assessment are the main input for the future step planning.
As long as the current processes and people’s activities or their capabilities are evaluated and data analyzed correctly, the probability of making wrong HR decisions is low.
EVA is working on improving HR processes and strengthening the strategic role of HR in organizations and introducing assessment and analysis tools in accordance with ISO standards.
Currently, EVA is the official representative of three international companies in Georgia:
- HCM Metrics is the first and only ISO 30414:2018 accredited audit company in the world, offering companies principles, data and evidence-based and results-oriented solutions.
ISO 30414:2018 Human capital reporting – is the first international standard that allows an organization to clearly understand the real contribution of its human capital to business success.
- Towering Certification Intl. is an ISO 10667 1 / 2 certification and auditing company that assesses and trains organizations and individual HR professionals for further licensing or certification.
ISO 10667-1 / 2: 2020 is an international HR quality standard that helps the organization to improve the performance evaluation system, promote the creation of a quality-oriented organizational culture and ensure the sustainable development of the HR system.
- ID37 GmbH is a German company that identifies individual motivations and plans personal and organizational development through a test created based on the results of 15 years of research at the University of Luxembourg.
ID37 analysis helps us to better explain the causes of thinking and behavior, to become goal-oriented and to form effective teams.
ID37 shows personality-based diversity in a company. Through it we will understand: how does the individual fit into the role/job/team/company? What is the composition of the team and what makes as a a unit?
EVA implements the methods, tools and instruments for the improvement of processes in the company and supports the formation of healthy organizational culture with the active involvement of its local and international partners.
Based on your experience, how would you rate the Georgian market in terms of attracting talent? What challenges do you see in this regard?
As I have already mentioned, the successful activity of the company is directly related to the employees` effective work and contribution. Finding, recruiting, motivating, developing and retaining talent is a huge challenge. This is not a responsibility of one specific department, but can be overcome through the joint efforts and involvement of the entire company.
Unfortunately, HR is still often seen only as an administrative, supporting function or service provider. Which is a big mistake because it is impossible for a company to plan and implement its strategic goals without taking into account its existing and potential human resources and human capital.
Additionally, there is a problem that HR professionals often find it difficult to show the company the financial benefits of the work they do. Consequently, they often fail to justify the need for the requested budget. The strategy they create is not evidence-based, which is why it often missmatches the strategic goals of the organization. As a result, there is a limited budget for planned activities or some of them are even rejected. This at the end has a negative impact not only on the efficiency of HR, but also on employee satisfaction and the company’s activities in general.
Therefore, EVA is actively working with top management on organizational redesign, strengthening the strategic role of HR, introducing assessment, data collection and analysis tools, methods and metrics. EVA supports HRs in their professional development.
Finally, we will ask you our traditional question, what advice would you give to aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
Everyone has their own individual vision and goals. There is no one perfect recipe for building a successful career. That’s why I recommend what I believe in – everything has a potential of improvement! if we don’t look for errors in the process we follow, the product or service we create, this means we lose the opportunity to optimize them. If we don`t analyses the mistakes, best practice and lessons learned we lose the potential new knowledge.
Therefore, it is necessary to periodically evaluate and revalue own resources, goals and obtained results and plan the improvement.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ სალომე არღვლიანთან, რომელიც არის EVA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეები ახლდა თან და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
„წარმატების ისტორია“, ვფიქრობ ცოტათი ნაადრევია და უკვე შესრულებულ ამბიციურ მისიად ჟღერს, რაც ვფიქრობ ასე გამოკვეთილად არ მაქვს. ჩემთვის თვითონ პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც წარმატებულ შედეგებამდე მივყავარ. სადაც ვვითარდები, ვსწავლობ შეცდომებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, ვაზიარებ და ვიზიარებ გამოცდილებებს. ბოლოს კი ვაფასებ შედეგს და ვგეგმავ მის გაუმჯობესებას ყოველ ჯერზე.
