ICC wants to proudly share an amazing news, that Lika Dzneladze – Head of Trade Finance Division At JSC “Liberty Bank” was nominated as a DOCDEX Expert and in 2023 together with 2 independent experts from major foreign institutions Lika took part in resolving the international dispute navigating parties toward the right solution and very completed the complex case.
Lika Dzneladze: “I am in in the trade finance industry since 1999 when documentary business was handled together with the international clearing transactions and therefore was far away from what we have right now.
In 2021 from the ICC local office, by the initiative of Mrs. Tamara Khizanishvili, Chair of ICC Georgia’s Banking Commission, I was informed that the International Chamber of Commerce was looking for DOCDEX experts and that I had an opportunity to broaden my scope from local markets to the international arena. The major requirement to apply for the DOCDEX experts’ position was the expertise in international trade for many years. I decided to try and by the end of year 2021 was elected DOCDEX Expert for the International Chamber of Commerce and thus leverage my local knowledge on a global scale.
ICC DOCDEX is a dispute resolution procedure specifically designed for the world of trade finance, whereby a panel of three independent and impartial experts renders a decision on a dispute arising out of a trade finance instrument, undertaking or agreement. This rapid, document-based procedure offers an attractive alternative to costly and protracted litigation. ICC DOCDEX offers the best professional practices and includes safeguards to ensure the competence, independence, impartiality and availability of experts. Fast, cost-effective, straightforward procedure usually completed within two to three months and authoritative and impartial decision is useful for courts, arbitral tribunals, or as a negotiating tool.
In August 2023 together with 2 independent experts from major foreign institutions I took part in resolving the international dispute navigating parties toward the right solution and very completed the complex case, having received thanks from ICC for their hope of working with me again on future cases. As a DOCDEX expert I had a chance to play a crucial role in resolving disputes, providing expert opinions, and contributing to the efficient functioning of international trade transactions.
In conclusion let me outline that the ICC Tbilisi office and ICC Chamber of Commerce build trust and confidence in my abilities and therefore demonstrate my skills, reliability, and professionalism. Therefore, now I am sure that even unachievable dreams come true if you work hard and are surrounded by right environment”
საერთაშორისო სავაჭრო პალატა სიამაყით გიზიარებთ, რომ ლიკა ძნელაძე, რომელიც ვაჭრობის ფინანსირების განყოფილების უფროსია ლიბერთი ბანკში, ნომინირებული იყო DOCDEX-ის დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიციაზე და 2023 წელს 2 უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად, მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაში და კოლეგებთან ერთად რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, წარმატებით დაასრულა რთული ქეისი.
ლიკა ძნელაძე: „ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 1999 წლიდან ვარ, როცა ჯერ კიდევ დოკუმენტური ბიზნესის ოპერაციები ბანკში საერთაშორისო საკლირინგო ოპერაციებთან ერთად იწარმოებოდა, და მისი ფუნქციონალი შორს იყო იმ სტრუქტურისაგან, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. 2021 წელს ICC-ის საქართველოს ოფისიდან, საბანკო კომისიის თავმჯდომარის ქ-ნი თამარა ხიზანიშვილის ინიციატივით, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიო მასშტაბით ეძებდა DOCDEX ექსპერტებს, და რომ მეძლეოდა შესაძლებლობა, გამეფართოვებინა ჩემი საქმიანობის სფერო ადგილობრივი ბაზრებიდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლით. DOCDEX ექსპერტის თანამდებობისათვის განაცხადის მთავარი მოთხოვნა იყო საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მე გადავწყვიტე ბედი მეცადა, და 2021 წლის მიწურულს ამირჩიეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის DOCDEX ექსპერტად, რითაც შესაძლებლობა მომეცა, ჩემი ადგილობრივი ცოდნა გლობალურ დონეზე გამეტანა, ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა და დავხმარებოდი მხარეებს დავების სწორად გადაწყვეტაში.
ICC DOCDEX საქმიანობა სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურაა: სამი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისგან შემდგარი პანელი იღებს გადაწყვეტილებას ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტის, ვალდებულების ან შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილ დავაზე. სწრაფი, დოკუმენტების ანალიზზე დაფუძნებული პროცედურა გთავაზობთ ძვირადღირებული და გაჭიანურებული სამართალწარმოების მიმზიდველ ალტერნატივას. ICC DOCDEX გაძლევთ თქვენი დავების სწორად გადაწყვეტის გარანტიას. სწრაფი, ეკონომიური, მარტივი პროცედურა, როგორც წესი, სრულდება ორ-სამ თვეში და ავტორიტეტული და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება გამოსადეგია სასამართლოსთვის, არბიტრაჟისთვის; ასევე, ექსპერტულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია შემდგომი ურთიერთმოლაპარაკებების წარმოება.
2023 წლის მეორე ნახევარში, 2 უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად, მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაში, იმ ექსპერტებთან ერთად რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, წარმატებით დავასრულე რთული ქეისი, მივიღე მადლობა ICC-სგან, იმ დაპირებით, რომ კვლავ იმუშავებდნენ ჩემთან მომავალი სადაო საკითხების განხილვაში. როგორც DOCDEX-ის დამოუკიდებელ ექსპერტს, მე მომეცა შესაძლებლობა, შემესრულებინა მნიშვნელოვანი როლი დავების გადაწყვეტაში, საექსპერტო მოსაზრებების მიწოდებასა და გლობალურად, საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციების ეფექტიან ფუნქციონირებაში შემეტანა ჩემი პატარა წვლილი.
დასასრულ, მინდა განსაკუთრებულად გამოვხატო ჩემი მადლიერება ICC თბილისის ოფისის მიმართ, რომელიც თავისი მიდგომებით, პოლიტიკით, სემინარებით, შეხვედრებით, პერმანენტულად ეხმარება: ბანკებს, ბიზნესებს, თითოეულ ადამიანს -პროფესიული უნარების განვითარების, ცნობადობის ამაღლების და პოპულარიზაციის განხრით.
ახლა სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ოცნებები ხდება, თუ მუშაობ დაუღალავად და ასრულებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს“
Leave A Comment