Please see the interview with Tamara Tevdoradze- Partner at “BGI Legal

First of all, please tell us about your current activities, as we know you are a partner at “BGI Legal”. what stages you went through, what stage you are at now, and what is your plans?

I have been with BGI Legal since the day it was established in June 2005. Before then, I was part of the legal team at Ernst & Young, the bulk of which then formed BGI. My legal career started when I was hired as a paralegal by GCG Law Office, then the dominant law firm in the Georgian legal services market, back in 1998. Originally, my job responsibilities were quite limited – translations, corporate registrations, preparation of simple drafts, etc. Still, I loved my job and put an effort into doing everything to the best of my abilities. I was soon promoted to a junior associate position, and it was not long before I was an associate. By the time BGI Legal was established, I was a senior associate in EY Law, with several years of experience in corporate and transactional work.

Helping establish BGI and joining its core team was certainly among the best decisions I made during my professional life. 18 years later – it is hard to grasp it has been that long! As I look back at the past two decades, I am filled with a sense of pride and accomplishment. Needless to say, I am delighted to be part of this amazing team of like-minded professionals, which I too, together with my colleagues, have helped shape over the years. BGI has been a top-ranked law firm in Georgia since its founding.  All international legal directories that cover our region rank BGI as a top Georgian law firm in every service area. I too have been ranked for the past several years, which is a much-welcome recognition of my work over the years.

Currently, our team consists of 20 dedicated, hard-working, brilliant minds. Most of our clients are large international companies and foreign investors – the biggest global names you can think of. Every day brings new interesting cases and opportunities to make a difference. To some, legal work may seem boring. Not so in our case, as BGI lawyers are known not just as excellent technical experts, but as commercially savvy, sensible business lawyers. For us, creativity and broader vision are driving factors that help us excel and maintain a competitive edge.

In terms of our plans, grow or die, as they say in business. So we very much plan to continue expanding, adapting to new challenges, going along with the latest trends in ever more globalized business, and capitalizing on the new opportunities that present themselves from various sources – not least from Georgia’s ongoing integration with the EU. All along, we aim to maintain our status as Georgia’s preeminent law firm, a law firm with an impeccable reputation for professionalism and ethics, the number one “go-to firm” on the Georgian market that the biggest global corporations can work with as their trustworthy business partners.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

I cannot say that there have been many obstacles in my career path. Generally, I believe that in any area of life, if you know what you want and how to get there, there is no stopping you. My family and friends have supported me all the way, in all of my endeavors. Several years ago I left for New York to complete the LLM program at NYU School of Law. It coincided with the start of the pandemic, but I still graduated at the end of the academic year and had my commencement ceremony a year later. That year was difficult – studying and working at the same time is challenging and requires supernatural time-management skills. Passing the NY BAR exam was even harder. I was isolated for several months, had 8-hour lectures, and studied for the next four. I am grateful for the understanding and support my family and friends gave me during those hard times. I could not have done it without them.

 

What is your main motivation to keep moving forward?

My three kids, or better yet – the understanding that I am setting an example for my kids. Seeing pride in their eyes when someone asks them about their mother is worth all the sleepless nights in the world.

What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?

Every woman should know that they cannot be successful if they settle. Again – you should know what you want in life and work towards that, irrespective of anybody telling you otherwise. At the same time, success comes with consequences. It is difficult to balance career and family life. Here again, good time-management skills come in handy.

Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I would advise young professionals to see themselves as part of the team and not to take on more than they can handle. Become a team player. Listen. Observe. Learn. Share. Then lead. Do not rush. Set the goals and work towards them diligently. The success of a team is the success of every member of the team. I have been fortunate to work with brilliant people that I consider my friends. I believe feeling comfortable at your workplace is just as important, as having a “partner” plaque on your door.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ თამარა თევდორაძესთან- პარტნიორი „ბიჯიაი ლეგალ“- ში

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ პარტნიორი „ბიჯიაი ლეგალ“ – ში. რა ეტაპები განვლეთ, რა ეტაპზე იმყოფებით ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„ბიჯიაიში“  მისი დაარსების დღიდან, ანუ 2005 წლის ივლისიდან ვმუშაობ. მანამდე „ერნსტ ენდ იანგის“ (EY Law) იურიდიული გუნდის წევრი ვიყავი. მას შემდეგ, რაც 2005 წლის დასაწყისში „ერნსტ ენდ იანგმა“ იურიდიული მომსახურების ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა გლობალურ დონეზე, ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ახალი ფირმა, „ბიჯიაი ლიგალი“ ჩამოაყალიბა და ახალი ბრენდით გააგრძელა მუშაობა, ახლა უკვე როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა კომპანიამ.

