Please see the Interview with Mariana Tokvi Eiane – Research and Development Director at Diagnostrix.

First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

Well, depends on how we define success. I have defined success in different ways over my career according to how I grew and matured. At the very beginning of my career, I aligned financial gain and learning with success because my main purpose was taking care of my daughter and also improving myself as a professional. Today, I define success by the positive impact of my achievements, how do they help? How do I leverage my accomplishments to help others achieve goals, how honest am I in my leadership, and simply by doing a good job. To be able to simplify things and return to the key goals is something that helps me in my career. At this stage I try to lead with integrity and empathy, willing to put myself last in line for the good of the whole.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

Working in a woman-focused company and looking back at my previous experiences, I would say that being treated equally at work as a woman and overcoming perfectionism within myself were the biggest challenges I had to face in my career.  As well, acknowledging the fact that mistakes are not only common but crucial opportunities to learning. You see, for me most of the obstacles lay in how I react to the challenges that are happening outside. When I feel like I am confident about myself and unafraid to speak up I know I can overcome any obstacle. I believe that challenges not only help you grow, but they also help you develop new skills and a stronger belief in your own capacity. That´s why I take every challenge as an opportunity, I learn from it and let it go.

However, while working in Georgia, I could clearly see the negative effects of nepotism, lack of recognition as an employee or even as human sometimes and lack of regulations like employment& labor law that make work and life balance an impossible aim to achieve. In terms of operational and organizational obstacles in business, I am normally the one who thrives best in constant change, I like to seek the unfamiliar and rethink. In fact I understood that these traits that lay in my original character work as copying mechanism and help me make surfing the waves manageable and even make business fun.

What is your main motivation to keep moving forward?

As a professional working within the femtech industry, my main motivation are women. I am well aware of the existing discrepancies within healthcare and gender disparities in research funding. These topics have made many headlines in recent years. In 2016, the World Health Organisation found that although women in the European Union live longer than men, they spend more of their lives in poor health.  Fourteen female-dominant conditions were found to be underfunded relative to their disease burden – including chronic conditions like endometriosis, myalgic encephalomyeleitis (ME), migraines, rheumatoid arthritis and multiple sclerosis (MS). My motivation is to let the inspiration that I took from my role models: my own grandmother and mother, both OBGYNs (obstetrician-gynecologist) guide me in improving women´s health with my work by addressing women’s disadvantage, recognizing women’s diversity and help achieving gender equity.

As we know you are Research and Development Director at Tell us more about your company and your current activities there.

Diagnostrix is a Norwegian-American femtech joint venture that aims to improve women´s health by creating access to early endometriosis diagnosis. Our team has successfully developed another medical device earlier which is sold by Abbott today.

As described by the World Health Organization:  “Endometriosis is a chronic disease associated with severe, life-impacting pain during periods, sexual intercourse, bowel movements and/or urination, chronic pelvic pain, abdominal bloating, nausea, fatigue, and sometimes depression, anxiety, and infertility.” It affects 11% of women in reproductive age and the median time for diagnosis is 10 years. For most of those women it is not even about living a better quality of life, but getting their lives back. Delayed diagnosis means delayed treatment and prolonged torment.

We aim to decrease the diagnosis time from 10 years to 10 minutes while improving the diagnostic method from invasive to non-invasive. Most of our trials have been conducted at Brigham Women´s Hospital at Harvard medical school and have shown a promising, high efficacy. My current activities as an R&D Director involves providing the team with a framework that facilitates success and performance.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

Recently I started working on a new initiative together with my team. We are looking into developing one more product that will improve overall health and help people live healthier lives.

Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

  • Don´t worry about what society expects you to become, focus on growth and expanding your own consciousness. Only joy and peace will follow.
  • Listen to and appreciate your peers and team members, the skill of listening might be the best gift given to us.
  • Do not be afraid to make mistakes.
  • Be honest and trustworthy.
  • Invest in yourself.
  • Remember To reflect on your journey.
  • Be authentic.
  • Do not underestimate the impact a supportive partner/family can have on your career. Research shows that if your partner believes in your goals and pushes you to accomplish everything in your professional life, you are more likely to succeed in your career. Greater emotional stability allows better focus on daily responsibilities. There isn’t a day when I do not feel grateful for having such an understanding and caring husband and daughter that allow me to say “Yes” to my career dreams.  If you can’tfiind a spouse who supports your career, stay single.
  • And especially I would encourage women to speak up, keep using your voice until they have no other choice than to listen.

