Please see the Interview with Sophie Natroshvili – Head of Corporate Practice at BGI legal.

First of all, please tell us about your success story, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

Let me start from the beginning. My first independent achievement was being selected for participation in the US Government funded FLEX (Future Leaders Exchange) Program. There was a very limited access to English language TV or movies back then. I remember isolating myself for a week to work on TOEFL tests. After many sleepless nights and 3 rounds of competition, I was selected as a finalist of the FLEX Program and had a chance to study in an American high school for a year. I lived with an amazing American host family. I think of them as my second family who had a major impact on me during my formative years. One thing that living and studying in the US taught me was to look at things from different angles and perspectives. This is when I decided to become a lawyer. I passed the exams and became a law student at Tbilisi State University the same summer I came back from the US. In 2008 I joined BGI, already a leading law firm in Georgia, as paralegal. As a second-year law student I struggled a lot at the beginning. It was a big challenge to work on major cross-border mandates with such a great team of professionals and, at the same time, manage university work. This is when I decided to focus on self-discipline and take my sense of responsibility to the next level. Of course, there were mistakes and heartbreaks along the way, but I persevered with the help of my colleagues, mentors and friends. I remember one of the significant cases in my career, which had gone sideways before coming to BGI. I had to “clean up the mess” and lead the team to success. I was an associate then, but that was my first step towards leadership, when I discovered a different version of myself – a person who could not only do certain work but was at the same time able to encourage and lead others.  To top it all, I was very young when I got married and had a child. So, I faced the biggest challenge all successful women face early on – how to balance family and work. If not for my husband’s and parents’ continued support, it would have been difficult, to say the least. I have had days when I did not have energy left for my kids or vice versa.  Then I realized that finding a perfect balance is impossible.  I try to be where I am needed the most. Sometimes it’s work, sometimes it’s family. That said, I am only able to do this because I have been fortunate to have support from my family and a friendly work environment with impeccable team culture.

As we know you are Head of Corporate Practice at “BGI Legal”. Tell us more about your work and your future plans.

I have been the Head of Corporate Practice at BGI Legal for more than a year now. Although I have been with this law firm years, assuming a new role in leadership was still challenging. I started looking at things from different angles, placing increased emphasis on work with my colleagues and building external ties. As a leader, I always try to remember my long journey to this point, what I needed when I was taking the first steps, support I got from my mentors… Having this in mind, I always try to make fair decisions.

Together with my team I generally work with major foreign companies and some of the biggest global corporations, help them start and develop business in Georgia, and provide ongoing legal support for their operations. The advantage of working in a leading law firm is that you receive various questions from clients usually in relation to completely different matters. Therefore, work never becomes a boring routine. Thus, one always remains in shape and continues to grow professionally. As such, I look forward to future challenges ahead and believe that there is a lot I can still learn as well as contribute to my firm and my profession.

What are the benefits to having women in leadership?

Generally, I do not agree with the differentiation of managers based on their gender. I don’t believe women must be in leadership because they are women. I believe in equal rights and equal opportunities for both men and women. This means managers must be elected solely based on merit – i.e., professionalism, skills, experience, etc. That said, it is also a fact that women undergo a more difficult and longer path to leadership compared to most men. This is due to many factors, including but not limited to cultural issues, the difficulty of raising kids while pursuing their careers, etc. At the same time, unfortunately, even in this time and age it seems that more is expected and demanded from women (especially women in leadership) than men. It may be a paradox, but such discriminatory approach often comes from women themselves, the ones who are already in positions of power and influence.

Considering that they have to overcome so many obstacles to reach their goals, women leaders are generally super productive high performers who inspire others. Women usually have unique vision / approach to many seemingly routine problems, which translate into new opportunities for business. Thus, having experienced women professionals in leadership is a great asset to any ambitions business or undertaking.

What’s the best piece of advice You’ve Ever Received?

I kept a diary when I was a kid. There was a separate section for wishes/advice from other people. I asked my dad to write a little advice for me. Obviously, he wished me happy life and all the standard wishes, but he continued: “Try to make even a very sad person smile. This way your happiness will be more complete. Dream big but stay realistic. Protect relationships with ones around you”. These were just the words when I was 15. The older I get, the more I realize how hard it is to follow this advice but how important each word truly is in personal as well as work life.

Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I may sound a bit banal, but hey – self-discipline, determination, a sense of responsibility and hard work are essential for success, which cannot be supplemented by anything. I would tell young professionals to stop doubting and start believing in themselves. Don’t be afraid of  change at any stage of your life. You know better what is best for you. Also, as hard as it may seem, it is crucial to do any work with passion. Own what you do – the product which you deliver within a small team or a greater environment. Be sure to invest yourself in it fully. Be happy with what you do – this is what success is truly about.