ჩემი იურიდიული კარიერა 25 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1998 წელს დავიწყე მუშაობა იურისტის თანაშემწედ იურიდიულ ფირმაში „ჯისიჯი“ (GCC). იმ დროს ჯისიჯი საქართველოს ბაზარზე მოწინავე იურიდიული ფირმა იყო. თავდაპირველად, ჩემი სამუშაო მოვალეობები საკმაოდ შეზღუდული გახლდათ და შემოიფარგლებოდა თარგმანებით, კორპორატიული რეგისტრაციებითა, დოკუმენტების პროექტების შედგენითა და სხვა მსგავსი, ხშირად საკმაოდ რუტინული და ტექნიკური, სამუშაოთი.  მიუხედავად, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა დავალება ზედმიწევნით კარგად შემესრულებინა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ დამაწინაურეს უმცროს იურისტად, მალე კი იურისტად, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებდა საქმეებს. „ბიჯიაის“ დაარსების მომენტისთვის უკვე უფროს იურისტად ვმუშაობდი EY Law-ში და მქონდა კორპორატიულ საქმეებზე და ტრანზაქციებზე მუშაობის  რამდენიმეწლიანი გამოცდილება.

„ბიჯიაის“ დაარსებაში მონაწილეობა და ფირმის ბირთვის წევრობა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. 18 წლის შემდეგ, რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი დრო გავიდა. როდესაც ვფიქრობ გასულ წლებზე, სიამაყის განცდა მიპყრობს. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საუკეთესო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის ნაწილი ვარ, რომლის ფორმირებაში, ჩემს კოლეგებთან ერთად, ჩემი არცთუ უმნიშვნელო წვლილიც ურევია. „ბიჯიაის“ უმაღლესი რეიტინგები აქვს მისი დაარსების წლიდან. ყველა საერთაშორისო დირექტორიაში, რომელიც საქართველოს ფარავს, „ბიჯიაის“ უმაღლესი რეიტინგი აქვს იურიდიული მომსახურების ყველა სფეროში. ბოლო რამდენიმე წელია, პირადად მეც მონიჭებული მაქვს საერთაშორისო რეიტინგი, რაც ჩემი მრავალწლიანი შრომის უდავოდ სასიამოვნო აღიარებაა.

ამჟამად, ჩვენი გუნდი შედგება ოცი გამორჩეულად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გონიერი იურისტისგან. ჩვენი კლიენტების უმეტესობას მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ინვესტორები შეადგენენ, მათ შორის მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და კორპორატიული სამყაროს გლობალური გიგანტები. ყოველ დღეს მოაქვს ახალი და საინტერესო საქმეები, ასევე შესაძლებლობა, რომ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ. ზოგიერთისთვის იურისტობა, ადვოკატობა, იურიდიული პროფესია შესაძლოა მოსაწყენად გამოიყურებოდეს. ჩვენს შემთხვევაში, ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან „ბიჯიაის“ იურისტები ცნობილი არიან არა მხოლოდ როგორც თავის საქმის შესანიშნავი ექსპერტები, არამედ როგორც მოქნილი, „ჩარჩოებს მიღმა“ მოაზროვნე, კომერციულად კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტები. ჩვენთვის კრეატიულობა და ფართო ხედვა წარმოადგენს მთავარ განსხვავებას – მამოძრავებელ ძალას, რომელიც საშუალებას გვაძლევს შეძლებისდაგვარად უნაკლოდ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და შევინარჩუნოთ კონკურენტული უპირატესობა.