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ  მარიანა ტოკვი აიანესთან, რომელიც არის Diagnostrix-ის კვლევისა და განვითარების დირექტორი.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ წარმატებას. ჩემი კარიერის განმავლობაში წარმატებას სხვადასხვანაირად განვსაზღვრავდი იმის მიხედვით,თუ როგორ გავიზარდე და მოვმწიფდი. ჩემი კარიერის დასაწყისშივე ფინანსური მოგება და სწავლა წარმატებასთან გავაერთიანე, რადგან ჩემი მთავარი მიზანი იყო ჩემს ქალიშვილზე ზრუნვა და ასევე საკუთარი თავის, როგორც პროფესიონალის გაუმჯობესება. დღეს წარმატებას ჩემი მიღწევების დადებითი გავლენით განვსაზღვრავ, რა გავლენა აქვს მათ? როგორ გამოვიყენო ჩემი მიღწევები, რათა დავეხმარო სხვებს მიზნების მიღწევაში, რამდენად პატიოსანი ვარ ჩემს ხელმძღვანელობაში და უბრალოდ რამდენად კარგად ვაკეთებ საქმეს. საქმეების გამარტივება და საკვანძო მიზნებისკენ დაბრუნება არის ის, რაც მეხმარება ჩემს კარიერაში. ამ ეტაპზე ვცდილობ ვიხელმძღვანელო პატიოსნებითა და თანაგრძნობით და ჩემი თავი დავაყენო ბოლოს, საერთო წარმატებისთვის.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

ქალებზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობისა და ჩემი წინა გამოცდილების მიხედვით, ვიტყოდი, რომ თანაბარი სამუშაო პირობები და საკუთარ თავში პერფექციონიზმის დაძლევა ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩემს კარიერაში. ასევე, ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ შეცდომები არა მხოლოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი შესაძლებლობაა სწავლისთვის. ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ვრეაგირებ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩემ გარშემო ხდება. როდესაც ვგრძნობ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და არ მეშინია ხმამაღლა თქვა, ვიცი, რომ შემიძლია გადავლახო ნებისმიერი დაბრკოლება. მე მჯერა, რომ გამოწვევები არა მხოლოდ გეხმარებათ ზრდაში, არამედ გეხმარებათ ახალი უნარების განვითარებაში და საკუთარი შესაძლებლობების უფრო ძლიერი რწმენის განვითარებაში. ამიტომ მე ვიღებ ყველა გამოწვევას, როგორც შესაძლებლობას, ვსწავლობ და შემდეგ ვაგრძელებ გზას.

თუმცა, საქართველოში მუშაობისას,აშკარად ვხედავდი ნეპოტიზმის უარყოფით შედეგებს, თანამშრომლის ან ზოგჯერ ადამიანის აღიარების ნაკლებობას და ისეთი რეგულაციების ნაკლებობას, როგორიცაა დასაქმება და შრომის კანონმდებლობა, რაც სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსს შეუძლებელ თანხვედრად აქცევს. ბიზნესში ოპერაციული და ორგანიზაციული დაბრკოლებების თვალსაზრისით, ჩვეულებრივ, მე ვარ ის, ვინც ყველაზე კარგად ვითარდება მუდმივ ცვლილებებში, მიყვარს ჩემთვის უცნობი საკითხების ძიება და შემდგომ მათი გაანალიზება. სინამდვილეში მესმოდა, რომ ეს თვისებები, რომლებიც ჩემს თავდაპირველ სამუშაო ეთიკაში იყო, მეხმარებოდა სამუშაო გარემოს მართვაში და უფრო მეტიც – მეხმარებოდა გამეხადა ბიზნესი სასიამოვნო საქმედ.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

როგორც ფემტექ ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალი, ჩემი მთავარი მოტივაცია ქალები არიან. მე კარგად ვიცი ჯანდაცვის სფეროში არსებული შეუსაბამობები და გენდერული უთანასწორობა კვლევის დაფინანსებაში. ეს თემები ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ქალები კაცებზე მეტხანს ცხოვრობენ, ისინი თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჯანმრთელობის გაუარესებაში ატარებენ. აღმოჩნდა, რომ ქალებში დომინანტური თოთხმეტი მდგომარეობა არ იყო დაფინანსებული – მათ შორის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიოზი, მიალგიური ენცეფალომიელიტი (ME), შაკიკი, რევმატოიდული ართრიტი და გაფანტული სკლეროზი (MS). ჩემი მოტივაციაა მივიღო შთაგონება, რომელიც ავიღე ჩემი მისაბაძი მოდელებისგან: ჩემი ბებია და დედა, ორივე მეან-გინეკოლოგი და დავეხმარო ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ჩემი საქმით, ქალთა მრავალფეროვნების აღიარებით და გენდერული თანასწორობის მიღწევით.

