Please see the Interview with Tika Dugashvili – Founder of Wine Yard N1.

First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

My story started with an idea, I was always interested in the intersection of cultures of different countries. I decided to create a place where people from all over the world could get to know each other’s culture and traditions. Of course, all this is based on the promotion of Georgian culture. Then there was turning this idea into a business model and acquiring it on a large scale – that’s how wine yard N1 – your family in Georgia was born! Tourist facility that combines: wine, agro, gastro, ethno, eco tourist destinations. “Your family in Georgia” – this is our slogan and it explains what our guest can expect: we are a big, united family who are happy to meet travelers from all over the world. I mostly talk to the media about our family activities, but of course my whole family stands behind me, if it wasn’t for our unity, we wouldn’t be able to do anything. The initial investment I had was four generations of winemaking and good human resources in the form of family members. From the beginning, I knew for sure that everything would work out very well for us. A total of 4 years have passed since the creation of Wine Yard N1 (including the pandemic), it is not a long time to establish a brand, but from the first steps there was interest from business partners and international media. This is a great motivation for me, of course! The world’s leading media outlets write about us, they come, we make films together. I try to present Georgia in the best light. I am constantly familiar with the latest editions of business, trends, I read and ask the wisdom of ethnography, gastronomy researchers so that I can always surprise my foreign guests. Georgian flavors, rituals, ethnography, culture of wine production – I want to show our visitors all this in action and not in a refined form. That’s why I think it’s more than tourism. #MorethanTourism – is our hashtag. It is happiness to feel when the guests feel and share the values that my family and I put in this business, so they leave us with tears of happiness and definitely come back and tell others about us. As for the difficulties, this is the most difficult job, we didn’t lack challenges before and neither now… That’s why I try to avoid financial risks and slowly develop given the opportunities.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

I will continue with the previous question, – the biggest challenge is the pandemic and the war… Just when we put our business on the rails and the train was about to start moving forward, that’s when everything collapsed and was exposed. As you know, our business was hit hard. My target was corporations, business tourism, mass tourism … all this has lost its meaning. To our surprise, we switched to the Georgian segment and it turned out that we easily achieved success here as well, our product was also interesting for Georgian consumers, and we overcame this barrier.

What is your main motivation to keep moving forward?

My main motivation is well-being, when I see, even with small steps, how I can change the environment for the better, to give an impetus to other people, more people, to be surprised by our small country – with great traditions – all over the world. I got into the field of tourism by accident, in general it is not difficult for me to change industries and fields, I have many areas of interest and I can easily connect them with each other, that’s why I like tourism? – Because it brings rapid progress, this chain field fits precisely the deficit that has arisen in the world, – on naturalism, on relationships, on primordial nature. We should use this opportunity and turn everything into interesting marketing products. All of this requires eyes wide open and a global view, I do what I can from a private sector scale, but the potential is endless. Tourism can transform us into a completely different reality in no time, it is an emergency help until our country creates a safe, sustainable economic environment, and I hope someday it will happen…

As we know you are Founder of Wine Yard N1. Tell us more about your entrepreneurial work and your future plans.

Adapting to an unpredictable environment is the most difficult for me. We live in such a changing time, it is difficult for me to make predictions, so I refrain from taking risks. I observe the environment, I talk with my foreign guests, one thing is clear that we are on the right path, – the trend in the hospitality industry is naturalism, human relations, everything is real – where we are!… I do not rule out a completely new job, new field or country Adapting… we’ll see. I dream of being given the opportunity to work on larger-scale PR campaigns outside the borders of Georgia. I hope this time will come soon!

Your activity is one of the very good examples of successful entrepreneurship. What is it like to be a successful female entrepreneur in Georgia and is there anything you would improve in that regard?

