Please the interview with Teona Jolokhava- Senior Vice President, Trade Finance Sales Department at “TBC Bank”
First of all, please tell us about your current activities, as we know you are a Senior Vice President in the Trade Finance Sales Department at “TBC Bank”. what stages you went through, what difficulties you faced, and what stage you are at now?
First of all, I would like to express my gratitude; I appreciate your interest in interviewing me.
I consider myself very lucky to have joined Bank Republic (Société Générale group) during my studies at the Caucasus School of Business. Working within the largest European bank exposed me to a team of professionals, offering valuable experiences that proved beneficial in my subsequent role at TBC Bank.
In 2018, I joined the corporate team of TBC Bank, Trade Finance department. Our team actively participates in financing international trade, which makes us incredibly proud as we contribute to the growth and development of the country’s economy. We hold a prominent position as market leaders, are being recognized internationally, and have a collection of awards from esteemed financial institutions, commercial banks, and prestigious publishing houses.
As a Senior Vice President at TBC Bank, my role involves skillfully and efficiently managing a team of industry professionals. Our focus is on delivering top-quality and innovative products to our customers.
Trade finance is a diverse field. I love my job very much and sometimes I cannot even believe that I have been in this direction for more than 10 years. While there were occasions when the thought of exploring other opportunities crossed my mind, each time, I found myself drawn back. This field offers endless opportunities for development and growth.
One particular period that stands out is the time during the pandemic when I moved to South Korea with my family. Despite the time differences, TBC provided unwavering support, enabling me to work remotely for three years alongside my team, navigating the challenges posed by the pandemic and adapting to a completely new environment.
At the current stage, I continue to develop, and I enrolled as a master’s student at the University of Grenoble.
What is your main motivation to keep moving forward?
Success comes with many challenges, in this process, the positive feedback of our clients and our team is very important. For this, it is necessary to have the ability to adapt to a constantly changing environment, while at the same time developing as a professional. Emotional intelligence also plays a big role in moving forward, which helps me to create a healthy working climate. In a rapidly evolving world, our mission is to stay ahead, ensuring we do not lag and continue moving forward.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
It is very difficult to separate one thing. I believe a woman’s successful career hinges on the right motivation, encompassing needs, incentives, and purpose. Achieving success involves maintaining a balance between personal life, family, and career. For me, self-discipline, the support of those around me, effective time management, and a fearless approach to new challenges are crucial elements that contribute significantly to this balance.
I am very lucky because I work in an environment, where all employees have equal development opportunities. After all, there are still employers where a woman needs to work harder to achieve success and recognition in her career. So, my advice would be not to compare yourself with others. Focus on approaching your work in a manner that emphasizes comparing yourself only to your progress and accomplishments.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
To young beginners, I would say that the path to professionalism is challenging yet achievable through gradual progress. Opportunities don’t materialize independently; they need to be crafted with inner motivation. I would advise cultivating the willpower needed to pursue their goals, as success is the outcome of consistently applied determination and daily hard work.
At the very first stage, only a few are certain about their career path. Consequently, I believe it’s crucial to explore various options. Continuously venture into new fields and cultivate diverse interests. Eventually, they will discover the type of work that brings them joy and turns each day into a fulfilling experience, avoiding the trap of routines.
They should do their chosen work with passion. Success is not a random occurrence; if you find yourself standing at the top of the mountain, it’s not because you fell from the sky; rather, it’s a result of your dedicated effort and continuous striving toward your personal goals.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ თეონა ჯოლოხავასთან- “თიბისი ბანკის” ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვიცე პრეზიტენტი
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. როგორც ვიცით თქვენ ხართ “თიბისი ბანკის” ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვიცე პრეზიდენტი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ჩემთან ინტერვიუთი.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც ჯერ კიდევ კავკასიის ბიზნესის სკოლაში სწავლის პერიოდში მოვხვდი ბანკ რესპუბლიკაში (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე). გარდა იმისა, რომ ვმუშაობდი უმსხვილესს ევროპულ ბანკში, ამასთან საოცრად პროფესიონალი ადამიანების გუნდმა დიდი გამოცდილება შემძინა, რაც შემდეგ უკვე თიბისი ბანკში გამომადგა.
2018 წელს შემოვუერთდი თიბისი ბანკის კორპორატიულ გუნდს, ვაჭრობის ფინანსირების განყოფილებას. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების პროცესში, რაც ძალიან გვეამაყება, რადგან ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. ბაზრის ლიდერები ვართ, გვაქვს საერთაშორისო აღიარება და ასევე უამრავი ჯილდო, ფინანსური ინსტიტუტებისგან, კომერციული ბანკებისაგან და პრესტიჟული გამომცემლობებისგან.
