The International Chamber of Commerce (ICC) has today launched a new Centre of Entrepreneurship in Tbilisi, Georgia, to support the business environment for entrepreneurs and small and medium-sized businesses (SMEs) in the country and across the Central Asia and Caucasus region.

The new Centre of Entrepreneurship will work with various stakeholders in Georgia and the wider Caucasus region, including local business organisations and academic institutions, to support entrepreneurs and accelerate the transition of small businesses and startups into cross border commerce by providing by high-impact trainings, digital platforms and market opportunities.

ICC Georgia Chairman Fady Asly said: “The ICC Tbilisi Centre for Entrepreneurship will turn Georgia into a regional and professional business hub, to become an efficient tool to develop the skills of young people who face uncertain employment prospects, to train them and help them understand how business works, so they are given all the chances to succeed and contribute to the wealth of their country.”

The Centre will play a very important role in strengthening and improving the startup and business ecosystem in Georgia, where SMEs represent more than 90% of businesses, thereby stimulating economic growth and the creation of job opportunities. Through the centre, youth and aspiring entrepreneurs will also be able to gain knowledge and acquire new skills as ICC aims to shape and inspire the future generation of business leaders.

Programmes will include:

  • Trainings, seminars and webinars in various areas for SMEs
  • Mentorship programmes for startups to accelerate the personal and professional development of entrepreneurs and business owners
  • Networking sessions and meetings with business sector representatives
  • The creation of affordable coworking spaces for startups and SMEs

ICC Secretary General John W.H. Denton AO said: “Located at the crossroads of Eastern Europe and Western Asia, Georgia is well-positioned – both economically and geographically – to harness the full potential of the ICC Centre of Entrepreneurship’s capacity to promote and support market-based economies in the Caucasus region. We look forward to bringing ICC’s expertise, knowledge and experience to Georgia to help local businesses grow and connect to global markets.”

Over 50 Georgian business leaders and representatives joined ICC Secretary General John W.H. Denton AO and ICC Georgia Chairman Fady Asly in officially launching the Tbilisi hub of the ICC Centre of Entrepreneurship at an event held in the country’s capital.

Highlighting the regional scope and relevance of the initiative, participants also included European Union Ambassador to Georgia H.E Pawel Herczynski, United Nations Development Programme (UNDP) Resident Representative Nick Beresford, European Bank for Reconstruction and Development (EBRD) Regional Director Catarina Bjorling and Ambassadors.

Following the launch of centres in Accra, Beirut, Buenos Aires, Casablanca, Istanbul, Jakarta, Lagos, Nairobi, Bogota, Ukraine and Sevilla, the latest addition to the ICC Centre of Entrepreneurship brings the number of hubs helping entrepreneurs and small businesses worldwide to twelve.

The ICC Centre of Entrepreneurship’s central mission is to globalise and democratise entrepreneurship, by creating the largest interconnected business-led entrepreneurial ecosystem with the objective of fighting poverty, inequalities and promoting SME growth.

About the International Chamber of Commerce (ICC)

The International Chamber of Commerce (ICC) is the institutional representative of more than 45 million companies in over 130 countries. ICC’s core mission is to make business work for everyone, every day, everywhere. Through a unique mix of advocacy, solutions and standard setting, we promote international trade, responsible business conduct and a global approach to regulation, in addition to providing market-leading dispute resolution services. Our members include many of the world’s leading companies, SMEs, business associations and local chambers of commerce.

ICC მეწარმეობის ახალი ცენტრი საქართველოში, კავკასიის რეგიონში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) დღეს გახსნა მეწარმეობის ახალი ცენტრი თბილისში, საქართველოში, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდასაჭერად, როგორც ქვეყანაში, ასევე მთლიანად ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში.

მეწარმეობის ახალი ცენტრი იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში და კავკასიის რეგიონში, მათ შორის ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან, რათა მხარი დაუჭიროს მეწარმეებს და დააჩქაროს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების ტრანსსასაზღვრო კომერციაში გადასვლა ეფექტური ტრენინგებით, ციფრული პლატფორმებითა და ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებით.

