Please see the Interview with Nino Nebieridze – Director at “City Hotels”.

First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

My family has immigrated from Georgia during the Soviet Union times and stayed mainly in Russia and Turkey. And therefore, the first steps in my carrier were related to Tourism and Hospitality industry in Moscow and then in Istanbul. I have started my first full-time job, while I was on the first year of the University, as an Assistant in a small travel company, and in several months was promoted to the Manager position. I enjoyed with the everyday communication with the tourists helping them to choose the correct destinations and places to travel and organizing the trips. It was great pleasure, seeing them coming back to our office just to drink a cup of tea, share happy photos from their trips and see their gratitude for the provided services. At the same time, this was the most pleasant motivation for moving forward into this industry.

Among the main difficulties I would name the age issues I had experienced during my carrier development was always a problematic one for me. Age issue was the first problematic issue I had to face during my carrier development.

I was the youngest Manager at the company supervising twice of my age employees, tour operators, and it was almost unacceptable for the most of the employees at the beginning, until they had prof of my skills and capabilities. Considering the very inflexible study schedule, I had to work harder till late nights in order to compensate my study hours, to be ahead, to foresee possible outcome, organize an effective work and gain my team members recognition.

Even nowadays, we are ruled by prejudices. In our imagination the company’s leading roles, like Director or CEO should belong to some elder person, preferably a man, automatically assuming that he is better educated and better experienced, than his young-looking woman colleague.

Of course, I agree that experience is very important, deserves our respect and promises, but not guarantees to the employees a stabile result, but it is ridiculous how people are tend to deny the young talented and enthusiastic employees, just because of the lack of the experience in favor of more experienced but not always effective. I believe there should be found some more balanced approach. And the best employer companies are those which wisely combine and always give a chance to the young and passionate ones.

And also, another important issue I had faced during my carrier development is a gender issue, mostly caused by cultural and mental differences, I guess.

Quite “mafia”- like business approach in Russia and very different commerce-oriented approach in Turkey. Due to cultural, religion and mental differences, it was quite difficult, although, not impossible to prof yourself as a young professional lady, as most of the businessmen that time were not expecting a woman on a leading position. And each time I had to prove my self being a professional, while my colleague-men were never doubted in the same situations.

Despite the difficulties, I never regret, more than that I’m thankful for all the obstacles, as they made my character stronger and taught me to never give up and appreciate the person I am today.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

Whole my life is full of challenges, I guess…

For me challenges have more global scale, so that I do not consider any carrier tasks or stages as a challenge, I see only tasks and problems which have their solutions, and the best solutions are very simple ones…

But moving my carrier from one country to another, starting all over from the beginning each time was not an easy thing to do- that was a challenge for me. But each time, I have managed to achieve a success and to prove to myself that doesn’t matter in which country I am, if there is a proper goal, motivation and hard work – success will come, making me better version of myself, which makes me value and appreciate my achievements even more.

What is your main motivation to keep moving forward?

Feeling that you can make peoples day brighter and better, receiving our guests’ gratitude, and positive reviews always are giving the best motivation.

Achieving new goals with very limited resources with my dear team is another level satisfaction and a great source of my motivation.

As we know you are Director at “City Hotels”. Tell us more about your company and your current activities there.

Yes, I have been appointed as a Director at City Hotels Ltd. And Cluster General Manager of the Hotels City Avenue and City Center since January’ 2019. I took the job with the full enthusiasm and together with my team made many important and positive changes in the company. Although the Pandemic has paused our plans for a while, recently, we have rebranded one of our hotels and joined the Wyndham Hotels & Resorts Brand which is a well-known International Hotels Chain and the largest hotel franchisor by the number of the properties with approximately 9100 hotels all over the world.

Since joining the Wyndham Family our team is actively involved in the implementing not only the International Standards of Hospitality and Safety, but also an essential role is paid to the Wyndham Green’s sustainability program, making our property eco-friendlier.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

We have another project on its earliest stage, Therefore, the details can’t be disclosed for now.

Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

Always take into the consideration the elder generation’s experience, but never refrain from finding new, your own ways of reaching the goals. No matter what problems you are facing, all of them have solutions.  When growing as a professional do not forget, that helping others to grow with you, is an important part of Your own personal and professional growth.