ინტერვიუ სოფო ნატროშვილთან

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ სოფო ნატროშვილთან, რომელიც არის კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ბიჯიაი ლეგალ“ – ში.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

მოდით, თავიდან დავიწყებ. ჩემი პირველი დამოუკიდებელი მიღწევა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მომავალ ლიდერთა გაცვლით (FLEX) პროგრამაში მონაწილეობა იყო. მაშინ ინგლისურენოვან ტელევიზიაზე და კინოფილმებზე ძალიან შეზღუდული წვდომა გვქონდა. მახსოვს, ერთი კვირით განვმარტოვდი, რომ მემუშავა TOEFL-ის ტესტებზე. ბევრი უძილო ღამის და კონკურსის 3 ეტაპის გავლის შემდგომ ამირჩიეს FLEX-ის პროგრამის ფინალისტად და მომეცა შესაძლებლობა, 1 წლის განმავლობაში მესწავლა ამერიკულ უმაღლეს სკოლაში. ვცხოვრობდი საოცარ ამერიკულ მასპინძელ ოჯახში. მათ მივიჩნევ ჩემს მეორე ოჯახად, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ამერიკაში სწავლამ და ცხოვრებამ  ბევრი რამის სხვა კუთხით დანახვა მასწავლა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ იურისტი გავმხდარიყავი.

ამერიკიდან რომ დავბრუნდი, იმავე ზაფხულს ჩავაბარე გამოცდები და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.  2008 წელს შევუერთდი იმ დროისათვის უკვე წამყვან იურიდიულ კომპანიას – „ბი-ჯი-აი ლეგალს“, იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. როგორც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, თავიდან ძალიან ვწვალობდი. დიდი გამოწვევა იყო მნიშვნელოვან საერთაშორისო გარიგებებზე პროფესიონალების ასეთ შესანიშნავ გუნდთან ერთად მუშაობა და სწავლის შეთავსება. გადავწყვიტე, რომ ვკონცენტრირებულიყავი საკუთარი თავის დისციპლინაზე და ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო მეტად განმევითარებინა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, გულის ტკენაც, მაგრამ გავუძელი ჩემი კოლეგების, მენტორების და მეგობრების დახმარებით.

მახსენდება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე „ბი-ჯი-აი“-ში მოსვლამდე,  რომელიც თავიდან არასწორი მიმართულებით მიდიოდა. მომიწია „არეულობის დალაგება“ და მივიყვანე გუნდი წარმატებამდე. მაშინ იურისტი ვიყავი, თუმცა ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ლიდერობისკენ. მაშინ აღმოვაჩინე ჩემი თავის განსხავებული ვერსია, რომელსაც შეეძლო არა მხოლოდ კონკრეტული სამუშაოს შესრულება, არამედ ასევე სხვების წახალისება და ხელმძღვანელობა. ამ ყველაფერთან ერთად, უნდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი და გავაჩინე ბავშვი. შესაბამისად, ადრეულ ასაკში შევეჯახე ყველა წარმატებული ქალის ყველაზე დიდ გამოწვევას – როგორ ვიპოვოთ ბალანსი ოჯახს და სამსახურს შორის. ჩემი მეუღლის და მშობლების მუდმივი მხარდაჭერის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, გამიჭირდებოდა.  მქონია რთული დღეებიც, როდესაც ენერგია არ მქონდა დარჩენილი შვილებისთვის ან პირიქით. შემდგომ გავაცნობიერე, რომ სრულყოფილი ბალანსის პოვნა შეუძლებელია. ვცდილობ ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად ვარ საჭირო. ზოგჯერ ეს სამსახურია, ზოგჯერ – ოჯახი. თუმცა, ამას ვახერხებ მხოლოდ იმიტომ, რომ გამიმართლა და მაქვს ჩემი ოჯახის მხარდაჭერა და მეგობრული, გუნდურობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

როგორც ვიცით, თქვენ ხართ კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბიჯიაი ლეგალში. მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

უკვე ერთ წელზე მეტია ვარ კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ბი-ჯი-აი“-ში. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამ იურიდიულ კომპანიაში ვმუშაობ, ხელმძღვანელობის მიმართულებით ახალი როლის მორგება მაინც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. რაღაცეების სხვა კუთხიდან დანახვა დავიწყე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ჩემს კოლეგებთან მუშაობას და ვაყალიბებდი გარე კავშირებს.    როგორც ლიდერი, ყოველთვის ვცდილობ მახსოვდეს გრძელი გზა რაც ამ მომენტამდე გავიარე, რა მჭირდებოდა მე, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და მხარდაჭერა, რომელიც ჩემი მენტორებისგან მივიღე… აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ მივიღო სამართლიანი გადაწყვეტილებები.