დღეის მდგომარეობით EVA-სთან ერთად ვწერ ახალ წარმატების ისტორიას.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით მასთან გამკლავება?
ვფიქრობ ყველა წინააღდეგობა გადაულახავად და რთულად გვეჩვენება მათ გადალახვამდე. ყოველი ახალი გამოწვევა კი არის იმის დასტური რომ ვითარდები და არ ჩერდები.
ხშირად, ყველაზე რთული, დასაწყისში არსებული პრობლემებია რომლებიც გამოუცდელობის, ნაკლები ცოდნის, შიშისა და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობის გამო შეიქმნა. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მსგავი პრობლემა თუ გამოწვევა პირიქით ახალი იდეების და ხედვების წყარო ხდება.
რა არის თქვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა, იაროთ მუდამ წინ?
საკუთარი თავის და სხვისი განვითარება არის ჩემი მთავარი მოტივაცია. ცოდნა რომელსაც ყოველი პროექტის დროს ვიძენ და ვაზიარებ. ახალი ადამიანები და მათთან ურთიერთობა. და რაც მთავარია ჩემი მუშაობის შედეგი რომელსაც ზეგავლენა აქვს არა მარტო ერთი კომპანიის არამედ მრავალი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანის წარმატებაზე.
მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. გაგვაცანით EVA. რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
EVA არის HR საკონსულტაციო კომპანია, რომლის საქმიანობას ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. EVA-ს სჯერა რომ ყველასა და ყველაფრის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს.
ყოველ წუთში, მსოფლიო მასშტაბით ათასობით და მეტი HR გადაწყვეტილებები მიიღება, რომლებსაც უდიდესი ზეგავლენა აქვთ ბიზნესის წარმატებაზე.
HR მართვის ერთ-ერთ მთავრ ღერძს, ორგანიზაციაში მიმდინარე და განხორციელებული საქმიანობის შეფასება წარმოადგენს. სწორედ ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ხდება სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
რამდენადაც სწორად არის განხორციელებული მიმდინარე პროცესებისა და ადამიანების საქმიანობისა თუ მათი შესაძლებლობების შეფასება და მონაცემების ანალიზი, იმდენად დაბალია არასწორი HR გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სწორედ ამიტომ, EVA ორგანიზაციებში HR პროცესების გაუმჯობესებასა და HRის სტრატეგიული როლის გაძლიერებაზე მუშაობს და ნერგავს შეფასებისა და ანალიზის ინსტრუმენტებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
დღეისათვის EVA სამი საერთაშორისო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში:
- HCM Metrics არის ISO 30414:2018-ის პირველი და ერთადერთი აკრედიტებული აუდიტორული კომპანია მსოფლიოში, რომელიც სთავაზობს კომპანიებს, პრინციპებზე, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
ISO 30414:2018 ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება – არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს თავისი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.
- Towering Certification Intl- არის ISO 10667 1 / 2 მასერტიფიცირებელი და აუდიტორული კომპანია, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური HR პროფესიონალების შეფასებასა და სწავლებას, მათი შემდგომი ლიცენზირებისა თუ სერტიფიცირების მიზნით.
ISO 10667-1 / 2: 2020 არის HR ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას გააუმჯობესოს საქმიანობის შეფასების სისტემა, ხელი შეუწყოს ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის შექმნას და უზრუნველყოს HR სისტემის მდგრადი განვითარება.
- ID37 GmbH არის გერმანული კომპანია, რომელიც ლუქსემბურგის უნივერსიტეტის 15 წლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი ტესტის მეშვეობით ახორციელებს ინდივიდუალური მოტივების იდენტიფიცირებას და გეგმავს პიროვნულ და ორგანიზაციულ განვითარებას.
ID37 ანალიზი გვეხმარება უკეთესად განვმარტოთ აზროვნებისა და ქცევის მიზეზები, გავხდეთ მიზანზე ორიენტირებული და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური გუნდები.