თიბისი ბანკში, ჩემი, როგორც უფროსი ვიცე პრეზიდენტის მოვალეობაა – სწორად და ეფექტურად ვმართო გუნდი, რომელიც სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხსა და ინოვაციურ პროდუქტებს.
ვაჭრობის ფინანსირება მრავალფეროვანი სფეროა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ხანდახან არც კი მჯერა, რომ 10 წელზე მეტია ამ მიმართულებაში ვარ. გულწრფელად რომ გითხრათ, ყოფილა მომენტები, როდესაც ვფიქრობდი, სხვაგან მეცადა თავი, თუმცა ყოველ ჯერზე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს სფერო განვითარების და ზრდის ამოუწურავ შესაძლებლობას მთავაზობს.
საკმაოდ დიდი გზა გავიარე, იყო ბევრი გამოწვევა და სირთულე. განსაკუთრებით გავიხსენებდი პანდემიის პერიოდს, როდესაც გარკვეული პრეიოდი, სამხრეთ კორეაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. დროში დიდი სხვაობის მიუხედავად, თიბისიმ შემიწყო ხელი და 3 წლის განმავლობაში დისტანციურად ვიმუშავე ჩემს გუნდთან, პანდემიასთან და სრულიად ახალ გარემოსთან ერთად.
მიმდინარე ეტაპზე განვითარებას ვაგრძელებ და სამსახურის პარალელურად, გრენობლის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი გავხდი.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?
წინსვლას ძალიან ბევრი გამოწვევა ახლავს თან, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტების და საკუთარი გუნდის კმაყოფილება და მათი პოზიტიური უკუკავშირი. ამისთვის აუცილებელია გქონდეს ადაპტაციის უნარი მუდმივად ცვალებად გარემოში, ამავდროულად შენც ვითარდები, როგორც პროფესიონალი. წინსვლაში ასევე დიდ როლს თამაშობს ემოციური ინტელექტი, რომელიც მეხმარება ჯანსაღი კლიმატის შექმნაში. მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი მისიაა, არ ჩამოვრჩეთ და განვაგრძოთ წინსვლა.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?
ძალიან რთულია ერთი რამის გამოყოფა. ჩემი აზრით, ქალის წარმატებული კარიერა დამოკიდებულია სწორ მოტივაციაზე, რომელიც დაკავშირებულია: მოთხოვნილებასთან, სტიმულთან, მოტივთან. წარმატებისთვის საჭიროა, დაიჭირო ბალანსი და შეათავსო პირადი ცხოვრება/ოჯახი კარიერასთან. ამაში ძალიან მეხმარება თვითდისციპლინა, ირგვლივ მყოფი ადამიანების ხელშეწყობა, დროის სწორი მართვა და ახალი გამოწვევების მიმართ უშიშრობა.
მე ძალიან გამიმართლა რადგან ვმუშაობ გარემოში სადაც ყველა თანამშრომელს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ დამსაქმებლები, სადაც ქალს მეტი ძალისხმევა ჭირდება იმისთვის, რომ კარიერაში წარმატებას და აღიარებას მიაღწიოს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ნუ შეადარებთ თავს სხვებს და აკეთეთ თქვენი საქმე ისე, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაუმტკიცოთ თქვენი მიღწევები.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
დამწყებ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ პროფესიონალიზმისკენ გზა არ არის ადვილი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. შესაძლებლობები თავისით არ ჩნდება, თვითონ უნდა შექმნან შინაგან მოტივაციასთან ერთად. ვურჩევდი, რომ ნებისყოფა გამოიჩინონ მიზნის მისაღწევად, რადგან წარმატება ეს არის მონდომების და შრომისმოყვარეობის შედეგი, რაც ცხოვრების წესად უნდა აქციო.
საწყის ეტაპზე ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რისი კეთება უნდა. ამიტომ ჩემი აზრით, უნდა სცადონ ყველაფერი. სულ იკვლიონ და იძიონ ახალი სფეროები და ინტერესები. ერთ დღესაც აუცილებლად მიხვდებიან, რა საქმე ანიჭებთ იმხელა სიამოვნებას და სიხარულს, რომ არც ერთი დღე მათთვის მოსაწყენი რუტინა არ გახდეს.
მათი არჩეული საქმე მთელი გულითა და მონდომებით უნდა აკეთონ. თუ შენ მთის მწვერვალზე ხარ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ციდან ჩამოვარდი, ეს მუდმივი ძალისხმევისა და საკუთარი მიზნებისაკენ სწრაფვის შედეგია.
Leave A Comment