სამომავლო გეგმების მხრივ, უჩვეული და განსაკუთრებული, ალბათ, არაფერია – ჩაფიქრებული გვაქვს კიდევ უფრო გაფართოება. ახალი გამოწვევები მუდამ თან სდევს ჩვენს საქმეს. ამდენად მუდმივი ზრდა, გლობალურ ეკონომიკაში არსებულ უახლეს ტენდენციებზე ტემპის აწყობა, ახალი შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება გვაძლევს. ვაპირებთ შევინარჩუნოთ და გავამყაროთ ჩვენი სტატუსი, როგორც საქართველოს მოწინავე იურიდიულმა ფირმამ, რომელიც გამოირჩევა პროფეზიონალიზმის და ეთიკის მხრივ სანიმუშო რეპუტაციით, ფირმამ, რომელსაც უკვე თითქმის ორი ათწლეულია სანდო ბიზნეს პარტნიორად მიიჩნევენ უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციები.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

ვერ ვიტყვი, რომ ჩემს კარიერულ გზაზე ბევრი დაბრკოლება მქონდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სფეროში, თუ იცი, რა გინდა და თანმიმდევრულად მუშაობ შენი მიზნის მისაღწევად, ვერაფერი გაგაჩერებს. ოჯახი და მეგობრები ყოველთვის გვერდში მედგნენ ჩემს ყველა წამოწყებაში. რამდენიმე წლის წინ, დროებით დავტოვე საქართველო ნიუ იორკის უნივერსტეტში (NYU) სამაგისტრო პროგრამის გასავლელად. ეს დაემთხვა კოვიდ-პანდემიის დასაწყისს. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე აკადემიური წლის ბოლოს სწავლის წარჩინებით დასრულება. საზეიმო ცერემონიალიც გვქონდა – მართალია, ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც. ის წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე იყო. მუშაობა და სწავლა ერთდროულად არცთუ მარტივი რამაა და ამისთვის დროის მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარია საჭირო. ნიუ იორკის შტატის იურისტთა ასოციაციის გამოცდის (New York Bar Exam) ჩაბარება კიდევ უფრო ძნელი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში იზოლირებული ვიყავი ყველასგან, დღეში რვა საათის განმავლობაში მქონდა ლექციები, შემდეგ კი ოთხ საათს სწავლას ვანდომებდი.  ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის და მეგობრების, რომლებიც გვერდში მედგნენ ამ რთული პერიოდის განმავლობაში. მათ გარეშე ალბათ გამიჭირდებოდა ამ, ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

ჩემი სამი შვილი, უფრო სწორად, იმის გააზრება, რომ მათთვის მისაბაძი მაგალითი ვარ და უნდა ვიყო მომავალშიც. მათ თვალებში სიამაყის დანახვისას, როდესაც დედაზე საუბრობენ, ვხვდები, რომ ყველა გათენებული ღამე ღირდა ამად.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ვერ იქნება წარმატებული თუ საკუთარ ოცნებებზე და ამბიციებზე უარს იტყვის და დათმობაზე წავა, რა გინდ მიზეზით. ისევ გავიმეორებ – უნდა იცოდე, რა გინდა ცხოვრებაში და თანმიმდევრულად, რუტინულად, მიზანმიმართულად იმუშავო დასახული მიზნის მისაღწევად. არ უნდა მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენს დემოტივაციას ცდილობს და გვეუბნება, რომ ეს შეუძლებელია. ამასთანავე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებასაც აქვს თავისი ფასი. რთულია კარიერისა და ოჯახური ცხოვრებისთვის „ხარისხიანი დროის“ დაბალანსება. აქაც დაგეხმარებათ დროის მენეჯმენტის უნარები, რომელთა გამომუშავება დროისა და მონდომების საკითხია.

 

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

ახალგაზრდა პროფესიონალებს ვურჩევდი, რომ თავი აღიქვან როგორც გუნდის ნაწილი და პირველივე ცდაზე არ შეეჭიდონ იმაზე მეტსა და დიდ საქმეს, ვიდრე შეუძლიათ დაძლევა. მნიშვნელოვანია წარმატების ყველა საფეხურის თანმიმდევრულად, ეტაპობრივად გავლა. მანამდე კი – იყავით გუნდურები. მოუსმინეთ სხვებს. დააკვირდით. ისწავლეთ სხვისი გამოცდილებიდან. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა გარშემო მყოფთ. არ იჩქაროთ. დაისახეთ მიზანი და არ დაკარგოთ მიზნის განცდა, რადგან გზად ბევრი გადასახვევ-გადმოსახვევი იქნება. გუნდის წარმატება გუნდის თითოეული წევრის წარმატებაა.  ჩემს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამიმართლა –  ვმუშაობ გამოცდილ, დაღვინებულ კოლეგებთან ერთად, რომლებიც მეგობრებად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილას კონფორტულად ყოფნა იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კარებთან გაკრული „პარტნიორის“ აბრა.