როგორც ვიცით, თქვენ ხართ Diagnostrix-ის კვლევისა და განვითარების დირექტორი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

Diagnostrix არის ნორვეგიულ-ამერიკული femtech ერთობლივი საწარმო, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ენდომეტრიოზის ადრეულ დიაგნოზზე წვდომის შექმნით. ჩვენმა გუნდმა წარმატებით შეიმუშავა კიდევ ერთი სამედიცინო მოწყობილობა ადრე, რომელიც დღეს იყიდება Abbott-ის მიერ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღწერილია: „ენდომეტრიოზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძლიერ, სიცოცხლეზე ზემოქმედების მქონე ტკივილთან მენსტრუაციის დროს, სქესობრივი კავშირის დროს, ნაწლავის მოძრაობას და/ან შარდვას, მენჯის ქრონიკულ ტკივილს, მუცლის შებერილობას, გულისრევას, დაღლილობას და ზოგჯერ დეპრესიას. შფოთვასა და უნაყოფობას“. ის აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალების 11%-ს და დიაგნოსტიკის საშუალო დრო 10 წელია. ამ ქალების უმეტესობისთვის ეს არა უკეთესი ცხოვრების ხარისხის ქონა, არამედ მათი ცხოვრების დაბრუნებაა. დაგვიანებული დიაგნოზი ნიშნავს დაგვიანებულ მკურნალობასა და ხანგრძლივ ტანჯვას.

ჩვენ მიზნად ვიასახავთ დიაგნოსტიკის დროის შემცირებას 10 წლიდან 10 წუთამდე, ხოლო დიაგნოსტიკური მეთოდის გაუმჯობესებას ინვაზიურიდან არაინვაზიურამდე. ჩვენი გამოკვლევების უმეტესობა ჩატარდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბრიგჰემის ქალთა ჰოსპიტალში და აჩვენა პერსპექტიული, მაღალი ეფექტურობა. ჩემი, როგორც R&D დირექტორის ამჟამინდელი საქმიანობა მოიცავს გუნდისთვის ისეთი ჩარჩოს მიწოდებას, რომელიც ხელს უწყობს წარმატების მიღწევასა და ეფექტურ მუშაობას.

გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?

ცოტა ხნის წინ ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე ახალ ინიციატივაზე მუშაობა. ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთი პროდუქტის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაეხმარება ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

  • არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ელოდება თქვენგან საზოგადოება, კონცენტრირდით ზრდაზე და საკუთარი ცნობიერების გაფართოებაზე. მხოლოდ სიხარული და მშვიდობა მოჰყვება ამას.
  • მოუსმინეთ და დააფასეთ თქვენი თანატოლები და გუნდის წევრები, მოსმენის უნარი შესაძლოა საუკეთესო საჩუქარი იყოს ჩვენთვის.
  • ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.
  • იყავით პატიოსანი და სანდო.
  • ინვესტირება საკუთარ თავში.
  • ბოლომდე შეიგრძენით მოგზაურობის პროცესი
  • იყავით ავთენტური.
  • მიანიჭეთ დიდი მნიშვნელობა თქვენი პარტნიორისა და ოჯახის მხარდაჭერას თქვენი კარიერი განვითარებაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენს პარტნიორს სჯერა თქვენი მიზნების და გიბიძგებთ, რომ მიაღწიოთ ყველაფერს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში, უფრო სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევთ თქვენს კარიერაში. უფრო დიდი ემოციური სტაბილურობა საშუალებას გაძლევთ უკეთესად გაამახვილოთ ყურადღება ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე. არ არსებობს დღე, როცა არ ვარ მადლიერი, რომ მყავს ასეთი გამგებიანი და მზრუნველი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც საშუალებას მომცემს „დიახ“ ვუთხრა ჩემს კარიერულ ოცნებებს. თუ ვერ იპოვით მეუღლეს, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს კარიერას, დარჩით მარტოხელა.
  • და ბოლოს, განსაკუთრებით ქალებს, ვურჩევდი ხმამაღლა საუბარს, გამოიყენეთ თქვენი ხმა მანამ, სანამ არ ექნებათ სხვა არჩევანი, გარდა მოსმენისა.