Wine yard N1 has been associated with motivational business since its creation, it makes me very happy, but inside I feel that it is not enough for me, I don’t consider myself successful, I often refuse interviews and try not to bore my supporters. I have already received many awards, recognitions, grants, even though I have quite a large television background, my self-goal has never been fame, I want my business to be known, not me. In general, I like it when the work done by itself speaks about the person. My story has already been the subject of interest of many international media outlets. Journalists and producers from America, Europe, Asia come to me, we shoot joint films about Georgia, this is my hobby, profession, business and good deed. I participate in massive projects in the direction of women’s economic empowerment, entrepreneurship, I have not announced yet that I recently received an offer from my beloved Scandinavia, that I can give lectures in the direction of entrepreneurship at the Reykjavik University in Iceland. In short, everything is in front… As for the topic – women in business – there are no obstacles for me personally. I have never considered gender as a contradiction. There are busy and lazy, motivated and unmotivated women and men. In my opinion, this is stereotypical thinking and should be eliminated.

Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I advise everyone to first find their dream job, it is a very interesting process. We should forget about borders, clichés. Let’s always look for something new, dare, but in moderation. Business is a very creative process, so if you are a creative person, you will definitely like yourself here. When you find an idea, then choose the right allies. An ideal and safe environment for me – this is my family, so I really like the family business model, maybe it will be acceptable for you too?! I would advise you to definitely take steps! Such life is more interesting and worth it…

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ  თიკა დუღაშვილი, რომელიც არის ღვინის ეზო N1-ის დამფუძნებელი.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

ჩემი  ისტორია დაიწყო იდეით, ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გადაკვეთის წერტილები. გადავწყვიტე შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობოდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ქართული კულტურის პოპულარიზაცია უდევს საფუძვლად. შემდეგ იყო ამ იდეის ბიზნეს მოდელად ქცევა და ფართო მასშტაბების შეძენა – ასე დაიბადა ღვინის ეზო N1 – შენი ოჯახი საქართველოში! ტურისტული ობიექტი, რომელიც აერთიანებს: ღვინის, აგრო, გასტრო, ეთნო, ეკო ტურისტულ მიმართულებებს. ,,შენი ოჯახი  საქართველოში ‘’ – ეს ჩვენი სლოგანია და განმარტავს, თუ რას უნდა ელოდოს ჩვენთან მოსული სტუმარი: ჩვენ ვართ დიდი, ერთ გუნდად შეკრული ოჯახი, რომლებიც სიამოვნებით ხვდებიან მოგზაურებს, მთელი მსოფლიოდან. ჩვენი საოჯახო საქმიანობის თაობაზე ძირითადად მე ვსაუბრობ მედიასთან , მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს უკან დგას მთელი ჩემი ოჯახი, ჩვენი ერთიანობა რომ არა, რაფერი გამოგვივიდოდა. საწყისი ინტვესტიცია რაც მქონდა, – მეღვინეობის ოთხი თაობის გრადიცია და კარგი ადამიანური რესურსი, ოჯახის წევრების სახით. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ყველფერი ძალიან კარგად გამოგვივიდოდა.  ღვინის ეზო N1 – ის შექმნიდან სულ 4 წელი გავიდა ( პანდემიის ჩათვლით) , არც ისე დიდი დროა ბრენდის დამკვიდრებისთვის, მაგრამ პირველივე ნაბიჯებიდან  გაჩნდა ინტერესი ბიზნეს პარტნიორების თუ საერთაშორისო მედიის მხრიდან. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა რა თქმა უნდა! მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები წერენ ჩვენზე, ჩამომდიან, ვიღებთ ფილმებს ერთობლივად.  ვცდილობ, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო საქართველო. მუდმივად ვეცნობი ბიზნესის უახლეს გამოცემებს, ტენდენციებს, ვკითხულობ და ჭკუასაც ვეკითხები ეთნოგრაფიის, გასტრონომიის მკვლევარებს, რომ ყოველთვის შევძლო გავაოცო ჩემი უცხოელი სტუმრები. ქართული გემოები, რიტუალები, ეთნოგრაფია, ღვინის წარმოების კულტურა – ეს ყველაფერი  ჩვენს ვიზიტორებს მინდა მოქმედებაში ვაჩვენო  და არა რაფინირებული სახით .  ამიტომ მიმაჩნია, ეს უფრო მეტია ვიდრე ტურიზმი. #მეტივიდრეტურიზმი – ჩვენი ჰაშთაგია. ბედნიერებაა იმის განცდა, როცა სტუმრები გრძნობენ და იზიარებენ იმ ფასეულობებს, რასაც ვდებთ მე და ჩემი ოჯახი  ამ საქმეში, ამიტომ ჩვენგან ბედნიერების ცრემლით მიდიან და აუცილებლად უკან ბრუნდებიან, სხვებსაც უყვებიან ჩვენზე. რაც შეეხება სირთულეებს, ეს ურთულესი საქმეა, გამოწვევები არც ადრე გვაკლდა და არც ახლა…ამიტომ ვცდილობ, ფინანსური რისკები თავიდან ავირიდო და ნელ-ნელა განვავითარო, რისი შესაძლებლობაც მომეცემა.

 

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

 წინა კითხვას გავაგრძელებ, – ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემია და ომი… ზუსტად მაშინ, როცა ჩვენი ბიზნესი რელსებზეც დავსვით და მატარებელს სხვლა უნდა დაეწყო, სწორედ მაშინ ჩამოინგრა და გაჩერდა ყველაფერი. მოგეხსენებათ, ზუსტად ჩვენს ბიზნესზე მოხდა ძირითადი დარტყმა. ჩემი სამიზნე იყო კორპორაციები, საქმიანი ტურიზმი, მას ტურიზმი … ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა. ჩვენდა გასაკვირად, ქართულ სეგმენტზე გადავერთეთ და აღმოჩნდა, რომ აქაც ადვილად მივაღწიეთ წარმატებას, ჩვენი პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო, ეს ბარიერიც გადავლახეთ.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

 ჩემი მთავარი მოტივაცია არის კეთილდღეობა, როცა ვხედავ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით, როგორ შემიძლია უკეთესობისკენ შევცვალო გარემო, ბიძგი მივცე სხვა ადამიანებს, უფრო ბევრმა ადამიანმა, მთელ მსოფლიოში გაოგოს ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებ, – დიდი ტრადიციებით. მე ტურიზმის სფეროში შემთხვევით მოვხვდი, ზოგადად ჩემთვის რთული არ არის ინდუსტრიების და დარგების შეცვლა, ძალიან ბევრი ინტერესის სფერო მაქვს და ადვილად ვაკავშირებ მათ ერთმანეთთან, აი რატომ მომწონს ტურიზმი? – იმიტომ, რომ მას მოაქვს სწრაფი პროგრესი, ეს ჯაჭვური სფერო ზუსტად ერგება მსოფლიოში წარმოქმნილ დეფიციტს, – ნატურალიზმზე, ურთიერთობებზე, პირველყოფილ ბუნებაზე. ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და საინტერესო მარკეტინგულ პროდუქტებად ვაქციოთ ყველაფერი. ამ ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალები და გლობალურად დანახვა სჭირდება, მე კერძო სექტორის მასშტაბიდან რაც შემიძლია, ვაკეთებ, მაგრამ პოტენციალი არის უსასრულო. ტურიზმს შეუძლია უმოკლეს დროში სულ სხვა რეალობაში გადაგვიყვანოს, სასწრაფო დახმარებასავითაა, სანამ ჩვენი ქვეყანა  უსაფრთხო, მდგრად ეკონომიკურ გარემოს შექმნის და იმედი მაქვს ოდესმე შექმნის…

როგორც ვიცით, თქვენ ხართ ღვინის ეზო N1-ის დამფუძნებელი. გვითხარით მეტი თქვენი სამეწარმეო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.  

