Please see the interview with Teona Niazashvili – The Head of Communications and Marketing at ICC Georgia
Thank you for your time. First of all, please, tell us about your success story, as we know you are the Head of Communication and Marketing at the International Chamber of Commerce in Georgia. What stages did you go through, what difficulties did you face and what stage are you at now?
I would like to thank you very much for your interest. I still have a long way to go before success, I have a lot to learn, a lot of challenges to overcome, and a lot of hard work to put in, “Success story” is already an accomplished mission, and I am in the process of perceiving, understanding and accepting this mission, however, I would be happy to share my path so far with you.
For me, a success story is primarily a long journey of self-discovery and personal growth. You need to be alone with yourself on this journey to find out who you are and what your mission is in this world. I believe that the personal growth of an individual is related to overcoming challenges. During this long journey, I faced many of them that tested my endurance, willpower, and determination.
I graduated from Davit Agmashenebeli University in TV-Radio Journalism. From the very first year, I started working as a volunteer at the SDASU newspaper, where at the beginning I was writing articles and helping edit the newspaper, then I was the assistant editor. From my second year of University, I started working as a correspondent for the morning program in one of the main broadcasting company and at the same time, I was actively engaged in singing career. I took part in different music TV shows and was a vocalist for one of the live bands.
As soon as I received my bachelor’s degree, I began to realize that it was necessary to acquire more theoretical knowledge and master another profession. So, I stopped my choice on public relations and marketing. I completed my master’s degree at GIPA and gained a lot of experience in both practical and theoretical knowledge thanks to my amazing lecturers.
I have been working continuously since I was 18 years old. At the same time, I participated in various international exchange programs, this experience helped me not only to gain knowledge but also to meet and be friends with many representatives from different countries and learn their traditions.
I am very self-critical; I always have the feeling that I don’t know something, and that’s why I think I still have a long way to go before succeed. In my opinion, this is what gives me motivation—the process of always searching and exploring.
Currently, my career and success is related to the International Chamber of Commerce (ICC Georgia) as Head of Communications and Marketing.
What is your main motivation to keep moving forward
My main motivation for moving forward is my daughter. I strive to be strong for her and provide her comfortable and fulfilling life. My goal is to give her the best education possible. As a parent is a child’s mirror, I want my daughter to watch and learn how important it is to never give up, and to always be compassionate and a fighter.
What’s One Thing Every Woman Should Know About Being Successful in Her Career?
The world is still patriarchal, so women have to overcome more difficulties and obstacles to assert themselves. Unfortunately, we are still in unequal conditions.
We have to break many stereotypes, which requires confidence and courage. Stay true to yourself. Listen to your inner voice. Know who you are and what you want. Be brave. Be honest. Be forward-thinking. Be woman! Many women believe that in order to be considered equals to men in the workplace we need to act like men. Women are intuitive. Women can multi-task. Women are excellent communicators. Women are big-picture planners. Women have the ability to connect with people on a personal level. Women know how to fly under the radar and get the job done. I believe that rather than act like men, women need to use their skills as women to achieve career success.
Believe in yourself and never give up!
Finally, let’s wrap up with the traditional question, What advice would you give to the next generation of female leaders?
My advice to aspiring professionals and young people taking their first career steps would be to always remain true to your principles, no matter your role. Principles like honesty, respect for everyone, and having fun in your work are principles, that work everywhere, both in academia and in business.
Never stop learning, embrace failure and take risks, use failures as a learning opportunity, and most importantly believe in your dreams and have a strong desire, after all, you will see that nothing is impossible. The main thing is that you believe in it!
Don’t be afraid of failure! Often, just because we are afraid of failure, we don’t take steps, we take a step back, and that’s when we actually make the biggest mistake. It is up to you to decide whether you will be successful or not. You must choose to believe that there is no such thing as failure. Obstacles should be used as motivation and the biggest lessons. It’s the same in life in general, be it career or personal life – mistakes are necessary to learn, strengthen, and grow, and this is the most enjoyable process. We have one life and we have to live it well!
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ თეონა ნიაზაშვილთან საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. პირველ რიგში თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, როგორც ვიცით თქვენ ხართ საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის. წარმატებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, ბევრი მაქვს სასწავლი, ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, ბევრი შრომაა ჩასადები, „წარმატების ისტორია“ უკვე შესრულებული მისიაა, მე ამ მისიის აღქმის, გააზრებისა და მიღების პროცესში ვარ, თუმცა ჩემს აქამდე განვლილ გზას სიამოვნებით გაგიზიარებდით.
ჩემთვის წარმატების ისტორია პირველ რიგში არის საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის ხანგრძლივი მოგზაურობა. ამ მოგზაურობაში საჭიროა მარტო იყო, რათა გაიგო ვინ ხარ და რა მისია გაქვს ამ სამყაროში. მჯერა, რომ ადამიანის პიროვნული ზრდა, გამოწვევების გამკლავებასთან არის დაკავშირებული. ამ ხანგრძლივი მოგზაურობისას უამრავ გამოწვევას გადავაწყდი, რომლებმაც გამოსცადეს ჩემი გამძლეობა, ნებისყოფა და მონდომება.
