Please see the Interview with Ketevan Zaridze – CEO and Founder of Logmind

Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are the CEO and Founder of Logmind. What stages did you go through, what difficulties did you face, and what stage are you at now?

Thank you for the opportunity to share my journey! Founding Logmind has been a transformative experience. It all started with a vision to simplify how companies manage and analyze the log data produced by their IT systems. This vision quickly evolved into creating a platform that leverages AI and ML to provide insights from massive amounts of data. The initial stage involved intense research and development, as well as building a product from scratch and assembling the right team.

One of the most significant challenges was securing initial funding. As a startup, convincing investors of our vision while navigating the technical complexities of a product was no small feat. There were moments of doubt, but persistence and a strong belief in vision kept me going.

Today Logmind is in an exciting phase. We’ve established a strong client base and are continuously improving our platform to meet the evolving needs of the market. The journey has been challenging, but each difficulty has only strengthened resolve and brought closer to the goals.

 What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

The biggest challenge was breaking into a market dominated by established players. At the outset, it seemed almost impossible to gain traction against well-known competitors with vast resources. However, this challenge forced us to innovate and focus on what made Logmind unique. By emphasizing our AI-driven approach and ensuring our product truly addressed the pain points of our users, we were able to carve out a niche and steadily grow our presence in the industry.

 What’s one thing every woman should know about being successful in her career?

One crucial piece of advice I would give is to trust your instincts and be confident in your abilities. It’s easy to fall into the trap of self-doubt, especially in industries where women are underrepresented. However, your unique perspective is your strength! Embrace it, and don’t be afraid to voice your ideas and take risks. Success often comes from stepping out of your comfort zone and staying resilient in the face of challenges.

 Finally, let’s wrap up with the traditional question, what advice would you give to the next generation of female leaders?

My advice to the next generation of female leaders is to build a strong network of mentors and peers who can support and guide you through your journey. Leadership can be isolating at times, but having a trusted circle can make all the difference. Also, remember that leadership is not just about leading others but also about continuous self-improvement and learning. Stay curious, be adaptable, and most importantly, lead with integrity and empathy.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ქეთევან ზარიძესთან- Logmind – ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორ

 დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ Logmind – ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის! Logmind-ის შექმნა მართლაც ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობდი შვეიცარიაში, და გამიჩნდა იდეა, გამემარტივებინა ლოგ მონაცემების მართვისა და ანალიზის პროცესი. ეს საწყისი იდეა მალევე გადაიზარდა პლატფორმის შექმნაში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს უზარმაზარი მოცულობის ლოგ მონაცემების ავტომატურად დასამუშავებლად და ამ მონაცემებიდან საჭირო ინფორმაციის ამოსაღებად. საწყის ეტაპზე მთავარი გამოწვევები იყო ამ პრობლემის ტექნიკური კვლევა, ასევე პროდუქტის ნულიდან შექმნა და იდეის გარშემო სწორი გუნდის შემოკრება.

ტექნიკური სირთულეების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა საწყისი კაპიტალის მოპოვებაც იყო. სტარტაპისთვის, ინვესტორების დარწმუნება, განსაკუთრებით ტექნიკური სირთულეების ფონზე, ნამდვილად რთული ამოცანა აღმოჩნდა. ეჭვებიც გვქონდა, მაგრამ იდეისადმი ძლიერი რწმენა და მტკიცე პოზიცია დაგვეხმარა წინსვლის გაგრძელებაში.

დღეს Logmind საინტერესო ფაზაშია. ჩვენ შევძელით მომხმარებელთა ძლიერი ბაზის შექმნა შვეიცარიასა და ევროპის ბაზარზე, და მუდმივად ვაუმჯობესებთ პლატფორმას, რათა ბაზრის მზარდი მოთხოვნები გავამართლოთ. ეს გზა სავსე იყო სირთულეებით, მაგრამ თითოეული გამოწვევა უფრო გვაძლიერებს და მიზანსთან უფრო მეტად დაახლოების საშუალებას გვაძლევს.

 რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

დიდი გამოწვევა იყო ასევე ევროპის ბაზარზე შესვლა სადაც მეტწილად გამოცდილი და დიდი მოთამაშეები დომინირებენ. თავდაპირველად თითქმის შეუძლებლად გვეჩვენებოდა რომ შევძლებდით კომპანიის ზრდას და განვითარებას ამ ცნობილი კონკურენტების გვერდით. თუმცა, სწორედ ამ გამოწვევამ მოგვცა სტიმული ინოვაციისთვის მეტი ყურადღება და რესურსი დაგვეთმო, რაც Logmind-ის პლატფორმას უნიკალურს ხდის. პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტის მეთოდების დანერგვით და მომხმარებლებისგან პროდუქტის დეველოპმენტის დროს მჭიდრო უკუკავშირი დაგვეხმარა მომხმარებლები ძირეულად შეგვესწავლა და ბაზარზე ჩვენი ნიშა დაგვეკავებინა.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ?

ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია გითხრათ არის საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და თქვენი ინტუიციის ნდობა. ადვილია საკუთარ თავში ეჭვის შეტანა განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. თუმცა, თქვენი უნიკალური პერსპექტივა არის თქვენი სიძლიერე! არ შეგეშინდეთ თქვენი იდეების გამოხატვისა და გარისკვის. წარმატება ხშირად მოდის მაშინ, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხართ და გამოწვევების წინაშე მყარად დგახართ.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

ჩემი რჩევა შემდეგი თაობის ქალი ლიდერებისთვის იქნება, რომ შექმნათ ძლიერი მენტორების და კოლეგების წრე, რომლებიც მხარში დაგიდგებიან და გამოწვევების დროს დახმარების ხელს გამოგიწვდიან. ლიდერობა ზოგჯერ შეიძლება იზოლირებული გამოცდილება იყოს, ამიტომ ასეთი სანდო წრის შემოკრება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გახსოვდეთ რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ გუნდის მართვა, არამედ საკუთარ თავთან მუდმივი მუშაობა და განვითარება. იყავით ცნობისმოყვარე, ადაპტაციური და, რაც მთავარია, მართეთ ემპათიითა და სამართლიანობით.