ინტერვიუ ნინო ნებიერიძესთან

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ნინო ნებიერიძესთან, რომელიც არის „სითი ჰოთელსის“ დირექტორი.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

საბჭოთა კავშირის დროს, ჩემს ოჯახს მოუწია საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა ძირითადად რუსეთსა და თურქეთში. აქედან გამომდინარე, ჩემს კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯები  დაკავშირებული იყო ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიასთან ჯერ მოსკოვში და შემდეგ უკვე სტამბულში. ჩემი პირველი სამსახური სრულ განაკვეთზე დავიწყე უნივერსიტეტის პირველ კურსზე, პატარა ტურისტულ კომპანიაში, სადაც ასისტენტად ვმუშაობდი. რამოდენიმე თვის შემდეგ დავწინაურდი და დავიკავე მენეჯერის პოზიცია. მსიამოვნებდა ტურისტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ის ფაქტი, რომ ვეხმარებოდი მათ სწორი მიმართულებებისა და ადგილების არჩევაში, მოგზაურობის ორგანიზებაში. ძალიან დიდი სიამოვნება იყო მათი სტუმრობა ჩვენს ოფისში ფინჯანი ჩაის თანხლებით და მოგზაურობისას გადაღებული ბედნიერი ფოტოების გაზიარება, მათი მადლიერების დანახვა გაწეული მომსახურებისთვის. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო მოტივაცია ამ ინდუსტრიაში წინსვლისთვის.

მთავარ სირთულეებს შორის გამოვარჩევდი, სირთულეს ასაკთან დაკავშირებით, რაც ჩემი კარიერის განვითარების პროცესში ყოველთვის პრობლემატური იყო. მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერი კომპანიაში, რომელიც მეთვალყურეობდა ასაკით  ორჯერ უფროს თანამშრომლებსა და ტურ-ოპერატორებს, ეს კი, თავიდანვე თითქმის მიუღებელი იყო თანამშრომლების უმრავლესობისთვის, სანამ მათ არ დავუმტკიცე ჩემი უნარები და შესაძლებლობები. ძალიან მოუქნელი სწავლის გრაფიკის გათვალისწინებით, გვიან ღამემდე მიწევდა მუშაობა, რომ სწავლის საათები ამენაზღაურებინა, ვყოფილიყავი წინსწრებით, რათა განმეჭვრიტა შესაძლო შედეგები, მომეწყო ეფექტური სამუშაო გეგმა და მომეპოვებინა ჩემი გუნდის წევრების აღიარება.

დღესდღეობითაც, ჩვენ ცრურწმენები გვმართავს. ჩვენი წარმოსახვით, კომპანიის წამყვანი პოზიციები, როგორიცაა დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი, უნდა ეკუთვნოდეს ასაკით უფროს ადამიანს, სასურველია მამრობითი სქესის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის უფრო განათლებული და გამოცდილია, ვიდრე მასზე ახალგაზრდა მდედრობითი სქესის კოლეგა.

რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და იმსახურებს ჩვენს პატივისცემას, თუმცა არ იძლევა გარანტიას თანამშრომლებისთვის შექმნას სტაბილური გარემო და შედეგი. ირონიულია ადამიანების მიდგომა, თუ როგორ ამბობენ უარს ახალგაზრდა, ნიჭიერ და ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება აქვთ ნაკლები შედარებით სხვა უფროსი ასაკის ადამიანებისგან განსხვავებით.მე მჯერა, რომ უნდა მოიძებნოს უფრო დაბალანსებული მიდგომა. საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები არიან ისეთები, რომლებიც გონივრულად აერთიანებენ და ყოველთვის აძლევენ შანსს ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს.

კიდევ ერთი წინაღობა, რომელსაც შევეჩეხე ჩემი კარიერის განვითარების დროს, არის გენდერული საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, ძირითადად გამოწვეულია კულტურული და მენტალური განსხვავებებით – დაახლოებით „მაფიის“ მსგავსი ბიზნესმიდგომა რუსეთში და ძალიან განსხვავებული, კომერციაზე ორიენტირებული მიდგომა თურქეთში. კულტურული, რელიგიური და მენტალური განსხვავებების გამო საკმაოდ რთული იყო, (თუმცა არა  შეუძლებელი) ახალგაზრდა პროფესიონალი ქალისთვის პროფესიონალიზმის დამტკიცება, რადგან იმდროინდელი ბიზნესმენების უმეტესობა არ ელოდა ქალს წამყვან პოზიციაზე და ყოველ ჯერზე მიწევდა ჩემი პროფესიონალიზმის დამტკიცება, მაშინ როდესაც ჩემი კოლეგა მამაკაცები მსგავსი პრობლემის წინაშე არასოდეს იდგნენ.