დავამთავრე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით. პირველივე კურსიდან დავიწყე მოხალისედ მუშაობა სდასუს გაზეთში, სადაც თავიდან სტატიებს ვწერდი და ვეხმარებოდი გაზეთის დარედაქტირებაში, შემდეგ ვიყავი რედაქტორის თანაშემწე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა ერთ ერთ წამყვან ტელეკომპანიაში დილის გადაცემის კორესპონდენტის პოზიციაზე. პარალელურად აქტიურად ვიყავი დაკავებული სიმღერით. მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემაში და ვიყავი ერთ-ერთი ბენდის სოლისტი.
ბაკალავრის ხარისხის მიღებისთანავე დავიწყე ფიქრი, რომ საჭირო იყო უფრო მეტი თეორიული ცოდნის მიღება, სხვა პროფესიის ათვისებაც და არჩევანი შევაჩერე საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგზე. მაგისტრატურა ჯიპაში დავამთავრე და არაჩვეულებრივი ლექტორების დამსახურებით მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ცოდნაში.
18 წლიდან ვმუშაობ უწყვეტად, სახელმწიფო, კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა მიმართულებით. პარალელურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ვიმაღლებდი კვალიფიკაციას.
ძალიან თვითკრიტიკული ვარ, სულ მაქვს განცდა, რომ რაღაც არ ვიცი, ამიტომ მგონია წარმატებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი და ჩემი აზრით წარმატებასაც სწორედ ეს განაპირობებს, მუდამ შემეცნებისა და ძიების პროცესი.
ამჟამად, ჩემი კარიერა და წარმატება საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC Georgia) უკავშირდება, როგორც კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად.
ჩემი მთავარი მოტივაცია – ჩემი შვილია. ვცდილობ ვიყო ძლიერი მისთვის და ვუზრუნველყო მისი კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრება. ჩემი მიზანია ჩემმა შვილმა მიიღოს საუკეთესო განათლება. რადგან მშობელი შვილის სარკეა, მინდა უყურებდეს და სწავლობდეს, როგორი მნიშვნელოვანია არასოდეს დანებდე, იყო მებრძოლი და ამავდროულად ემპათიური.
რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ.
სამყარო დღემდე პატრიარქალურია, ამიტომ, ქალებს უფრო მეტი სირთულისა და დაბრკოლების გადალახვა გვიწევს თავის დასამკვიდრებლად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არათანასწორ პირობებში ვიმყოფებით. ჩვენ ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევა გვიწევს, რაც საჭიროებს თავდაჯერებულობასა და გამბედაობას. დარჩით საკუთარი თავის ერთგული. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გახსოვდეთ ვინ ხართ და რა გინდათ. იყავით მამაცი. იყავით გულწრფელი. იყავით წინდახედული. დარჩით ქალად! ბევრი ქალი თვლის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე მამაკაცების თანასწორად ჩაითვალონ, ფიქრობენ, რომ საჭიროა იმოქმედონ მამაკაცებივით. ქალები უფრო ინტუიციურები არიან, ქალებს შეუძლიათ მრავალი დავალების შესრულება. ქალებს გადასარევი კომუნიკაციის უნარი აქვთ. ქალები გეგმავენ უფრო მასშტაბურად. ქალებს აქვთ პიროვნულ დონეზე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი. ქალებმა იციან თუ როგორ იფრინონ რადარის ქვეშ და მაინც შეასრულონ სამუშაო.
გჯეროდეთ საკუთარი თავის და არასოდეს დანებდეთ!
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.
ჩემი რჩევა დამწყები პროფესიონალებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში, იქნება, რომ თქვენ ყოველთვის უნდა დარჩეთ თქვენი პრინციპების ერთგული, არ აქვს მნიშვნელობა რა როლი გაქვთ. პრინციპები, როგორიცაა პატიოსნება, ყველას პატივისცემა და სიამოვნების მიღება თქვენი საქმიანობიდან, არის პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ყველგან, ყველა სფეროსა თუ ორგანიზაციაში.
არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, მიიღეთ და გამოიყენეთ წარუმატებლობა, როგორც სწავლის შესაძლებლობა და რაც მთავარია, ირწმუნეთ ოცნებების და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, რომ გწამდეთ ამის!
არ შეგეშინდეთ მარცხის! ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია მარცხი არ განვიცადოთ, არ ვდგამთ ნაბიჯებს, უკან ვიხევთ და რეალურად ყველაზე დიდ შეცდომას სწორედ ამ დროს ვუშვებთ. თქვენით უნდა გადაწყვიტოთ იქნებით თუ არა წარმატებული. თქვენ უნდა აირჩიოთ რწმენა იმისა, რომ არ არსებობს მარცხი. დაბრკოლებები უნდა გამოიყენოთ, როგორც მოტივაცია და ყველაზე დიდი გაკვეთილი. ასეა ზოგადად ცხოვრებაშიც, ეს იქნება კარიერა თუ პირადი ცხოვრება – შეცდომები საჭიროა, რომ ვისწავლოთ, გავძლიერდეთ, გავიზარდოთ – ეს კი ყველაზე სასიამოვნო პროცესია.
ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ეს ერთი სიცოცხლე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა განვვლოთ!
Leave A Comment