Please see the interview with Rusa Tchkuaseli – BLC Law Office Partner; President of the Board of Directors of Georgian Association of Arbitrators
First of all, please share your success story with us. What stages have you experienced, what difficulties have you encountered, and what stage are you currently at?
My journey in the legal profession has been one of growth, learning, and perseverance. Starting from my undergraduate studies at Tbilisi State University, where I developed a strong foundation in law, to earning an LL.M in Maritime Law from the University of Oslo, each stage of my career has added new dimensions to my expertise.
I began as a trainee and gradually worked my way up to becoming a partner at BLC Law Office. Along the way, I encountered challenges, including adapting to complex legal issues, navigating international arbitration cases, and balancing professional responsibilities with personal growth. Each obstacle has been a valuable learning opportunity that shaped my ability to lead and innovate.
Today, as a partner, my role has expanded to include significant managerial responsibilities, such as overseeing the firm’s strategic direction, mentoring young associates, and ensuring the quality and efficiency of the firm’s operations. These duties are distinct from my previous roles, adding a new layer of leadership and accountability to my career.
In addition to my work at BLC, I have the honor of serving as the President of the Board of Directors of the Georgian Association of Arbitrators. In this capacity, I am responsible for high-level management of the organization, representing it with key stakeholders and in the media, and steering its strategic initiatives. This role allowed me to contribute to the advancement of arbitration in Georgia, promoting it as an effective mechanism for dispute resolution and enhancing the qualifications and ethical standards of Georgian arbitrators.
Today, I am proud to be at a stage in my career where I can lead, inspire, and contribute to the development of the legal profession both within my firm and on a national level.
As we know, you have a Master’s degree in Maritime Law from Oslo University. What motivated you to pursue this area of law, and how do you perceive its relevance and potential impact in Georgia?
My motivation for pursuing Maritime Law stemmed from its complexity and its critical role in global trade and commerce. Maritime Law touches on diverse issues such as shipping contracts, liability, insurance, and international arbitration, all of which I found intellectually stimulating.
In Georgia, with its strategic location and growing interest in developing ports and maritime infrastructure, understanding Maritime Law is becoming increasingly relevant. I believe it has significant potential to bolster Georgia’s economy by ensuring effective legal frameworks for maritime operations and investments.
Tell us more about your work at BLC Law Office. What role did this it play in your professional development, and what does it mean to you to be a part of this team?
BLC Law Office has been instrumental in shaping my career. Starting as a junior associate and rising to the position of partner, I have had the opportunity to engage in diverse areas of law, including corporate law, project financing, and international arbitration. The firm’s culture of excellence, mentorship, and teamwork has allowed me to refine my skills and lead significant transactions and disputes.
Being part of BLC means more than just professional success; it is about contributing to a team that values innovation, integrity, and the growth of the legal profession in Georgia. It is a privilege to work alongside talented colleagues who share a commitment to making a difference for our clients and the legal community.
In your opinion, what are the most important strategies for overcoming challenges in professional life?
To overcome challenges, resilience and adaptability are crucial. It is essential to approach problems with a solutions-oriented mindset and never stop learning. Networking and seeking mentorship can provide invaluable guidance and support. Finally, maintaining a clear vision of your goals while being open to new opportunities is key to navigating professional hurdles.
Finally, to wrap up with the traditional question, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking their first steps in their careers?
To the next generation, I would say: stay curious and never stop learning. Build strong foundations, but don’t fear taking risks or making mistakes—these are often the best teachers. Seek out mentors who inspire you and don’t shy away from hard work. Always uphold integrity in your professional life, as trust and respect are invaluable assets. Most importantly, believe in your ability to create positive change and contribute meaningfully to your chosen field.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ რუსა ჭკუასელთან- იურიდიული კომპანია “BLC”-ის პარტნიორი; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე ხართ ახლა?
ჩემი გზა იურიდიულ პროფესიაში ზრდას, სწავლასა და შეუპოვრობას უკავშირდება. დაწყებული საბაკალავრო ეტაპიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართლის სფეროში მყარი საფუძველი ჩამომიყალიბდა, ოსლოს უნივერსიტეტის საზღვაო გადაზიდვების სამართლის მაგისტრის ხარისხამდე, ჩემი კარიერის თითოეულმა ეტაპმა ჩემს ცოდნას ახალი განზომილება შესძინა.
თავდაპირველად, ვიყავი სტაჟიორი და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების შედეგად გავხდი იურიდიული კომპანია “BLC”-ის პარტნიორი. ამ დროის განმავლობაში, შემხვდა გამოწვევები, მათ შორის კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებთან ადაპტაციის აუცილებლობა, საერთაშორისო საარბიტრაჟო საქმეების ნავიგაცია და პროფესიული პასუხისმგებლობების პიროვნულ ზრდასთან შეთავსება. თუმცა, თითოეული სირთულე ცოდნის შეძენის ღირებული შესაძლებლობაა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს ხელმძღვანელობისა და ინიციატივების დანერგვის უნარებზე.
დღეს ჩემი, როგორც პარტნიორის, როლი საკმაოდ ფართოა და მოიცავს მნიშვნელოვან მენეჯერულ პასუხისმგებლობებს, როგორიცაა კომპანიის სტრატეგიული მიმართულების ზედამხედველობა, ახალგაზრდა კოლეგების მენტორობა და კომპანიის ოპერაციების ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა. ეს მოვალეობები განსხვავდება ჩემი წინა როლებისგან, და ჩემს კარიერაში ლიდერობისა და ანგარიშვალდებულების ახალი ეტაპია.
“BLC”-ში საქმიანობის გარდა, მაქვს პატივი ვიყო საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ამ თანამდებობის ფარგლებში, პასუხისმგებელი ვარ ორგანიზაციის მაღალი დონის მენეჯმენტზე, წარმოვადგენ მას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და მედიაში და ვხელმძღვანელობ მის სტრატეგიულ ინიციატივებს. ამ როლმა მომცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა საქართველოში არბიტრაჟის წინსვლაში, მისი, როგორც დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის პოპულარიზაციასა და ქართველი არბიტრების კვალიფიკაციისა და ეთიკური სტანდარტების ამაღლებაში.
დღეს ვამაყობ, რომ ჩემი კარიერის იმ ეტაპზე ვარ, რომელზეც შემიძლია ვიყო ლიდერი, ინსპირაციის წყარო და ვიმონაწილეო იურიდიული პროფესიის განვითარებაში, როგორც ჩემს კომპანიაში, ისე ეროვნულ დონეზე.
როგორც ვიცით, გაქვთ ოსლოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საზღვაო გადაზიდვების სამართალში. რა იყო თქვენი მოტივაცია სამართლის ამ სფეროს შესწავლისთვის და როგორ აღიქვამთ საზღვაო სამართლის აქტუალობასა და მის პოტენციურ გავლენას საქართველოში?
საზღვაო სამართლის შესწავლის მოტივაცია გამომდინარეობდა მისი სირთულიდან და კრიტიკული როლიდან გლობალურ ვაჭრობასა და კომერციაში. საზღვაო სამართალი ეხება მრავალფეროვან საკითხებს, როგორიცაა გადაზიდვის ხელშეკრულებები, ვალდებულებები, დაზღვევა და საერთაშორისო არბიტრაჟი. ყველა ეს საკითხი ჩემთვის აკადემიურად საინტერესო მიმართულებას წარმოადგენდა.
საქართველოში, მისი სტრატეგიული მდებარეობითა და პორტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი მზარდი ინტერესით, საზღვაო სამართლის სფერო სულ უფრო აქტუალური ხდება. მივიჩნევ, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკა, საზღვაო ოპერაციებისა და ინვესტიციების ეფექტური სამართლებრივი ჩარჩოების უზრუნველყოფის გზით.
მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ იურიდიულ კომპანიაში „BLC“. რა როლი შეასრულა ამ კომპანიამ თქვენს პროფესიულ განვითარებაში და რას ნიშნავს თქვენთვის ამ გუნდის წევრობა?
იურიდიულ კომპანია “BLC”-ს ჩემს კარიერის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. სტაჟირებიდან დაწყებული, კომპანიის პარტნიორის თანამდებობამდე მქონდა შესაძლებლობა, ჩართული ვყოფილიყავი სამართლის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკორპორაციო სამართალში, პროექტების დაფინანსებსა და საერთაშორისო არბიტრაჟში. კომპანიის საქმიანობის მაღალი ხარისხის, მენტორობისა და გუნდური მუშაობის კულტურამ, მომცა საშუალება, დამეხვეწა ჩემი უნარები და მეხელმძღვანელა მნიშვნელოვანი ტრანზაქციებისა და დავებისთვის.
“BLC”-ის წევრობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროფესიული წარმატება; ეს არის წვლილის შეტანა იმ გუნდში, რომელიც აფასებს ინოვაციებს, ერთიანობას და ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის განვითარებას საქართველოში. ეს არის დიდი პატივი, ვიმუშაო ნიჭიერ კოლეგებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ერთგულებას პოზიტიური ცვლილებებისადმი, ჩვენი კლიენტებისა და იურიდიული საზოგადოებისთვის.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიები პროფესიულ ცხოვრებაში გამოწვევების გადასალახად?
გამოწვევების დასაძლევად, გადამწყვეტია გამძლეობა და ადაპტაციის უნარი. აუცილებელია პრობლემებს მივუდგეთ გადაწყვეტაზე ორიენტირებული აზროვნებით და არასოდეს შევწყვიტოთ სწავლა. ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების და ჩვენზე გამოცდილი კოლეგებისგან რჩევა-დარიგებების მიღების გზით, ვიღებთ ფასდაუდებელ მხარდაჭერას, რაც გვეხმარება გაზრდასა და განვითარებაში. დაბოლოს, თქვენი მიზნების მკაფიო ხედვის შენარჩუნება, ახალი შესაძლებლობებისადმი მიმღებლობასთან ერთად, პროფესიული დაბრკოლებების გადალახვის საუკეთესო საშუალებაა.
და ბოლოს, დავასრულებთ ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით მომავალი თაობის პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
მომავალ თაობას ვეტყოდი: იყავით ცნობისმოყვარეები და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. ჩამოაყალიბეთ ძლიერი საფუძვლები, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ რისკის ან შეცდომების დაშვების – ისინი ხშირად საუკეთესო მასწავლებლები არიან. მოძებნეთ მენტორები, რომლებიც შთაგაგონებენ და არ მოერიდოთ შრომას. ყოველთვის დაიცავით კეთილსინდისიერება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში, რადგან ნდობა და პატივისცემა ფასდაუდებელი აქტივია. რაც მთავარია, გჯეროდეთ თქვენი უნარის შექმნათ პოზიტიური ცვლილებები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში.
Leave A Comment