ID37 გვიჩვენებს პიროვნებაზე დაფუძნებულ მრავალფეროვნებას კომპანიაში. მისი საშუალებით გავიგებთ: როგორ ჯდება ინდივიდი როლში/სამსახურში/გუნდში/კომპანიაში? როგორია გუნდის შემადგენლობა და რა განაპირობებს მას, როგორც ერთეულს?
შესაბამისად EVA, კომპანიაში პროცესების გაუმჯობესებასა და ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას მისი საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების აქტიური ჩართულობით ახორციელებს.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით კომპანიებში HR მართვის ფუნქციასა და როლს? რა გამოწვევებს ხედავთ ამ
კუთხით?
როგორც უკვე ავღნიშნე, კომპანიის წარმატებული საქმიანობა პირდაპირ კავშირშია დასაქმებული ადამიანების ეფექტურ საქმიანობასთან. ტალანტების მოძიება, დასაქმება, მოტივაცია, განვითარება და შენარჩუნება დიდი გამოწვევაა, რისი გადალახვაც არა რომელიმე ერთი კონკრეტული დეპარტამენტის პასუხისმგებლობა არამედ მთელი კომპანიის ერთობლივ ძალისხმევას და ჩართულობას საჭიროებს.
სამწუხაროდ, HR დღემდე ხშირად მხოლოდ ადმინისტრაციულ, დამხმარე ან სერვისის მიმწოდებელ ფუნქციად აღიქმება. რაც დიდი შეცდომაა, რადგან შეუძლებელია კომპანიამ დაგეგმოს და განახორციელოს სტრატეგიული მიზნები და არ გაითვალისწინოს მისი არსებული და პოტენციური ადამიანური რესურსი და ადამიანური კაპიტალი.
ამას ემატება პრობლემა, რომ ხშირად HR პროფესიონალებს უჭირთ დაანახონ კომპანიას მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დამატებითი ღირებულების ფინანსური ამონაგები. შესაბამისად, ხშირად ვერ ასაბუთებენ მოთხოვნილი ბიუჯეტის საჭიროებასაც. მათ მიერ შექმნილი სტრატეგია არ ეფუძნება მტკიცებულებებს, რის გამოც ხშირად აცდენილია ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს. შედეგად მწირი ფინანსებით ხდება დაგეგმილი აქტივობების შესრულება ან ზოგიერთ მათგანზე უარის თქმა. ეს კი ცუდად აისახება არა მარტო HRის ეფექტურობაზე არამედ თანამშრომელთა კმაყოფილებასა და ზოგადად კომპანიის საქმიანობაზე.
ამიტომ, EVA აქტიურად მუშაობს ტოპ მენეჯმენტთან ერთად ორგანიზაციულ რედიზაინზე, აძლიერებს HR სტრატეგიულ როლს, ნერგავს შეფასების, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ინსტურმენტებსა და მეთოდებს. მუშაობს HR გუნდთან და ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე.
ბოლოს, ტრადიციული კითხვით შემოვიფარგლებით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ყველას თავისი ინდივიდუალური ხედვა და მიზნები აქვს. არ არსებობს ერთი იდეალური ინსტრუქცია წარმატებული კარიერის შესაქმნელად. ამიტომ ვურჩევს იმას რისიც მჯერა – ყველაფრის გაუმჯობესება არის შესაძლებელი, თუკი პროცესში რომელსაც მივყვებით, პროდუქტს ან სერვისს რომელსაც ვქმნით შეცდომებს და ხარვეზებს არ ვეძებთ, ეს იმას ნიშნავს რომ ვკარგავთ მათი ოპტიმირების შესაძლებლობებს. თუ არ ვაანალიზებთ შეცდომებს, საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას, ვკარგავთ პოტენციურ ახალ ცოდნას.
შესაბამისად, საჭიროა პერიოდულობით საკუთარი შესაძლებლობების, დასახული მიზნების და მიღებული შედეგების შეფასება, გადაფასება და გაუმჯობესება.
Leave A Comment