ICC საქართველოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა: ICC თბილისის მეწარმეობის ცენტრი საქართველოს გადააქცევს რეგიონულ და პროფესიონალურ ბიზნეს ჰაბად, რათა ის გახდეს ეფექტური ინსტრუმენტი ახალგაზრდების უნარების გასავითარებლად, რომლებიც დასაქმების გაურკვეველი პერსპექტივის წინაშე დგანან, ჰაბი დაეხმარება მათ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი, რათა მათ მიეცეთ ყველა შანსი წარმატების მისაღწევად და თავიანთი ქვეყნის სიმდიდრეში წვლილის შესატანად.“

ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში სტარტაპებისა და ბიზნესის ეკოსისტემის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესები წარმოადგენენ ბიზნესების 90%-ზე მეტს, რითიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ცენტრის მეშვეობით ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები ასევე შეძლებენ მიიღონ ცოდნა და შეიძინონ ახალი უნარები, რადგან ICC მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს და გააძლიეროს მომავალი თაობის ბიზნეს ლიდერები.

პროგრამები მოიცავს:

– ტრენინგები, სემინარები და ვებინარები სხვადასხვა მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

– მენტორობის პროგრამები სტარტაპებისთვის, რათა დააჩქარდეს მეწარმეების და ბიზნესის მფლობელების პირადი და პროფესიული განვითარება

– ქსელური სესიები და შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

– ხელმისაწვდომი სამუშაო სივრცეების შექმნა სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ICC-ის გენერალურმა მდივნმა ჯონ ვ. დენტონ აო-მ განაცხადა: “აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო კარგად არის პოზიციონირებული – როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოგრაფიულად – გამოიყენოს ICC მეწარმეობის ცენტრის შესაძლებლობების სრული პოტენციალი, კავკასიის რეგიონში საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ICC-ის ექსპერტიზის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საქართველოში, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესს გაზრდასა და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებაში.“

50-ზე მეტი ქართველი ბიზნეს ლიდერი და წარმომადგენელი შეუერთდა ICC-ის გენერალურ მდივანს ჯონ ვ. დენტონ აო-სა და ICC Georgia-ს თავმჯდომარეს ფადი ასლის ქვეყნის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე ICC-ის მეწარმეობის ცენტრის თბილისის ჰაბის ოფიციალურად გახსნაზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა ელჩები, რაც ასევე ხაზს უსვამს ინიციატივის რეგიონალურ მასშტაბებსა და აქტუალობას.

აკრაში, ბეირუთში, ბუენოს აირესში, კასაბლანკაში, სტამბოლში, ჯაკარტაში, ლაგოსში, ნაირობიში, ბოგოტაში, უკრაინასა და სევილიაში ცენტრების ამოქმედების შემდეგ, უახლესი ICC მეწარმეობის ცენტრის დამატებით, მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის დამხმარე ჰაბების რაოდენობა მსოფლიოში თორმეტამდე გაიზარდა.

ICC მეწარმეობის ცენტრის მთავარი მისიაა მეწარმეობის გლობალიზაცია და დემოკრატიზაცია, ყველაზე დიდი ურთიერთდაკავშირებული ბიზნესის ხელმძღვანელობით სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნით, რომელიც მიმართული იქნება სიღარიბესთან, უთანასწორობასთან ბრძოლისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ხელშეწყობისკენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) შესახებ

საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) არის 45 მილიონზე მეტი კომპანიის ინსტიტუციური წარმომადგენელი 130-ზე მეტ ქვეყანაში. ICC-ის ძირითადი მისიაა, რომ ბიზნესი ყველასთან, ყოველდღე და ყოველთვის მუშაობდეს. გარდა იმისა, რომ გთავაზობთ ბაზარზე წამყვანი დავების გადაწყვეტის სერვისებს, ადვოკატირების, გადაწყვეტილებებისა და სტანდარტების უნიკალური ერთობლიობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვაჭრობას, პასუხისმგებლიან ბიზნეს-ქცევასა და რეგულაციების მიმართ გლობალურ მიდგომას. ჩვენი წევრები არიან მსოფლიოს მრავალი წამყვანი კომპანია, მცირე და საშუალო ბიზნესი, ბიზნეს ასოციაციები და ადგილობრივი სავაჭრო პალატები.

Launching event was sponsored by: