Please see the interview with Nana Ghvaladze- the Head of Financial Services at EY

Thank you for your time. First of all, please tell us about your success story. As we know, you are the Head of Financial Services at EY What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?

I believe that being successful means doing the work you love, enjoying it, and being passionate about moving forward.

My journey toward professional success began 17 years ago. I am still on this path and will continue as long as I am able to do my favorite job – consulting, which allows me to contribute to the financial development of other businesses.

My educational background is in finance. My professional career started at one of the Big Four international audit firms, EY. After having worked in the assurance department for 2 years, I decided to gain a variety of experiences in other fields. I have worked for banks and a leasing company as a financial analyst, served as the deputy head of the audit department in the State Audit Office, and acted as a facilitator and creator of audit certification modules. Ultimately, I found my place at EY, where I decided to return in 2015 equipped with sector-specific knowledge and diverse experiences.

After 10 years of working in assurance services, a new service line offering financial consulting services was established at EY in 2018, following significant reforms related to finance and audit in Georgia. I was appointed as the developer and head of this service line. The development of new services, policies and practices, as well as the dynamic market and competitive environment, were among the challenges that consistently characterized this market. The most critical challenge that our team faced was the strict EY policies, which ultimately became a point of success for our services. A professional team, advanced corporate culture, passion for constant development, high ethical standards without compromise, and management support all lead to the creation of quality. This quality is the foundation for earning credibility and trust in the field of consulting.

Today, our services are a benchmark of quality, defined by a professional team. My objective was the creation of a sustainable service line, complete with a professional team and respective manuals for business process that enable them to work independently. In hindsight, I consider that this objective has been achieved, and now it’s time to give the new generation the opportunity for further development and to transfer the managing functions to them. Meanwhile, I am ready to invest my recent experience in the development of new consulting products, take on other challenges, and provide respective solutions.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

Two years after the establishment of the service line, the negative impact of the Covid pandemic became one of the biggest challenges for the consulting sector. Particularly, the professional services faced additional pressure which threatened the parts of the business that were more significantly affected.  Regardless of how impossible the challenges initially seemed, my passion for achieving my goals, coupled with support from management, enabled me to create a unique vision and find opportunities within those challenges. Specifically, I got acquainted with international experiences and implemented new, tailored products.  Despite the existing barriers at that time, I managed to enhance my qualifications. Initially, passing the CPA (Certified Public Accountant), one of the most recognized professional exams in the USA, seemed insurmountable. However, self-trust, resilience, and curiosity inspired me to successfully navigate through this challenging process.

Currently, we work with more international businesses and share knowledge and experience with consultants operating in auditing and finance sectors. We believe that developing the market in which we operate is the source of our own development through establishing the same level of values.

We have not finished overcoming the obstacles; we are still undergoing this process with enriched experiences and a different scale. This is the source of self-development. It enables us to constantly work on ourselves and doesn’t allow us to slow down.

What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?

“Move on and never give up. Don’t let go of your goals, even if they seem insurmountable”.

The foundation of success lies in our self-development, achieved through dedication, hard work, resilience, and readiness to overcome obstacles. Often, the greatest challenge we face is the fear of failure, which hinders our progress and, in the worst cases, triggers us to abandon our goals. This can lead to a mode of stagnation. On the other hand, stagnation itself becomes a reason to reject success.

Finally, let’s wrap up with the traditional question: What advice would you give to the

Firstly, I would advise women who are taking first steps in their professional careers that it is never too late! Set a goal and do everything to achieve it. Create an environment that promotes your self-development: it might involve your private lifestyle, your organization, or even your location (perhaps even crossing borders). What is most critical is to believe in yourself. Don’t be afraid of a failure or a defeat. Every ending is the source of a new beginning, so take every barrier as an opportunity for self-development.

Secondly, I would say to young female leaders who are still in the process of searching for their source of interest: Don’t stop searching until you find it. And when you do find a path where the job, work, or creative process aligns with your interests, you begin to love it, let this passion drive you to care for it, overcome all challenges, and enjoy every small successful step you experience along the way.

And finally, create an environment that enables you to consistently succeed in these endeavors.

 

 

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუე ნანა ღვალაძესთან-EY ის ფინანსური მომსახურების ხელმძღვანელი

დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში, თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. როგორც ვიცით, თქვენ ხართ EY ის ფინანსური მომსახურების ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

იმ გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ, რა არის წარმატება, ჩემთვის ეს იმ საქმის კეთებაა, რომელიც მიყვარს და მსიამოვნებს. რაც მთავარია, მჯერა, რომ ეს განგრძობითი პროცესია.

ჩემი წარმატების ისტორია 17 წლის წინ დაიწყო, ახლაც გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემი საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება. ეს საკონსულტაციო სფეროა, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს დავეხმარო სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენლებს  წარმატებაში.

პროფესიით ფინანსისტი ვარ. კარიერა დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში –  EY-ში დავიწყე.  აუდიტის განყოფილებაში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე გამოცდილება  სხვადასხვა განხრით მიმეღო. ვმუშაობდი ფინანსურ ანალიტიკოსად  ბანკებსა და სალიზინგო კომპანიაში, აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და სასერტიფიკატო კურსების ხელმძღვანელად აუდიტის ინსტიტუტში. საბოლოოდ, ჩემი თავი EY-ში ვიპოვე სადაც 2015 წელს, ახალი გამოცდილებით და სხვადასხვა დარგობრივი ცოდნით დავბრუნდი.

10-წლიანი აუდიტორული საქმიანობის შემდეგ, 2018 წლიდან, საფინანსო სფეროში მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, EY-ში შეიქმნა ახალი განყოფილება საფინანსო მომსახურების კონსულტაციების განხრით, რომლის ხელმძღვანელობაც მე მომანდეს. ახალი სერვისების ჩამოყალიბება, შესაბამისი პოლიტიკების და პრაქტიკების შექმნა, პროდუქტების განვითარება, ბაზრის დინამიკურობა და მაღალი კონკურენცია – ეს ის გამოწვევები იყო, რომლებიც აღნიშნულ სფეროს მუდმივად ახასიათებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი EY-ის მაღალი სტანდარტი იყო, რომელმაც ჩვენი პროდუქტების კონკურენტული უპირატესობა განსაზღვრა. მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდი, კორპორაციული კულტურა, მმართველი გუნდის მხარდაჭერა, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, მაღალი ეთიკური სტანდარტები და კომპრომისის გარეშე მუშაობა იყო ის, რამაც შექმნა ხარისხი, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს სანდოობას საკონსულტაციო სფეროში.

დღეს ჩვენი სერვისები ბაზარზე სანიმუშოებით გამოირჩევა, რაც მიიღწევა მაღალპროფესიონალთა გუნდით. ჩემი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ შემექნა განყოფილება, რომელიც იქნებოდა მდგრადი, პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული, შესაბამისი სამუშაო პოლიტიკებით და დამოუკიდებლად შეძლებდა ფუნქციონირებას. ვფიქრობ, რომ ეს მიზანი მიღწეული მაქვს და ახალ ეტაპზე გადავდივარ: მივცე ახალ თაობას განვითარების საშუალება, გადავაბარო არსებული საქმე და ახალი ძალებით შევუდგე საკონსულტაციო პროდუქტების განვითარებას, ბიზნესის გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისი გადაწყვეტების შეთავაზებას.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

სერვისის ამ მიმართულების დაარსებიდან 2 წლის შემდეგ დაიწყო კოვიდ პანდემია და მისი  ნეგატიური ეფექტები დიდი გამოწვევა იყო საკონსულტაციო მომსახურებისთვის. პროფესიული სერვისები მძიმე ტვირთი აღმოჩნდა იმ ბიზნესისთვის,  რომელთა საქმიანობაზეც მას პირდაპირი ზეგავლენა ჰქონდა. მიუხედავად ერთი შეხედვით თითქოს დაუძლეველი სირთულეებისა  საკუთარი მიზნის ერთგულებამ და ხელმძღვანელობის თანადგომამ საშუალება მომცა, ჩამომეყალიბებინა ახალი ხედვა და გამოწვევები შესაძლებლობებად მექცია. კერძოდ, გავეცანი საერთაშორისო გამოცდილებას და დავნერგეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც გამოწვევებს პასუხობდა. მიუხედავად იმ პერიოდში არსებული შეზღუდვებისა, შევძელი კვალიფიკაციის ამაღლებაც. ჩამებარებინა ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროფესიული გამოცდები (CPA – Certified Public Accountant) თავდაპირველად გადაულახავ გამოწვევად მეჩვენებოდა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა, სიმტკიცე და ახლის ძიების სურვილი დამეხმარა დაწყებული პროცესის წარმატების დასრულებაში.

დღეს ვემსახურებით უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას, ცოდნას და გამოცდილებას ტრენინგების საშუალებით ვაზიარებთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პირების გადამზადებას ვინც აუდიტის და საკონსულტაციო სფეროშია, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ბაზრის განვითარება, რომელზეც ჩვენ ვსაქმიანობთ, განაპირობებს ჩვენს განვითარებასაც, საერთო ღირებულებების შექმნის გზით.

ჩვენ არ დაგვისრულებია დაბრკოლებების გადალახვის პროცესი. ამ პროცესს ახლაც გავდივართ, თუმცა  უფრო მეტი გამოცდილებით და სხვა მასშტაბით. ეს ის საფუძველია, რომელიც მუდმივი განვითარებისკენ გვიბიძგებს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?

„იარეთ დასახული მიზნისკენ. არ დანებდეთ და არ თქვათ უარი თქვენს მიზანზე, თუნდაც ეს შეუძლებლად გეჩვენებოდეთ“.

წარმატების ძალა თვითგანვითარებაშია, რაც ჩემთვის გამოიხატება მუდმივ შრომაში, გამძლეობაში და სირთულეების გადალახვაში. ამ გზაზე ყველაზე მეტი გამოწვევა ხშირად წარუმატებლობის შიშის გამო დგება, რამაც შეიძლება შეგვაფერხოს და, უკიდურეს შემთხვევაში, უარიც კი გვათქმევინოს დასახულ მიზანზე. ეს უკანასკნელი იწვევს უმოქმედობას. უმოქმედობით კი წარმატება განწირულია.

დაბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით: რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

პირველ რიგში, დამწყებ პროფესიონალებს მინდა შევახსენო, რომ არასდროს არის გვიანი! მთავარია, დაისახოთ მიზანი და დაიწყოთ მოძრაობა ამ მიზნის მიმართულებით. შეიქმენით ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეგიწყობთ განვითარებაში: ეს გარემო შეიძლება იყოს პირადი, ორგანიზაციული და გეოგრაფიული (შესაძლოა საზღვრებს გარეთ გასვლაც მოგიხდეთ). მთავარია, გჯეროდეთ და გწამდეთ საკუთარი თავის. არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის და მარცხის. ყოველი დასასრული ახლის დასაწყისია, ამიტომ მიიღეთ ის ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობად.

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა: ეძიეთ საყვარელი საქმიანობა და არ გაჩერდეთ, სანამ არ იპოვით მას და როდესაც გააცნობიერებთ რომ თქვენი საქმე გიყვართ, ეს სიყვარული მოგცემთ ძალას, რომ იზრუნოთ მასზე, გადალახოთ ყველა სირთულე და გაგაბედნიეროთ წინ გადადგმულმა, თუნდაც სულ პატარ-პატარა, ნაბიჯებმა.

დაბოლოს შექმენით, ისეთი გარემო, რომ წარმატების ეს ნაბიჯები უწყვეტი გახდეს.