ჩემთვის ყველაზე რთულია არაპროგნოზირებად გარემოში ადაპტირება. იმდენად ცვალებად პერიოდში ვცხოვრობთ, მიჭირს პროგნოზების გაკეთება, ამიტომ რისკებისგან თავს ვიკავებ. ვაკვირდები გარემოს, ვსაუბრობ ჩემს უცხოელ სტუმრებთან, ერთი რამ ცხადია, რომ სწორ გზაზე ვართ, – ტრენდი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში არის ნატურალიზმი, ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ნამდვილი – იქ სადაც ჩვენ ვართ!… არ გამოვრიცხავ სრულიად ახალ საქმეში, ახალ სფეროში თუ ქვეყანაში ადაპტირებას… ვნახოთ. ვოცნებობ, მომეცეს შესაძლებლობა, უფრო დიდ მასშტაბურ პიარ კამპანიებზე ვიმუშაო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვიმედოვნებ, ეს დროც მალე დადგება!

თქვენი საქმიანობა, წარმატებული მეწარმეობის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია. როგორია იყო წარმატებული ქალი-მეწარმე საქართველოში და არის თუ არა რაიმე, რასაც ამ კუთხით გააუმჯობესებდით?

ღვინის ეზო N1 შექმნის დღიდან სამოტივაციო ბიზნესთან ასოცირდება, ეს ძალიან მახარებს, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს სრულიად არ არის საკმარისი ჩემთვის, არც წარმატებულად მიმაჩნია თავი, ხშირად ინტერვიუებზეც უარს ვამბობ და ვცდილობ თავი არ მოვაბეზრო ჩემს გულშემატკივარს.  ძალიან ბევრი ჯილდო, აღიარება, გრანტი უკვე მაქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სატელევიზიო ბექგრაუნდი მაქვს, ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა პოპულარობა, მინდა ჩემი ბიზნესი იყოს  ცნობადი და არა მე. საერთოდ მომწონს, როცა თავად  გაკეთებული საქმე ლაპარაკობს ადამიანზე . ჩემი ამბავი უკვე აღმოჩნდა მრავალი საერთაშორისო მედია -საშუალებების ინტერესის საგანი. ჩემთან ჩამოდიან ჟურნალისტები და პროდიუსერები ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან, ვიღებთ ერთობლივ ფილმებს საქართველოზე, ეს ჩემი ჰობიც არის , პრორფესიაც, ბიზნესიც და კეთილი საქმეც. ვმონაწილეობ მასტაბურ პროექტებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების,  Entrepreneurship – ის მიმართულებით, ჯერ არ გამიჟღერებია, რომ ახლახანს მივიღე შეთავაზება ჩემი საყვარელი სკანდინავიიდან, რომ ისლანდიაში, რეიკიავიკის უნივერსიტეტში შემიძლია ლექციები წავიკითხო მეწარმეობის მიმართულებით. მოკლედ ყვლაფერი წინაა…რაც შეეხება  თემას, – ქალი ბიზნესში, – პირადად ჩემთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. გენდერი არასდროს განმიხილავს წინააღმდეგობად. არსებობენ ყოჩაღი და ზარმაცი, მოტივირებული და უმოტივაციო ქალებიც და კაცებიც. ჩემი აზრით ეს სტერეოტიპული აზროვნებაა და  აღმოსაფხვრელია.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

მე ყველას ვურჩევ, პირველ რიგში საკუთარი ოცნების საქმის პოვნას,  ეს ძალიან საინტერესო პროცესია . საზღვრები, კლიშეები უნდა დავივიწყოთ. სულ ვეძებოთ ახალი, გავბედოთ, მაგრამ ზომიერად. ბიზნესი ძალიან შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ აქ საკუთარი თავი. როცა იდეას იპოვით, შემდეგ სწორი მოკავშირეები შეარჩიეთ. ჩემთვის იდეალური და უსაფრთხო გარემო – ეს ჩემი ოჯახია, ამიტომ უზომოდ მომწონს ოჯახური ბიზნესის მოდელი, იქნებ ეს თქვენთვისაც მისაღები აღმოჩნდეს?!  ვურჩევდი , რომ აუცილებლად გადადგით ნაბიჯები! ასეთი ცხოვრება უფრო საინტერესოა და ამად ღირს…