ჩემს გუნდთან ერთად ძირითადად ვმუშაობ დიდ უცხოურ კომპანიებთან და ყველაზე მსხვილ გლობალურ კორპორაციებთან, ვეხმარებით მათ დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი საქართველოში და ვუწევთ სხვადასხვა სამართლებრივ დახმარებას ოპერირების პროცესში. წამყვან იურიდიულ კომპანიაში მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ როგორც წესი, კლიენტებისგან იღებ კითხვებს სრულიად განსხვავებულ საკითხებზე. ამიტომ, სამუშაო არასოდეს არის მოსაწყენი რუტინა. შესაბამისად, ყოველთვის ხარ ფორმაში და აგრძელებ პროფესიულ ზრდას. ამდენად, ველოდები შემდგომ გამოწვევებს და მჯერა, რომ კიდევ ბევრს ვისწავლი და წვლილს შევიტან ჩემი კომპანიის და პროფესიის განვითარებაში.

რა ბენეფიტები მოაქვთ კომპანიისთვის ქალებს ხელმძღვანელ პოზიციებზე?

ზოგადად, მე არ ვეთანხმები მენეჯერების სქესის საფუძველზე დაყოფას. არ ვფიქრობ, რომ ქალები უნდა იყვნენ ხელმძღვანელ პოზიციებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან. ვემხრობი თანაბარ უფლებებს და თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მენეჯერების არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ მათი დამსახურების – ე.ი. პროფესიონალიზმის, უნარების, გამოცდილების და ა.შ. გათვალისწინებით. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ ქალები მამაკაცების უმეტესობასთან შედარებით ბევრად რთულ და გრძელ გზას გადიან ხელმძღვანელ პოზიციებამდე.  ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, კულტურული საკითხები, კარიერის განვითარებასთან ერთად შვილების აღზრდის სირთულე და სხვა. ასევე, სამწუხაროდ, ამ საკუნეშიც კი,  ქალებისგან (განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ქალებისგან) უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე მამაკაცებისგან. პარადოქსია, მაგრამ ამგვარი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ხშირად მოდის თავად ქალებისგან, რომლებსაც უკვე აქვთ ძალაუფლება და გავლენა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალებს მიზნის მისაღწევად უწევთ ამდენი დაბრკოლების გადალახვა, ქალი ლიდერები ზოგადად არიან მეტად პროდუქტიულები, სამუშაოს ასრულებენ მაღალი ხარისხით და სტიმულს აძლევენ სხვებს. ქალებს, როგორც წესი, აქვთ განსხვავებული ხედვა/დამოკიდებულება ბევრ, ერთი შეხედვით რუტინულ პრობლემაზე, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.  შესაბამისად, გამოცდილი ქალი პროფესიონალების ყოფნა ხელმძღვანელ პოზიციებზე დიდი უპირატესობაა ნებისმიერი ამბიციური ბიზნესისა თუ საწარმოსთვის.

რა არის ის საუკეთესო რჩევა, რაც ოდესმე მიგიღიათ?

ბავშვობაში დღიური მქონდა. ცალკე ნაწილი იყო გამოყოფილი სხვების სურვილების/რჩევებისთვის. მამაჩემსაც ვთხოვე დაეწერა პატარა რჩევა ჩემთვის. რასაკვირველია, მისურვა ბედნიერი ცხოვრება და ყველა სტანდარტული სურვილი, მაგრამ განაგრძო: „ეცადე, თუ შეგიძლია, ძალიან სევდიანსაც კი, ღიმილით გაუნათო სახე. მაშინ შენი სიხარულიც უფრო მადლიანი იქნება. გიყვარდეს ოცნება, მაგრამ რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავ. გაუფრთხილდი შენს გვერდით მყოფებთან ურთიერთობას.“

15 წლის რომ ვიყავი, ეს მხოლოდ სიტყვები იყო. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვაცნობიერებ, რამდენად რთულია ამ რჩევის შესრულება, თუმცა რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ საკუთარი თავის დისციპლინა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და თავდაუზოგავი შრომა არის წარმატების აუცილებელი პირობა, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ახალგაზრდა პროფესიონალებს ვეტყოდი, რომ შეწყვიტონ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და დაიწყონ საკუთარი თავის ნდობა. არ შეგეშინდეთ ცვლილების ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ უკეთ იცით რა ჯობია თქვენთვის. ასევე, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, გადამწყვეტია, რომ ნებისმიერი საქმე აკეთოთ ენთუზიაზმით. იყავით პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებთ – პროდუქტზე, რომელსაც ქმნით პატარა გუნდში თუ უფრო დიდ გარემოში. აუცილებლად მაქსიმალურად დაიხარჯეთ. იყავით ბედნიერი იმით, რასაც აკეთებთ  – სწორედ ესაა სინამდვილეში წარმატება.