მიუხედავად სირთულეებისა, მადლიერი ვარ ყველა დაბრკოლების, რადგან გამაძლიერეს და მასწავლეს, რომ არასოდეს დავნებდე და დავაფასო ის, ვინც ვარ დღეს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

ვფიქრობ, მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით…

ჩემთვის გამოწვევებს უფრო გლობალური მასშტაბები აქვს, ასე რომ, კარიერულ გამოწვევებს არ განვიხილავ სირთულეებად. ვხედავ მხოლოდ ამოცანებსა და დაბრკოლებებს, რომლებსაც აქვთ მათი გადაჭრის გზები, ხოლო საუკეთესო გადაწყვეტილებები ხშირად არის ძალიან მარტივი.

ჩემი კარიერის ერთი ქვეყნიდან მეორეში გაგრძელება, ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავდა, რაც საკმაოდ რთული იყო – ეს კი, ჩემთვის ახალი გამოწვევის ტოლფასი იყო, თუმცა ყოველ ჯერზე ვახერხებდი წარმატების მიღწევას და ვცდილობდი საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ, თუ არის სწორი მიზანი, მოტივაცია და შრომისმოყვარეობა – წარმატება აუცილებლად მოვა და შენი თავის უკეთეს ვერსიად გაქცევს, რაც კიდევ უფრო გეხმარება დააფასო საკუთარი თავი და მიღწევები.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

იმის განცდა, რომ შეგიძლია ადამიანების დღე უფრო ნათელი და უკეთესი გახადო. ჩვენი სტუმრებისგან მადლიერების დანახვა ყოველთვის საუკეთესო მოტივაციას იძლევა.

ახალი მიზნების მიღწევა, ძალიან ლიმიტირებული რესურსებით, ჩემს ძვირფას გუნდთან ერთად, არის ჩემი მოტივაციის დიდი წყარო.

როგორც ვიცით, თქვენ ხართ სითი ჰოთელსის“ დირექტორი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

დიახ, 2019 წლის იანვრიდან დავინიშნე City Hotels Ltd – ის დირექტორად და Hotels City Avenue – სა და City Center – ის კლასტერის გენერალურ მენეჯერად. სამუშაოს სრული ენთუზიაზმით მოვეკიდე და ჩემს გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი და დადებითი ცვლილება განვახორციელე კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული ხნით შეაჩერა ჩვენი გეგმები, ცოტა ხნის წინ, მოვახდინეთ ჩვენი ერთ-ერთი სასტუმროს რებრენდინგი და შევუერთდით Wyndham Hotels & Resorts ბრენდს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი და სასტუმროს ყველაზე დიდი ფრენჩაიზერი, დაახლოებით 9100 სასტუმროთი მთელს მსოფლიოში.

Wyndham Family-ში გაწევრიანების შემდეგ, ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული არა მარტო მასპინძლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, არამედ არსებითი როლი ეკისრება Wyndham Green-ის მდგრადობის პროგრამას, რაც ჩვენს შენობას ეკოლოგიურად კეთილგანწყობილს ხდის.

გაგვიზიარეთ ორიოდე სიტყვით თქვენ სამომავლო გეგმებ, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც დასაწყის ეტაპზეა, შესაბამისად  დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავამჟღავნებ.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

ყოველთვის გაითვალისწინეთ უფროსი თაობის გამოცდილება, მაგრამ არასოდეს შეიკავოთ თავი მიზნების მიღწევის ახალი, საკუთარი გზების ძიებაში. არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემების წინაშე დგახართ, ყველა მათგანს აქვს გამოსავალი. როდესაც იზრდებით პროფესიონალად, არ დაგავიწყდეთ სხვების დახმარება რათა თქვენთან ერთად გაიზარდონ, ეს თქვენი პირადი და პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია.