Please see the interview with Aana Kakhidze – Head of the Corporate Insurance Division, Sales Department at Imedi L
First of all, please tell us about your success story, as we know you are the Head of the Corporate Insurance Division, Sales Department at Imedi L . What stages did you go through, what difficulties did you face, and what stage you are at now?
I have been working at Imedi L for over 15 years, so there is a long list of stages and challenges. In 2009, I started from the position of junior account manager and progressed through the positions of account manager, senior account manager, head of sales group and now I lead the corporate sales unit. As for the challenges, I have faced adventurous tasks, which made the process dynamic, interesting, risky, and lively. Many wonder why I don’t settle in another sphere or another company, but these challenges and dynamics are exactly what I love, and I enjoy with my friendly team members in Imedi L.
What’s the biggest factor that has helped you be successful?
I think the most significant factor in success is dedication to work. There’s no universal recipe because everyone has individual approaches, but dedication to work remains the key factor, and the most universal factor where, not only a lot of work is invested but also a lot of thought goes into how to spend minimal energy for maximum efficiency and then implement this plan.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
Even though women may not have historically been involved in public or functional life due to various restrictions, this does not imply any inherent incapability on their part. From my observation, women tend to bring more empathy and rationality both in corporate settings as employees and in customer relations. However, everything still depends on the individual.
Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?
The first component is the correct selection of profession (it should be noted that if we make a mistake in choosing a profession, this is not the end of life, and changing professions is possible at any time in today’s era). The main indicator of correct selection is to do your job with passion and engagement.
There was a time when women chose professions that would be more compatible with family life – with fewer long hours and less workload. However, a woman oriented towards her career was stereotypically considered in a negative light. I hope that the future generation is liberated from such stereotypical views and that the limitations of what is considered suitable work for a man and what is considered suitable work for a woman is erased. The main thing is to follow what excites and engages us and leads to meaningful results in both the process and the outcome.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ანა კახიძესთან- Imedi L – ის გაყიდვების დეპარტამენტის კორპორატიული დაზღვევის განყოფილების ხელმძღვანელი.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ Imedi L – ის გაყიდვების დეპარტამენტის კორპორატიული დაზღვევის განყოფილების ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.
Imedi L ში ვმუშაობ 15 წელზე მეტია, შესაბამისად ეტაპების და სირთულეების ძალიან დიდი სია არსებობს. 2009 წელს დავიწყე უმცროსი ანგარიშთა მმართველის პოზიციიდან და გავიარე ანგარიშთა მმართველის, უფროსი ანგარიშთა მმართველის, ჯგუფის უფროსის პოზიციები და ახლა ვხელმძღვანელობ კორპორატიული დაზღვევის განყოფილებას.
სირთულეებს რაც შეეხება, უფრო სასიამოვნო გამოწვევებს დავარქმევდი, რაც პროცესსხდიდა დინამიურს, საინტერესოს, აზარტულს და ცოცხალს. ბევრს უკვირს, რატომ არ მომისინჯავს თავი სხვა სფეროში, ან სხვა კომპანიაში, მაგრამ ზუსტად ეს გამოწვევები და დინამიკაა ის, რაც მეგობრულ გარემოსთან ერთად განსაკუთრებულად მიყვარს იმედი ელში.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში.
ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატებაში არის შრომისმოყვარეობა. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, ვინაიდან ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს, თუმცა შრომისმოყვარეობა მაინც არის მთავარი და ყველაზე უნივერსალური ფაქტორი, რომელშიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბევრი მუშაობა არ მოიაზრება, არამედ მოიაზრება მოფიქრება, თუ როგორ დაიხარჯოს მინიმალური ენერგია მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და შემდეგ ამ გეგმის განხორციელება.
რა ბენეფიტები მოაქვს კომპანიისთვის ქალებს წამყვან პოზიციებზე?
მიუხედავად იმისა, რომ ქალები საჯარო თუ შეიძლება ასე ითქვას ფუნქციონალურ ცხოვრებაში საუკუნეების განმავლობაში არ ჩანდნენ, ამას არანაირი გავლენა მათ უნარებზე არ მოუხდენია. თუ სუბიექტურ შეგრძნებებს გაგიზიარებთ, ჩემი დაკვირვებით, ქალებს მეტად შემოაქვთ კომპანიებში ემპათიურობა თანამშრომლები და მომხმარებლების მხარესაც, თანმიმდევრულობა და რაციონალურობა, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდზეა დამოკიდებული.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.
პირველი კომპონენტია პროფესიის სწორი შერჩევა (ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ შეცდომას დავუშვებთ შერჩევისას, ეს არაა განაჩენი ცხოვრების ბოლომდე და პროფესიი შეცვლა თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია). სწორად შერჩევის მთავარი ინდიკატორი, საქმის მთელი არსებით და ვნებით კეთებაა. იყო დრო, როცა ქალები ისეთ პროფესიებს ირჩევდნენ, რაც უფრო შეთავსებადი იქნებოდა ოჯახურ საქმიანობასთან – ნაკლები მივლინებებით, ნაკლებად დატვირთულ განრიგით. თითქოს, კარიერაზე ორიენტირებული ქალი სტერეოტიპულად ცუდ ტონად ითვლებოდა და იმედი მაქვს, მომავალი თაობა გათავისუფლებულია მსგავსი შაბლონური ხედვებისგან და წაიშალა საზღვრები რა არის კაცის გასაკთებელი საქმე და რა ქალისთვის შესაფერისი პროფესია. მთავარია მივაგნოთ იმ მთავარს, რაც გვაფორიაქებს და იწვევს პროცესით და შედეგით აღფრთოვანებას.
Leave A Comment