Please see the interview with Lika Meskhi – Head of Import Department at Aqualine.
First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?
For me, success is a very broad concept and represents the unity of many circumstances. I think that along with personal development, the success criteria change, and this is exactly what motivates us to move forward and not believe in the achieved results.
I started my career at a very early age. I am an international economist by profession, but I got my first work experience in the field of education.
At the age of 22, I was already a co-founder of a publishing house and a printing company. Organizing and managing my own business was a big challenge for me at that time, and at the same time I gained great experience not only in business management, but also in dealing with difficulties and overcoming them.
In 2013, I decided to use the acquired experience, along with the accumulated knowledge, to expand and succeed a fully family business, namely the company “Aqualine”.
What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?
I think there are no insurmountable obstacles, unless we are talking about such global processes as, for example, the pandemic. The period of the pandemic turned out to be really difficult not only for us, but for the whole world. No one was ready for a challenge of such magnitude, which I think left a psychological mark on the lives of each of us, more than the financial one.
As for the difficulties in life, any challenge is an opportunity for me to surpass myself and become even stronger, that’s why I never run away from challenges.
In the 21st century, when the pace of life is so fast, one of the most important tasks remains the correct distribution of time between work and family. Maintaining a balance in this regard is a priority for me, as the time spent with my husband and children is very precious and gives me the incentive to pursue new goals.
What is your main motivation to keep moving forward?
As you know, there was a very difficult situation in Georgia in the 90s. This period coincided with my first steps on the path of self-determination and personal growth. In addition to existing difficulties, there were many stereotypes related to women’s education and career advancement. I was lucky, my parents instilled in me from childhood the desire to strive for success and they also clearly explained to me that the necessary condition for achieving success was to get a quality education. Although there were very few options for getting an education then, compared to now, I tried my best to use all the available opportunities. Even then, I set myself the goal that I would do everything to break the existing stereotypes and first of all I would prove to myself and the society that regardless of gender, getting an education, the right motivation and hard work are largely determinants of our future life. I’m glad that today these stereotypes have literally been shattered, and this is evidenced by the stories of many of your respondents, who are successful and wealthy women.
As we know you are Head of Import Department at Aqualine. Tell us more about your company and your current activities there.
The company “Aqualine” was founded in 2006. We believe that water is more than just a resource. It is the source of movement, energy, transformation and renewal. Inspired by the unique properties of water, the Aqualine team offers customers design/construction of swimming pools, spa spaces, materials, equipment, accessories and a wide selection of water care products from the world’s leading manufacturers, domestic and commercial water preparation systems.
At the time of the establishment of the company, consumers in Georgia were less informed about the existing standards and technical solutions in the construction of swimming pools and spa spaces. In many cases, the pool was a vessel full of water, and the filtration system and water treatment were given inadequate attention. These factors had a negative impact not only on the inefficient use of natural resources, but also posed a threat to people’s health. Since its establishment, Aqualine’s priority has been to care for the development of the industry, the introduction of international standards, and raising the level of awareness of consumers. I consider the establishment of strong partnership relations with the world’s leading manufacturers as an important achievement of my 10 years of work in the company, which allowed us to share market innovations and international experience with our customers. We and our partners are united by common values and vision – this is safety, care for the environment and the introduction of modern technologies, that’s why the projects implemented by us are distinguished by innovative solutions, full compliance with safety norms and energy efficiency.
Our activity is directly related to people’s health, relaxation and positive mood, that’s why we pay close attention to the wishes of each customer and try our best to offer a product tailored to their individual needs.
Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?
This year, we have defined several priorities, among which I would like to highlight the expansion of Aqualine in the regions. Until 2023, apart from Tbilisi, Aqualine was represented only in Batumi, although our new store was opened in Telavi in May. We think the opening of regional offices is very important not only to create more comfort for our loyal customers, but also to raise the awareness of new customers.
We are also actively preparing to host the second international conference organized by us, which deals with water treatment systems and the importance of water quality. At our invitation, a number of international level experts are visiting Georgia, who will share their experience with their Georgian colleagues. The first conference was held in 2019, unfortunately, due to the pandemic, we did not have the opportunity to hold an event of a similar scale in 20-22. We hope that this year’s event will be as successful and interesting for the invited guests and will become an annual event in the future. Within the framework of the conference, trainings and workshops are also planned for the purpose of developing water treatment standards and norms.
Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
I think the path to success is individual for everyone, and there is no “golden” advice in this case, however, based on my own experience, I would advise them first of all to choose the right profession and define the field in which they intend to work in the future, to constantly work on their own development in order to become real professionals. Do not be afraid of challenges, on the contrary, perceive each such stage as an opportunity to grow professionally. Set a goal and do your best to achieve that goal.
გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ლიკა მესხთან, რომელიც არის “აკვალაინის იმპორტის” დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
ჩემთვის წარმატება ძალიან ფართო ცნებაა და არაერთი გარემოების ერთიანობას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ პიროვნული განვითარების პარალელურად იცვლება წარმატების კრიტერიუმები და ზუსტად ეს გვაძლევს სტიმულს ვიაროთ წინ და არ დავჯერდეთ მიღწეულ შედეგებს.
კარიერული გზა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. პროფესიით საერთაშორისო ეკონომისტი ვარ, თუმცა პირველი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში მივიღე.
22 წლის ასაკში უკვე საგამომცემლო სახლის და პოლიგრაფიული საწარმოს თანადამფუძნებელი ვიყავი. საკუთარი საქმის აწყობა და მართვა იმ დროს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ამავდროულად უდიდესი გამოცდილება შემძინა არა მხოლოდ ბიზნეს მენეჯმენტის, არამედ სირთულეებთან გამკლავების და მათი დაძლევის მხრივაც.
2013 წელს გადავწყვიტე მიღებული გამოცდილება, დაგროვილ ცოდნასთან ერთად, სრულად ოჯახური ბიზნესის, კერძოდ კომპანია „აკვალაინის“ გაფართოებასა და წარმატებისკენ მომემართა.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?
ვფიქრობ გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ გლობალურ პროცესებზე, როგორიც, მაგალითად პანდემია გახლდათ. პანდემიის პერიოდი მართლაც ურთულესი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. არავინ იყო მზად მსგავსი მასშტაბის გამოწვევისთვის, რომელმაც ვფიქრობ ფინანსურზე მეტად, უმძიმესი ფსიქოლოგიური კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე.
რაც შეეხება ყოფით სირთულეებს, ნებისმიერი გამოწვევა ჩემთვის შესაძლებლობაა საკუთარ თავს ვაჯობო და კიდევ უფრო გავძლიერდე, ამიტომაც გამოწვევებს არასდროს გავურბივარ.
XXI საუკუნეში, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი სწრაფია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება დროის სწორი გადანაწილება სამსახურს და ოჯახს შორის. ამ მხრივ ბალანსის დაცვა ჩემთვის პრიორიტეტია, ვინაიდან მეუღლესთან და შვილებთან გატარებული დრო ძალიან ძვირფასია და სტიმულს მაძლევს ახალი მიზნების განსახორციელებლად.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
მოგეხსენებათ 90-იან წლებში საქართველოში ძალიან რთული ვითარება იყო. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი პირველი ნაბიჯები თვითგამორკვევის და პიროვნული ზრდის გზაზე. ყოფითი სირთულეების გარდა ქალის განათლების მიღებასთან და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული არაერთი სტერეოტიპი არსებობდა. მე გამიმართლა, ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი და ისიც ცხადად ამიხსნეს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობა ხარისხიანი განათლების მიღება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ განათლების მიღების მხრივ, ახლანდელთან შედარებით, არჩევანი ძალიან მცირე იყო, მაქსიმალურად ვეცადე ყველა არსებული შესაძლებლობა გამომეყენებინა. ჯერ კიდევ მაშინ მიზნად დავუსახე საკუთარ თავს, რომ არსებული სტერეოტიპების დასამსხვრევად ყველაფერს გავაკეთებდი და პირველ რიგში საკუთარ თავს და საზოგადოებას დავუმტკიცებდი, რომ სქესის მიუხედავად, განათლების მიღება, სწორი მოტივაცია და შრომა დიდწილად არის ჩვენი მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი. მიხარია, რომ დღეს ეს სტერეოტიპები ფაქტიურად დამსხვრეულია და ამის დასტური არაერთი თქვენი რესპოდენტის ისტორიაა, რომლებიც წარმატებულ და შემდგარ ქალბატონებს წარმოადგენენ.
როგორც ვიცით თქვენ ხართ კომპანია აკვალაინის იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
კომპანია „აკვალაინი“ 2006 წელს დაფუძნდა. ჩვენ გვჯერა, რომ წყალი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რესურსი. ის არის მოძრაობის, ენერგიის, ტრანსფორმაციისა და განახლების წყარო. წყლის უნიკალური თვისებებით შთაგონებული, აკვალაინის გუნდი მომხმარებელს სთავაზობს საცურაო აუზების პროექტირება/მშენებლობას, სპა სივრცის მოწყობას, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მასალებს, დანადგარებს, აქსესუარებს და წყლის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანს, საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო დანიშნულების წყალმომზადების სისტემებს.
კომპანიის დაარსების პერიოდში საქართველოში მომხმარებელი ნაკლებად იყო ინფორმირებული საცურაო აუზების და სპა სივრცის მშენებლობაში არსებული სტანდარტების და ტექნიკური გადაწყვეტილებების შესახებ. ხშირ შემთხვევაში აუზი წარმოადგენდა წყლით სავსე ჭურჭელს, ხოლო ფილტრაციის სისტემას და წყლის დამუშავებას არასათანადო ყურადღება ენიჭებოდა. აღნიშნული ფაქტორები უარყოფით ზეგავლენას ახდენდა არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე, არამედ საფრთხის შემცველი იყო ადამიანების ჯანმრთელობისთვის. დაარსებიდან დღემდე აკვალაინის პრიორიტეტს წარმოადგენს დარგის განვითარებაზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და მომხმარებლების ცნობიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა. კომპანიაში ჩემი 10 წლიანი მოღვაწეობის მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნევ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რამაც მოგვცა საშუალება ბაზარზე არსებული სიახლეები და საერთაშორისო გამოცდილება გაგვეზიარებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს – ეს არის უსაფრთხოება, გარემოზე ზრუნვა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ამიტომაც ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და ენერგოეფექტურობით.
ჩვენი საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობასთან, განტვირთვასთან და პოზიტიურ განწყობასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომაც თითოეული მომხმარებლის სურვილს დიდი ყურადღებით ვეკიდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ.
გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?
მიმდინარე წელს რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს განსაზღვრული, რომელთაგან გამოვყოფდი აკვალაინის რეგიონებში გაფართოებას. 2023 წლამდე აკვალაინი თბილისის გარდა, მხოლოდ ბათუმში იყო წარმოდგენილი, თუმცა მაისში გაიხსნა ჩვენი ახალი მაღაზია თელავში. ვფიქრობთ რეგიონალური წარმომადგენლობების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ლოიალური კლიენტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, არამედ ახალი მომხმარებლების ცნობიერების ასამაღლებლად.
ასევე აქტიურად ვემზადებით ჩვენს მიერ ორგანიზებული რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობისთვის, რომელიც წყალმომზადების სისტემებს და წყლის ხარისხის მნიშვნელობას ეხება. ჩვენი მოწვევით საქართველოს არაერთი საერთაშორისო დონის ექსპერტი ესტუმრება, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. პირველი კონფერენცია 2019 წელს ჩატარდა, სამწუხაროდ პანდემიის გამო 20-22 წლებში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მოგვეცა. იმედს ვიტოვებთ, რომ წლევანდელი ღონისძიება ისეთივე წარმატებული და საინტერესო იქნება მოწვეული სტუმრებისთვის და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები წყალმომზადებების სტანდარტების და ნორმების შემუშავების მიზნით.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
ვფიქრობ წარმატების გზა ყველასთვის ინდივიდუალურია და „ოქროს“ რჩევა ამ შემთხვევაში არ არსებობს, თუმცა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ვურჩევდი უპირველეს ყოვლისა სწორად შეარჩიონ პროფესია და განსაზღვრონ დარგი, რომელშიც სამომავლოდ აპირებენ მოღვაწეობას, მუდმივად იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე, იმისთვის რომ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. არ შეუშინდნენ გამოწვევებს, პირიქით თითოეული ასეთი ეტაპი აღიქვან შესაძლებლობად გაიზარდონ პროფესიული კუთხით. სწორად დაისახონ მიზანი და გააკეთონ მაქსიმუმი ამ მიზნის მისაღწევად.
Leave A Comment